კონსენსუსი „კრიპტო ზამთრის“ განმარტებასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა ძირითად ინდიკატორად კრიპტოს ფასები ითვლება. თუ ორიენტირად Bitcoin-ის ფასს გამოვიყენებთ, 2017 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე სულ ხუთი კრიპტო ზამთარია დაფიქსირებული.
კრიპტო ზამთრის დადგომას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც გარე, ასევე უშუალოდ კრიპტოსთან დაკავშირებული ფაქტორები, მაგალითად რეგულაციების გამკაცრება, საპროცენტო განაკვეთების ზრდა, მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ფინანსური ბაზრის კრიზისი, რაც ასოცირებულია წინა კრიპტო ზამთრებთან. თითოეულ შემთხვევაში, კატალიზატორების როლს შეიძლება კონკრეტული მოვლენები ასრულებდეს. მაგალითად, 2022 წლის შუა პერიოდის კრიპტო ზამთრის დადგომა სავარაუდოდ გამოიწვია რამდენიმე პოპულარული სტეიბლკოინის და კრიპტოს სესხების პროექტების კოლაფსმა და DeFi სივრცეში არსებულმა პრობლემებმა.
ბაზრის ფასების მოძრაობის უარყოფითი ტენდენცია. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება როგორც კრიპტოვალუტის სივრცეში, ...
კრიპტოს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს სხვადასხვა ინდიკატორს კრიპტოვალუ...
პაუზა ძლიერი დაღმავალი ტენდენციის დროს, რომელსაც ხშირად ფასების ვარდნა მოჰყვება.
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება