როგორ გარდაქმნის Web3 სპორტს, მუსიკას და მოდას
მთავარი
სტატიები
როგორ გარდაქმნის Web3 სპორტს, მუსიკას და მოდას

როგორ გარდაქმნის Web3 სპორტს, მუსიკას და მოდას

გამოქვეყნებული Mar 30, 2023განახლებული Dec 15, 2023
7m

TL;DR

  • Web3-ის დახმარებით გართობის ინდუსტრიაში ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და შემოსავლების გადანაწილების მოდელები გაჩნდა. 

  • Web3-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ხელოვანებმა, სპორტულმა გუნდებმა, ბრენდებმა და დიზაინერებმა გულშემატკივრებთან ურთიერთობის ახალი გზები აღმოაჩინეს. 

  • ამავდროულად მუსიკოსები, სპორტსმენები და დიზაინერები თავიანთი საქმიანობის მონეტიზაციის ალტერნატიულ მეთოდებზე ფიქრობენ.

შესავალი

Web3 ინტერნეტის მომდევნო, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თაობაა, რომელიც დეცენტრალიზებულია და მომხმარებლებს აძლევს თავიანთი მონაცემების უკეთ გაკონტროლების საშუალებას. 2014 წელს შექმნილი ამ ცნების მიღება მომდევნო წლებში ძალიან გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ 2026 წლისთვის ყოველდღიურად ორი მილიარდი ადამიანი სოციალიზაციის, მუშაობის, ვაჭრობის ან სკოლაში წასვლისთვის ერთ საათს მაინც მეტასამყაროში გაატარებს.

ბრენდები, ცნობილი ადამიანები და გუნდები ინოვაციურ შესაძლებლობებს იყენებენ არა მხოლოდ გულშემატკივრებთან ახლებურად ურთიერთობისთვის, არამედ საქმიანობის უფრო სარგებლიანად, შუამავლების გარეშე მონეტიზაციისთვისაც. 

რატომ ჩაერთნენ ბრენდები?

ბლოკჩეინზე აგებული Web3 უფრო გამჭვირვალე, საიმედო და სანდოა ვიდრე Web2. არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) საშუალებით ის ციფრული აქტივების უცვლელი ფლობის საშუალებას ქმნის. ამიტომაც ბრენდებს შეუძლიათ რეალური გამოცდილება და პროდუქტი მათი საზოგადოებების მიერ კუთვნილ ციფრულ აქტივებს დაუკავშირონ. 

ამის მაგალითია Hublot-ს მიერ შეზღუდული რაოდენობით წარმოებული 13 საათი 13 თანმხლები NFT-ით და Decentraland’s Metaverse Music Festival რომელზეც ავატარების ფორმით გამოვიდნენ მსოფლიოში ცნობილი მომღერლები Soulja Boy და ოზი ოზბორნი.

Web3 ბრენდებს და ცნობილ ადამიანებს გულშემატკივრებთან დაკავშირებისთვის უპრეცედენტო საშუალებებს სთავაზობს. შეგვიძლია გამოვყოთ სამი ინდუსტრია, რომლებმაც Web3-ის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით საგულდაგულო გამოცდილება და პროდუქტები შექმნეს — მუსიკა, მოდა და სპორტი.

Web3 მუსიკაში

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მუსიკა ელვის სისწრაფით განვითარდა - CD დისკების გამოყენების ნაცვლად ახლა შეგვიძლია ტელეფონებიდან მილიონობით სიმღერას მოვუსმინოთ. Web3 კიდევ უფრო შორს მიდის, რადგან მუსიკოსებს გულშემატკივრებთან დაკავშირების, ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებების დაცვის და შემოსავლის მიღების ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

მუსიკალური ინდუსტრია დგას IP კანონებსა და საკუთრებაზე, რომელიც მკაცრი კონტრაქტებით და დოკუმენტაციით განსაზღვრავს ვინ რა წილს მიიღებს $26 მილიარდიანი გლობალური მუსიკალური ინდუსტრიიდან.

Web3 ცვლის მუსიკალური ინდუსტრიის იურიდიულ ასპექტს, რადგან ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით მას მუსიკოსებისთვის და უფლებების მფლობელებისთვის საკუთრების და ჰონორარების დაცული, გამჭვირვალე და უცვლელი ჩანაწერების შექმნა შეუძლია. ამით Web3 მუსიკოსებს და სხვა მხარეებს თავიანთ მუსიკაზე უკეთეს კონტროლს და შემოსავლის უფრო სარფიანად გადანაწილების საშუალებას აძლევს.

