ეს პლატფორმები აგროვებენ მონაცემებს სხვადასხვა DeFi პროტოკოლიდან და წარმოგვიდგენენ ერთიანი ინტერფეისის სახით, რაც ამარტივებს სხვადასხვა ეკოსისტემების აქტივობების ერთმანეთთან შედარებას და ტენდენციებზე მონიტორინგს.
თუმცა შეიძლება შეამჩნიოთ, რომ სხვადასხვა აგრეგატორის TVL-ის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან მათი გამოთვლის მეთოდოლოგიაში არსებული სხვაობების გამო.
TVL ფართოდ გამოიყენება DeFi ეკოსისტემაში აქტივობების და პროტოკოლების პოპულარობის ინდიკატორის სახით. უფრო მაღალი TVL, როგორც წესი, მიუთითებს მომხმარებელთა ჩართულობის უფრო მაღალ დონეზე და ვაჭრობისთვის, სესხების აღებისთვის, გაცემისთვის და კონვერტაციისთვის უფრო მეტი ლიკვიდურობის არსებობაზე.
მაღალი TVL ასევე შეიძლება მიუთითებდეს პლატფორმის მიმართ მაღალ ნდობაზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები მზად არიან საკუთარი აქტივები დაბლოკონ პროტოკოლში. თუმცა, TVL არ უნდა გამოიყენებოდეს DeFi პროექტების შეფასების ერთადერთ მაჩვენებლად, რადგან ის ერთ-ერთია მრავალ გასათვალისწინებელ ფაქტორს შორის. გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს მომხმარებლების მიერ საკუთარი აქტივების დამატების ან გატანის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ TVL სასარგებლო მაჩვენებელია, მას გარკვეული შეზღუდვები ახასიათებს. TVL-ის ზრდა შეიძლება ასახავდეს ტოკენების ფასების მატებას და არა მომხმარებელთა დეპოზიტების რეალურ ზრდას. ანალოგიურად, TVL-ის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ბაზარზე ფასების საერთო ვარდნით და არა მომხმარებლების მიერ საკუთარი თანხების გამოტანით. გარდა ამისა, TVL არ ითვალისწინებს პროტოკოლის დიზაინის ხარისხს ან მდგრადობას, ხოლო პროექტებმა, რომელთაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი TVL წამახალისებელი სქემების მეშვეობით, შესაძლოა ვერ მოახერხონ ღირებულების შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში.
DApp-ები წარმოადგენს აპლიკაციებს, რომლებიც, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ნაცვლად, გაშვებულია კომპიუტერების P2...
ლიკვიდურობის პროვაიდერები (LP-ები) არიან ორგანიზაციები ან ინდივიდუალური პირები, რომლებიც ფინანსურ ბაზრებზე ...
კრიპტო პროტოკოლი წარმოადგენს წესების და პროცედურების ნაკრებს, რომლითაც ხდება ქმედებების რეგულირება დეცენტრა...