როდესაც მომხმარებელი ახორციელებს Bitcoin-ის ტრანზაქციას, მას შეუძლია დამატებითი მონაცემების შეტანა ინსკრიპციის სახით. ეს მეტამონაცემები ხდება ტრანზაქციის განუყოფელი და უცვლელი ნაწილი, რომელიც ინახება Bitcoin-ის ბლოკჩეინის დეცენტრალიზებულ და საჯარო ლეჯერში.
ინსკრიპციები გახლავთ კრიპტოვალუტის ერთეულებზე დამატებული მეტამონაცემები. ორდინალები წარმოდგენილ იქნა Bitcoin-ის ორდინალის პროტოკოლით, როგორც ბლოკჩეინის ინსკრიპციების შედეგი. ის იყენებს ორდინალის თეორიას Satoshi-ებისთვის ნომრების მინიჭების მიზნით. BRC-20 არის Bitcoin-ის ბლოკჩეინის ექსპერიმენტული ტოკენის სტანდარტი, რომელიც იყენებს ორდინალების პროტოკოლს.
ორდინალების პროტოკოლის წყალობით მოხდა Bitcoin-ის ინსკრიპციების დანერგვა, რამაც გააფართოვა Bitcoin-ის ქსელის გამოყენების შესაძლებლობები. მისი საშუალებით შესაძლებელია ციფრული არტეფაქტების, მათ შორის არა-ჩანაცვლებადი ტოკენების (NFT), ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და სხვა აქტივების შექმნა.
თუმცა ინსკრიპციების დანერგვასთან დაკავშირებულია სხვადასხვა საკამათო საკითხიც. Bitcoin-ის საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, საჭიროა Bitcoin-ის შედარებითი სიმარტივის შენარჩუნება, რომელიც ორიენტირებულია ღირებულების გადაცემასა და შენახვაზე. მეორეს მხრივ, ინსკრიპციის მხარდამჭერები ამას განიხილავენ როგორც დადებით გარდაქმნას, რომლის წყალობითაც Bitcoin-ის ქსელში ხდება ახალი ფუნქციებისა და საშუალებების დანერგვა.
Bitcoin-ის ორდინალების მიერ პოპულარიზებული ბლოკჩეინის ინსკრიპციების ტენდენცია, უკვე გასცდა Bitcoin-ის საზოგადოების ფარგლებს. ინსკრიპციის კონცეფციას უკვე იყენებენ Ethereum, Avalanche და ბლოკჩეინის ქსელზე არსებული სხვა პროექტები, საკუთარი ქსელების ფუნქციების და მრავალფეროვნების გასაუმჯობესებლად.
ინსკრიპციები წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელების ფუნქციონირების გაუმჯობესების ახალ მეთოდს. Bitcoin-ის კონტექსტში, ორდინალების პროტოკოლი იყენებს ინსკრიპციებს, როგორც satoshi-ზე მეტამონაცემების დამატების მექანიზმს, რაც იძლევა უნიკალური ციფრული აქტივების შექმნის შესაძლებლობას. ინსკრიპციებსა და BRC-20 ტოკენებს შორის კავშირი არის Bitcoin-ის განვითარების პროცესის მაგალითი, რომ ის ითავსებს ფუნქციების უფრო ფართო სპექტრს და აღარ არის მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ტრანზაქციების საშუალება.
BRC-20 არის ტოკენის ექსპერიმენტული სტანდარტი, რომელიც იძლევა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე ჩანაცვლებადი ტოკენების შ...
ORC-20 ტოკენები მუშაობს Bitcoin-ის ბლოკჩეინზე და წარმოდგენილია, როგორც satoshi-ზე ორდინალის სერიული ნომრით ...