მთავარი დეტალები
Binance Launchpad და Launchpool კრიპტოვალუტების სივრცეში მოქმედ მომხმარებლებს სთავაზობს მრავალ სხვადასხვა შესაძლებლობას, იქნება ეს ინოვაციურ პროექტებზე ადრეული წვდომა თუ ჯილდოების მიღების შესაძლებლობა.
Binance-ის ტოკენის გაშვების პლატფორმა წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს როგორც პროექტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ კრიპტო ქრაუდფანდინგის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
პლატფორმის ჰოლისტიკური მხარდაჭერა მოიცავს ტოკენის პირველად გამოშვებას და მითითებებს Binance-ის ლისტინგის და ინვესტიციების გუნდებისგან.
შესავალი
Binance Launchpad და Binance Launchpool წარმოადგენს Binance-ის ტოკენების გაშვების პლატფორმის ნაწილი. ეს პლატფორმები შექმნილია ინოვაციის ხელშეწყობის მიზნით, რაც მიიღწევა ახალი და არსებული ბლოკჩეინის პროექტების მხარდაჭერით.
Binance მუდმივად ეძებს უნიკალური და ინოვაციური ხედვის მქონე ძლიერ კრიპტო გუნდებს. მისი ტოკენის გაშვების პლატფორმა გთავაზობთ ფუნქციების და მხარდაჭერის სრულ სპექტრს, რაც მინიმუმ მოიცავს საკონსულტაციო მომსახურებას ტოკენის გამოშვების დროს და ასევე ლისტინგის და გაშვების შემდგომ მარკეტინგს.
ამ გზამკვლევში ჩვენ განვიხილავთ, თუ რას წარმოადგენს Binance-ის Launchpad და Launchpool, რა განსხვავებაა მათ შორის, პოტენციურ სარგებელს და როგორ შეუძლია მისი გამოყენება მომხმარებელს ან პროექტის გუნდს.
Binance Launchpad: კრიპტო ქრაუდფანდინგის პიონერი
Binance Launchpad-ის შექმნამდე, ბლოკჩეინის პროექტებისთვის სახსრების მოზიდვა და მათი ტოკენების გაშვება ხდებოდა მონეტის პირველად შეთავაზების (ICO) სახელწოდებით ცნობილი დამოუკიდებელი ქრაუდფანდინგის ღონისძიებების მეშვეობით. თუმცა, ქრაუდფანდინგის ამ მეთოდთან დაკავშირებული იყო ტექნიკური გაუმართაობები, თაღლითობები და მომხმარებლის არასაკმარისი დაცვის დონე.
2019 წელს შეიქმნა Binance Launchpad, რომელიც გახდა პირველადი საბირჟო შემოთავაზების (IEO) კონცეფციის პიონერი. Binance Launchpad-ზე IEO-ების დანერგვამ მნიშვნელოვნად შეცვალა კრიპტო ქრაუდფანდინგის სივრცის პარადიგმა, რამაც სარგებელი მოუტანა როგორც ბლოკჩეინ პროექტებს, ასევე მათ მხარდამჭერებს. ამის შემდეგ, პროექტებს უკვე შეეძლოთ სახსრების მოზიდვა, ხოლო მომხმარებლებს კი ამ პროექტების უსაფრთხო და მოსახერხებელი გზით მხარდაჭერა.
განსხვავებები Binance Launchpad-სა და Binance Launchpool-ს შორის
Binance Launchpad-სა და Binance Launchpool-ს მსგავსი მიზნები აქვთ და ორივე წარმოადგენს Binance-ის ტოკენის გაშვების პლატფორმის ნაწილს. თუმცა ამ ორს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები.
Binance Launchpad შეიქმნა 2019 წელს, კრიპტო ქრაუდფანდინგის ახალი მეთოდის დანერგვის მიზნით. Binance Launchpool შეიქმნა 2020 წელს და მომხმარებლებს მისცა საკუთარი აქტივების დაბლოკვის საშუალება ახალი აქტივების მისაღებად.
რა არის Binance Launchpad?
როგორც უკვე ვიცით, Binance Launchpad გახლავთ პირველადი საბირჟო შემოთავაზების (IEO) პირველი პლატფორმა. Launchpad მომხმარებლებს ახალი ტოკენების შეძენის საშუალებას აძლევს IEO-ის ფარგლებში. მან სრულიად გარდაქმნა კრიპტო ქრაუდფანდინგის სივრცე და ბლოკჩეინის პროექტებს მისცა კაპიტალის უფრო უსაფრთხოდ და ეფექტურად მოზიდვის შესაძლებლობა.
