პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი
გაითვალისწინეთ, რომ შემდეგი წესები და პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი ეხება Binance Academy-ს ვებ-გვერდის გამოყენებას. თუ მათ არ ეთანხმებით, ჩვენს ვებ-გვერდს ნუ გამოიყენებთ.
აკადემიის მთლიანი კონტენტი მომზადებული და თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ინფორმაციული და საგანმანათლებლო მიზნებით, ის შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს ან განახლდეს.
აკადემიის კონტენტი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც საინვესტიციო გადაწყვეტილების მიზეზი, არ უნდა იქნას აღქმული რაიმე ტრანზაქციაში მონაწილეობის რეკომენდაციად ან ინვესტირების რომელიმე სტრატეგიის გამოყენების რეკომენდაციად.
Binance-ის განყოფილების, Binance Academy-ს მიერ მომზადებული სტატიები, ვიდეოები და კურსები არ არის დაკავშირებული საინვესტიციო, საგადასახადო, ლეგალური, ფინანსური, საბუღალტრო, საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისების მოწოდებასთან და არ წარმოადგენს აქტივის ყიდვის, გაყიდვის ან ფლობის რეკომენდაციას. შესაბამისად, აკადემიის კონტენტი არ უნდა იქნას აღქმული როგორც ფინანსური რჩევა, ის არ არის რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენის რეკომენდაცია.
ეს კომუნიკაცია არ არის პერსონალური რეკომენდაცია და არ ითვალისწინებს არის თუ არა ტრანზაქცია მორგებული კონკრეტულ ადამიანზე.
აკადემიის კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“. Binance Academy არ ახდენს რეპრეზენტაციას, არ გასცემს გარანტიას რომ კონტენტი არის ზუსტი, განახლებული, მიზნებთან შესაბამისი ან სრული.
Binance Academy გარკვეულწილად იყენებს მესამე მხრის წყაროებისგან ან სტატისტიკური სერვისებისგან მოპოვებულ ინფორმაციას, თუმცა Binance იმავეზე პასუხისმგებელი არ არის.
ამგვარად შეგახსენებთ, რომ ციფრული აქტივების ფასი შესაძლოა მერყეობდეს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გამოყენების წესები და Binance-ის რისკის შესახებ გაფრთხილება.
არც Binance Academy და არც მისი დირექტორები, ოფიცრები, თანამშრომლები, წარმომადგენლები და აგენტები არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირდაპირ, არაპირდაპირ ან შედეგად დამდგარი ზარალისთვის (კონტრაქტით, სამართალდარღვევით ან სხვა) რომელიც მომდინარეობს ამ კომუნიკაციის ან მისი კონტენტისგან ან მასში მოცემული ინფორმაციიდან.
ამას გარდა, თუ გამოიყენებთ Binance Academy-ს ვებ-გვერდზე ჩაშენებულ ჩატბოტს Binance Sensei, თქვენზე გავრცელდება შემდეგი პირობები და პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი. თუ მათ არ ეთანხმებით, ჩატბოტი არ უნდა გამოიყენოთ. სიცხადისთვის, ქვემოთ მოცემული ტერმინები ზემოთ ახსნილ ტერმინებთან დამატებით გამოიყენება.
ჩატბოტი გამიზნულია როგორც დამხმარე ხელსაწყო, რომელმაც ხელი უნდა შეგიწყოთ Binance Academy პლატფორმის კონტენტის მეშვეობით პასუხების ეფექტიანად მიღებაში. ის არ არის განკუთვნილი თქვენს კითხვებზე კონკრეტული რჩევის მოსაცემად. ჩატბოტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ პასუხებისა და ინფორმაციის მოპოვებისას ეყრდნობით თქვენს პირად რისკსა და სიფრთხილეს. Binance Academy არ არის პასუხისმგებელი ან შეზღუდული მოპოვებული ინფორმაციითა და შედეგებით.
რადგანაც ჩატბოტის პასუხები ეხება ან დაფუძნებულია Binance Academy-ს ვებ-გვერდზე მოცემულ კონტენტზე, მასაც ეხება ზემოხსენებული Binance Academy-ს პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი.
