მთავარი დეტალები
Sonic არის EVM-თან თავსებადი 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც იყენებს უნიკალურ კონსენსუსის მექანიზმს, რომლის დანიშნულებაა გამტარუნარიანობის, უსაფრთხოებისა და მასშტაბირებადობის მაღალი დონის შემოთავაზება.
ქსელს შეუძლია წამში 400 000-მდე ტრანზაქციის დამუშავება, რომელთა დასრულება წამის მეათედებში ხდება, რისი წყალობითაც ის იდეალურია დეცენტრალიზებული ფინანსებში (DeFi) და მაღალი მოთხოვნების მქონე სხვა აპლიკაციებში გამოყენებისთვის.
Sonic წარმოგვიდგენს საკომისიოების მონეტიზაციის სისტემას, რაც დეველოპერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ საკუთარი აპლიკაციების მეშვეობით ქსელის მიერ გენერირებული საკომისიოების 90%.
S ტოკენი წარმოადგენს Sonic-ის ადგილობრივ კრიპტოვალუტას, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის, ვალიდატორების ოპერაციების მხარდასაჭერად და მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად.
რა არის Sonic?
Sonic არის EVM-თან თავსებადი 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც იყენებს უნიკალურ კონსენსუსის მექანიზმს, რომლის დანიშნულებაა გამტარუნარიანობის, უსაფრთხოებისა და მასშტაბირებადობის მაღალი დონის შემოთავაზება. ქსელს შეუძლია წამში 400 000-მდე ტრანზაქციის დამუშავება (TPS), რომელთა დასრულება წამის მეათედებში ხდება, რისი წყალობითაც ის იდეალურია დეცენტრალიზებული ფინანსებში (DeFi) გამოყენებისთვის.
Sonic-ის გაშვება მოხდა 2024 წლის დეკემბერში, Fantom Opera ქსელის ჩანაცვლების მიზნით და წარმოგვიდგინა გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლები და ბრენდინგი. მიგრაციის პროცესის ფარგლებში, Fantom-ის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი FTM ტოკენების Sonic-ის ადგილობრივი ტოკენში - S-ში, 1:1 თანაფარდობით გადაცვლის შესაძლებლობა. S ტოკენი გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის, ვალიდატორების ოპერაციების მხარდასაჭერად და მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მისაღებად.
როგორ მუშაობს Sonic
კონსენსუსის მექანიზმი
Sonic იყენებს Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმს, ასინქრონულ Byzantine Fault Tolerance (ABFT) სისტემას და ორიენტირებული აციკლური გრაფის (DAG) სტრუქტურას.
Proof of Stake (PoS)
ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ Sonic-ის ვალიდატორები, რომლებიც საკუთარ ტოკენებს განათავსებენ სტეიკინგზე, რომლებიც შეიძლება დაკარგონ არაკეთილსინდისიერად მუშაობის შემთხვევაში. მათ პასუხისმგებლობას წარმოადგენს ტრანზაქციების პაკეტებად გაერთიანება და ქსელზე გადაგზავნა.
ასინქრონული Byzantine Fault Tolerance (ABFT)
ვალიდატორებს ტრანზაქციებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მათი მკაცრი თანმიმდევრობით დალაგების გარეშე შეუძლიათ. როდესაც ვალიდატორთა უმრავლესობა მიაღწევს შეთანხმებას, მოხდება ტრანზაქციების დადასტურება, თანმიმდევრობით დალაგება და Sonic-ის მთავარ ბლოკჩეინზე ჩაწერა.
ორიენტირებული აციკლური გრაფი (DAG)
ტრანზაქციების ბლოკების თანმიმდევრობით დამატების ნაცვლად, მათ შეუძლიათ ტრანზაქციების რამდენიმე ჯგუფის პარალელურად დამუშავება. ეს არახაზოვანი მიდგომა ზრდის გამტარუნარიანობას, რაც Sonic-ს აძლევს ტრანზაქციების დასრულების დროის დაახლოებით 2 წუთამდე შემცირების შესაძლებლობას.
