როგორ ხდება კრიპტოს დაბეგვრა სხვადასხვა ქვეყანაში?
მთავარი
სტატიები
როგორ ხდება კრიპტოს დაბეგვრა სხვადასხვა ქვეყანაში?

როგორ ხდება კრიპტოს დაბეგვრა სხვადასხვა ქვეყანაში?

განახლებული Mar 19, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • კრიპტოზე დაწესებული გადასახადები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ზოგი ქვეყანა კრიპტოს განიხილავს ქონებად და მასზე აწესებს კაპიტალის მოგების გადასახადს, ხოლო ზოგი კი საშემოსავლო გადასახადს. ასევე არსებობს ქვეყნები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ კრიპტოზე დაწესებული გადასახადები.

  • დაბეგვრას დაქვემდებარებული აქტივობები არ მოიცავს მხოლოდ გაყიდვას. დაბეგვრას ექვემდებარება ასევე კრიპტოს გაცვლა, დახარჯვა ან მაინინგის და სტეიკინგის მეშვეობით გამომუშავება. როგორც წესი, არ იბეგრება კრიპტოს შენახვა ან ერთი პირადი საფულიდან მეორეზე გადატანა.

  • რეგულაციები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. მთავრობები აზუსტებენ დაბეგვრის წესებს და ამკაცრებენ ანგარიშგების მოთხოვნებს, ამიტომ საჭიროა, რომ ტრეიდერები და ინვესტორები ფლობდნენ უახლეს ინფორმაციას.

შესავალი

კრიპტოვალუტაზე დაწესებული გადასახადები განსხვავებულია და დამოკიდებულია თქვენს საცხოვრებელ ადგილზე. ზოგი ქვეყანა კრიპტოზე მაღალ გადასახადებს აწესებს, ზოგ ქვეყანაში კი კრიპტო საერთოდ არ იბეგრება. თითოეული მთავრობა კრიპტოს კლასიფიკაციისთვის სხვადასხვა წესს იყენებს, რაც გავლენას ახდენს გადასახადის ოდენობაზე. 

როგორ ხდება კრიპტოვალუტების დაბეგვრა?

ქვეყნების უმეტესობა კრიპტოს გადასახადებს აწესებს მისი გამოყენების გზების გათვალისწინებით. ბევრ ქვეყანაში კრიპტო განიხილება, როგორც ქონება ან საინვესტიციო აქტივი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვის ან გადაცვლის შემთხვევაში იხდით კაპიტალის მოგების გადასახადს (ისევე, როგორც აქციების შემთხვევაში). ზოგ ქვეყანაში, მაინინგის ან სტეიკინგის მეშვეობით, ასევე საქონლის და სერვისების გაყიდვით გამომუშავებულ კრიპტოზე დაწესებულია საშემოსავლო გადასახადი.

როგორც აღვნიშნეთ, კრიპტოს დაბეგვრის წესები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. სანამ ქვეყნების ინდივიდუალურად განხილვას დავიწყებთ, პირველ რიგში ვისაუბროთ ზოგად წესებზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. თუ არ იცნობთ კრიპტოს დაბეგვრასთან დაკავშირებით თქვენ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, გაესაუბრეთ თქვენს საგადასახადო მრჩეველს.

როდის უნდა გადაიხადოთ კრიპტოს გადასახადები?

კრიპტოთი ვაჭრობის ან ინვესტირების დროს, დაბეგვრას ექვემდებარება შემდეგი აქტივობები:

  • კრიპტოს გაყიდვა ნაღდ ფულზე – თუ თქვენ ყიდით Bitcoin-ს ან სხვა კრიპტოს და მის სანაცვლოდ იღებთ ნაღდ ფულს, თქვენ შეიძლება დაგეკისროთ გადასახადი ამ პროცესის დროს მიღებულ შემოსავალზე.

  • ერთი კრიპტოს მეორეზე გადაცვლა – ჩვეულებრივ, ერთი კრიპტოს მეორეზე გადაცვლა (მაგ., ETH-ის გადაცვლა SOL-ზე) დაბეგვრას დაქვემდებარებული აქტივობაა.

  • რაიმეს ყიდვა კრიპტოს გამოყენებით – საქონლის ან მომსახურების შეძენისას კრიპტოთი გადახდა კრიპტოს გაყიდვად ითვლება, ამიტომ ის შეიძლება დაბეგვრას დაექვემდებაროს.

  • გასამრჯელოს კრიპტოთი მიღება – კრიპტოს მაინინგი, სტეიკინგი ან გასამრჯელოს სახით მიღება ჩვეულებრივ იბეგრება, როგორც შემოსავალი.

როდის არ იხდით კრიპტოს გადასახადებს

  • კრიპტოს ყიდვისას და შენახვისას – თუ კრიპტოს იყიდით და არ გაყიდით, როგორც წესი, გადასახადი არ დაგეკისრებათ.

  • სკუთარ საფულეებს შორის გადარიცხვა – როგორც წესი, კრიპტოს ერთი პერსონალური საფულიდან მეორეზე გადატანა არ იბეგრება.

როგორ იბეგრება კრიპტო სხვადასხვა ქვეყანაში

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ის საგადასახადო სამსახური (IRS) კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც ქონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიპტოს გაყიდვის, გაცვლის ან დახარჯვის შემთხვევაში დაგეკისრებათ კაპიტალის მოგების გადასახადი. საგადასახადო ტარიფი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდით ინახავთ კრიპტოს:

  • მოკლევადიანი მოგება (შენახვა ხდება ერთ წელზე ნაკლები დროით) – იბეგრება, როგორც სტანდარტული შემოსავალი (10%-დან 37%-მდე).

  • გრძელვადიანი მოგება (შენახვა ხდება ერთ წელზე მეტი დროით) – გადასახადის ტარიფია 0%, 15% ან 20%, რაც დამოკიდებულია თქვენს შემოსავალზე.

თუ კრიპტოს იღებთ შემოსავლის სახით, მაგალითად მაინინგის ან სტეიკინგის მეშვეობით, ის იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და მასზე ვრცელდება პირის სტანდარტული საგადასახადო ტარიფი. 2025 წლიდან, IRS-ის განკარგულებით, კრიპტოს ბროკერებს ასევე მოეთხოვებათ ტრანზაქციების ანგარიშების მომზადება ფორმა 1099-DA-ის გამოყენებით.

კრიპტოს ზარალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოგების კომპენსაციისთვის და ინვესტორებს შეუძლიათ სტანდარტული შემოსავლიდან გამოქვითონ წელიწადში 3000 აშშ დოლარამდე.

კანადა

კანადა კრიპტოს განიხილავს, როგორც საქონელს, ამიტომ მისი დაბეგვრის ტარიფი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებთ მათ:

  • კრიპტოს გაყიდვა ან გაცვლა – გეკისრებათ კაპიტალის მოგების გადასახადი, თუმცა იბეგრება მხოლოდ მოგების 50%.

  • კრიპტოს გამომუშავება – ითვლება ბიზნესის შემოსავლად და გეკისრებათ 33%-მდე ფედერალური და ასევე პროვინციის გადასახადები.

კრიპტოთი მიღებული ზარალი კრიპტოთი მოვაჭრე ტრეიდერებს შეიძლება დაეხმაროს დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის შემცირებაში მომდევნო წლებში.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფო კრიპტოს განიხილავს, როგორც ქონებას. თქვენ გეკისრებათ კაპიტალის მოგების გადასახადი, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია თქვენს შემოსავალზე:

  • გადასახადის გადამხდელები საბაზისო ტარიფით – 10% გადასახადი მოგებაზე, რომელიც აჭარბებს გადასახადებისგან გათავისუფლებული წლიური შემოსავლის ლიმიტს (2024 წლიდან - £3000).

  • გადასახადის გადამხდელები მაღალი ტარიფით – 20% გადასახადი მოგებაზე.

თუ თქვენ კრიპტოს გამოიმუშავებთ მაინინგის ან სტეიკინგის მეშვეობით ან იყენებთ მას გადახდების მიღებისთვის, ის იბეგრება, როგორც შემოსავალი. ასევე, კრიპტოთი გამოწვეული ზარალი შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაბეგრი მოგების ოდენობის შემცირების მიზნით.

ავსტრალია

ავსტრალიაში, ავსტრალიის საგადასახადო ოფისი (ATO) კრიპტოს განიხილავს, როგორც ქონებას და როდესაც მას ყიდით ან ცვლით, მასზე ვრცელდება კაპიტალის მოგების გადასახადი:

  • მოკლევადიანი მოგება (ერთ წელზე ნაკლები პერიოდისთვის) – იბეგრება, როგორც სტანდარტული შემოსავალი (45%-მდე).

  • გრძელვადიანი მოგება (ერთ წელზე მეტი პერიოდისთვის) – იღებთ 50%-იან საგადასახადო შეღავათს.

კრიპტოს გამომუშავება ითვლება შემოსავლად, ხოლო საგადასახადო ტარიფები დამოკიდებულია პირის შემოსავლებზე. კრიპტოთი გამოწვეული ზარალი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომავლოდ დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის შემცირებისთვის.

იაპონია

იაპონიას კრიპტოზე დაწესებული აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საგადასახადო ტარიფები. კრიპტოთი მიღებული მოგება მთავრობის მიერ კლასიფიცირდება, როგორც სხვა შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ:

  • საგადასახადო ტარიფები მერყეობს 15%-დან 55%-მდე, რაც დამოკიდებულია შემოსავლის ოდენობაზე.

  • ზარალი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის შესამცირებლად.

იაპონიის საგადასახადო სტრუქტურა კრიპტოში ინვესტირებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. თუმცა მიმდინარეობს დისკუსიები გარკვეული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რათა სისტემა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო გახდეს.

ქვეყნები, სადაც არ იბეგრება კრიპტო

ზოგ ქვეყანაში კრიპტო საერთოდ არ იბეგრება, ამიტომ ეს ქვეყნები დიდი პოპულარობით სარგებლობს ინვესტორებს შორის. ამ ქვეყნებს შორისაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალტა და კაიმანის კუნძულები.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს არ აქვთ კრიპტოზე დაწესებული პერსონალური საშემოსავლო გადასახადი ან კაპიტალის მოგებაზე გადასახადი. თუმცა ბიზნესებს, რომლებიც იყენებენ კრიპტოს, შეიძლება დაეკისროთ 9% კორპორატიული გადასახადი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ითვლება კრიპტო-მეგობრულ ჰაბად, რომელიც იზიდავს ბლოკჩეინის ენთუზიასტებს და კომპანიებს.

მალტა

კრიპტოს გრძელვადიანი ვაჭრობებისთვის მალტას დაწესებული აქვს ნულოვანი საგადასახადო ტარიფი, თუმცა მოკლევადიანი ვაჭრობებისთვის განსაზღვრულია საშემოსავლო გადასახადი (15%-35%). ეს ქვეყანა ცნობილია კარგად ჩამოყალიბებული მარეგულირებელი სტრუქტურით, რაც მის იურისდიქციას კრიპტო ბიზნესების ოპერირებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.

კაიმანის კუნძულები

კაიმანის კუნძულებს არ აქვთ კრიპტოზე დაწესებული საშემოსავლო, კაპიტალის მოგების ან კორპორატიული გადასახადები, რის გამოც ის ინვესტორებისთვის საინტერესო ადგილს წარმოადგენს. ეს რეგიონი პოპულარული ადგილია კრიპტო ჰეჯ-ფონდებისა და ბლოკჩეინის სტარტაპებისთვის.

როგორია კრიპტოს გადასახადების მომავალი?

მთავრობები ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ ინდუსტრიის განვითარებას, შესაბამისად იცვლება კრიპტოსთან დაკავშირებული გადასახადები. აქ მოცემულია ძირითადი ტენდენციები:

  • რეგულაციების დახვეწა – ბევრი ქვეყანა ცდილობს გარკვევით ჩამოაყალიბოს კრიპტო ინვესტორებისთვის დაწესებული საგადასახადო წესები.

  • ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამკაცრება – ბევრი მთავრობა კრიპტო ბირჟებისგან ითხოვს მომხმარებლის ტრანზაქციების შესახებ ანგარიშების საგადასახადო ორგანოებისთვის მიწოდებას.

  • გლობალური საგადასახადო სტანდარტები – სამომავლოდ შეიძლება მომზადდეს საერთაშორისო გაიდლაინები გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციის მიზნით.

წესები მუდმივად იცვლება, ამიტომ ჯარიმების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სათანადოდ იცნობდეთ თქვენი ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობას.

შეჯამება

კრიპტოზე დაწესებული გადასახადები განსხვავებულია და დამოკიდებულია თქვენს საცხოვრებელ ადგილზე. ზოგ ქვეყანაში ეს გადასახადები მაღალია, ზოგში კი კრიპტოზე გადასახადი საერთოდ არ არსებობს. თუ კრიპტოში ინვესტირებას ან კრიპტოთი ვაჭრობას აპირებთ, აუცილებელია გაეცნოთ თქვენს ქვეყანაში მოქმედ საგადასახადო წესებს. ტრანზაქციების კონტროლი და საგადასახადო ექსპერტებთან კონსულტაციები დაგეხმარებათ კანონების დაცვასა და ჯარიმების თავიდან აცილებაში.

კრიპტოსთან დაკავშირებული გადასახადების გაგება არ უნდა იყოს რთული. სანდო ინფორმაციის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ მიიღოთ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოთ უსიამოვნო მოულოდნელობები საგადასახადო სეზონის მოახლოებისას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: Binance არ გთავაზობთ საგადასახადო ან ფინანსურ რჩევას. საქონლით ვაჭრობის დროს, როდესაც თქვენ იღებთ კაპიტალის მოგებას (ან ზარალს), თქვენ შეიძლება დაგეკისროთ გადასახადების გადახდა, რაც დამოკიდებულია ქვეყნის საგადასახადო კოდექსზე. კრიპტოვალუტების დაბეგვრის მარეგულირებელი სტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ამიტომ თქვენი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაბეჯითებით გირჩევთ დაუკავშირდეთ თქვენს საგადასახადო მრჩეველს. თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი საგადასახადო იურისდიქციის სწორად არჩევაზე.

წინამდებარე სტატია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაკავშირებული სტატიები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.