BRC-20 არის ტოკენის ექსპერიმენტული სტანდარტი, რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნისა და გადატანის შესაძლებლობას ორდინალის პროტოკოლის მეშვეობით.
ტოკენის კონტრაქტების განთავსებისთვის, ტოკენების შექმნისთვის და გადარიცხვისთვის BRC-20 ტოკენები იყენებენ JSON (JavaScript Object Notation) მონაცემების ორდინალების ინსკრიპციებს. ამჟამად, BRC-20 ტოკენის სტანდარტი იძლევა BRC-20 ტოკენის შექმნის საშუალებას მისი გაშვების ფუნქციით, BRC-20 ტოკენების გარკვეული რაოდენობის შექმნას მისი შექმნის ფუნქციით და BRC-20 ტოკენების გარკვეული რაოდენობის გადარიცხვის საშუალების მისი გადარიცხვის ფუნქციის მეშვეობით.
BRC-20 ტოკენის სტანდარტი შედარებით ახალია და BRC-20 ტოკენების გაშვების, შექმნისა და გადარიცხვის პროცესი არ არის მორგებული მომხმარებლებზე. ასევე შეზღუდულია საჭირო ინსტრუმენტებისა და მხარდაჭერის სერვისების რაოდენობა.
მიუხედავად მათი სახელების მსგავსებისა, ამ ორ ტოკენს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები.
ERC-20 არის ტოკენების აპრობირებული სტანდარტი. დღეისათვის უამრავი ERC-20 ტოკენია შექმნილი და ფართოდ გამოყენებული. ERC-20 ტოკენები, რომლებიც 2015 წელს შეიქმნა და 2017 წელს ოფიციალური აღიარება მოიპოვა, უკვე პრაქტიკაში გამოცდილ და სტაბილურ ტოკენებად არის აღიარებული. BRC-20 ტოკენების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, ვინაიდან მათი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
BRC-20 ტოკენის სტანდარტი ამჟამად წარმოადგენს პროგრამისტების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის მიზანია Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნის ხელშეწყობა. ვინაიდან ის ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია, მისი მომავალი კვლავ გაურკვეველია.
აჟიოტაჟის მიუხედავად, BRC-20 ტოკენებს ამჟამად მცირე პრაქტიკული გამოყენება აქვს. მათი სამომავლო პერსპექტივაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. BRC-20 ტოკენების შემქნის სიმარტივის გამო, შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში მათი უმეტესობა სრულიად უსარგებლო გახდება. ამ ახალი ტიპის ტოკენის გამოყენებამდე, მომხმარებლებმა და ინვესტორებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ჩაატარონ საფუძვლიანი მოკვლევა.
FDV-ის მეშვეობით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორი შეიძლება იყოს პროექტის სავარაუდო საბაზრო ღირებულებ...
დანკშარდინგი გვთავაზობს შარდინგის ახალ მეთოდს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს Ethereum-ის ქსელში მონაცემთა...
სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციის პროცესი ლიკვიდურობის გაუმჯობესების მიზნით.