ჩატბოტი ინტეგრირებულია და მუშაობს ChatGPT-ის ბაზარზე. ჩატბოტის გამოყენებით თქვენ ასევე ეთანხმებით ChatGPT-ის მომხმარებლებისთვის შექმნილ წესებსა და პირობებს. თქვენი კითხვებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩატბოტის პასუხები შეიცავდეს ინტერნეტიდან მოპოვებულ, საჯაროდ ხელმისაწვდომ, მესამე მხარის ინფორმაციას, ხედვებსა და აზრებს. რადგანაც ასეთი მესამე მხარის კონტენტი ჩატბოტის პასუხში შედის, გაითვალისწინეთ, რომ: (ა) ასეთი კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“, მხოლოდ საინფორმაციო მიზნით, რაიმე სახის რეპრეზენტაციის ან გარანტიის გარეშე; (ბ) ასეთი კონტენტი, ხედვები, კომენტარები ან/და აზრები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ ასახავს Binance Academy-ს ხედვებს, კომენტარებსა და აზრებს; და (გ) შესაბამისად, ჩატბოტის მიერ მესამე მხარის ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება არ არის გამიზნული და არ უნდა განიხილებოდეს როგორც (ასევე თქვენ არ უნდა მოახდინოთ ასე ფორმულირება მესამე მხარისთვის) Binance Academy-ს მხარდაჭერილი ხედვა ან აზრები, ანაც მსგავსი კონტენტის სანდოობა ან სიზუსტე. შესაბამისად, Binance Academy არ იქნება პასუხისმგებელი შეცდომებსა და გამოტოვებებზე, ან ამ ინფორმაციის გამოყენების შედეგად დამდგარ შედეგებზე.
თუ ჩატბოტის მიერ თქვენთვის მოწოდებული კონტენტი მოიცავს ბმულებს მესამე მხარის წყაროებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვახორციელებთ ასეთი ბმულების და მათზე მოცემული კონტენტის კონტროლს. ჩვენ ასევე არ ვართ პასუხისმგებელი ასეთი სამე მხარის გვერდების და მათი კონტენტის სანდოობასა და სიზუსტეზე. საკუთარ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ თავად ხართ პასუხისმგებელი და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ ზარალზე.
ჩატბოტის პასუხები, იმ სახით როგორც თქვენამდე მოდის, დამოკიდებულია მომხმარებლის შეყვანილ მონაცემებსა და საბაზისო ალგორითმებზეც. ამიტომაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Binance არ არის ამაზე პასუხისმგებელი და არ გასცემს გარანტიას ამ პასუხების სიზუსტეზე. გაითვალისწინეთ, რომ ჩატბოტი მესამე მხარის მიერ არის შექმნილი და ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, ასევე არ წარმოვადგენთ და არ ვადასტურებთ მის შედეგებს ან შესაბამისობას თქვენი მიზნებისთვის.
არც Binance Academy და არც მისი დირექტორები, ოფიცრები, თანამშრომლები, წარმომადგენლები და აგენტები არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირდაპირ, არაპირდაპირ ან შედეგად დამდგარი ზარალისთვის (კონტრაქტით, სამართალდარღვევით ან სხვა) რომელიც მომდინარეობს ჩატბოტთან კომუნიკაციის ან მისი მოწოდებული პასუხების თქვენ მიერ გამოყენებისგან (და აქ მოცემული ყველა ინფორმაციიდან). სიცხადისთვის ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ ან/და შედეგად დამდგარ ზარალს, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ ჩატბოტის მიერ თქვენს კითხვებზე მოწოდებული ინფორმაციის შედეგად.
სიცხადისთვის Binance Academy-ს კონტენტთან (რაც მოიცავს ჩატბოტის პასუხების კონტენტს შეზღუდვის გარეშე) დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება მთლიანად ეკუთვნის Binance Academy-ს. ინტელექტუალური საკუთრების წესებთან დაკავშირებული Binance-ის გამოყენების წესები თქვენც შეგეხებათ.
დაბოლოს, ჩატბოტის ერთადერთი ფუნქცია შეკითხვებზე რეაგირება და მხოლოდ საგანმანათლებლო და ინფორმაციული ბუნების პასუხების დაბრუნებაა. ჩატბოტი არ შექმნილა კრიპტოსთან დაკავშირებული პროდუქტების ან სერვისების რეკლამირების, პოპულარიზაციისთვის ან გაყიდვისთვის. თუ მიიღებთ პასუხს, სადაც ჩატბოტი ამას ცდილობს, დაგვიკავშირდით sensei_tech_support@binance.com რათა სამომავლო პასუხების დახვეწა შევძლოთ.