სტაგფლაცია

სტაგფლაციას ადგილი აქვს ეკონომიკური კრიზისის დროს: ეკონომიკური განვითარების ზრდის შეფერხების ან ბიზნეს-აქტივობის შემცირების პირობებში, რასაც თან ახლავს ფასების ზრდა (ინფლაცია). ის შეგვიძლია შევადაროთ ძალიან ნელა მოძრავი ავტომობილის ყოლას, როდესაც საწვავის ფასები უწყვეტად იზრდება.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, სადაც ქვეყანა იმყოფება ძლიერ კრიზისში, კომპანიების მიერ აღარ ხდება საკმარისი ოდენობით თანხების გამომუშავება. მცირდება მომხმარებელთა ხარჯებიც, რას თავის მხრივ იწვევს პროდუქტების წარმოების შემცირებას და უმუშევრობის დონის ზრდას. რაც უფრო ნაკლები სამუშაო ადგილია ხელმისაწვდომი, მით უფრო რთულია ადამიანებისთვის სამსახურის პოვნა, შესაბამისად მცირდება მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობაც.

და ყველაზე მნიშვნელოვანი: ამ ყველაფრის ფონზე იწყება საქონლის და სერვისების ღირებულების ზრდაც. შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენ მიერ ყოველდღიურად ან ონლაინ შეძენილი პროდუქტების და საწვავის ფასი გაიზარდა. ეს არც ისე სასიამოვნო ფაქტია, რადგან ეკონომიკური კრიზისის ფონზე მცირდება თქვენი მსყიდველობითი უნარიც. ზოგიერთ შემთხვევაში, სტაგფლაცია შესაძლოა უფრო სერიოზული ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზადაც იქცეს.

რა არის სტაგფლაციის გამომწვევი მიზეზი? სტაგფლაცია ერთი კონკრეტული მიზეზით არ არის გამოწვეული. ზოგიერთ შემთხვევაში ამის მიზეზი გახლავთ ეკონომიკურ სივრცეში ცირკულირებადი თანხები. სხვა შემთხვევაში, სტაგფლაციის გამომწვევ მიზეზად შესაძლოა იქცეს ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტების ფასის უეცარი მატება, როგორიცაა ნავთობი. ეს შესაძლოა წარმოების ფასების მკვეთრი ზრდის და შესაბამისად, კომპანიების მიერ ფასების მომატების მიზეზი გახდეს.

სტაგფლაციდან თავის დაღწევა არც ისე მარტივია. ეკონომიკური განვითარების შეფერხების და ფასების ზრდის პირობებში, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სტანდარტული მეთოდები არც ისე ეფექტურად მუშაობს. მაგალითად, საპროცენტო განაკვეთების შემცირება ან მეტი ფულის ხარჯვა ვერ გამოასწორებს სიტუაციას, როდესაც ფასების ზრდა უკვე დაწყებულია.

მთავრობებმა და ეკონომისტებმა უნდა შეიმუშავონ სტაგფლაციასთან გამკლავების ეფექტური მეთოდები. ეს შესაძლოა მოიცავდეს ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას ან ფასების ზრდის პროცესების კონტროლს. ეს სიტუაცია ბალანსის დაცვას მოითხოვს, რაც შეგვიძლია წვრილ თოკზე გავლასაც კი შევადაროთ.

სტაგფლაციის ცნებამ ფართო გავრცელება 1970-იან წლებში მოიპოვა და საფუძვლად დაედო მკვეთრ ცვლილებებს საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში. ამ პერიოდში ინფლაციის მაღალი დონე დაემთხვა ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდს, რამაც დიდი დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია. ამ პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდით გამოწვეული შოკი, მიწოდების შეფერხება და მონეტარული პოლიტიკის ხარვეზები.

ამ მნიშვნელოვანი ისტორიული პერიოდის განმავლობაში მთავრობები ცდილობდნენ სიტუაციის მოგვარების ეფექტური გზების პოვნას. 1970-იანი წლების სტაგფლაცია მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც მკვეთრად ჩანს ინფლაციისა და სტაგნაციის ერთდროულად მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები და სირთულეები.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.