რა არის Haedal პროტოკოლი (HAEDAL)?

რა არის Haedal პროტოკოლი (HAEDAL)?

განახლებული May 22, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Haedal არის ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლი, რომელიც გაშვებულია Sui ქსელზე. ის მომხმარებელს აძლევს საკუთარი SUI ტოკენების სტეიკინგზე განთავსების და Sui ბლოკჩინის მართვასა და დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

  • საკუთარი აქტივების სტეიკინგზე განთავსების შემდეგ, მომხმარებლები იღებენ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენებს (LST), სახელწოდებით haSUI, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვა DeFi სერვისებსა და აქტივობებში.

  • Haedal აერთიანებს ადგილობრივი ლიკვიდურობის სტეიკინგის და სარგებლის მიღების სტრატეგიებს და წარმოგიდგენთ ინტუიციურ მომხმარებლის გამოცდილებას, რისი წყალობითაც ის Sui DeFi ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

haedal cta ბანერი

შესავალი

Haedal პროტოკოლი წარმოადგენს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმას, რომელიც გაშვებულია Sui ბლოკჩეინზე. ის ფოკუსირებულია ლიკვიდურობის სტეიკინგზე და ლიკვიდურობის უზრუნველყოფაზე, რისთვისაც იყენებს მარკეტ-მეიკერის მოდელს, სახელწოდებით Haedal Market Maker (HMM).

სტეიკინგის და DeFi-ს გაერთიანებით, Haedal მიზნად ისახავს კაპიტალის გამოყენების და მომხმარებლის მიერ სარგებლის გენერირების პროცესის ოპტიმიზაციას. მოდით დეტალურად განვიხილოთ Haedal პროტოკოლი, მისი სტრუქტურა, ლიკვიდურობის სტეიკინგის სისტემა, Haedal Market Maker და მათი როლი Sui ეკოსისტემაში.

რა არის Haedal?

Haedal პროტოკოლი არის ლიკვიდურობის სტეიკინგის პლატფორმა და შექმნილია Sui ბლოკჩეინის მხარდაჭერის მიზნით, რომელიც წარმოადგენს პირველი დონის ბლოკჩინს, რომელიც გამოირჩევა მასშტაბირებადობით და ტრანზაქციების დაბალი საკომისიოებით.

Haedal მომხმარებლებს აძლევს SUI ტოკენების - Sui ქსელის ადგილობრივი კრიპტოვალუტის სტეიკინგზე განთავსების საშუალებას, ბლოკის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით. სანაცვლოდ ისინი იღებენ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენს (LST), სახელწოდებით haSUI. ეს ტოკენი მომხმარებელს სთავაზობს ლიკვიდურობის ეფექტურად გამოყენების და DeFi აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას სტეიკინგის ჯილდოებზე უარის თქმის გარეშე, რითაც ის განსხვავდება ტრადიციული სტეიკინგის მოდელებისგან.

ლიკვიდურობის სტეიკინგი Haedal-ის მეშვეობით

როგორ მუშაობს ლიკვიდურობის სტეიკინგი

ლიკვიდურობის სტეიკინგი მომხმარებლებს აძლევს საკუთარი აქტივების სტეიკინგზე განთავსების და ამავდროულად ლიკვიდურობის შენარჩუნების შესაძლებლობას, განსხვავებით ტრადიციული სტეიკინგისგან, რა დროსაც ხდება სტეიკინგის აქტივების დაბლოკვა. Haedal-ში, მომხმარებლები სტეიკინგზე განათავსებენ SUI ტოკენებს Sui-ს ვალიდატორების ქსელის მხარდაჭერის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის უსაფრთხოებას. სანაცვლოდ ისინი იღებენ haSUI-ს, შემოსავლის გენერირების ტოკენს, რომელიც წარმოადგენს მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებულ SUI-ს. ისინი ასევე იღებენ ვალიდატორის ჯილდოებს.

Haedal გვთავაზობს სტეიკინგის ორ რეჟიმს:

  • ავტომატური სტეიკინგი: პროტოკოლი ირჩევს ეფექტურ ვალიდატორებს, რითაც ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას.

  • ხელით სტეიკინგი: მომხმარებლები ირჩევენ კონკრეტულ ვალიდატორებს მათი წლიური საპროცენტო სარგებლის (APY) გათვალისწინებით და სთავაზობენ მათ მეტ კონტროლს.