Binance Launchpad-ის პრიორიტეტებია მომხმარებელთა და პროექტების დაცვა. ის გთავაზობთ უსაფრთხოების უმაღლესი დონეს ტოკენის გაყიდვის დროს და მისი წყალობით პროექტებს აღარ სჭირდება საკუთარი ფანდრაიზინგის პლატფორმების შექმნა, რაც ამცირებს მათზე თავდასხმის რისკის. ის ხელს უწყობს დიდი პოტენციალის მქონე პროექტების ზრდას, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებით მილიონობით მომხმარებლისთვის მთელი მსოფლიოდან, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ლიკვიდურობას და რამდენიმე სავაჭრო წყვილით ვაჭრობის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, პლატფორმის ჰოლისტიკური მხარდაჭერა მოიცავს ტოკენის პირველად გაშვებას, ასევე მითითებებს Binance-ის ლისტინგის და ინვესტიციების გუნდებისგან, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან Launchpad-ის აპლიკაციებს. Launchpad-ის წყალობით, კრიპტო პროექტებს შეუძლია ტოკენების გაშვება სანდო პლატფორმებზე, რისთვისაც ისინი იყენებენ Binance-ის, როგორც მსოფლიოში წამყვანი ბირჟის სტატუსს, რათა მიიღონ წვდომა კრიპტო აქტივების მფლობელების და ინვესტორების უზარმაზარ საზოგადოებაზე.
Binance Launchpad-ის უპირატესობები
ადრეული წვდომა ინოვაციურ პროექტებზე
უსაფრთხო გარემო ტოკენის გაშვებისთვის
გლობალური წვდომა
ტოკენების სამართლიანი განაწილება
მსოფლიო დონის საბაზრო ლიკვიდურობა
პროფესიონალური მითითებები და მხარდაჭერა
რა არის Binance Launchpool?
Binance Launchpad კრიპტოვალუტების მფლობელებს საკუთარი აქტივების ახალი ტოკენების მიღების მიზნით დაბლოკვის საშუალებას აძლევს. Binance Launchpad-ისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად ტოკენების შესყიდვა ხდება, Launchpool მომხმარებლებს ახალი პროექტების აქტივების მიღების საშუალებას აძლევს, BNB-ისა და სხვა მხარდაჭერილი ტოკენების ყოველგვარი საკომისიოს გარეშე დაბლოკვის სანაცვლოდ.
Binance Launchpool-ში მონაწილეობა მრავალი უპირატესობას გაძლევთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი ტოკენების მიღების პროცესი უმარტივესად მიმდინარეობს: თქვენ ბლოკავთ ტოკენებს Binance-ზე და სანაცვლოდ დაჯილდოვდებით ახალი ტოკენებით. ჯილდოები თქვენი გამოწერის თანხის და Launchpool-ის პერიოდის პირდაპირპროპორციულად ნაწილდება.
Binance Launchpool გვთავაზობს ტოკენების მიღების მოქნილ შესაძლებლობებს და მომხმარებლებს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღონ დაგროვილი ჯილდოები ნებისმიერი დროს და განბლოკონ ფინანსები საკუთარი სურვილისამებრ. გარდა ამისა, პლატფორმა უზრუნველყოფს Binance-ის მხარდაჭერას Launchpool-ზე წარმოდგენილი პროექტებისთვის, რაც მოიცავს საკონსულტაციო მომსახურებას, საზოგადოების ჩართულობას და მარკეტინგული ცნობადობის ამაღლებას.
Binance Launchpool-ის უპირატესობები
დაბლოკეთ აქტივები სარგებლის მისაღებად. შესყიდვა საჭირო არ არის.
მოქნილობა და კონტროლი.
ადრეული წვდომა ინოვაციურ პროექტებზე.
უსაფრთხო გარემო ტოკენის გაშვებისთვის.
გლობალური წვდომა.
ტოკენების სამართლიანი განაწილება.
მსოფლიო დონის საბაზრო ლიკვიდურობა.
პროფესიონალური მითითებები და მხარდაჭერა.
როგორ გამოვიყენოთ Binance Launchpad და Launchpool
1. გაიარეთ ავტორიზაცია Binance-ის ანგარიშზე და გადადით ეკრანის ზემოთ არსებული მენიუს ჩანართზე [Launchpad & Launchpool].
