შესავალი
ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა ყოველთვის მოიცავს გარკვეულ რისკს. ნებისმიერმა ინვესტიციამ შეიძლება გამოიწვიოს ზარალი, ხოლო მხოლოდ ნაღდი ფულით განხორციელებული ინვესტიციები თანდათანობით გაუფასურდება ინფლაციის გამო. რისკის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ინდივიდის კონკრეტულ საინვესტიციო მიზნებს.
აქტივების განაწილების და დივერსიფიკაციის კონცეფციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ რისკის პარამეტრების განსაზღვრის პროცესში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საფუძვლიანად არ გაქვთ შესწავლილი საინვესტიციო სფეროს ყველა პრინციპი, დიდი ალბათობით გეცოდინებათ ძირითადი პრინციპები, რომელიც ათასწლეულებია არსებობს.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სწორედ ამ კონცეფციების მნიშვნელობას და იმას, თუ რა კავშირი აქვთ მათ ფულის მართვის თანამედროვე სტრატეგიებთან.
მსგავს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით სტატიას ფინანსური რისკების განმარტება.
რა არის აქტივების განაწილება და დივერსიფიკაცია?
ტერმინები „აქტივების განაწილება“ და „დივერსიფიკაცია“ ხშირად ურთიერთჩანაცვლებადი მნიშვნელობით გამოიყენება. თუმცა, ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს რისკის მართვის ოდნავ განსხვავებულ ასპექტებთან.
ტერმინი „აქტივების განაწილება“ შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფულის მართვის იმ სტრატეგიის აღწერისთვის, რომელიც განსაზღვრავს კაპიტალის გადანაწილებას აქტივების კლასებს შორის საინვესტიციო პორტფოლიოში. მეორეს მხრივ, ტერმინით „დივერსიფიკაცია“ შესაძლოა განისაზღვროს კაპიტალის განაწილების პროცესი ამ აქტივების კლასების ფარგლებში.
ამ სტრატეგიების მთავარი მიზანია მოსალოდნელი შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდა და პოტენციური რისკის მინიმუმამდე შემცირება. როგორც წესი, ეს გულისხმობს ინვესტორის საინვესტიციო დროის ჰორიზონტის და რისკის დასაშვები დონის განსაზღვრას და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებას.
მარტივად რომ ვთქვათ, აქტივების განაწილებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიების მთავარი იდეა ემყარება პრინციპს, რომლის მიხედვითაც არ არის რეკომენდებული „ყველა კვერცხის ერთ კალათში ჩალაგება“. ერთმანეთთან კავშირის არმქონე აქტივების კლასებისა და აქტივების კომბინირება, არის დაბალანსებული პორტფოლიოს შექმნის ყველაზე ეფექტური გზა.
ამ ორი სტრატეგიის კომბინაციით, რისკი განაწილდება არა მხოლოდ აქტივების სხვადასხვა კლასებს შორის, არამედ ასევე აქტივების კლასების შიგნითაც.
ზოგიერთი ფინანსური ექსპერტი კი თვლის, რომ აქტივების განაწილების სტრატეგიის განსაზღვრა შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ინდივიდუალური ინვესტიციების არჩევა.
თანამედროვე პორტფოლიოს თეორია
თანამედროვე პორტფოლიოს თეორია (MPT) არის სისტემა, რომელიც ახორციელებს ამ პრინციპების ფორმალიზებას მათემატიკური მოდელის მეშვეობით. საწყის ეტაპზე მისი წარდგენა მოხდა ჰარი მარკოვიცის მიერ 1952 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, რისთვისაც მან მოგვიანებით მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.
აქტივების ძირითადი კატეგორიები განსხვავებულად მოძრაობენ. საბაზრო პირობებმა, რომელიც აუმჯობესებს აქტივების კონკრეტული კლასის დინამიკას, შესაძლოა გააუარესოს აქტივების სხვა კლასის დინამიკა. მთავარი ვარაუდი გახლავთ ის, რომ თუ აქტივების ერთ კლასი ხასიათდება არასათანადო დინამიკით, ზარალის დაბალანსება შეიძლება აქტივების სხვა კლასისთვის დამახასიათებელი სათანადო დინამიკის მეშვეობით.
MPT-ის მიხედვით, შესაძლებელია პორტფოლიოს მერყეობის შემცირება, ერთმანეთთან კავშირის არმქონე აქტივების კლასებში შემავალი აქტივების კომბინირებით. ეს ასევე გააუმჯობესებს რისკზე მორგებული დინამიკის ეფექტურობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის იმავე დონის მქონე პორტფოლიოს მეშვეობით შესაძლებელი იქნება უფრო დიდი სარგებლის მიღება. გარდა ამისა, MPT-ის მიხედვით, თუ ორი პორტფოლიო გვთავაზობს ერთსა და იმავე შემოსავალს, მაშინ ნებისმიერი რაციონალურად მოაზროვნე ინვესტორი უპირატესობას მიანიჭებს ნაკლები რისკის მქონე პორტფოლიოს.
