Bitcoin-ის ფასის ისტორიის მიმოხილვა

Bitcoin-ის ფასის ისტორიის მიმოხილვა

გამოქვეყნებული Aug 5, 2021განახლებული Jun 10, 2025
10m

მთავარი დეტალები

  • 2009 წელს მისი შექმნის დღიდან, Bitcoin-ის გზა არასტაბილურია და ხშირად ხასიათდება ფასების მკვეთრი ცვალებადობით, რაც გამოწვეულია პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგულაციური ცვლილებებით.

  • Bitcoin-ის ფასი 2011 წლის დასაწყისში 0,30 აშშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს მან ისტორიულ მაქსიმუმს - 111,980 აშშ დოლარს მიაღწია – რაც იმას ნიშნავს, რომ 14 წელზე ნაკლები პერიოდისთვის ზრდის მაჩვენებელი 37 000 000%-ზე მეტია.

  • 2020 წელს მისი ფასი 3880 აშშ დოლარამდე დაეცა, ხოლო 2025 წელს მისმა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს - 111 980 აშშ დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ Bitcoin-ის ფასი 2700%-ზე მეტით გაიზარდა.

  • 2011 წლიდან 2025 წლამდე, Bitcoin-ის ფასის წლიური მომგებიანობა დაახლოებით 142%-ია. 2025 წლის 10 ივნისის მონაცემებით, Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალი დაახლოებით 2,18 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო კრიპტო ბაზარზე მისი დომინირება დაახლოებით 64%-ია.

BTC-ის ფასის ისტორია CTA

შესავალი

Bitcoin-მა (BTC) მსოფლიოს ყურადღება 2009 წლიდან ფასის სწრაფი ზრდით მიიპყრო. თუმცა ეს გზა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. Bitcoin-მა გამოიარა ვარდნის და ხანგრძლივი bear ბაზრების პერიოდები. 

მისი მერყეობის მიუხედავად, ამ კრიპტოვალუტის ფასის ზრდამ აქამდე არსებულ ყველა ტრადიციულ აქტივს გადააჭარბა. Bitcoin-ის ფასის ისტორია უამრავი სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული, რომელთა შესწავლისთვის სხვადასხვა მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ გავაანალიზოთ Bitcoin-ის ფასის ისტორია

სანამ მონაცემებს გავეცნობით, მოდით განვიხილოთ, თუ როგორ შეგიძლიათ გაანალიზოთ Bitcoin-ის ფასის ისტორია. არსებობს სამი ძირითადი მეთოდი: ტექნიკური, ფუნდამენტალური და განწყობის ანალიზი. თითოეულ ტიპს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი კომბინირება კი უფრო ნათელი წარმოდგენის შექმნის საშუალებას იძლევა.

1. ტექნიკური ანალიზი (TA)

ტექნიკური ანალიზი გულისხმობს ისტორიული ფასებისა და ვაჭრობის მოცულობის მონაცემების გამოყენებას ბაზრის სამომავლო ქცევის პროგნოზირების მიზნით. მაგალითად, ბოლო 50 დღის ფასების საშუალო მაჩვენებლის გამოთვლით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ 50-დღიანი მარტივი მოძრავი საშუალო (SMA). SMA შეგიძლიათ დაიტანოთ თქვენი აქტივის ფასის დიაგრამაზე, რაც ამ აქტივის ფასის მოძრაობის ანალიზში დაგეხმარებათ. დავუშვათ Bitcoin-ის ფასი რამდენიმე კვირის განმავლობაში 50-დღიანი SMA-ს ქვემოთ იყო, შემდეგ კი მას გასცდა. ეს მოძრაობა შეიძლება ჩაითვალოს შესაძლო აღმავალ ტენდენციად.

2. ფუნდამენტური ანალიზი (FA)

ფუნდამენტური ანალიზი გულისხმობს ისეთი მონაცემების გამოყენებას, რომლებიც ასახავს კომპანიის ან კრიპტოვალუტის პროექტის ფუნდამენტურ, რეალურ ღირებულებას. ამ ტიპის კვლევა ფოკუსირებულია გარე და შიდა ფაქტორებზე და მისი მიზანია აქტივის რეალური ღირებულების განსაზღვრა. მაგალითად, ქსელის პოპულარობისა და პროექტის გრძელვადიანი პოტენციალის შეფასების მიზნით, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ პროექტის მომგებიანობას, ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობას ან Bitcoin-ის დღიური ტრანზაქციების რაოდენობას.

3. განწყობის ანალიზი (SA)

განწყობის ანალიზი გულისხმობს ბაზრის განწყობის მონაცემების გამოყენებას ტენდენციებისა და ფასის მოძრაობის პროგნოზირებისთვის. ბაზრის განწყობა მოიცავს ინვესტორების ვარაუდებს და დამოკიდებულებას კომპანიის ან აქტივის მიმართ. როგორც წესი, ეს შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს, როგორც bullish ან bearish განწყობა. მაგალითად, Google-ის საძიებო სისტემაში Bitcoin-ის შეძენასთან დაკავშირებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი ზრდა შეიძლება მიუთითებდეს ბაზრის პოზიტიურ განწყობაზე.

Bitcoin-ით ვაჭრობა ადრეულ ეტაპზე

2009 წელს Bitcoin უკიდურესად ნიშური აქტივი იყო დაბალი ლიკვიდურობით. ვაჭრობა ხორციელდებოდა არასაბაზრო (OTC) ფორმატში მომხმარებლებს შორის BitcoinTalk და სხვა ფორუმებზე, სადაც მომხმარებლები ხედავდნენ Bitcoin-ის, როგორც დეცენტრალიზებული ვალუტის პოტენციალს. სპეკულაციის როლი იმ დროს გაცილებით ნაკლები იყო.

2009 წლის 3 იანვარს სატოში ნაკიმოტომ განახორციელა პირველი ბლოკის მაინინგი. იმ დროს, თითოეული გენერირებული ბლოკით შესაძლებელი იყო 50 Bitcoin-ის ოდენობის ჯილდოს მიღება. ცხრა დღის შემდეგ, სატოშიმ ჰელ ფინის გაუგზავნა 10 BTC, რაც ითვლება ისტორიაში პირველ Bitcoin-ის ტრანზაქციად. 

2010 წლის 22 მაისში Bitcoin-ის ფასი ჯერ კიდევ 0,01 აშშ დოლარზე ნაკლები იყო. ამ დღეს განხორციელდა Bitcoin-ის პირველი კომერციული ტრანზაქციც, როდესაც ლასლო ჰანიეჩმა ორ პიცაში გადაიხადა 10 000 BTC. ეს ტრანზაქცია გარდამტეხი მომენტი იყო Bitcoin-ის პატარა საზოგადოებისთვის.

2011 წელს Bitcoin-ის ფასის 0,30$-მდე ზრდსთან ერთად ქსელში მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაც დაიწყო. მცირე, არარეგულირებული ინდუსტრია უფრო და უფრო მეტად ერთვებოდა ტრანზაქციებისა და ვაჭრობის პროცესში. ეს მოიცავდა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებსა და deep web ბაზრებს. Bitcoin-ის ფასზე ხშირად გავლენას ახდენდა ის ფაქტი, რომ ეს ბაზრები და ბაზრები ხშირად იხურებოდა ან მათზე ხორციელდებოდა ჰაკერული შეტევები. ამ სავაჭრო ბირჟებიდან ზოგიერთი ფლობდა Bitcoin-ის მნიშვნელოვან რაოდენობას, რაც იწვევდა ფასის სერიოზულ რყევებს და ბაზრის მიმართ ნდობის დაკარგვას.

რა განსაზღვრავს Bitcoin-ის ფასს?

მოკლედ რომ ვთქვათ, ფასებს განსაზღვრავს მოთხოვნისა და მიწოდების დინამიკა. თუმცა, Bitcoin დღეს ბევრად უფრო მეტი საერთო აქვს ტრადიციულ აქტივებთან, ვიდრე ადრეულ ეტაპზე. საცალო ვაჭრობაში, ფინანსებსა და პოლიტიკაში მის მიმართ ინტერესის ზრდის პარალელურად იზრდება იმ ფაქტორების რიცხვი, რომლებიც გავლენას ახდენს ბაზრის განწყობასა და ფასების მოძრაობაზე.

მიწოდება და მოთხოვნა

ის ფაქტი, რომ Bitcoin-ის მაქსიმალური მარაგია 21 მილიონი მონეტა, ასევე ჰალვინგის ღონისძიებები უზრუნველყოფს ამ კრიპტოვალუტის იშვიათობას. დეფიციტი, საცალო ბიზნესსა და პოლიტიკაში მისი პოპულარობის ზრდა იწვევს მასზე გრძელვადიანი მოთხოვნის გაზრდას.

