TL;DR
ვემშვიდობებით 2023 წელს და დროა შევაჯამოთ Binance Academy-ს საზოგადოების წინსვლა, თანამშრომლობა და საგანმანათლებლო მიღწევები.
ეს წელი დაუვიწყარ თავგადასავალს წარმოადგენდა Binance Academy-სთვის და მოიცავდა როგორც ჩართულობის პროგრამების გაფართოებას და შუალედური დონის კურსების გაშვებას, ისე წარმატების მნიშვნელოვანი ნიშნულების მიღწევით გამოწვეულ სიხარულს.
განათლების შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებული ძალისხმევით მიღწეულ იქნა მრავალი წარმატება, რითაც საფუძველი ჩაეყარა ციფრული განათლების გლობალურ სივრცეს.
შესავალი
არსებული გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, 2023 წელი დიდი წინსვლის მომტანი აღმოჩნდა ბაზრის საერთო კაპიტალის და კრიპტო-აქტივების ღირებულების ზრდის თვალსაზრისით, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის ბოლო კვარტალი. დეკემბერში კრიპტო ბაზრის ჯამურმა კაპიტალმა 1,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 110%-ზე მეტ წლიურ ზრდას უდრის. ასეთი ტემპით ზრდის და განვითარების პარალელურად, Binance Academy ორიენტირებული იყო ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ბლოკჩეინის მომხმარებლების ზრდადი საზოგადოებისთვის.
2023 წელს Binance Academy დაეხმარა განათლების მიღების მსურველ 27 მილიონზე მეტ მომხმარებელს ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტების სამყაროს შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებაში (31 სხვადასხვა ენაზე). ჩართულობის შთამბეჭდავი მაჩვენებლების მქონე Binance Academy-ს საუნივერსიტეტო ტურში მონაწილეობდა 10 000-ზე მეტი პირი 45 ქვეყნის 139 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ამ სტატიაში განხილულია Binance Academy-ს ძირითადი მიღწევები, რომლებმაც ხელი შეუწყო ციფრული განათლების სივრცის ფორმირებას და რაც მოიცავს საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჩართულობის პროგრამების გაფართოებას, შუალედური დონის კურსების გაშვებას და წარმატების მნიშვნელოვანი ნიშნულების მიღწევას.
გლობალური საუნივერსიტეტო ჩართულობის პროგრამის გაფართოება
2023 წლის ოქტომბერში, Binance Academy-მ და Blockain Center-მა, გააკეთეს განაცხადი საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჩართულობის პროგრამის გაფართოების მიზნით წამოწყებული თანამშრომლობის შესახებ, რისი მიზანიც იყო ბლოკჩეინთან დაკავშირებული განათლების ინტეგრირება 50-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის 200 უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში. წარმოდგენილი ინიციატივის მიზანია 2026 წლისთვის მილიონზე მეტ სტუდენტს მისცეს ბლოკჩეინ ინჟინერიის და შესაბამისობის საკითხებთან დაკავშირებით განათლების მიღების საშუალება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ თანამშრომლობის მიზანია სპეციალიზებული გადამზადების უზრუნველყოფა 300-ზე მეტი უნივერსიტეტის პერსონალისთვის, რითაც შეიქმნება სრულყოფილი აკადემიური ცოდნის რეზერვი. Blokchain Center ზედამხედველობას გაუწევს პროგრამის საგანმანათლებლო და გადამზადების კომპონენტებს, ხოლო Binance Academy თავის მხრივ ხელს შეუწყობის ინიციატივის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებას და ინდუსტრიის ექსპერტების მოწვეული ლექტორების სახით დანიშვნის შესაძლებლობების შექმნას.
პროგრამა მოიცავს ბლოკჩეინ ინჟინერიის 20-კვირიან კურსს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის მიწოდება განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის, BNB Chain-ის საფუძვლების, Web3-ის და Solidity-ს განვითარების შესახებ და შესაბამისობის 13-კვირიან პროგრამას, რომელიც ფოკუსირებულია ბლოკჩეინის და მარეგულირებელი პოლიტიკის ურთიერთკავშირზე.
მონაწილე უნივერსიტეტების შესარჩევად, Blockchain Center იყენებს ისეთ მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს რეგონალურ ზეგავლენას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, კრიპტოვალუტების მიღების ინდექსს, წამყვანი ტექნოლოგიების დანერგვისთვის მზაობის ინდექსს და აკადემიური თავისუფლების ინდექსს.
