მთავარი დეტალები
პასიური ინვესტიციები კრიპტოვალუტებში მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ ჯილდოები მათი უმოქმედო ციფრული აქტივების მეშვეობით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
პასიური ინვესტიციების განხორციელება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Binance Earn, საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა დაბალი საკომისიოები, სტაბილური საინვესტიციო სტრატეგია, ნაკლები დროის ხარჯვის და ძალისხმევის გაღების აუცილებლობა.
ამ გზამკვლევში განხილულია პასიური ინვესტიციების საფუძვლები და როგორ უნდა დაიწყოთ სარგებლის მიღება თქვენი კრიპტო ჰოლდინგებით Binance Earn-ზე.
შესავალი
სპოტ ვაჭრობა გახლავთ ვაჭრობის სწორედ ის ტიპი, რომელსაც მიმართავენ ის ადამიანები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. ეს გახლავთ ფინანსური აქტივების ყიდვის და გაყიდვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა. თუმცა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უჭირს იმის გაგება, თუ რის გაკეთება შეუძლიათ მათი უმოქმედო აქტივებით, ამ შემთხვევაში, პასიური ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა – Binance Earn კი იდეალური ადგილია ამ პროცესში ჩასართავად.
ამ სტატიაში განვიხილავთ პასიური ინვესტიციის საფუძვლებს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს. გარდა ამისა, შემოგთავაზებთ მოკლე მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყოთ სარგებლის მიღება თქვენი კრიპტო ჰოლდინგების მეშვეობით, Binance Earn-ზე.
რა არის პასიური ინვესტიცია?
პასიური ინვესტიცია გახლავთ შემოსავლის გაზრდის გზა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს ნიშნავს თანხის ჩადებას ისეთ რესურსებში, როგორიცაა აქციები, ან კრიპტოვალუტები და მისი რაოდენობის ზრდის მოლოდინს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. არ არის საჭირო მისი მუდმივად შემოწმება ან ხშირი შესყიდვის და გაყიდვის ოპერაციების განხორციელება. ეს მიდგომა დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, არამედ კრიპტოვალუტების სივრცეშიც.
პასიური ინვესტიციით კრიპტოვალუტების მფლობელები იღებენ სტაბილურ შემოსავალს მათი ციფრული აქტივებისგან, ხშირი ვაჭრობის საჭიროების გარეშე. კრიპტოვალუტების სივრცეში პასიური შემოსავლის მიღება შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა მეთოდით და თითოეულ მათგანთან ასოცირებულია კონკრეტული რისკები ან ჯილდოები. ამის პოპულარული მაგალითებია სტეიკინგი, სარგებლის ფარმინგი და სესხება და გასესხება.
პასიური ინვესტიციის უპირატესობები
დაბალი საკომისიოები: როგორ წესი, პასიური ინვესტიციის განხორციელებისას გადასახდელი საკომისიოების ოდენობა დაბალია ფინანსების აქტიურად მართვისას გადასახდელ საკომისიოებთან შედარებით, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა სავაჭრო პროცესების და აქტივების განაწილების უფრო იშვიათად განხორციელება.
სტაბილურობა: როგორც წესი, პასიური ინვესტიციის პროცესი მიყვება საინვესტიციო სტრატეგიას, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ სტაბილური მიდგომა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხშირი რეგულირების ან ბაზარზე მოქმედებისთვის ხელსაყრელი დროის განსაზღვრის საჭიროების გარეშე.
ნაკლები დროის საჭიროება: პასიური ინვესტიციის განხორციელებას ბევრად უფრო ნაკლები დრო და ძალისხმევა ჭირდება აქტიურ ვაჭრობასთან შედარებით, რაც მას საუკეთესო ვარიანტად აქცევს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მათი პორტფოლიოების მართვის პასიურ სტრატეგიას.
პასიური ინვესტიციის უარყოფითი მხარეები
საბაზრო რისკი: პასიური ინვესტიციის ფარგლებში არ არის საჭირო აქტიური მეთვალყურეობა ბაზრის ცვალებად პირობებზე ეფექტურად რეაგირებისთვის, რის შედეგადაც ინვესტორები დაუცველები ხდებიან ბაზრის ვარდნისას ან გახანგრძლივებული არასათანადო დინამიკის პერიოდებში.
შემცირებული მოქნილობა: არჩეული პროდუქტის და სტრატეგიის შესაბამისად, ინვესტორებმა შესაძლოა ვერ ისარგებლონ მათ ფინანსებზე სწრაფი და მარტივი წვდომის შესაძლებლობით.
ბაზარზე კონცენტრაცია: პასიური ინვესტიციის ზოგიერთი მანქანა შესაძლოა მეტად კონცენტრირებული იყოს რამდენიმე, დიდი კაპიტალის მქონე აქტივზე ან სექტორზე, რაც ზრდის რისკების ზემოქმედების ან ბაზრის ვარდნის ალბათობას, რომელიც ასევე ახდენს ზეგავლენას ამ სექტორებზე.
რა არის Binance Earn?
Binance Earn იდეალური სივრცეა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ პასიური შემოსავლის მიღება საკუთარი კრიპტო ჰოლდინგების მეშვეობით. ინვესტორების, იქნება ეს დამწყები, თუ გამოცდილი მომხმარებლები, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ის გვთავაზობს მრავალ სხვადასხვა პროდუქტს.
Binance Earn მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ დანაზოგზე, ფიქსირებულ დანაზოგზე და რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტზე წვდომას – თითოეული მათგანი გვთავაზობს უნიკალურ ფუნქციებსა და უპირატესობებს. მოქნილი დანაზოგის მეშვეობით მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ საკუთარი თანხების შეტანა და გამოტანა, ხოლო ფიქსირებული დანაზოგი გვთავაზობს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ფინანსების კონკრეტული პერიოდის განმავლობაში დაბლოკვის სანაცვლოდ.
როგორ უნდა დაიწყოთ Binance Earn-ის გამოყენება?
1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და იპოვეთ [Earn] გვერდის დასაწყისში მოცემულ მენიუში.
2. მოხდება თქვენი გადამისამართება Binance Earn-ის ინტერფეისზე. აქ იხილავთ ხელმისაწვდომ პროდუქტებს, როგორიცაა Simple Earn, High Yield და Auto-Invest.
მეორეს მხრივ, შეძლებთ იხილოთ თქვენი ჰოლდინგების ანალიზი და თქვენი შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი გასული 30 დღის განმავლობაში.
3. ხელმისაწვდომი პროდუქტების სიის სანახავად ჩამოდით დაბლა. აქ იხილავთ სხვადასხვა აქტივებს, სავარაუდო APR-სა და ხანგრძლივობას. გარდა ამისა, კონკრეტული აქტივების მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძიების ფუნქცია ან ფილტრები.
4. თქვენი ჰოლდინგებით სარგებლის მისაღებად, უნდა აირჩიოთ პროდუქტთან დაკავშირებული შეთავაზება და გამოიწეროთ ის. უნდა დაამატოთ თანხის ის ოდენობა, რომლის გამოყენებაც გსურთ, გადახედოთ შეჯამებას და როდესაც მზად იქნებით, დააწკაპუნოთ ღილაკზე „დადასტურება“.
თითოეულ შეთავაზებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ პროდუქტის წესების ჩანართი გვერდის დასაწყისში.
5. მოქნილი ვარიანტის მეშვეობით შეძლებთ თქვენი თანხების ნებისმიერ დროს გატანას. ფიქსირებული ვარიანტის გამოყენების შემთხვევაში საჭირო იქნება თქვენი ფინანსების დაბლოკვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ქვემოთ მოცემულია ფიქსირებული პერიოდის მქონე პროდუქტი, დაბლოკვის სხვადასხვა ხანგრძლივობით.
შეჯამება
პასიური ინვესტიციები კრიპტოვალუტებში მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაზარდონ მათი ჰოლდინგების ოდენობა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. Binance Earn მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას სხვადასხვა პროდუქტზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია პასიური შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდა რისკების მინიმუმამდე შემცირების პარალელურად.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.