არსებობს Web3 მუსიკალური პლატფორმა, რომელზეც მსურველებს შეუძლიათ ინსტრუმენტალური ტრეკის გამოშვება ან ყიდვა და მასზე საკუთარი ვოკალის დადება NFT-ის სახით. ასეთი NFT-იების მფლობელები იღებენ მათ მიერ ნაყიდი მუსიკის IP უფლებებს, რითაც შემსრულებლებს და ავტორებს ახლებური ღია კოდზე დაფუძნებული მუსიკის შექმნა შეუძლიათ.

ის მუსიკოსებს ასევე აძლევს საშუალებას რომ თავი აარიდონ შუამავლებს, მაგალითად ჩამწერ სტუდიებსა და სტრიმინგ სერვისებს, რომლებიც ჩვეულებრივ შემოსავლის ლომის წილს ისაკუთრებენ. Web3-ის დახმარებით მუსიკოსებს ყოველთვის შეუძლიათ ტოკენიზაციით და გულშემატკივრებთან ურთიერთობით შექმნან შემოსავლის წყაროები, რომლებსაც თავადვე გააკონტროლებენ.

Web3 სპორტში

მუსიკალური ინდუსტრიის გარდა Web3 სპორტულ გუნდებს, ათლეტებს და გულშემატკივრებსაც აძლევს საშუალებას რომ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის გამოიყენონ ახალი გზები და მეთოდები. ამის მაგალითია ციფრული სპორტული ფენტეზი თამაშები, სადაც NFT-ები გამოიყენება სათამაშო ბარათების სახით.

არსებობს NFT პლატფორმა, რომელიც Web3-ის და სპორტის გაერთიანებით ქმნის ფეხბურთის, ბეისბოლის და კალათბურთის მოთამაშეთა ციფრულ ბარათებს და მომხმარებლებს ფენტეზი გუნდების შექმნას სთავაზობს. მომხმარებლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შემადგენლობები და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზონ გლობალურ ტურნირებში. ეს მომხმარებლებს აძლევს სხვა გულშემატკივრებთან დაკავშირების ახალ გზას. ასე რომ მომხმარებლებს სპორტული სამყაროს უდიდესი ვარსკვლავების მხარდაჭერილი პლატფორმების მეშვეობით საოცნებო მატჩების ვირტუალურად გამართვა შეუძლიათ.

გულშემატკივართან კავშირის განმტკიცება და საზოგადოების შეგრძნების შექმნა მხოლოდ დასაწყისია. Web3-ს სპორტული ინდუსტრიის გარდაქმნა მეტი გამჭვირვალობის, საკუთრების და ავტონომიის შექმნით შეუძლია. ამაში შედის სპორტული ღონისძიებებისთვის სმარტ კონტრაქტების გამოყენება და სპონსორებთან ხელშეკრულებების დასადებად ბლოკჩეინის გამოყენება, რაც გამჭვირვალობას და უცვლელობას განაპირობებს. 

Web3 მოდაში

Web3-ის გამჭვირვალე ბუნება მოდის ბრენდებს ახალი ბიზნეს მოდელების შექმნის, გაყალბების საწინააღმდეგო ზომების მიღების, მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან პერსონალიზებული გამოცდილებით ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ბრენდებმა შეიმუშავეს Web3 სტრატეგიები და ყურადღება მოკლევადიანი ფინანსური მოგებიდან, NFT მფლობელებისთვის ერთიანი გრძელვადიანი ღირებულებათა სისტემის შექმნაზე გადაიტანეს.

Louis Vuitton, Paco Rabanne, Gucci, და Prada იმ ბრენდების ჩამონათვალის ნაწილია, რომლებმაც საკუთარი NFT ხაზები შექმნეს. არსებობს მოდის NFT კოლექციები, რომლებიც შეზღუდული ან კლასიკური კოლექციების ფიზიკურ ნაწარმთან ერთად გამოიცა. 

Gucci-ს ორნაწილიანი SUPERGUCCI NFT კოლექცია საზოგადოებამ ისე კარგად მიიღო, რომ მის შექმნაში მონაწილე Web3-ის კომპანიამ $38 მილიონი მოიზიდა და ხელშეკრულებები დადო სხვა წამყვან ბრენდებთან რომლებსაც ასევე უნდათ თავისი კოლექციების შექმნა.

