მთავარი დეტალები
Binance P2P გამოიყენება პირდაპირი peer-to-peer ტრანზაქციების განხორციელებისთვის, რისი წყალობითაც მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ კომფორტულად ივაჭრონ შუამავლების საჭიროების გარეშე.
Binance P2P პლატფორმა გვთავაზობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო ეფექტურ ზომებს, 24/7 მომხმარებელთა დახმარების სერვისს, სწრაფ ტრანზაქციებს და 800+ გადახდის მეთოდის და 100+ ფიატ ვალუტის მხარდაჭერას.
პლატფორმა ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად მოსახერხებელია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ტრეიდერებისთვის. Binance P2P-ის გამოყენების დასაწყებად მომხმარებლებს მხოლოდ რამდენიმე საფეხურის გავლა სჭირდებათ.
შესავალი
Binance P2P კრიპტოვალუტების მომხმარებლებს სთავაზობს ვაჭრობის ეფექტურ ხერხებს და წარმოადგენს მყიდველებისა და გამყიდველების დამაკავშირებელ ხიდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განვიხილოთ Binanc P2P პლატფორმის ძირითადი მექანიზმები და ინტერფეისი.
რა არის P2P ვაჭრობა?
Peer-to-peer (P2P) ვაჭრობა გახლავთ მომხმარებლებს შორის აქტივების პირდაპირი მიმოცვლის პროცესი. P2P, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პირისპირ ვაჭრობა, ხაზს უსვამს Bitcoin-ის შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს მიერ შემოთავაზებული დეცენტრალიზებული ბირჟის კონცეფციის მნიშვნელობას.
2009 წელს სატოშიმ წარმოადგინა Bitcoin, როგორც P2P ელექტრონული ფულის სისტემა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირ ჩაერთონ კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვის და გადაცვლის პროცესში, შუამავლების საჭიროების გარეშე. თუმცა, ტრადიციული P2P მოდელებისთვის დამახასიათებელი იყო უსაფრთხოებასთან და შესაბამისობასთან დაკავშირებული რისკები, რის გამოც Binance-მა გადაწყვიტა ეკოსისტემის შეცვლა და შექმნა Binance P2P, რომლის მეშვეობითაც ზემოთ აღწერილი პროცესი კრიპტოვალუტების მომხმარებლებისთვის უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომ პრაქტიკად იქცა.
რა არის Binance P2P?
Binance P2P-მა, რომელიც 2019 წელს გაეშვა, გარდაქმნა მომხმარებლების მიერ P2P ვალუტების ბირჟაზე მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის და ჩართვის პრინციპები. Peer-to-peer სავაჭრო ბირჟის სახით მოქმედ Binance P2P-ზე მომხმარებლებს შორის ხორციელდება პირდაპირი ვაჭრობა, რაც ამარტივებს ტრანზაქციების განხორციელებას მრავალი სხვადასხვა კრიპტოვალუტის და ფიატ ვალუტის გამოყენებით.
Binance P2P მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს და ფუნქციების უსაზღვროდ ფართო არჩევანს, რის გამოც ის ფართოდ გამოიყენება როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი კრიპტო ტრეიდერების მიერ.
Binance P2P ლექსიკონი
Binance P2P პლატფორმის ეფექტურად გამოსაყენებლად, საჭიროა იცნობდეთ მასთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინებს:
ფინანსების საფულე: Binance-ის ანგარიშები სხვადასხვა სავაჭრო მიზნისთვის სხვადასხვა ტიპის საფულეებს იყენებს. ფინანსების საფულე სპეციალურად P2P ვაჭრობისთვის შექმნილი საფულეა, სადაც ინახება P2P ტრანზაქციებით მიღებული კრიპტოვალუტა.
რეკლამა: მომხმარებლის მიერ გენერირებული შეთავაზება, სადაც მითითებულია დეტალური ინფორმაცია ფასის და ვაჭრობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ, მაგალითად აქტივის ტიპი, გადახდის მეთოდები და სხვა პირობები.
შეკვეთის ლიმიტი: კონკრეტული რეკლამით განსაზღვრული აქტივების ყიდვის ან გაყიდვის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა.
გადახდის ფანჯარა: დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კონკრეტული ტრანზაქციის თანხის გაგზავნა ან მიღება.
გამოშვების საშუალო დრო: დროის საშუალო ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც გამყიდველის მიერ ხდება კრიპტოვალუტის გაგზავნა გადახდის მიღების შემდეგ. მომხმარებლის გამოშვების საშუალო დროის შემოწმებას შეძლებთ მათ მეტსახელზე ან რეკლამაზე დაწკაპუნებით.
გადახდის დრო: მყიდველების მიერ გადახდების განხორციელების ბოლო ვადა.
30დღ ვაჭრობა: ბოლო 30 დღის განმავლობაში განხორციელებული ვაჭრობების ჯამური რაოდენობა.
30დღ დასრულების მაჩვენებელი: ბოლო 30 დღის განმავლობაში განხორციელებული შეკვეთების რაოდენობის შეფარდება გაუქმებული შეკვეთების რაოდენობასთან.
30დღ ვაჭრობის და 30დღ დასრულების მაჩვენებლის შემოწმებას შეძლებთ მომხმარებლის პროფილის გვერდზე გადასვლით.
აპელაცია: მყიდველებსა და გამყიდველებს შორის არსებული დავის Binance-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის დახმარებით აღმოფხვრის მექანიზმი.