მარტივად რომ ვთქვათ, MPT-ის მიხედვით ყველაზე ეფექტური მეთოდია პორტფოლიოში შემავალი, ერთმანეთთან კავშირის არმქონე აქტივების კომბინირება.
აქტივების კლასების ტიპები და განაწილების სტრატეგიები
აქტივების განაწილების ტიპური სისტემის ფარგლებში, შესაძლებელია აქტივების კლასების შემდეგ კატეგორიებად დაყოფა:
ტრადიციული აქტივები — აქციები, ობლიგაციები და ნაღდი ფული.
ალტერნატიული აქტივები — უძრავი ქონება, საქონელი, დერივატივები, სადაზღვევო პროდუქტები, კერძო კაპიტალი და, რა თქმა უნდა, კრიპტოაქტივები.
ზოგადად, არსებობს აქტივების განაწილების ორი ძირითადი ტიპის სტრატეგია, ორივე მათგანში გამოყენებულია MPT-ში აღწერილი ვარაუდები: აქტივების სტრატეგიული განაწილება და აქტივების ტაქტიკური განაწილება.
აქტივების სტრატეგიული განაწილება ითვლება ტრადიციულ მიდგომად, რომელიც უფრო შეეფერება პასიური ინვესტიციის სტილს. ამ სტრატეგიაზე დაფუძნებული პორტფოლიოების რებალანსირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასურველი განაწილება შეიცვლება ინვესტორის დროის ჰორიზონტის ან რისკის პროფილის ცვლილების საფუძველზე.
აქტივების ტაქტიკური განაწილება უფრო მეტად შეეფერება შედარებით აქტიურ ინვესტიციის სტილს. ეს ინვესტორებს აძლევს საკუთარი პორტფოლიოს იმ აქტივებზე კონცენტრირების საშუალებას, რომლებიც ბაზარზე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. მის საფუძველზე გაკეთებული ვარაუდით, თუ სექტორი ბაზარზე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, მას ეფექტურობის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია. რადგანაც ის თანაბრად ეფუძნება MPT-ში აღწერილ პრინციპებს, ის ასევე ქმნის გარკვეული დონის დივერსიფიკაციის შესაძლებლობასაც.
აღსანიშნავია, რომ დივერსიფიკაციით დადებითი შედეგის მისაღებად, არ არის აუცილებელი, რომ აქტივები იყოს ერთმანეთთან კავშირის სრულიად არმქონე ან უკუპროპორციული. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ისინი არ იყვნენ ერთმანეთთან სრულად დაკავშირებულნი.
აქტივების განაწილებისა და დივერსიფიკაციის გამოყენება პორტფოლიოში
მოდით განვიხილოთ ეს პრინციპები პორტფოლიოს მაგალითით. აქტივების განაწილების სტრატეგიით შესაძლოა განისაზღვროს პორტფოლიოში სხვადასხვა კლასის აქტივების შემდეგნაირი განაწილება:
40% ინვესტიცია აქციებში
30% ობლიგაციებში
20% კრიპტოაქტივებში
10% ნაღდ ფულში
დივერსიფიკაციის სტრატეგიით შეიძლება განისაზღვროს, რომ კრიპტოაქტივებში ინვესტირებულ 20%-ს შორის:
70% უნდა იყოს განაწილებული Bitcoin-ში
15% მსხვილ კაპიტალში
10% საშუალო კაპიტალში
5% მცირე კაპიტალში
განაწილების პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება პორტფოლიოს დინამიკის მონიტორინგი და რეგულარულად გადახედვა. განაწილების პროცესის ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს რებალანსირების განხორციელება — რაც ნიშნავს აქტივების ყიდვასა და გაყიდვას, რათა პორტფოლიო დაუბრუნდეს სასურველ პროპორციებს. ზოგად თვალსაზრისით, ეს გულისხმობს საუკეთესო დინამიკის მქონე აქტივების გაყიდვას და შედარებით ნაკლებ ეფექტური დინამიკის მქონე აქტივების ყიდვას. აქტივების არჩევანი, მთლიანად დამოკიდებულია სტრატეგიაზე და ინდივიდუალურ საინვესტიციო მიზნებზე.