მონაცემთა ბაზის საცავი
საცავის მართვისთვის, Sonic იყენებს ორი ტიპის მონაცემთა ბაზას: LiveDB, რომელიც ინახავს მხოლოდ ბლოკჩეინის მიმდინარე მდგომარეობას, და ArchiveDB, რომელიც ინახავს სრულ ისტორიულ ჩანაწერებს. ვალიდატორები იყენებენ LiveDB-ს, რადგან მათ ნაკლები მეხსიერება ესაჭიროებათ, ხოლო არქივის ნოდები ინახავენ სრულ ისტორიას, რომელიც გამოიყენება აპლიკაციების ან მომხმარებლების მიერ.
ბლოკჩეინის ზრდის პარალელურად, პროცესი, სახელწოდებით live pruning ავტომატურად შლის ვალიდატორების მოძველებულ მონაცემებს, რაც ხელს უწყობს მეხსიერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შემცირებას სიზუსტის შემცირების გარეშე. ამის წყალობით ქსელი ინარჩუნებს ეფექტურობას და ასევე გვთავაზობს სრულ ისტორიულ მონაცემებზე წვდომას.
EVM-სთან თავსებადობა
Sonic სრულად თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM), რაც იძლევა Ethereum-ისთვის შექმნილი აპლიკაციების Sonic-ზე გაშვების შესაძლებლობას. ქსელს აქვს როგორც Solidity-ზე, ასევე Vyper-ზე დაწერილი სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა, რაც დეველოპერებს უმარტივებს პროექტების შექმნას და მიგრაციას Sonic-ის სიჩქარის და მასშტაბირებადობის შენარჩუნებით.
ძირითადი ფუნქციები
Sonic Gateway
Sonic Gateway წარმოადგენს Sonic-ის ადგილობრივ ხიდს, რომელიც ამ ქსელს აკავშირებს Ethereum-თან და დეველოპერებს და მომხმარებლებს სთავაზობს ორივე ქსელის ლიკვიდურობაზე წვდომას. ის გვთავაზობს როგორც სიჩქარეს, ასევე უსაფრთხოებას, ხოლო მისი უნიკალური მექანიზმი უზრუნველყოფს მომხმარებელთა აქტივების დაცვას.
აქტივების გადატანის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
დეპოზიტი: მომხმარებლები ტოკენებს განათავსებენ ხიდში. Ethereum-ზე ტრანზაქციის დასრულებას ესაჭიროება დაახლოებით 15 წუთი, ხოლო Sonic-ზე კი მხოლოდ 1 წამი.
გულისცემა: გადარიცხვების დამუშავება ხდება პარტიებად და ინტერვალებით, რომელთაც „გულისცემებს“ უწოდებენ. აქტივის Ethereum-დან Sonic-ზე გადატანისას, ამ ინტერვალის ხანგრძლივობაა 10 წუთი, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - ერთი საათი. ჩქარი ზოლის ვარიანტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს საკომისიო და მომენტალურად გაააქტიუროს „გულისცემა“.
Claim: გადარიცხვის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ ხიდში განთავსებული აქტივების სასურველ ბლოკჩინზე გადატანა დაიწყონ მათი გამოყენება Sonic-ის ეკოსისტემაში.
ხიდს აქვს მძლავრი დაცვის მექანიზმი, რაც აქტივების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუ Gateway გაითიშება 14 დღის განმავლობაში, თქვენ მაინც შეძლებთ თქვენი აქტივების პირდაპირ Ethereum-დან გატანას. ეს 14-დღინი პერიოდი ფიქსირებულია და შეუძლებელია მისი შეცვლა Sonic Labs-ის ან მესამე მხარის მიერ, რაც თქვენს აქტივებზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას გაძლევთ.
საკომისიოების მონეტიზაცია (FeeM)
Sonic-ის საკომისიოების მონატიზაციის სისტემა დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ საკუთარი აპლიკაციებით გენერირებული ქსელის საკომისიოების 90%. ეს უზრუნველყოფს დეველოპერების შრომის ანაზღაურებას და იძლევა სტაბილური შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას დამატებითი ტოკენების ან სხვა ბლოკჩეინების საჭიროების გარეშე.
როდესაც მომხმარებელი ახორციელებს ტრანზაქციას, ის გაზის საკომისიოს იხდის S ტოკენებით. ვალიდატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას, იღებენ ამ საკომისიოების 10%-ს, ხოლო დარჩენილი 90% იგზავნება FeeM-ის სმარტ კონტრაქტში. Off-chain oracle-ები აკონტროლებენ აპლიკაციების მიერ გამოყენებული გაზის ოდენობას, ადასტურებენ მონაცემებს ბლოკჩეინზე და მონაცემთა ვერიფიკაციის შემდეგ, გასცემენ ჯილდოებს. ეს უზრუნველყოფს საკომისიოების სამართლიანად და გამჭვირვალედ განაწილებას, რადგან დეველოპერების მიერ გამომუშავებული თანხის ოდენობა პირდაპირაა დაკავშირებული Sonic-ზე გაშვებული მათი აპლიკაციების რეალურ აქტივობებთან.
Sonic ტოკენი
S ტოკენი წარმოადგენს Sonic-ის ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის Sonic’ის ინფრასტრუქტურასა ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
გაზის საკომისიოები: S გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად. მომხმარებელი მას იხდის Sonic-ზე გაშვებულ აპლიკაციებთან ან სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებისას.
სტეიკინგი: S-ის მფლობელებს შეუძლიათ ამ ტოკენის სტეიკინგზე გამოყენება, რისთვისაც საკუთარ ტოკენები უნდა გადასცენ ვალიდატორებს ან თავად უნდა გაუშვან ვალიდატორის ნოდები.
ვალიდატორის ოპერაციები: ვალიდატორის ნოდის გასაშვებად საჭიროა მინიმუმ 500 000 S ტოკენის დაბლოკვა. ვალიდატორები ჯილდოებს გამოიმუშავებენ ტრანზაქციების დადასტურების მეშვეობით, თუმცა არაკეთილსინდისიერად მუშაობის ან საკუთარი სისტემების არასწორად კონფიგურაციის შემთხვევაში, ისინი შეიძლება დაჯარიმდნენ.
მმართველობა: S ტოკენები მფლობელებს აძლევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას და სთავაზობს განახლებებზე და პროტოკოლის განვითარების მიმართულებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას.
ეკოსისტემის ჯილდოები: S ტოკენების განაწილებას Sonic ახორციელებს მულტისეზონური airdrop-ების მეშვეობით. მომხმარებლები ჯილდოებს იღებენ ლიკვიდურობის მიწოდებისთვის და DeFi აპლიკაციებთან და თამაშებთან ურთიერთქმედებისთვის.
შეჯამება
Sonic წარმოადგენს EVM-თან თავსებად 1-ელი დონის ბლოკჩეინს, რომელიც იყენებს უნიკალურ კონსენსუსის მექანიზმს და უზრუნველყოფს ტრანზაქციების სიჩქარესა და მასშტაბირებადობას. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა Sonic Gateway და საკომისიოების მონეტიზაცია, უზრუნველყოფს ურთიერთთავსებადობას და დეველოპერებისთვის ჯილდოების გაცემას, ხოლო EVM-თან სრული თავსებადობის წყალობით გამარტივებულია აპლიკაციების მიგრაცია. S ტოკენი ეკოსისტემაში გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგში, ვალიდატორების ოპერაციების მხარდასაჭერად და მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის. ქსელის ეს აქტივობები ხელს უწყობს მის განვითარებას.
დამატებითი საკითხავი
ბლოკჩეინის 1-ელი დონისა და მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები
რა არის ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული სისუსტეები?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.