რა არის Succinct (PROVE)?

რა არის Succinct (PROVE)?

განახლებული Aug 6, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Ethereum ქსელზე გაშვებული Succinct პროტოკოლი ახდენს დამმტკიცებლების განაწილებული ქსელის კოორდინაციას, რომლებიც ახორციელებენ ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP-ების) გენერირებას ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფისთვის.

  • ამ ქსელის მიზანი ZK მტკიცებულებებია გახადოს უფრო სწრაფი, იაფი და მარტივად გამოსაყენებელი, მისი მეშვეობით მომხმარებელს აღარ სჭირდება მტკიცებულებების საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნა.

  • ეს პროტოკოლი მუშაობს, როგორც ორმხრივი სავაჭრო პლატფორმა, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მოთხოვნის გამგზავნ მხარეებსა და დამმტკიცებლებს და აქვს სხვადასხვა ტიპის აპლიკაციების მხარდაჭერა, როგორებიცაა ხიდები, oracle-ები და ხელოვნური ინტელექტის აგენტები.

  • მოთხოვნებისთვის შესაბამისი დამმტკიცებლების მოსაძებნად ქსელი იყენებს off-chain აუქციონის სისტემას, შედეგების საფუძველზე ანგარიშსწორება კი ხდება on-chain, სმარტ კონტრაქტების მეშვეობით.

succint prove cta ბანერი

შესავალი

ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები (ZKP-ები) წარმოადგენს მძლავრ საშუალებებს, რომელიც იძლევა მონაცემთა ვალიდურობის დამტკიცების შესაძლებლობას მისი დეტალების გამჟღავნების გარეშე. ისინი გამოიყენება უამრავ სფეროში, დაწყებული ბლოკჩეინებით და დამთავრებული კონფიდენციალურობის ინსტრუმენტებით, თუმცა მსგავსი მტკიცებულებების გენერირება ჩვეულებრივ მოითხოვს ძვირადღირებულ აპარატურას და კრიპტოგრაფიის საფუძვლიან ცოდნას.

Ethereum ქსელზე გაშვებული Succinct პროტოკოლი აამარტივებს ამ პროცესს. სპეციალური ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნის ნაცვლად, დეველოპერებს შეუძლიათ მოითხოვონ მტკიცებულებები დამმტკიცებლების საზიარო ქსელიდან. ეს ამარტივებს ZKP-ების სხვადასხვა აპლიკაციებში, მაგალითად როლაფებში, ხიდებში, ხელოვნური ინტელექტის აგენტებში და თამაშებში ინტეგრაციას, რისი წყალობითაც აღარ არის საჭირო სპეციალური აპარატურა და კრიპტოგრაფიის მაღალ დონეზე ცოდნა.

რა არის Succinct?

Succinct ქმნის დამმტკიცებლების დეცენტრალიზებულ ქსელს, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ZKP-ების მოთხოვნა და გენერირება. ეს ქსელი სავაჭრო პლატფორმას წარმოადგენს, სადაც დეველოპერებს და აპლიკაციებს შეუძლიათ გააგზავნონ მტკიცებულების მოთხოვნები, ხოლო დამოუკიდებელი დამმტკიცებლები ახდენენ ამ მტკიცებულებების გენერირებას და სანაცვლოდ იღებენ ჯილდოებს. 

ეს ქსელი წარმოადგენს ვერიფიცირებად აპლიკაციას (vApp), რაც იმას ნიშნავს, რომ ის ისეთივე სწრაფი და ინტერაქტიულია, როგორც ვებ-აპლიკაცია, თუმცა მისი მუშაობა ეფუძნება კრიპტოგრაფიულ უსაფრთხოებას და on-chain ვერიფიკაციას. 

Succinct Processor 1 (SP1) 

Succinct Processor 1, ანუ შემოკლებით SP1, წარმოადგენს ზოგადი დანიშნულების ნულოვანი ინფორმაციის ვირტუალურ კომპიუტერს (zkVM), რომელიც შემუშავებულია Succinct Labs-ის მიერ. მისი მიზანია ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების გენერირება გახადოს უფრო ხელმისაწვდომი და დეველოპერებისთვის მოსახერხებელი. 