კრიპტოაქტივები შედის ყველაზე რისკიან აქტივების კლასებში. ეს პორტფოლიო შეიძლება ჩაითვალოს რისკის მაღალი მაჩვენებლის მქონედ, რადგან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი განაწილებულია კრიპტოაქტივებში. ინვესტორებმა, რომლებიც რისკის მიმართ ტოლერანტულობით არ გამოირჩევიან, შესაძლოა გადაწყვიტონ პორტფოლიოს უფრო დიდი ნაწილის განაწილება მაგალითად, ობლიგაციებში – რაც წარმოადგენს გაცილებით ნაკლებად სარისკო აქტივების კლასს.
თუ გსურთ გაეცნოთ საფუძვლიან კვლევის ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა უპირატესობა აქვს Bitcoin-ს მრავალი აქტივის მქონე დივერსიფიცირებულ პორტფოლიოში, იხილეთ Binance Research-ის მიერ მომზადებული ანგარიში: პორტფოლიოს მენეჯმენტის სერია #1 - Bitcoin-ით დივერსიფიკაციის უპირატესობების განხილვა.
დივერსიფიკაცია კრიპტოაქტივების პორტფოლიოში
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ამ მეთოდების პრინციპები უნდა შეესაბამებოდეს კრიპტოაქტივების პორტფოლიოს, მათ ყოველთვის სკეპტიციზმით უნდა შეხედოთ. კრიპტოვალუტის ბაზარი მჭიდროდაა დაკავშირებული Bitcoin-ის ფასის მოძრაობასთან. ეს დივერსიფიკაციას აქცევს არაგონივრულ ამოცანად – როგორ შეიძლება ერთმანეთთან კავშირის არმქონე აქტივების კალათის შექმნა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული აქტივების კალათიდან?
ზოგჯერ, კონკრეტულმა ალტკოინებმა შეიძლება გამოავლინონ შემცირებული კავშირი Bitcoin-თან და ყურადღებიან ტრეიდერებს შეუძლიათ ისარგებლონ ამით. თუმცა, ეს ჩვეულებრივ არ გრძელდება იმ ხანგძლივობით, რა ხანგრძლივობის განმავლობაშიც შესაძლებელი იქნებოდა მათი თანმიმდევრულად გამოიყენება, როგორც ტრადიციულ ბაზრებზე გამოყენებად მსგავსი სტრატეგიების შემთხვევაში.
ასეთი ვარაუდის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ბაზრის განვითარების შემდეგ, უფრო მიზანშეწონილი შეიძლება გახდეს კრიპტოაქტივების პორტფოლიოში დივერსიფიკაციის სისტემატური მიდგომის გამოყენება. ამ ეტაპამდე, ბაზარმა უდავოდ დიდი გზა უნდა გაიროს.
აქტივების განაწილებასთან დაკავშირებული პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ ეს უდავოდ ძლიერი მეთოდია, აქტივების განაწილების ზოგიერთი სტრატეგია შესაძლოა არ იყოს შესაფერისი გარკვეული ინვესტორებისთვის და პორტფოლიოსთვის.
სამოქმედო გეგმის შემუშავება შეიძლება იყოს შედარებით მარტივი, მაგრამ აქტივების განაწილების ეფექტური სტრატეგიის ძირითადი ელემენტია განხორციელების ეტაპი. თუ ინვესტორს არ შეუძლია გვერდზე გადადოს მიკერძოება, ამან შეიძლება გამოიწვიოს პორტფოლიოს ეფექტურობის შემცირება.
კიდევ ერთი პოტენციური პრობლემა დაკავშირებულია ინვესტორისთვის რისკის დასაშვები დონის წინასწარ შეფასების სირთულესთან. მას შემდეგ, რაც ინვესტორი მიიღებს პირველად შედეგებს დროის მოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ, მან შეიძლება გააცნობიეროს, რომ სურდა ნაკლებ (ან უფრო მეტ) რისკთან ურთიერთქმედება.
შეჯამება
აქტივების განაწილება და დივერსიფიკაცია არის რისკის მართვის არსებითი კონცეფცია რომლებიც უკვე ათასწლეულებია არსებობს. ისინი ასევე არის პორტფოლიოს მართვის თანამედროვე სტრატეგიების ერთ-ერთ ძირითად კონცეფცია.
აქტივების განაწილების სტრატეგიის შემუშავების მთავარი მიზანია, მოსალოდნელი შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდა და რისკის მინიმუმამდე შემცირება. რისკის აქტივების კლასებზე განაწილებამ, შესაძლოა გააუმჯობესოს პორტფოლიოს დინამიკა.
ვინაიდან ბაზრები მჭიდროდაა დაკავშირებული Bitcoin-თან, ამის გამო კრიპტოაქტივების პორტფოლიოში აქტივების განაწილების სტრატეგიების გამოყენებისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე.