KYC გახლავთ პროცესი, რომელსაც ბანკები და სხვა ფინანსური დაწესებულებები იყენებენ მიმდინარე და პოტენციური მომხმარებლების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესაგროვებლად. მისი მიზანია თაღლითობის, ფულის გათეთრების და სხვა უკანონო საქმიანობის, ასევე ფინანსური ანგარიშების ბოროტად გამოყენების პრევენცია.
KYC პროცესების დროს წარსადგენი ზოგიერთი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გახლავთ:
მართვის მოწმობა / მთავრობის მიერ გაცემული ფოტო ID
პასპორტი
სოციალური უსაფრთხოების ნომერი
PAN ბარათი
ხმის მიმცემი პირის ID ბარათი
ასევე აუცილებელია მისამართის ვერიფიკაცია. განმცხადებლებმა უნდა წარადგინონ სხვადასხვა დოკუმენტური მტკიცებულება, მათ მიერ არჩეული ბანკის პრაქტიკის შესაბამისად. ეს შეიძლება იყოს მაგალითად კომუნალური გადასახადების ქვითარი, სხვა ბანკის ან საკრედიტო ბარათის გამცემი ორგანიზაციის ანგარიშის ამონაწერი ან იჯარის ხელშეკრულება.
მომხმარებლისთვის ანგარიშის გახსნის შემდეგ, ბანკები ვალდებულნი არიან განახორციელონ ჩანაწერების პერიოდული განახლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკები გააგრძელებენ მომხმარებლების „ხელახლა გადამოწმებას“ KYC ინფორმაციის პერიოდული მოთხოვნით, მათი ურთიერთობის პერიოდში. ისინი მომხმარებლებისთვის განსაზღვრავენ შესაბამისი რისკის დონეს და განახორციელებენ მომხმარებელთა ტრანზაქციების მონიტორინგს, რათა დარწმუნდნენ რომ მათი ქმედებები შეესაბამება არსებულ მოლოდინებს.
KYC პრაქტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ საბანკო დაწესებულებებით. საფინანსო ინვესტიციების ინდუსტრია KYC პროცესებს იყენებს ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს (FINRA) KYC 2090 წესის შესაბამისად. AML-ისგან განსხვავებით, KYC პრაქტიკა ეხმარება საინვესტიციო კომპანიებს მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
სამართლებრივი და მარეგულირებელი პროცედურები, რომლებიც ხორციელდება უკანონო ან საეჭვო აქტივობების მეშვეობით გ...