Binance Academy-ს ფართო ქსელი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ამ პროცესში ახალი უნივერსიტეტების ჩართვის საქმეში. ინიციატივა ეფუძნება ყაზახეთში განხორციელებულ საპილოტე პროგრამას, სადაც 4 000-მა სტუდენტმა უკვე დაიწყო ბლოკჩეინთან დაკავშირებული საგნების შესწავლა.
„ციფრული ფინანსების მუდმივად ცვალებად სამყაროში, ბლოკჩეინის ტექნოლოგია ტრანსფორმაციის ხელშემწყობი უმთავრესი ძალაა. ამ საგანმანათლებლო ინიციატივის მეშვეობით, Binance Academy და Blockchain Center შექმნის ნიჭიერი თანამედროვე თაობის ახალ ჯგუფს, რომელიც მზად არის ჩვენი ინდუსტრიის განვითარების მხარდასაჭერად და ინოვაციების წარმოსადგენად. განვაგრძოთ განვითარება.“ – იეი ჰი, Binance-ის თანადამფუძნებელი.
შუალედური დონის კურსების გაშვება
ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული განათლების სფეროს განვითარების ფარგლებში, Binance Academy-მ წარმოადგინა შუალედური დონის კურსები. ეს უფასო ონლაინ კურსები შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, რომლებმაც უკვე მიიღეს საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა. შუალედური ეტაპი მოიცავს ექვს კურსს და ეხება ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტები და DApp-ები. შემდგომ ეტაპებზე მოხდება DeFi-სთან, NFT-სთან და კრიპტოვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა.
თითოეული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, განათლების მსურველებს ექნებათ შესაბამისი სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა. ეს სერტიფიკატები წარმოადგენს Binance Academy-ს საგანმანათლებლო კურსების კონკრეტული ეტაპის წარმატებით დამთავრების მტკიცებულებას. მომხმარებლებს შეუძლიათ მაქსიმუმ ექვსი სერტიფიკატის მიღება, მათ მიერ დაძლეული შუალედური კურსების ეტაპების შესაბამისად. ინიციატივის მიზანია ინდივიდებს მისცეს საჭირო განათლება, რაც მათ დაეხმარება მუდმივად განვითარებად Web3 სექტორში გზის გაკვლევაში.
წარმატების ნიშნულები
Binance Academy-ს საუნივერსიტეტო ტურში ჩართული იყო 10 000-ზე მეტი მონაწილე 45 ქვეყნის 139-ზე მეტი უნივერსიტეტიდან.
2023 წელს Binance Academy დაეხმარა 27 მილიონზე მეტ ადამიანს კრიპტო და ბლოკჩეინ სივრცეში სასურველი პროცესების ეფექტურად წარმართვაში.
Academy-ს კურსი გაიარა 591 000 პირმა, გაიცა 120 000-ზე მეტი NFT სერტიფიკატი.
ჩვენი Learn and Earn კამპანიის ფარგლებში გაიცა 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯილდოები.
2023 წელს, Binance Academy-ს მომხმარებლები ძირითადად ორიენტირებულნი იყვნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მეტასამყარო, Bitcoin, კრიპტო საფულეები და სანთლის დიაგრამები.
მადლობა!
Binance Academy-ს მთელი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ერთგული გუნდის წევრები და პარტნიორები, უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს უწყვეტი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს თავგადასავალი ვერ შედგებოდა ჩვენი განათლების მიღების მსურველი ენთუზიასტებისგან შემდგარი მრავალფეროვანი საზოგადოების გასაოცარი მხარდაჭერის გარეშე.
„Web3 სექტორი სწრაფად ვითარდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია ადამიანებისთვის საჭირო ცოდნის მიღების შესაძლებლობის მიცემა - ეს არის ჩვენი, Binance Academy-ს უმთავრესი მისია. ჩვენ, როგორც ინდუსტრიის ლიდერები, უმთავრეს მიზნად ვისახავთ წარმოვადგინოთ და დავნერგოთ ინოვაციები არა მხოლოდ ჩვენი ტექნოლოგიის, არამედ განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით.“ – იეი ჰი, Binance-ის თანადამფუძნებელი.
2024 წელს, მოდით ერთად განვაგრძოთ გლობალური განათლების სფეროს განვითარება და გულთბილად შევეგებოთ ახალ მომხმარებლებს, რომელთაც სურთ ბლოკჩეინთან, Web3-თან და დეცენტრალიზებულ ფინანსებთან დაკავშირებული განათლების მიღება.
დამატებითი საკითხავი
5 რჩევა თქვენი კრიპტოვალუტის ჰოლდინგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
როგორ წავიკითხოთ კრიპტოს ყველაზე პოპულარული სანთლის დიაგრამის შაბლონები
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.