საიუველირო ნაწარმის პრემიუმ ბრენდი Tiffany and Co. შესანიშნავი მაგალითია კომპანიისა, რომელმაც ფიზიკური ნივთები და NFT სამყარო დააკავშირა. პოპულარული NFT-იების, მაგალითად CryptoPunks-ის მფლობელები IP უფლებების დამსახურებით საკუთარი აქტივების მონეტიზაციას ახერხებენ. ამით ისარგებლა კომპანიამ და CryptoPunk-ის მფლობელებისთვის შექმნა NFTiff გულსაკიდები, რომელთაგან თითოეულშიც მფლობელის კონკრეტული Punk ფიგურირებს როგორც ფიზიკური საიუველირო ნივთი.

Web3 ეხმიანება მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემასაც: მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობას და მოძიების საშუალებას. Web3-ის დახმარებით მიწოდების ჯაჭვის ყოველი საფეხური ინახება დაცულ ბლოკჩეინის ლეჯერში, რაც იძლევა პროდუქტის მოძიების უსაფრთხო და დეცენტრალიზებულ საშუალებას მისი წარმოების ადგილიდან გაყიდვის ადგილამდე. ეს უცვლელობა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ისეთი პრობლემების მოგვარებისკენ, როგორიცაა ადამიანის უფლებების დარღვევა და ყალბი პროდუქტის შექმნა.

გამჭვირვალობის და მოძიების საშუალებების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დარღვევის, გარემოს დაცვითი დანაშაულების და მოდის ინდუსტრიაში არსებული სხვა არაეთიკური პრაქტიკების აღმოფხვრას. თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეს მონაცემების ბლოკჩეინზე შენახვის სურვილი და საშუალება.

შეზღუდვები

მიუხედავად იმისა, რომ Web3-ს ზემოხსენებული ინდუსტრიებისთვის პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, მას თან გამოწვევები და შეზღუდვებიც ახლავს. Web3-ის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას სჭირდება ცოდნა, რომელიც ბევრ მუსიკოსს, ათლეტს, დიზაინერს და მათ სამუშაო გუნდებსაც კი არ აქვს.

ამასთან, Web3-ის დეველოპერების დაქირავება ძვირი სიამოვნებაა. ეს ქმნის საწყის ბარიერს რის გამოც შედარებით მცირე ბრენდები და მცირე ბიუჯეტის მქონე ცნობილი ადამიანები ვერ შეძლებენ Web3-ის ყველა სარგებლის მიღებას. 

Web3-ის მიღება გამოწვევად რჩება იმ ადამიანების დიდი უმრავლესობისთვისაც, ვისაც მსგავსი გამოცდილება არ აქვს, რაც ორ მთავარ პრობლემას წარმოშობს. პირველ რიგში, ბრენდებს და ცნობილ ადამიანებს, ვისაც Web3-ის პროექტების დაწყება უნდათ, მოუწევთ დათვალონ გაამართლებს თუ არა Web3-ით მისაღები სავარაუდო მოგება მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ამას გარდა, მიწოდების ჯაჭვის მოძიების საშუალება დამოკიდებული იმაზე, აქვს თუ არა შექმნის და წარმოების პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს იმ სისტემის გამოყენების სურვილი და საშუალება რომელიც იძლევა ამ პროცესზე თვალის მიდევნების საშუალებას ონ ჩეინ. 

შეჯამება

Web3-ს მოდის, მუსიკის და სპორტის ინდუსტრიების შეცვლა მრავალი საშუალებით შეუძლია. ის გულშემატკივრებს და საზოგადოებებს არა მხოლოდ მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან პირდაპირ ურთიერთობის საშუალებას აძლევს, არამედ მომხმარებლებს ასევე მისცემს მიწოდების ჯაჭვისთვის თვალის დევნების საშუალებას და IP უფლებებს უკეთ დაიცავს.

Web3-ს აქვს უდიდესი პოტენციალი მოდაში, მუსიკასა და სპორტში, და ჩვენ ჯერ მისი შესაძლებლობების მცირე ნაწილს ვიყენეთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Web3-ის განვითარებასთან ერთად ვიხილავთ საინტერესო ინოვაციებს, რომლებიც ამ ინდუსტრიებს უკეთესობისკენ გარდაქმნის.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.