მაგალითად, მაიკლ სეილორის კომპანია Strategy და სხვა მრავალი კომპანია იკვლევს Bitcoin-ის სახაზინო სტრატეგიებს. ამისათვის ზოგი უფრო პასიურ მეთოდს იყენებს, სხვები კი საკუთარ BTC ჰოლდინგებს იყენებენ ინოვაციური ფინანსური აქტივების შესაქმნელად, როგორიცაა Bitcoin-ის ფასზე მიბმული კონვერტირებადი ობლიგაციები და სარგებლის გენერირების ინსტრუმენტები.

რეგულაციები

Bitcoin-თან დაკავშირებული რეგულაციები ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე მისი არსებობის პირველ დღეებში. მთავრობების მიერ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების უკეთ გაცნობის პარალელურად იზრდება მათი მხრიდან კონტროლის დონე. ფასზე გავლენას ახდენს როგორც რეგულაციების გამკაცრება, ასევე მათი შერბილება.

მაკროეკონომიკა

გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს Bitcoin-ის ფასზე. ბაზრის განწყობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია მონეტარულ პოლიტიკას, ფისკალურ პოლიტიკას, ფულის მარაგსა და საპროცენტო განაკვეთებს. გარკვეული როლი ასევე შეიძლება შეასრულოს ადგილობრივმა ეკონომიკურმა პირობებმა. მაგალითად, ჰიპერინფლაციის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები Bitcoin-ს იყენებენ საკუთარი დანაზოგის უსაფრთხოების და ინფლაციისგან თავის დაცვის მექანიზმად.

დამზადების (მაინინგის) ხარჯები

მაინინგის ხარჯები (ძირითადად ელექტროენერგია და სპეციალიზებული აპარატურა) განსაზღვრავს Bitcoin-ის ფასის მინიმალურ ზღვარს. მაინერებისთვის აუცილებელია, რომ ფასი აღემატებოდეს დამზადების ხარჯებს, რათა შენარჩუნდეს მომგებიანობა, განსაკუთრებით ჰალვინგის შემდეგ, როდესაც ბლოკის ჯილდოების ოდენობა მცირდება. ენერგიის ხარჯების ზრდამ ან მაინინგის ეფექტურობის გაუმჯობესებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ მინიმალურ ზღვარზე, რაც ზოგჯერ ბაზრის ფასებზეც ახდენს გავლენას.

Bitcoin-ის ფასის ისტორია

2009 წლიდან Bitcoin-ის ფასი ძლიერი მერყეობით ხასიათდება. მიუხედავად აღმავლობებისა და ვარდნებისა, მისი დღევანდელი ფასი საგრძნობლად მაღალია საწყის ფასთან შედარებით.

Bitcoin-ის ფასი 2011 წლის დასაწყისში 0,30 აშშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს მან ისტორიულ მაქსიმუმს - 111,980 აშშ დოლარს მიაღწია – რაც იმას ნიშნავს, რომ 14 წელზე ნაკლები პერიოდისთვის ზრდის მაჩვენებელი 37 000 000%-ზე მეტია.

2020 წელს მისი ფასი 3880 აშშ დოლარამდე დაეცა, ხოლო 2025 წელს მისმა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს - 111 980 აშშ დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ Bitcoin-ის ფასი 2700%-ზე მეტით გაიზარდა.

2011 წლიდან 2025 წლამდე, Bitcoin-ის ფასის წლიური მომგებიანობა დაახლოებით 142%-ია. 2025 წლის 10 ივნისის მონაცემებით, Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალი დაახლოებით 2,18 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო კრიპტო ბაზარზე მისი დომინირება დაახლოებით 64%-ია.

საერთო მომგებიანობა 2016 წლის შემდეგ: Bitcoin, ოქრო და NASDAQ 100

როდესაც Bitcoin-ს ვადარებთ NASDAQ 100-ს და ოქროს, აშკარად ჩანს, რომ BTC მნიშვნელოვნად უსწრებს ამ ორ აქტივს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ მისი მერყეობაც, რადგან Bitcoin-ის წლიური ზარალი პროცენტულად უფრო მაღალია, ვიდრე ოქროსა და ტრადიციული აქტივების ზარალი.


2016 წელი

2017 წელი

2018

2019 წელი

2020

2021

2022 წელი

2023

2024

2025 წელი

Bitcoin

125%

1331%

-73%

95%

301%

66%

-65%

156%

121%

11,8%

ოქრო

8,0%

12,8%

-1,9%

17,9%

24,8%

-4,2%

-0,8%

12,7%

26,7%

26%

NASDAQ 100

7,1%

32,7%

-0,1%

39,0%

48,6%

27,4%

-32,6%

54,9%

25,6%

3,8%

წყარო: ჩარლი ბილელო

გრძელვადიანი ანალიზი

გრძელვადიან პერიოდში, მცირე და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენები ფასზე მცირე გავლენას ახდენს. ამიტომ საინტერესო იქნება Bitcoin-ის ზოგადად დადებითი ტრაექტორიის ახსნის სხვა გზების განხილვა. ერთ-ერთი გზაა ანალიტიკური მოდელების შესწავლა.

