TL;DR
Binance Web3 საფულე წარმოადგენს ციფრული აქტივების ინოვაციურ საფულეს, რომელიც აერთიანებს მოხერხებულობას, უსაფრთხოებას და პრაქტიკულობას.
ეს საფულე, რომელიც დაფუძნებულია Multi-Party Computation (MPC) ტექნოლოგიაზე, გთავაზობთ გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას და მომხმარებლის გამოცდილებას, წვდომას Binance Bridge-თან და სხვა სერვის-პროვაიდერებთან, რისი წყალობითაც მარტივდება ტოკენების სვოპი სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელებს შორის.
მომხმარებლებს შეუძლიათ იმოგზაურონ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) სამყაროში და მიიღონ მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრის დახმარება 24/7 რეჟიმში.
რა არის Binance Web3 საფულე?
Binance Web3 საფულე, რომელიც ინტეგრირებულია Binance-ის აპლიკაციაში, წარმოადგენს მომხმარებელზე ორიენტირებულ კრიპტოვალუტის საფულეს, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სამყაროში ნავიგაციაში.
Binance Web3 საფულის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად ისარგებლონ ბლოკჩეინის და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) სივრცით. ეს საფულე მომხმარებელს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ და ეფექტურად მართოს საკუთარი ციფრული აქტივები, განახორციელოს ტოკენების სვოპი სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელებს შორის, მიიღოს მოგება და ა.შ.
როგორ მუშაობს?
Binance Web3 საფულე იყენებს Multi-Party Computation (MPC) ტექნოლოგიას, რომელიც წარმოადგენს კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების გაუმჯობესებულ სისტემას და გამორიცხავს პირადი გასაღებების ერთ ადგილას შენახვის საჭიროებას. ეს საფულე იყენებს MPC ტექნოლოგიას, რომელიც ქმნის „საზიარო გასაღების“ სამ ნაწილს, რომლებიც ცალ-ცალკე ინახება თქვენს Web3 საფულეში, ქლაუდ-მეხსიერებაში და თქვენს მოწყობილობაში. საზიარო გასაღების ნაწილები ასევე დაცულია აღდგენის პაროლით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ცნობილი.
Binance Web3 საფულის ძირითადი მახასიათებლები
გამოსაყენებლად მარტივი
Binance Web3 საფულის შექმნა Binance-ის აპლიკაციის მეშვეობით რამდენიმე წამში შეგიძლიათ. სხვა კრიპტო საფულეებისგან განსხვავებით, Binance Web3 საფულის კონფიგურაციისას არ გჭირდებათ აღდგენის (seed) ფრაზებზე ან პირად გასაღებებზე ზრუნვა, რაც ამარტივებს მის გამოყენებას.
მოხერხებულობა
Binance Web3 საფულე მარტივად უკავშირდება Binance Bridge-ს და სხვა სერვის-პროვაიდერებს, გეხმარებათ მარტივად განახორციელოთ ტოკენების სვოპი სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელებს შორის და ამავდროულად გთავაზობთ საუკეთესო ტარიფებს და ფასებს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ DApp-ებით და მიიღონ მოგება, რისთვისაც მაუსის სულ რამდენიმე დაწკაპუნებაა საჭირო.
უსაფრთხოება
Binance Web3 საფულე გვთავაზობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფუნქციებს, რაც მოიცავს არასწორ მისამართზე გადარიცხვისგან დაცვას და პოტენციურად მავნე სმარტ კონტრაქტების აღმოჩენას. ტრანზაქციების განხორციელების დროს, საფულე ატყობინებს მომხმარებელს როდესაც ტოკენი ან ბლოკჩეინი უსაფრთხოების პოტენციურ რისკთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, თითოეული ტრანზაქცია კონტროლდება Multi-Party Computation (MPC) ტექნოლოგიით, რაც ამცირებს ერთი სუსტი წერტილით გამოწვეული გაუმართაობის რისკს და ზრდის თქვენი აქტივების უსაფრთხოებას.
თვითმეურვეობა
Web3 საფულე დაცულია სამი ნაწილისგან შემდგარი „საზიარო გასაღების“ და აღდგენის პაროლის საშუალებით, რაც მომხმარებელს საკუთარი აქტივების სრულად დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას აძლევს.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრის მომსახურებით 24/7 რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს საფულის უსაფრთხო და უხარვეზო გამოყენებას.
როგორ გამოვიყენოთ Binance Web3 საფულე
1. Binance-ის აპლიკაციის გამოყენებით, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით ჩანართში [Wallets] (საფულეები).
2. დასაწყებად შეეხეთ ღილაკებს [Web3] და [Create Wallet] (საფულის შექმნა).
3. გაითვალისწინეთ, რომ სანამ Binance Web3 საფულის გამოყენებას დაიწყებთ, უნდა შექმნათ მისი სარეზერვო ასლი და დააყენოთ აღდგენის პაროლი.
როგორ უნდა შექმნათ თქვენი Binance Web3 საფულის სარეზერვო ასლი
1. Web3 საფულის საწყის გვერდზე შეეხეთ ღილაკს [Back Up Now] (სარეზერვო ასლის შექმნა).
2. Binance-ის აპლიკაცია დააკავშირეთ ქლაუდ-სერვერის ანგარიშთან (iCloud ან Google Drive).
3. დააყენეთ სარეზერვო პაროლი და შეინახეთ ის უსაფრთხოდ. Binance-ს არ შეუძლია ამ პაროლთან წვდომა ან მისი აღდგენა, ამიტომ ეცადეთ არ დაკარგოთ.
4. შეინახეთ თქვენი გასაღების სარეზერვო ასლი ქლაუდ-სერვერზე.
5. სულ ეს არის. თქვენი საფულე მზადაა გამოსაყენებლად.
თქვენ მარტივად შეგიძლიათ გადაიტანოთ თანხა თქვენი Binance-ის სპოტ და ფინანსების საფულიდან პირდაპირ თქვენს Binance Web3 საფულეზე.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: Binance Web3 საფულე წარმოადგენს არასავალდებულო პროდუქტს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმის განსაზღვრაში, შეესაბამება თუ არა ეს პროდუქტი თქვენს საჭიროებებს. Binance არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ მესამე მხარის აპლიკაციებთან წვდომასა და მათ გამოყენებაზე (რაც მოიცავს Binance Web3 საფულეში ინტეგრირებულ ფუნქციებს) და არ იღებს ვალდებულებას რაიმე დავის მოგვარებაზე, რაც დაკავშირებულია თქვენ მიერ მესამე მხარის აპლიკაციების გამოყენებასთან, მათ შორის თქვენ მიერ ტრანზაქციების განხორციელებასთან. ყურადღებით გაეცანით Binance Web3 საფულის გამოყენების წესებს და ყოველთვის თავად ჩაატარეთ საკითხის საფუძვლიანი მოკვლევა.