MetaMask-ის ინსტალაცია და კონფიგურაცია
MetaMask-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Chrome-ის ან Firefox-ის გამოყენებით, ან თუ მობილური აპლიკაციის მომხმარებელი ხართ, ხელმისაწვდომია მისი iOS და Android ვერსიები. ამ გაკვეთილის დროს, პროცესს განვიხილავთ Firefox-ის ვერსიის მაგალითზე, თუმცა მოცემული ინსტრუქციები მეტ-ნაკლებად ყველა პლატფორმას მიესადაგება.
პირველ რიგში, უნდა გადახვიდეთ MetaMask-ის ჩამოტვირთვის გვერდზე. ამის შემდეგ აირჩიეთ პლატფორმა, რომელსაც იყენებთ და მიჰყევით ინსტალაციის ინსტრუქციებს. მარტივია!
ამის შემდეგ შეასრულეთ აპლიკაციის მიერ განსაზღვრული პარამეტრების დაყენების პროცედურები. დააწკაპუნეთ ღილაკზე „საფულის შექმნა“. ჩაიწერეთ და საიდუმლოდ შეინახეთ აღდგენის seed ფრაზა (სასურველია არ შეინახოთ ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობაში). ამ ფრაზის გარეშე, თქვენი მოწყობილობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, თანხების აღდგენა შეუძლებელი იქნება. მომდევნო გვერდზე დაადასტურეთ, რომ ეს ფრაზა ჩაიწერეთ.
სულ ეს არის! ამის შემდეგ თქვენ დაინახავთ თქვენ საფულეს და შეგიძლიათ დაიწყოთ თანხის გაგზავნა და მიღება.
ახლად შექმნილი MetaMask-ის საფულე.
საფულის კონფიგურაცია
თქვენ მაშინვე შეამჩნევთ, რომ ჯერ კიდევ Ethereum-ის საფულესთან გვაქვს საქმე. უკეთეს შემთხვევაში, ის არ იმუშავებს BNB Smart Chain-ის (BSC) დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან). უარეს შემთხვევაში კი შეიძლება დაკარგოთ თანხები, თუ მათ გადააგზავნით მხარდაჭერის არმქონე მისამართებზე.
მოდით შევიტანოთ საჭირო ცვლილებები. ჩვენ უნდა შევიდეთ პარამეტრებში და დავაკავშიროთ საფულე BNB Smart Chain-ის ნოდებთან.
ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ „პარამეტრები“.
პარამეტრების გვერდზე, მოვძებნოთ ქსელების მენიუ.
ქსელების მენიუ.
დავაწკაპუნოთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკზე ქსელის დამატება ღილაკზე, რათა ხელით დავამატოთ BNB Smart Chain-ი – ეს ვარიანტი არ არის მოცემული MetaMask-ის საწყის პაკეტში. გაითვალისწინეთ, რომ აქ შეგიძლიათ აირჩიოთ ქსელის ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი: testnet-ი ან mainnet-ი. ქვემოთ მოცემულია თითოეული ქსელის პარამეტრების დაყენების ინსტრუქციები.
Mainnet-ი (სავარაუდოდ სწორედ ამის არჩევა გჭირდებათ)
ქსელის სახელი: Smart Chain
ახალი RPC URL: https://bsc-dataseed.binance.org/
ChainID: 56
სიმბოლო: BNB
ბლოკ-ექსპლორერის URL: https://bscscan.com
Testnet-ი
ქსელის სახელი: Smart Chain - Testnet-ი
ახალი RPC URL: https://data-seed-prebsc-1-s1.binance.org:8545/
ChainID: 97
სიმბოლო: BNB
ბლოკ-ექსპლორერის URL: https://testnet.bscscan.com
ამ გაკვეთილის დროს, პროცესს განვიხილავთ testnet-ის მაგალითზე, თუმცა სავარაუდოდ თქვენ დაგჭირდებათ mainnet-ის გამოყენება. თუ თქვენ აპირებთ MetaMask-ის გამოყენებას BNB-ის ან BNB Smart Chain-ის ტოკენების გადარიცხვას, ჩვენ გირჩევთ დაამატოთ ორივე ქსელი.
