რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?
მთავარი
სტატიები
რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?

რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?

გამოქვეყნებული Mar 6, 2024განახლებული May 2, 2024
5m

მთავარი დეტალები

  • ინსკრიპციები არის მეტამონაცემების ნაწილები, რომლებიც ერთვის ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქციების მონაცემებს.

  • Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა წარმოადგენს ინსკრიპციის ტოკენებით ვაჭრობისა და მათი დამზადების ადგილს.

  • ამ სახელმძღვანელოში გაგაცნობთ Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟას და აგიხსნით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის.

შესავალი

Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟაზე მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ინსკრიპციების შექმნა და 60 000-ზე მეტი ინსკრიპციის ტოკენებით ვაჭრობა, რაც მოიცავს BRC-20 ტოკენებს, Ethereum-ის ვირტუალური მანქანის (EVM) ტოკენებს და მრავალ სხვას.

მოდით განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს ინსკრიპცია, რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა და როგორ ხდება მისი გამოყენება ინსკრიპციის ტოკენებით ვაჭრობისთვის.

რა არის ინსკრიპციები?

კრიპტოვალუტის სფეროში, ინსკრიპციები არის ინფორმაციის ნაწილი, რომელიც დამატებულია, ანუ „ამოტვიფრულია“ satoshi-ზე, BTC-ის უმცირეს ერთეულზე. ისინი პოპულარული გახდა მა შემდეგ, რაც Bitcoin-ის ორდინალების პროტოკოლის მეშვეობით მოხდა Bitcoin-ის ბლოკჩეინის შესაძლებლობების გაფართოება. არსებითად, ინსკრიპციები შეიძლება წარმოადგენდეს ბლოკჩეინზე განთავსებულ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის ტექსტს, ვიდეოს, სურათებს და სხვა.

ინსკრიპციების მაგალითია BRC-20 ტოკენები. არსებითად, BRC-20 არის ექსპერიმენტული ტოკენის სტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს ორდინალის პროტოკოლის მეშვეობით Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების გადატანის შესაძლებლობას. BRC-20 სტანდარტის გამოყენებით შექმნილი თითოეული ტოკენი წარმოადგენს satoshi-ზე დატანილ ინსკრიპციას.

რა არის Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?

Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა წარმოადგენს პლატფორმას, რომელზე წვდომაც შესაძლებელია Binance Web3 საფულის გამოყენებით. ის გთავაზობთ სხვადასხვა ინსკრიპციებით ვაჭრობის ინტერფეისს, რომელთა შორისაა BRC-20 და EVM ტოკენები. Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა მომხმარებლებს სთავაზობს ერთიან პლატფორმას საკუთარი ინსკრიპციების გამოყენებისთვის, რაც ამარტივებს აქტივების მართვას.

ინსკრიპციების ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამზადონ, გაუშვან და გადარიცხონ საკუთარი ინსკრიპციები სულ რამდენიმე დაწკაპუნებით. Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟის ეს და სხვა ფუნქციები მომხმარებლებს აძლევს მათი ინსკრიპციის ტოკენების უპრობლემოდ მართვის და გამოყენების საშუალებას.

როგორ მუშაობს Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა?

არსებითად, Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა წარმოადგენს Binance-ის აპლიკაციის გამოყენებით ინსკრიპციებით ვაჭრობის პლატფორმას. მომხმარებლებს შეუძლიათ სავაჭრო შეკვეთების შექმნა და ინსკრიპციის ტოკენების გადატანა თავიანთ Binance Web3 საფულესა და Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟას შორის. სავაჭრო გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა იყენებს რამდენიმე მიდგომას.