აქტივის სტეიკინგზე განთავსების შემდეგ ხდება haSUI ტოკენის დამზადება და ის იგზავნება მომხმარებლის საფულეში.

haSUI-ს დანიშნულება

haSUI ტოკენი შექმნილია Sui-ს DeFi ეკოსისტემაში მარტივად ინტეგრაციის მიზნით. ის შეიძლება გამოვიყენოთ:

  • დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX-ებზე): ვაჭრობისთვის და პულების ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის (მაგ., haSUI/SUI Cetus DEX-ზე).

  • სესხის გაცემის პროტოკოლებში: უზრუნველყოფის ან სესხის აღების მიზნით.

  • NFT სავაჭრო ბირჟებზე: NFT-ების შეძენისთვის ან გაცვლისთვის.

  • სტეიბლკოინის პროტოკოლებში: სტეიბლკოინთან დაკავშირებული DeFi აქტივობებისთვის.

მისი მოქნილობა მომხმარებელს აძლევს სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავების და ამავდროულად სარგებლის გენერირების DeFi სტრატეგიებში მონაწილეობის და კაპიტალის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას.

Haedal Market Maker (HMM)

Haedal Market Maker (HMM) წარმოადგენს ავტომატურ მარკეტ-მეიკერს (AMM) რომელიც შექმილია haSUI-ს და Sui ქსელში გაშვებული სხვა აქტივების ლიკვიდურობის ოპტიმიზაციის მიზნით. ტრადიციული AMM-ებისგან განსხვავებით, HMM იყენებს პროტოკოლის კუთვნილ ლიკვიდურობას, რომელიც წინასწარ არის დაფინანსებული Haedal-ის მიერ, რაც უზრუნველყოფს ვაჭრობის ეფექტურობას და haSUI-ის მფლობელების სარგებლის გაზრდას. 

2025 მაისის მონაცემებით, Haedal წარმოადგენს Sui-ს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ AMM-ს ვაჭრობის დღიური მოცულობის მიხედვით. DefiLlama-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მისი საერთო მოცულობაა 900 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო TVL - დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი. HMM-ის ვაჭრობის საკომისიოა 0,04%, რომელთაგან 50% გამოიყენება წამახალისებელი ჯილდოებისთვის, მაგალითად haSUI-ს სარგებლის ოდენობის გასაზრდელად.

HMM-ის ძირითადი მექანიზმები

1. ლიკვიდურობის დინამიური კონცენტრაცია: ტრადიციული AMM-ებისგან განსხვავებით, რომლებიც ლიკვიდურობას ანაწილებენ ფასის უსასრულო დიაპაზონში კონსტანტა-ნამრავლის ფორმულის (x * y = k) გამოყენებით, HMM ახდენს ლიკვიდურობის კონცენტრაციას ფასის კონკრეტულ დიაპაზონში, სადაც მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდება სავაჭრო აქტივობა. ლიკვიდურობის დინამიურად კორექტირებისთვის ის იყენებს არახაზოვანი ლევერიჯის ფაქტორს, რომელიც შეესაბამება ბაზრის რეალურ პირობებს, რათა შეამციროს ფასის ცურვა და უზრუნველყოს კაპიტალის გამოყენების ოპტიმიზაცია.

2. Oracle-ზე დაფუძნებული ფასების განსაზღვრა: HMM-ში ინტეგრირებულია ფასების მიღების მაღალსიხშირიანი Oracle-ის არხები (მაგ., Pyth Network) ლიკვიდურობის მიმდინარე საბაზრო ფასებთან შესაბამისობის მიზნით. ის ამცირებს დროებითი ზარალის რისკს ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის და ასევე შეუძლია „დროებითი მოგების“ გენერირება ფასის მოძრაობების კაპიტალიზაციის მეშვეობით და მუშაობს Sui-ზე არსებულ სხვა AMM-ებთან და შეკვეთების წიგნებთან ერთად.