როდესაც შეინახავთ ქსელის პარამეტრებს და დაბრუნდებით მთავარ გვერდზე, შეამჩნევთ ორ ცვლილებას: ავტომატურად იქნება არჩეული ის ქსელი, რომელიც ბოლოს დაამატეთ, და თანხები გამოსახული იქნება არა ETH-ში, არამედ BNB-ში.
აქ ჩვენ დაკავშირებული ვართ Testnet-თან, თუმცა თქვენ სავარაუდოდ დაგჭირდებათ Mainnet-თან დაკავშირება.
ტრანზაქციების განხორციელება (Testnet-ზე)
Ethereum-ის ლოგომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ – ჩვენ დაკავშირებული ვართ BSC-ის testnet-თან. ამის შემდეგ შეგვიძლია ვცადოთ თანხების გადარიცხვა. კურსორი მიიტანეთ ტექსტთან ანგარიში 1 და დააწკაპუნეთ მასზე თქვენი მისამართის გაცვლის ბუფერში დასაკოპირებლად. შემდეგ გადადით BNB Smart Chain Faucet-ზე და ჩასვით მისამართი მოცემულ გრაფაში.
მოდით გავმდიდრდეთ.
Peggy მონეტები შეიძლება საინტერესო არჩევანი იყოს, თუ გსურთ გამოსცადოთ აპლიკაცია, რომელსაც გააჩნია BEP-20 ტოკენების მხარდაჭერა. ესენი უბრალოდ BNB Smart Chain-ის ტოკენებს წარმოადგენს, რომლებიც „მიბმულია“ (pegged) სხვა ბლოკჩეინზე არსებულ აქტივებთან (როგორებიცაა BTC, XRP, USDT და სხვა), რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ვაჭრობა იმავე ფასად იქნება შესაძლებელი.
მოდით ისევ BNB-ს დავუბრუნდეთ. ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ მომეცით BNB და აირჩიეთ თანხა, რომლის მიღებაც გსურთ. შეიძლება რამდენიმე წუთით დალოდება დაგჭირდეთ, თუმცა თანხა თქვენს Testnet-ის საფულეში აუცილებლად გამოჩნდება.
ჩვენი ახალი საფულე თანხის ჩარიცხვის შემდეგ.
ახლა ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გადარიცხოთ თანხა თქვენი საფულიდან. ჩვენ უბრალოდ ავირჩიეთ შემთხვევითი მისამართი BscScan Testnet ქსელიდან და ვაპირებთ მასზე თანხის გადარიცხვას. დააწკაპუნეთ ღილაკზე გაგზავნა.
Ether-თან დაკავშირებულ გრაფებს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ. საჭიროებისამებრ, აქ შეგიძლიათ შეცვალოთ საკომისიოს ოდენობა.
ჩვენ ვაპირებთ 1 BNB-ის ოდენობის ტრანზაქციის განხორციელებას. საკომისიოები უცვლელად დავტოვოთ და დავაჭიროთ ღილაკზე შემდეგი. ამის შემდეგ ჩვენ გვეძლევა ტრანზაქციების გადამოწმების კიდევ ერთი შანსი – თუ ყველაფერი რიგზეა, დააჭირეთ ღილაკს დადასტურება. სულ ეს არის! ტრანზაქციების განხორციელების შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას.
შეჯამება
MetaMask-ი უკვე დიდი ხანია წარმოადგენს Ethereum-ის ქსელთან წვდომის საიმედო საშუალებას. თუმცა მინიმალური ძალისხმევის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია მოახდინოს მისი პარამეტრების კონფიგურაცია მის BNB Smart Chain-თან დასაკავშირებლად. ეს საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ განვითარების მრავალწლიანი ისტორიის მქონე MetaMask-ის ტექნოლოგიით, რომელიც შეუცვლელ ინსტრუმენტს წარმოადგენს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან სამუშაოდ.