რთული კრიპტოგრაფიული სქემების ნაცვლად, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ მათთვის ნაცნობი პროგრამირების ენები, როგორიცაა Rust ან C++. პროგრამის დაწერის შემდეგ, დეველოპერებს შეუძლიათ მოახდინონ ისი კომპილაცია და გააგზავნონ ის SP1-ის მეშვეობით. ამის შემდეგ, Succinct-ის ქსელში ჩართული დამმტკიცებლები გაუშვებენ ამ პროგრამას და შექმნიან მტკიცებულებას, რომლის სისწორის ვერიფიკაციაც შესაძლებელი იქნება საწყისი მონაცემების გამჟღავნების გარეშე.

სპეციალური ZK სტეკების საჭიროების გამორიცხვით, SP1 ამარტივებს ZKP-ების სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებში, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებში, თამაშებში და დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრაციას.

როგორ მუშაობს Succinct-ის დამმტკიცებელთა ქსელი

ორმხრივი სავაჭრო პლატფორმა

Succinct-ის დამმტკიცებლების ქსელი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ პროტოკოლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ჯგუფს:

  • მომთხოვნებს: დეველოპერები ან აპლიკაციები, რომელთაც ესაჭიროებათ ZK მტკიცებულებები.

  • დამმტკიცებლებს: დამოუკიდებელი მონაწილეები, რომლებიც ახდენენ ZK მტკიცებულებების გენერირებას.

როდესაც ვინმეს ესაჭიროება ZK მტკიცებულება, ის აგზავნის მოთხოვნას ქსელში. ამ სამუშაოს შესასრულებლად ეწყობა აუქციონი, რის საფუძველზეც ხდება დამმტკიცებლების შერჩევა, რომლებიც სამუშაოს ყველაზე იაფად ან სწრაფად შესრულებას შესთავაზებენ.

Off-chain: აუქციონერი

მომთხოვნების და დამტკიცებლების შერჩევა ხდება off-chain და ამ პროცესს მართავს სისტემა, რომელსაც აუქციონერი ეწოდება. ეს ყველაფერი ხორციელდება პროცედურის დისტანციური გამოძახებების (RPC) ფუნქციის მეშვეობით, ასე რომ არ არის საჭირო ბლოკების დადასტურების ან on-chain ურთიერთქმედებების დასრულების ლოდინი. დამმტკიცებლებს გაგზავნილი მოთხოვნების ნახვა და აუქციონში მონაწილეობის მიღება მომენტალურად შეუძლიათ, რისი წყალობითაც ეს პროცესი სწრაფი და ინტერაქტიულია.  

On-chain: Ethereum-ზე ანგარიშსწორება

მიუხედავად იმისა, რომ მხარეების მოძიება და აუქციონი off-chain ხდება, ანგარიშსწორება და ვერიფიკაცია Ethereum-ზე ხორციელდება. აუქციონერი რეგულარულად აგზავნის ZKP-ებს, რითაც დასტურდება, რომ ყველა პროცესი სწორად ხორციელდება, დაწყებული მონაწილეთა შერჩევით და დამთავრებული მტკიცებულებების გენერირებით. ყველა თანხა უსაფრთხოდ არის ბლოკირებული Ethereum-ის სმარტ კონტრაქტებში, რისი წყალობითაც სხვებისთვის თქვენს აქტივებზე წვდომა შეზღუდულია და თანხის გატანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

აღსრულების (off-chain) და ანგარიშსწორების (on-chain) პროცესების გამიჯვნა Succinct-ის არქიტექტურის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს. ის მომხმარებელს აძლევს თანამედროვე ვებ-აპლიკაციის უპირატესობებით, და ამავდროულად, Ethereum-ის გამჭვირვალობით და სანდოობით სარგებლობის შესაძლებლობას.

Backend არქიტექტურა

backend არქიტექტურა ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად შეამოწმოს ქსელზე მიმდინარე პროცესები. 

აუქციონერი აწარმოებს მომხმარებელთა ბალანსების, მტკიცებულებების მოთხოვნების და შესრულებული სამუშაოების გამჭვირვალე ჩანაწერებს. ვერიფიკაციის გასამარტივებლად, მონაცემთა წაკითხვის ან დამატების თითოეული შემთხვევისთვის ის ქმნის მერკლის მტკიცებულებებს და რეგულარულად აქვეყნებს მათ Ethereum-ზე, რათა ნებისმიერმა შეძლოს ამ მონაცემთა სიზუსტის გადამოწმება.

