BRC-20 არის ტოკენის ექსპერიმენტული სტანდარტი, რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნისა და გადატანის შესაძლებლობას ორდინალის პროტოკოლის მეშვეობით.
ტოკენის კონტრაქტების განთავსებისთვის, ტოკენების შექმნისთვის და გადარიცხვისთვის BRC-20 ტოკენები იყენებენ JSON (JavaScript Object Notation) მონაცემების ორდინალების ინსკრიპციებს. ამჟამად, BRC-20 ტოკენის სტანდარტი იძლევა BRC-20 ტოკენის შექმნის საშუალებას მისი გაშვების ფუნქციით, BRC-20 ტოკენების გარკვეული რაოდენობის შექმნას მისი შექმნის ფუნქციით და BRC-20 ტოკენების გარკვეული რაოდენობის გადარიცხვის საშუალების მისი გადარიცხვის ფუნქციის მეშვეობით.
BRC-20 ტოკენის სტანდარტი შედარებით ახალია და BRC-20 ტოკენების გაშვების, შექმნისა და გადარიცხვის პროცესი არ არის მორგებული მომხმარებლებზე. ასევე შეზღუდულია საჭირო ინსტრუმენტებისა და მხარდაჭერის სერვისების რაოდენობა.
მიუხედავად მათი სახელების მსგავსებისა, ამ ორ ტოკენს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები.
ERC-20 არის ტოკენების აპრობირებული სტანდარტი. დღეისათვის უამრავი ERC-20 ტოკენია შექმნილი და ფართოდ გამოყენებული. ERC-20 ტოკენები, რომლებიც 2015 წელს შეიქმნა და 2017 წელს ოფიციალური აღიარება მოიპოვა, უკვე პრაქტიკაში გამოცდილ და სტაბილურ ტოკენებად არის აღიარებული. BRC-20 ტოკენების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, ვინაიდან მათი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
BRC-20 ტოკენის სტანდარტი ამჟამად წარმოადგენს პროგრამისტების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის მიზანია Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნის ხელშეწყობა. ვინაიდან ის ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია, მისი მომავალი კვლავ გაურკვეველია.
აჟიოტაჟის მიუხედავად, BRC-20 ტოკენებს ამჟამად მცირე პრაქტიკული გამოყენება აქვს. მათი სამომავლო პერსპექტივაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. BRC-20 ტოკენების შემქნის სიმარტივის გამო, შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში მათი უმეტესობა სრულიად უსარგებლო გახდება. ამ ახალი ტიპის ტოკენის გამოყენებამდე, მომხმარებლებმა და ინვესტორებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ჩაატარონ საფუძვლიანი მოკვლევა.
ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადგილი აქვს ეკონომიკური განვითარების შეფერხებას, უმუშევრობის დონის ზ...
კოპირებით ვაჭრობა გახლავთ პროცესი, რომელიც მოიცავს გამოცდილი ინვესტორების მიერ წარმატებით განხორციელებული ვ...
ერთი ცვლადის მიერ მეორე ცვლადის ცვლილებაზე რეაგირების საზომი.