Binance-ზე სპოტ ვაჭრობის გზამკვლევი თქვენთვის
მთავარი
სტატიები
Binance-ზე სპოტ ვაჭრობის გზამკვლევი თქვენთვის

Binance-ზე სპოტ ვაჭრობის გზამკვლევი თქვენთვის

გამოქვეყნებული Mar 8, 2024განახლებული May 2, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • სპოტ ვაჭრობა ფინანსური აქტივების ყიდვისა და გაყიდვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ტრადიციული მეთოდია.

  • Binance Spot სავაჭრო პლატფორმა გვთავაზობთ მომხმარებლებზე მორგებულ ინტერფეისს, დაბალ საკომისიოებსა და ლიკვიდურობის მაღალ დონეს. ის შესაფერისია ნებისმიერი სახის ტრეიდერისთვის.

  • წინამდებარე გზამკვლევში განმარტებულია სპოტ ვაჭრობის საფუძვლები და მოცემულია Binance Spot-ის გამოყენების ინსტრუქციები, რათა შეძლოთ კრიპტოვალუტების მარტივად ყიდვა და გაყიდვა ნებისმიერ დროს.

შესავალი

სპოტ ვაჭრობა გახლავთ ვაჭრობის სწორედ ის ტიპი, რომელსაც მიმართავენ ის ადამიანები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. ეს გახლავთ ფინანსური აქტივების ყიდვის და გაყიდვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა. 

Binance Spot გახლავთ სპოტ ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებულ ინტერფეისს, რომელიც მომხმარებლებს აქტივების მარტივად ყიდვის და გაყიდვის საშუალებას აძლევს, დაბალი საკომისიოებითა და ლიკვიდურობის მაღალი დონით, რაც მას იდეალურ ვარიანტად აქცევს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ტრეიდერებისთვის.

წინამდებარე სტატიაში განმარტებულია სპოტ ვაჭრობის საფუძვლები, განსხვავება ვაჭრობის ამ და სხვა ტიპებს შორის და მისი ზოგიერთი უპირატესობა. ამის შემდეგ, შევისწავლით თუ როგორ ხორციელდება სპოტ ვაჭრობა Binance-ზე.

რა არის სპოტ ვაჭრობა?

სპოტ ვაჭრობა გახლავთ ვაჭრობის პირდაპირი და მომენტალური ფორმა, სადაც ტრანზაქციების ანგარიშსწორება ხდება მყისიერად, რაიმე სახის ლევერიჯის გარეშე. ეს გახლავთ ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფორმა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სხვადასხვა კლასის აქტივებთან მიმართებაში, როგორიცაა მაგალითად კრიპტოვალუტები, აქციები, საქონელი, ფორექსი, ობლიგაციები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ სპოტ ვაჭრობა ხორციელდება პირდაპირ ტრეიდერებს შორის, ტრანზაქციების განხორციელება, როგორც წესი, ხდება ისეთ ბირჟაზე, როგორიცაა მაგალითად Binance.

რა განსხვავებაა სპოტ ბაზრებსა და ფიუჩერსების ბაზრებს შორის?

სპოტ ბაზრებზე ხდება მომენტალური და მოკლევადიანი ვაჭრობების განხორციელება, მყისიერი მიწოდებით, ხოლო ფიუჩერსების ბაზრები მოიცავს კონტრაქტებს, სადაც მიწოდების თარიღად განსაზღვრულია რაიმე კონკრეტული თარიღი მომავალში. სპოტ ვაჭრობა დამოკიდებულია მიმდინარე საბაზრო ფასზე და ითვალისწინებს მიწოდების და მოთხოვნის მაჩვენებლებს. მეორეს მხრივ, ფიუჩერსების კონტრაქტები დაფუძნებულია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის მიღწეულ შეთანხმებებზე.

რა განსხვავებაა სპოტ ვაჭრობასა და მარჟით ვაჭრობას შორის?

სპოტ ვაჭრობის შემთხვევაში საჭიროა აქტივის სრული შესყიდვა და მყისიერად მიწოდება, ხოლო მარჟით ვაჭრობისას ტრეიდერებს ეძლევათ ფინანსების სესხების საშუალება უფრო დიდი პოზიციების გახსნისთვის. მარჟით ვაჭრობისას იზრდება როგორც პოტენციური მოგება, ისე ზარალი, რაც თავის მხრივ ზრდის ჯილდოებსა და რისკების დონეს.

სპოტ ვაჭრობის უპირატესობები

  • შედარებით დაბალი რისკი: სპოტ ბაზრები დამოკიდებულია მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის შეკვეთებზე, შესაბამისად, არ არსებობს ლიკვიდაციის ან მარჟინ ქოლების მოლოდინი. ეს იდეალური ვარიანტია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც აქტივების შესყიდვა და გარკვეული დროის განმავლობაში შენახვა სურთ.

  • სიმარტივე: სპოტ ვაჭრობა სიმარტივით გამორჩეული მოდელია, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის და იდეალურ ვარიანტად აქცევს დამწყები ტრეიდერებისთვის.

  • მომენტალური შესვლა და გამოსვლა: ტრეიდერებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ვაჭრობის პროცესში შესვლა ან გამოსვლა.

როგორ ხორციელდება სპოტ ვაჭრობა Binance-ზე?

ამ მაგალითში განვიხილავთ Binance Spot-ის ინტერფეისს. შემდეგ, გავიგებთ როგორ ხდება BTC-ის შეძენა USDT-ით, ლიმიტ-შეკვეთების გამოყენებით, რასაც მოსდევს BTC-ის USDT-ის მისაღებად გაყიდვის მაგალითი, საბაზრო შეკვეთის გამოყენებით.

როგორ მოვიპოვოთ წვდომა Binance Spot-ის ინტერფეისზე

1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და იპოვეთ [ვაჭრობა] → [სპოტი].

2. მოხდება თქვენი გადამისამართება Binance-ის ვაჭრობის ინტერფეისზე.

3. მარცხენა მხარეს მოცემულია შეკვეთების წიგნი. გაყიდვის შეკვეთები (მოთხოვნები) მოცემულია წითელ ფერში, ხოლო ყიდვის შეკვეთები (შეთავაზებები) მწვანე ფერში.

4. ცენტრში მოქცეულია შერჩეული სავაჭრო წყვილით ვაჭრობის მონაცემების ინტერაქტიული დიაგრამა. ამ შემთხვევაში, ეს წყვილი გახლავთ BTC/USDT.

5. მარჯვენა მხარეს მოცემულია სავაჭრო წყვილების სია. ეს სია მოიცავს Binance-ზე ხელმისაწვდომ ყველა სავაჭრო წყვილს. კონკრეტული წყვილების მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ საძიებო ველი.

6. ქვემოთ მოცემულია დიაგრამა, სადაც შეძლებთ ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების შექმნას. თუმცა ამის გასაკეთებლად, პირველ რიგში საჭიროა თქვენს სპოტ საფულეში გარკვეული თანხის შეტანა.

7. მაგალითად, თუ გსურთ იყიდოთ BTC USDT-ით, პირველ რიგში თქვენს სპოტ საფულეში უნდა შეიტანოთ გარკვეული რაოდენობის USDT. თქვენს ანგარიშზე თანხის შესატანად დააწკაპუნეთ ღილაკზე [+] და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი.

როგორ შევიძინოთ BTC USDT-ით

1. პირველი საფეხური გახლავთ შეკვეთის ტიპის არჩევა. ლიმიტ-შეკვეთის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი შეკვეთისთვის კონკრეტული ფასის დაწესება (არ არის აუცილებელი, რომ ის მიმდინარე ფასს ემთხვეოდეს). განხორციელდება საბაზრო შეკვეთით თქვენი შეკვეთის რაც შეიძლება მალე შევსების მცდელობა, მიმდინარე ხელმისაწვდომ ფასად.

2. თუ ლიმიტ-შეკვეთას იყენებთ, შეკვეთის შესაქმნელად უნდა მიუთითოთ ფასი და რაოდენობა, რომლის შეძენაც გსურთ და დააწკაპუნოთ ღილაკზე [BTC-ის ყიდვა].

3. თქვენი ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება შეტყობინება. 

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ღია შეკვეთებისთვის თვალის დევნებას შეძლებთ თქვენი სავაჭრო ინტერფეისის ქვედა ნაწილში მოცემულ განყოფილებაში.

4. თუ BTC მიაღწევს თქვენი შეკვეთის ფასს, მოხდება თქვენი შეკვეთის შევსება.

როგორ ხდება BTC-ის გაყიდვა USDT-ის მისაღებად

გაყიდვის შეკვეთების შექმნის პროცესიც ამის მსგავსია. ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი BTC USDT-ის მისაღებად. ამ მაგალითში, ჩვენ განვიხილავთ საბაზრო შეკვეთას.

1. აირჩიეთ თქვენი შეკვეთის ტიპი, მიუთითეთ ოდენობა და დააწკაპუნეთ ღილაკზე [BTC-ის გაყიდვა].

2. გამომდინარე იქიდან, რომ საბაზრო შეკვეთას ვიყენებთ, შეიქმნება გაყიდვის შეკვეთა და მოხდება მისი მყისიერად შევსება, საბაზრო ფასით.

როგორ ვნახოთ შეკვეთის დეტალები

თქვენი შეკვეთების ისტორიის, ვაჭრობის ისტორიის და სხვა დეტალების ნახვას შეძლებთ თქვენ მიერ გამოყენებული სავაჭრო ინტერფეისის ქვედა ნაწილში.

გარდა ამისა, შეძლებთ ღია შეკვეთების რედაქტირებას, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ განყოფილებასთან „ფასი და ოდენობა“ მოცემულ ღილაკზე „რედაქტირება“.

კონკრეტული შეკვეთების გასაუქმებლად, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ მარჯვენა მხარეს მოცემულ სანაგვე ურნის ღილაკზე, ხოლო ყველა ღია შეკვეთის გასაუქმებლად, უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე [ყველას გაუქმება].

შეჯამება

კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სამყაროში წამოწყებული მოგზაურობისას გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ხშირ შემთხვევაში სწორედ სპოტ ვაჭრობის სიმარტივითა და ხელმისაწვდომობით სარგებლობა წარმოადგენს. Binance Spot, მისი მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით, დაბალი საკომისიოებითა და ლიკვიდურობის მაღალი დონით, წარმოადგენს იდეალურ პლატფორმას როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი ტრეიდერებისთვის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.