არსებობს დამმტკიცებლის სპეციალური სერვისი, რომელიც კითხულობს ამ მონაცემთა ბაზიდან მიღებულ მონაცემებს და SP1-ის გამოყენებით ახდენს ქსელის ახალი მდგომარეობის ZKP-ის გენერირებას. ეს მოიცავს ბალანსების ცვლილებას, სამუშაოების გადანაწილებას და გაცემულ მტკიცებულებებს. ეს მტკიცებულებები რეგულარულად ქვეყნდება Ethereum-ზე, რათა ნებისმიერმა შეძლოს ქსელის სწორად ფუნქციონირების შემოწმება, რისთვისაც არ არის საჭირო თავად აუქციონერის ნდობა.

Succinct-ის გამოყენების გზები

Succinct-ის დამმტკიცებლების ქსელს აქვს უამრავი ბლოკჩეინის და off-chain აპლიკაციის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ZKP-ების გენერირების ხელმისაწვდომობას და ეფექტურობას. ქვემოთ მოცემულია მისი გამოყენების სფეროების რამდენიმე მაგალითი:

  • Cross‑chain ხიდები: ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე გადაგზავნილი მონაცემების ან შეტუობინებების ვერიფიკაცია შუამავალის ნდობის საჭიროების გარეშე.

  • ZK-როლაფები: როლაფების მასშტაბირების ეფექტურობის გაუმჯობესება მტკიცებულების გენერირების ფუნქციების დამმტკიცებელთა დეცენტრალიზებული ქსელისთვის გადაცემის მეშვეობით. 

  • ვერიფიცირებადი გამოთვლები: იმის მტკიცებულებების შემოთავაზება, რომ off-chain პროცესები (მაგალითად AI ინფერენცია, სიმულაციები ან ფინანსური გამოთვლები) გაშვებულია სწორად და არ არის გაყალბებული.

  • ლაით-კლიენტები: ბლოკჩეინის ლაით-ნოდებისთვის on-chain მონაცემთა ვერიფიცირების შესაძლებლობის შეთავაზება - ბლოკჩეინის მთლიანი ისტორიის ჩამოტვირთვის ნაცვლად, მათ შეუძლიათ გამოიყენონ კომპაქტური ZK მტკიცებულებები.

PROVE ტოკენი

PROVE ტოკენი არის Ethereum-ზე გაშვებული ERC-20 ტოკენი და წარმოადგენს Succinct პროტოკოლის ადგილობრივ utility ტოკენს. ეს ტოკენი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • გადახდები: PROVE გამოიყენება მტკიცებულების გენერირების საფასურის გადასახდელად. როდესაც როლაფები, ხიდები ან DApp-ები აგზავნიან მტკიცებულების გენერირების მოთხოვნას, მის საფასურს დამმტკიცებლებს უხდიან PROVE-ში.

  • სტეიკინგი: დამმტკიცებელს შეუძლია საკუთარი PROVE განათავსოს სტეიკინგზე და სანაცვლოდ მიიღოს აუქციონში მონაწილეობის უფლება და სამუშაოს მიღების შანსი. რაც მეტ ტოკენს განათავსებენ სტეიკინგზე, მით მეტი მოთხოვნის დამუშავებას შეძლებენ. თუმცა თუ ისინი ვერ შეძლებენ მტკიცებულების გენერირებას ან მათ მიერ გაგზავნილი მტკიცებულება ყალბი აღმოჩნდება, ისინი დაკარგავენ სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების ნაწილს. 

  • დელეგირება: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი PROVE გადასცენ დამმტკიცებლებს და მიიღონ წილი მათ მიერ გამომუშავებული მოგებიდან. Succinct-ის ფონდი ადრეული ეტაპის მონაწილეებს სთავაზობს სტეიკინგის დამატებით ჯილდოებს.

  • მმართველობა: საწყის ეტაპზე, განახლებების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს უსაფრთხოების საბჭო. დროთა განმავლობაში მოხდება მმართველობის ფუნქციის სრულად on-chain გადატანა, ხოლო PROVE-ის მფლობელები შეძლებენ ხმა მისცენ პროტოკოლის ცვლილებებთან, თანხების განაწილებასთან და ქსელის პარამეტრებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

Succinct (PROVE) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 5 აგვისტოს, Binance-მა განაცხადა, რომ PROVE იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 31-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 9-დან 12 ივლისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს PROVE-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი PROVE, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,50%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა PROVE-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ის აუმჯობესებს ქსელების მასშტაბირებას, კონფიდენციალურობას და off-chain გამოთვლების ვერიფიკაციას. ღია სავაჭრო პლატფორმის, ეფექტური zkVM-ის და უსაფრთხო სტეიკინგის მოდელის კომბინირებით, ის გვეხმარება ZK გავხადოთ უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი რეალურ სამყაროში გამოსაყენებლად.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.