3. ინვენტარიზაციის მართვა: HMM უზრუნველყოფს პულის ბალანსის შენარჩუნებას აქტივების ფასების დინამიურად კორექტირების მეშვეობით. თუ პულის ერთი აქტივის (მაგალითად SUI ტოკენის SUI-USDC წყვილიდან) რაოდენობა შემცირდება, HMM გაზრდის მის ფასს ამ აქტივის გაყიდვების სტიმულირების და ყიდვების შემცირების მიზნით, რაც ხელს უწყობს ბალანსის აღდგენას.

კაპიტალის ეფექტურობა და რისკის მართვა

HMM იყენებს Sui-ს ტრანზაქციების მაღალ სიჩქარეს (TPS) არასტაბილურ წყვილებში ლიკვიდურობის კორექტირების მიზნით, რითაც ამცირებს ბაზრის რყევებით გამოწვეულ ფასის ვარდნას. გარდა ამისა, HMM დაცულია Miner Extractable Value (MEV) ტიპის შეტევებისგან, როგორიცაა წინმსწრები და სენდვიჩ შეტევები, რაც მომხმარებელს სთავაზობს სტაბილური სარგებლის გენერირების შესაძლებლობას.

დაფინანსება და მოგების განაწილება

HMM-ის მუშაობა დაფუძნებულია Haedal-ის პროტოკოლის კუთვნილ ლიკვიდურობაზე, რაც გამორიცხავს გარე ლიკვიდურობის პროვაიდერების საჭიროებას პროტოკოლის გაშვების საწყის ეტაპებზე. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, საწყისი თანხების შეტანა განხორციელდება Haedal-ის გუნდის მიერ, მოგების რეგულარული რეინვესტირებით, რაც უზრუნველყოფს ლიკვიდურობის მასშტაბირებას:

  • 40% განთავსებულია haSUI-ს ხაზინაში (SUI ქსელზე) და განკუთვნილია haSUI-ს APR-ის გაუმჯობესებისთვის.

  • 50% გამოყოფილია HAEDAL ტოკენების გამოსყიდვისთვის, რომლებიც გაცემულია veHAEDAL-ის სტეიკერების ჯილდოს სახით.

  • 10% განთავსებულია Haedal-ის პროტოკოლის ხაზინაში და განკუთვნილია მისი გრძელვადიანი უზრუნველყოფისთვის.

HAEDAL და veHAEDAL

HAEDAL წარმოადგენს Haedal პროტოკოლის governance ტოკენს. მისი საერთო მარაგია 1 მილიარდი ტოკენი, რომლის გამოშვება მოხდება 7 წელზე გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

Haedal-მა წარმოადგინა veHAEDAL, რომელიც არის ხმის მიცემის უფლების დამადასტურებელი ტოკენი და გაიცემა მმართველობაში მონაწილეობის და სტეიკინგის ჯილდოების სახით. მომხმარებელს შეუძლია დაბლოკოს საკუთარი HAEDAL ტოკენები 1-52 კვირის განმავლობაში და სანაცვლოდ მიიღოს veHAEDAL. რაც უფრო დიდია დაბლოკვის პერიოდი, მით მეტი veHAEDAL მონეტის მიღებას შეძლებს მომხმარებელი. მისი უპირატესობებია:

  • სტეიკინგის ყოველკვირეული ჯილდოები.

  • მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა Haedal-ის ფარმინგის მოდულებიდან.

  • Haedal-ის DAO შემოთავაზებებისთვის ხმის მიცემის უფლება.

HAEDAL და Binance HODLer Airdrop-ები

2025 წლის 21 მაისს, Binance განაცხადა, რომ HAEDAL იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-19 პროექტი. Uმომხმარებლებმა, რომელთაც 10-დან 13 მაისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს HAEDAL-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 30 მილიონი HAEDAL, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 3%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა HAEDAL-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Haedal პროტოკოლი გვთავაზობს ლიკვიდურობის სტეიკინგის და ლიკვიდურობის მართვის კომბინაციას, რომელიც ხორციელდება Haedal Market Maker-ის (HMM) მეშვეობით. Haedal მომხმარებელს აძლევს საკუთარი SUI ტოკენების სტეიკინგზე განთავსების და სანაცვლოდ haSUI-ს მიღების შესაძლებლობას, რითაც ის წარმოადგენს მოქნილ სისტემას, სადაც გაერთიანებულია სტეიკინგის ჯილდოები და DeFi-ს შესაძლებლობები, როგორიცაა ვაჭრობა, სესხების გაცემა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.