2. შემდეგ დაინახავთ Binance-ის ტოკენების გაშვების პლატფორმის გვერდს. პირველ განყოფილებაში ნაჩვენებია სამომავლო ან მიმდინარე ტოკენების გაყიდვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. ქვემოთ ჩამოსვლით თქვენ იხილავთ Launchpad-ის განყოფილებას.
4. ადრე გაშვებული პროექტების და მათი შესაბამისი მონაცემების სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკზე [მეტის ნახვა]. შემდეგ თქვენ გადამისამართდებით სხვა გვერდზე.
ერთი განყოფილებიდან მეორში გადასვლა შეგიძლიათ ეკრანის ზედა ნაწილში არსებული ნავიგაციის ღილაკებით.
როგორ გამოვიყენოთ Binance Launchpad
Binance Launchpad იყენებს გამოწერის ფორმატს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა, ქრაუდფანდინგის ღონისძიების დროს უნდა ჩადონ BNB-ის გარკვეული რაოდენობა (ტოკენით ვაჭრობა). იმისათვის, რომ გახდეთ პროექტის ადრეული მხარდამჭერი და მონაწილეობა მიიღოთ ტოკენით ვაჭრობაში Binance Launchpad-ზე, თქვენ უნდა გქონდეთ BNB-ის გარკვეული რაოდენობა Binance-ის საფულეში და გამოწერის პერიოდის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეთ ტოკენით ვაჭრობაზე.
ქვემოთ მოცემულია Launchpad-ზე ტოკენით ვაჭრობის მაგალითი. გამოწერის პერიოდი ამოიწურა და ტოკენით ვაჭრობა დასრულებულია, თუმცა შეგვიძლია ამ მონაცემების გამოყენება საინფორმაციო მიზნებისთვის. როგორც ვხედავთ, ტოკენით ვაჭრობა გრძელდება რამდენიმე დღე, BNB ჰოლდინგის გაანგარიშების პერიოდიდან ტოკენის საბოლოო განაწილებამდე.
ამ გვერდზე ასევე მოცემულია პროექტის ვებსაიტი, whitepaper, კვლევის ანგარიში, დეტალური ინფორმაცია გაყიდვის წესების შესახებ და ხშირად დასმული კითხვები.
როგორ გამოვიყენოთ Binance Launchpool
Binance Launchpool მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ტოკენების ჯილდოები მათ საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების დაბლოკვის სანაცვლოდ. დაბლოკვა ძირითადად ხდება BNB-ში, ან ისეთ სტეიბლკოინებში, როგორიცაა TUSD ან FDUSD.
მონაწილეობის მისაღებად გადადით Binance Launchpool-ის გვერდზე და იპოვეთ ფარმნიგის ღია პროექტი, რომლის მხარდაჭერაც გსურთ.
ამ მაგალითში მოცემულია ფარმინგის ორი პული, ერთი FDUSD-სთვის და ერთი BNB-სთვის. თუ თქვენ ფლობთ ორივე ტიპის ტოკენს, შეგიძლიათ თქვენი სახსრების სხვადასხვა პულში გადანაწილება ღილაკზე [Custom Allocation] დაწკაპუნებით.
ჯილდოების ჯამური რაოდენობა, ფარმინგის პერიოდი, მხარდაჭერილი ტოკენები და სავარაუდო APY განსხვავდება პროექტის მიხედვით. თქვენი აქტივების დაბლოკვის შემდეგ, დაიწყებთ პროექტის ტოკენების გამომუშავებას. ფარმინგის პერიოდის დასრულების შემდეგ, თქვენ მიერ დაბლოკილი აქტივები და მიღებული ჯილდოების სრული რაოდენობა ავტომატურად გადაიგზავნება თქვენს Binance Spot ანგარიშზე.
შეჯამება
Binanc Launchpad და Launchpool კრიპტო ენთუზიასტების მიერ ხშირად გამოყენებული ეფექტური ინსტრუმენტებია, რომლებიც გვთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა წვდომა ახალ პროექტებზე, ტოკენების ექსკლუზიური გაშვება, და ჯილდოების მიღება. Binance განაგრძობს სხვადასხვა ინოვაციის შემუშავებასა და დანერგვას და ამ პროცესის პარალელურად, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განახორციელონ სასურველი ქმედებები კრიპტოვალუტების სივრცეში და გამოიყენონ ტოკენების გაშვების ეს პლატფორმა განვითარებისთვისა და ჩართულობისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.