ინსკრიპცია
Blockchain-ის სივრცეში ტერმინი ინსკრიპცია აღნიშნავს მეტამონაცემებს, რომლებიც ერთვის კრიპტოვალუტის ცალკეულ ერთეულებს. ინსკრიპციამ პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ რაც, კრიპტო-საზოგადოებამ დაიწყო მონაცემების თანდართვა
satoshi-ებზე,
bitcoin-ის (BTC) უმცირეს ერთეულებზე. არსებითად, ეს გახლავთ გარკვეული ინფორმაცია, როგორიცაა ტექსტი, სურათები ან კოდი, რომლებიც თან ერთვის Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ტრანზაქციის განხორციელებით მიღებულ შედეგებს.
როდესაც მომხმარებელი ახორციელებს Bitcoin-ის ტრანზაქციას, მას შეუძლია დამატებითი მონაცემების შეტანა ინსკრიპციის სახით. ეს მეტამონაცემები ხდება ტრანზაქციის განუყოფელი და უცვლელი ნაწილი, რომელიც ინახება Bitcoin-ის ბლოკჩეინის დეცენტრალიზებულ და საჯარო ლეჯერში.
Satoshi-ებზე ინსკრიპციის პროცესის წყალობით შესაძლებელია უნიკალური და არა-ჩანაცვლებადი „ციფრული არტეფაქტების“ შექმნა. ეს ხორციელდება ორდინალის თეორიის სახელით ცნობილი ნუმერაციის სისტემის მეშვეობით. ბლოკჩეინის ინსკრიპციის შექმნა მჭიდრო კავშირშია
Bitcoin-ის ორდინალების პროტოკოლთან, რომელიც ორდინალის თეორიის შესაბამისად ანიჭებს ნომერს თითოეულ satoshi-ს მათი
შექმნის თანმიმდევრობის შესაბამისად.
Bitcoin-ის ორდინალები 2023 წლის იანვარში იქნა წარმოდგენილი, როგორც Bitcoin-ის
NFT-ების შექმნის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება satoshi-ზე მეტამონაცემების დამატება. Bitcoin-ის კონტექსტში ორდინალები გულისხმობს ორდინალის პროტოკოლის მეშვეობით დანომრილ satoshi-ებს, რომლებზეც დატანილია ინსკრიპცია.
BRC-20 არის ტოკენის ექსპერიმენტული სტანდარტი, რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე
ჩანაცვლებადი ტოკენების შექმნისა და გადატანის შესაძლებლობას ორდინალის პროტოკოლის მეშვეობით. BRC-20 ტოკენები სარგებლობენ Bitcoin-ის სიმარტივით, უცვლელობითა და უსაფრთხოებით. BRC-20 სტანდარტის გამოყენებით გენერირებული თითოეული ტოკენი არსებითად წარმოადგენს satoshi-ზე დატანილ ინსკრიპციას.
ინსკრიპციები გახლავთ კრიპტოვალუტის ერთეულებზე დამატებული მეტამონაცემები. ორდინალები წარმოდგენილ იქნა Bitcoin-ის ორდინალის პროტოკოლით, როგორც ბლოკჩეინის ინსკრიპციების შედეგი. ის იყენებს ორდინალის თეორიას Satoshi-ებისთვის ნომრების მინიჭების მიზნით. BRC-20 არის Bitcoin-ის ბლოკჩეინის ექსპერიმენტული ტოკენის სტანდარტი, რომელიც იყენებს ორდინალების პროტოკოლს.
ინსკრიპციები და ორდინალები: ინსკრიპციები არის დამატებული მეტამონაცემები, ხოლო ორდინალები არის ამ პროცესის შედეგი, რომელიც წარმოადგენს დანომრილ და satoshi-ებს, რომლებზეც დატანილია ინსკრიპცია.
ორდინალები და BRC-20: ორდინალები არის satoshi-ს ნუმერაციის და ინსკრიპციის პროტოკოლი, მაშინ როდესაც BRC-20 არის ტოკენის სტანდარტი, რომელიც იყენებს ორდინალებს Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შესაქმნელად.
ინსკრიპციები და BRC-20: ინსკრიპციები წარმოადგენს დამატებულ მეტამონაცემებს, ხოლო BRC-20 ტოკენები წარმოადგენს ინსკრიპციების გამოყენების კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც გახლავთ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე არსებული ჩანაცვლებადი ტოკენები.
ორდინალების პროტოკოლის წყალობით მოხდა Bitcoin-ის ინსკრიპციების დანერგვა, რამაც გააფართოვა Bitcoin-ის ქსელის გამოყენების შესაძლებლობები. მისი საშუალებით შესაძლებელია ციფრული არტეფაქტების, მათ შორის არა-ჩანაცვლებადი ტოკენების (NFT), ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და სხვა აქტივების შექმნა.
თუმცა ინსკრიპციების დანერგვასთან დაკავშირებულია სხვადასხვა საკამათო საკითხიც. Bitcoin-ის საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, საჭიროა Bitcoin-ის შედარებითი სიმარტივის შენარჩუნება, რომელიც ორიენტირებულია ღირებულების გადაცემასა და შენახვაზე. მეორეს მხრივ, ინსკრიპციის მხარდამჭერები ამას განიხილავენ როგორც დადებით გარდაქმნას, რომლის წყალობითაც Bitcoin-ის ქსელში ხდება ახალი ფუნქციებისა და საშუალებების დანერგვა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ინსკრიპციის მქონე Satoshi-ები
ბლოკში ადგილს ეცილებიან სტანდარტულ Bitcoin ტრანზაქციებს, რაც ზრდის ქსელზე დაწესებული საკომისიოების ოდენობას. მიუხედავად მოსაზრებებს შორის არსებული სხვაობისა, ორდინალების პროექტმა უდავოდ დანერგა ახალი ინოვაციები Bitcoin-ის სივრცეში.
Bitcoin-ის ორდინალების მიერ პოპულარიზებული ბლოკჩეინის ინსკრიპციების ტენდენცია, უკვე გასცდა Bitcoin-ის საზოგადოების ფარგლებს. ინსკრიპციის კონცეფციას უკვე იყენებენ Ethereum, Avalanche და ბლოკჩეინის ქსელზე არსებული სხვა პროექტები, საკუთარი ქსელების ფუნქციების და მრავალფეროვნების გასაუმჯობესებლად.
ინსკრიპციები წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელების ფუნქციონირების გაუმჯობესების ახალ მეთოდს. Bitcoin-ის კონტექსტში, ორდინალების პროტოკოლი იყენებს ინსკრიპციებს, როგორც satoshi-ზე მეტამონაცემების დამატების მექანიზმს, რაც იძლევა უნიკალური ციფრული აქტივების შექმნის შესაძლებლობას. ინსკრიპციებსა და BRC-20 ტოკენებს შორის კავშირი არის Bitcoin-ის განვითარების პროცესის მაგალითი, რომ ის ითავსებს ფუნქციების უფრო ფართო სპექტრს და აღარ არის მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ტრანზაქციების საშუალება.