პლატფორმაზე დანერგილია BTC ტრანზაქციების ამაჩქარებელი. ეს არის სერვისი, რომელიც აჩქარებს ტრანზაქციების დადასტურებას, განსაკუთრებით ქსელის გადატვირთულობის პერიოდში ან მომხმარებლის მიერ ძალიან დაბალი საკომისიოს მითითების შემთხვევაში. ამგვარად, ამ მექანიზმს შეუძლია შეამციროს ვაჭრობასთან დაკავშირებული შეფერხებები და უფრო სწრაფად დაამუშავოს მაღალი პრიორიტეტის მქონე ტრანზაქციები.

Binance-ის სავაჭრო ბირჟა ასევე ინტეგრირებულია UniSat-თან. პლატფორმა იყენებს UniSat API-ს, რაც ზრდის ლიკვიდურობას უზრუნველყოფს მრავალი ტიპის ინსკრიპციის ტოკენებით ვაჭრობას. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Binance-ის სავაჭრო ბირჟას აქვს 60 000-ზე მეტი BRC-20 ტოკენის ყიდვის, გაყიდვისა და მათზე ინსკრიპციის დატანის მხარდაჭერა.

როგორ დავიწყოთ Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟით სარგებლობა

მოდით განვიხილოთ Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟის ინტერფეისი. შემდეგ ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ ხდება ინსკრიპციების დამზადება და წარმოგიდგენთ ინსკრიპციის ტოკენის ყიდვის პროცესის მაგალითს.

როგორ შევიდეთ Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟაზე

1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და დააჭირეთ ღილაკს [მეტი] → [Web3 საფულე].

2. შემდეგ Binance Web3 საფულეში მოძებნეთ [ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა] ბანერი და დააწკაპუნეთ მასზე.

4. თქვენ გადამისამართდებით Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟაზე.

5. ეკრანზე იხილავთ სავაჭროდ ხელმისაწვდომი ინსკრიპციის ტოკენების ჩამონათვალს. კონკრეტული ინსკრიპციის მოძებნა შეგიძლიათ საძიებო ველის მეშვეობით.

6. ინსკრიპციების გამოყენების გზამკვლევის სანახავად დააწკაპუნეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკზე.

7. შეკვეთების ისტორიის სანახავად დააწკაპუნეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ მეორე ღილაკზე.

8. ინსკრიპციების ცენტრის გამოყენებით, შენ შეგიძლია ინსკრიპციების დამზადება, გაშვება და გადარიცხვა.

როგორ ხდება ინსკრიპციების დამზადება

1. პირველ რიგში Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟის ინტერფეისიდან გახსენით ინსკრიპციების ცენტრი.

2. შემდეგ აირჩიეთ ქსელი და შეიყვანეთ დასამზადებელი ინსკრიპციის 4-სიმბოლოიანი ტიკერი. შემდეგ მიუთითეთ დასამზადებელი მოცულობა და გამეორებების რაოდენობა.

3. გადაამოწმე შეყვანილი მონაცემები და ინსკრიპციის დასამზადებლად დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება].

როგორ ხდება ინსკრიპციების ყიდვა

1. ჯერ აირჩიეთ ინსკრიპციის ტოკენი. ამ მაგალითში ჩვენ გამოვიყენებთ piin-ს.

2. შემდეგ აირჩიეთ ის ინსკრიპცია, რომლის ყიდვაც გსურთ. არჩევანის დასადასტურებლად დააჭირეთ ღილაკს [ყიდვა].

3. ყურადღებით შეამოწმეთ შეკვეთის დეტალები და ოპერაციის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება].

 

შეჯამება

Binance-ის ინსკრიპციების სავაჭრო ბირჟა არის პლატფორმა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ინსკრიპციების შექმნა და მათი მეშვეობით ვაჭრობა, მათ შორის BRC-20 და EVM ტოკენებით. სავაჭრო ბირჟის მოსახერხებელი ინტერფეისი, ყოვლისმომცველი ფუნქციები და BTC Transaction Accelerator-ის და UniSat-ის ტიპის სისტემები, მომხმარებლების აძლევს ინსკრიპციების სრული პოტენციალის გამოყენების საშუალებას.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.