Maker: მომხმარებელი, რომელიც ქმნის P2P რეკლამებს პლატფორმაზე.
Taker: მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს ვაჭრობებს არსებული P2P რეკლამების გამოყენებით.
P2P მოვაჭრე: მომხმარებელი, რომელიც პლატფორმას უზრუნველყოფს ლიკვიდურობით და გადახდის მექანიზმებით.
Binance P2P-ის უპირატესობები
Binance P2P უამრავი სხვადასხვა უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორისაა:
ესქრო სერვისი: ტრანზაქციების მიმდინარეობისას კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვის შესაძლებლობა, რაც მინიმუმამდე ამცირებს მოპარვის და თაღლითობის რისკს.
გადახდის მრავალი მეთოდი: 800+ გადახდის მეთოდის და 100+ ფიატ-ვალუტის მხარდაჭერა, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
სწრაფი ტრანზაქციები: ტრანზაქციები ხორციელდება სულ რაღაც 15 წუთში, რაც მინიმუმამდე ამცირებს მოლოდინის დროს.
ფასის კონტროლი: კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას შეძლებთ თავად აირჩიოთ გამყიდველი და მიუთითოთ სასურველი ფასი.
24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა: ყოვლისმომცველი დახმარების სერვისი რამდენიმე ენაზე, ვაჭრობის კომფორტული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით.
Binance P2P-ზე ვაჭრობის დაწყება
Binance P2P-ზე ვაჭრობის დასაწყებად უნდა გაიაროთ რამდენიმე მარტივი საფეხური:
1. შექმენით ანგარიში Binance-ზე.
2. გაიარეთ ვინაობის ვერიფიკაციის (KYC) პროცესი.
3. მიუთითეთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდები.
4. თქვენი ანგარიშის ვერიფიკაციისთანავე შეძლებთ დაიწყოთ P2P-ის გამოყენება, როგორც მყიდველმა. ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ ყიდვისა და გაყიდვის პროცესებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე პროცესი უმარტივესია და მის განსახორციელებლად მხოლოდ რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო.
თუ თქვენ ვაჭრობთ, როგორც მყიდველი:
5. თუ თქვენ აპირებთ კრიპტოვალუტების გაყიდვას Binance P2P-ის მეშვეობით, პირველ რიგში უნდა გადაიტანოთ აქტივები თქვენს ფინანსების საფულეში.
თუ თქვენ ვაჭრობთ, როგორც გამყიდველი:
6. ზედა მარჯვენა კუთხეში იპოვით მითითებებს მომხმარებლისთვის, შეძლებთ შეამოწმოთ თქვენი P2P შეკვეთები და დაუკავშირდეთ P2P მომხმარებელთა ცენტრს. გარდა ამისა, შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი გადახდის მეთოდები და P2P რეკლამები.
7. P2P მომხმარებელთა ცენტრში თქვენ შეძლებთ თქვენი პროფილის რედაქტირებას და დამატებითი ინფორმაციის მიღებას თქვენი გადახდის მეთოდების, მიღებული შეფასების, დაბლოკილი მომხმარებლების და ა.შ. შესახებ.
როგორ უნდა იყიდოთ Binance P2P-ზე
1. დაათვალიერეთ Binance P2P-ზე მოცემული რეკლამები და აირჩიეთ თქვენი მოთხოვნის შესაბამისი ვაჭრობები. თქვენთვის საჭირო შედეგების მოძიებაში ხელმისაწვდომი ფილტრები დაგეხმარებათ.
2. ყიდვის შეკვეთის განსათავსებლად მოიძიეთ სასურველი რეკლამა და პროცესის დასაწყებად დააწკაპუნეთ ყიდვის ღილაკზე.
3. შეკვეთის განთავსებამდე დარწმუნდით, რომ ეთანხმებით რეკლამის განმთავსებლის პირობებს.
4. როდესაც ამისთვის მზად იქნებით, განათავსეთ შეკვეთა და გადაუხადეთ თანხა გამყიდველს. ამ საფეხურის დროს შესასრულებელი მოქმედებები დამოკიდებულია გადახდის მეთოდსა და ადგილმდებარეობაზე.
5. დაელოდეთ გამყიდველის მიერ გადახდის დადასტურებას და გააგზავნეთ კრიპტოვალუტა.
როგორ უნდა გაყიდოთ Binance P2P-ზე
1. გაყიდვის შეკვეთის განსათავსებლად მოიძიეთ სასურველი რეკლამა და პროცესის დასაწყებად დააწკაპუნეთ გაყიდვის ღილაკზე.
2. შეკვეთის განთავსებამდე დარწმუნდით, რომ ეთანხმებით რეკლამის განმთავსებლის პირობებს.
3. როდესაც მზად იქნებით, განათავსეთ შეკვეთა და დაელოდეთ გადახდის განხორციელებას.
4. დაადასტურეთ გადახდის მიღება და გააგზავნეთ აქტივები.
შეჯამება
Binance P2P გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური P2P პლატფორმა, რომელსაც აქვს ათასობით გადახდის მეთოდის და ფიატ-ვალუტის მხარდაჭერა. პროცესის წარმართვა ტრადიციულ P2P სერვისებთან შედარებით ბევრად უფრო მარტივადაა შესაძლებელი. Binance-ის უსაფრთხოების ზომებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ სასურველი ოპერაციები ციფრული აქტივების სამყაროში, სრული თავდაჯერებულობით და ზედმეტი სტრესის გარეშე.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.