Stock-to-Flow მოდელი

Stock-to-Flow მოდელი ფასის შესაძლო ინდიკატორად იყენებს Bitcoin-ის შეზღუდულ მარაგს. საბაზისო დონეზე Bitcoin გარკვეულწილად ჰგავს ოქროს ან ბრილიანტს. ამ ორი აქტივის ფასის დროთა განმავლობაში ზრდის მიზეზი იყო მათი იშვიათობა. ეს ფაქტორი ინვესტორებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ის, როგორც დანაზოგის საშუალება.

თუ აიღებთ გლობალურ მიმოქცევაში არსებულ მთლიან მიწოდებას (მარაგს) და დაყობთ წლიურად წარმოებულ რაოდენობაზე (მიწოდება), თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ეს თანაფარდობა Bitcoin-ის ფასის დროთა განმავლობაში ცვლილების მოდელირებისთვის. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რამდენ ახალ Bitcoin-ს გამოიმუშავებენ მაინერები და დაახლოებით როდის მიიღებენ მათ. მარტივად რომ ვთქვათ, მაინინგის შემოსავალი იკლებს, რაც ზრდის stock-to-flow თანაფარდობას.

მისი სიზუსტის გამო, Stock-to-Flow მოდელი ხშირად გამოიყენება Bitcoin-ის ფასის ისტორიის მოდელირებისას. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ 365-დღიანი SMA, Bitcoin-ის ფასის ისტორიული მონაცემები და მისი საშუალებით გაკეთებული პროგნოზები.

Bitcoin-ის Stock-to-Flow 2025 წლის დიაგრამა

მეტკალფის კანონი

მეტკალფის კანონი ზოგადი კომპიუტერული პრინციპია, რომელიც ასევე შეიძლება გავრცელდეს Bitcoin-ის ქსელზე. ამ კანონის მიხედვით, ქსელის ღირებულება პროპორციულია მასში ჩართული მომხმარებლების რაოდენობის კვადრატისა. რას ნიშნავს ეს? უკეთ გასაგებად განვიხილოთ სატელეფონო ქსელის მაგალითი. ტელეფონის მფლობელების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ექსპონენციურად იზრდება ქსელის მნიშვნელობა. 

Bitcoin-ის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ მეტკალფის ღირებულება აქტიური Bitcoin-ის საფულე მისამართების რაოდენობითა და ბლოკჩეინზე არსებული სხვა საჯარო მონაცემების გამოყენებით. თუ მეტკალფის ღირებულებას ფასს შეადარებთ, საკმაოდ კარგ შესაბამისობას დაინახავთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ტენდენციის გამოთვლა, რათა იწინასწარმეტყველოთ მომავალში შესაძლო ფასები, როგორც ეს 2020 წელს ტიმოთი პეტერსონმა გააკეთა ქვემოთ მოცემულ გრაფიკში. იმ დროს Bitcoin-ის მეტკალფის ღირებულება მიუთითებდა, რომ ფასი 2025 წლისთვის 100,000$-ს გადააჭარბებდა (დაახლოებით 5 წლით წინასწარ).

Bitcoin-ის მეტკალფის ქსელის ღირებულება

შეჯამება 

ცხადია, რომ არსებობს მრავალი თეორია, რომელიც ცდილობს Bitcoin-ის ფასის ისტორიის ახსნას. თუმცა ფაქტია, რომ Bitcoin-ის ფასის ისტორია ციფრული ვალუტების პოპულარობის საოცარ ზრდაზე მიანიშნებს. დღეისათვის ათასობით კრიპტოვალუტა არსებობს, თუმცა 2025 წლის ივნისის მონაცემებით, Bitcoin-ს უკავია ბაზრის 65%-ზე ოდნავ ნაკლები და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2,18 ტრილიონი აშშ დოლარია.

ამ მონუმენტალური ზრდის მიზეზებს შორის არის კრიპტოვალუტის ფუნდამენტური პრინციპები, ბაზრის განწყობა და ეკონომიკური მოვლენები. ისტორიული მონაცემები სამომავლო შედეგების განსაზღვრისთვის ვერ გამოვიყენებთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მხოლოდ 16 წლისაა, Bitcoin-მა განვითარების წარმოუდგენელ დონეს მიაღწია.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.