ალგო-ვაჭრობა Binance-ზე: რეალური მაგალითების ანალიზი

ალგო-ვაჭრობა Binance-ზე: რეალური მაგალითების ანალიზი

განახლებული Aug 18, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • ალგორითმული ვაჭრობა აღნიშნავს ვაჭრობების აღსრულებას კომპიუტერული ალგორითმებისა და წინასწარ მომზადებული სტრატეგიების გამოყენებით. Binance გთავაზობთ ორი ტიპის ალგო-ვაჭრობას: TWAP-ს და POV-ს.

  • TWAP მოიცავს ვაჭრობების თანაბარი მოცულობებით აღსრულებას დროის განსაზღვრულ პერიოდში. POV მოიცავს ვაჭრობების აღსრულებას ბაზრის მოცულობის წინასწარ განსაზღვრულ პროცენტზე დაყრდნობით.

  • ალგო-შეკვეთებით შესაძლებელია ფასის ცურვის და ბაზარზე ზეგავლენის შემცირება, განსაკუთრებით დიდი მოცულობით ან არალიკვიდური აქტივებით ვაჭრობის დროს. მცირე მოცულობებით და ლიკვიდური აქტივებით ვაჭრობის შემთხვევაში, უფრო ეფექტურია ტრადიციული საბაზრო შეკვეთების გამოყენება.

  • ვაჭრობის ზომა, აქტივის ლიკვიდურობა და ალგორითმის კონფიგურაცია გავლენას ახდენს შეკვეთის ეფექტურობასა და აღსრულების ხარისხზე. სათანადო კონფიგურაცია, მაგალითად ხანგრძლივობის და ლიმიტ-ფასის მითითება ზრდის ალგო-შეკვეთების ეფექტურობას.

ალგო-ვაჭრობა cta ბანერი

შესავალი

ალგორითმული ვაჭრობისას გამოიყენება კომპიუტერული ალგორითმები, რომელთა მეშვეობით ხდება პროცესის ავტომატიზაცია, რაც რადიკალურად ცვლის ტრეიდერების მიერ შეკვეთების აღსრულების მეთოდებს. Binance გთავაზობთ ალგორითმული შეკვეთების ორ ძირითად ტიპს: დროში შეწონილ საშუალო ფასს (TWAP) და მოცულობის პროცენტს (POV). ეს ინსტრუმენტები ტრეიდერებს ეხმარება შეკვეთების კონკრეტული სტრატეგიების შესაბამისად აღსრულებაში და ხელს უწყობს ბაზარზე ზეგავლენის და ფასის ცურვის შემცირებას.

ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე რეალური მაგალითი, გაანალიზებულია ალგო-შეკვეთების ეფექტურობა ტრადიციულ საბაზრო შეკვეთებთან შედარებით და განხილულია, თუ რა გავლენას ახდენს მათზე სხვადასხვა პირობები, როგორიცაა აქტივის ლიკვიდურობა, ვაჭრობის ზომა და ალგორითმის კონფიგურაცია.

რა არის TWAP და POV?

დროში შეწონილი საშუალო ფასი (TWAP)

TWAP სტრატეგიის გამოყენებისას, ვაჭრობების აღსრულება ხდება თანაბარი მოცულობებით დროის განსაზღვრულ პერიოდში. მაგალითად, 1-საათიანი TWAP-ის გამოყენების შემთხვევაში, ვაჭრობების აღსრულება ხდება მითითებულ დროის პერიოდში. ეს სტრატეგია გვეხმარება მინიმუმამდე შევამციროთ დიდი შეკვეთების ზეგავლენა საბაზრო ფასზე მათი მითითებულ დროის ინტერვალებზე გადანაწილების მეშვეობით.

მოცულობის პროცენტი (POV)

POV სტრატეგიის გამოყენებისას, ვაჭრობების აღსრულება ხდება დროის კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირებული ბაზრის მთლიანი მოცულობის პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე. მაგალითად, ალგორითმი შეიძლება მიზნად ისახავდეს ისეთი სავაჭრო ოპერაციების აღსრულებას, რომლის მოცულობაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში წარმოადგენს ბაზრის მთლიანი მოცულობის 10%-ს. ეს სტრატეგია არეგულირებს აღსრულების სიხშირეს ბაზრის აქტივობის საფუძველზე, რათა მინიმუმამდე შეამციროს ბაზარზე ზემოქმედება.

მაგალითების ანალიზის მიმოხილვა

იმის გასაგებად, თუ რა უპირატესობა აქვს ალგო-შეკვეთებს ტრადიციულ საბაზრო შეკვეთებთან შედარებით, ჩვენ გავაანალიზეთ Binance-ზე რეალურად განხორციელებული დაახლოებით 25 000 ალგო-შეკვეთის ანონიმიზებული ისტორიული მონაცემები. ამ კვლევის დროს ბენჩმარკებად გამოყენებულ იქნა ალგო-შეკვეთების და ტრადიციული საბაზრო შეკვეთების აღსრულების დროს დაფიქსირებული ფასის ცურვის (სხვაობა სავარაუდო და რეალურ აღსრულების ფასებს შორის) მონაცემების შედარება.

უპირატესობა წარმოადგენს სხვაობას ალგო-შეკვეთისა და მისი ბენჩმარკის ეფექტურობას შორის. მაგალითად, +0,01% უპირატესობა ნიშნავს, რომ განსხვავება არ არის არსებითი, ხოლო -1% ნიშნავს, რომ ალგო-შეკვეთის ეფექტურობა მის ბენჩმარკზე ნაკლებია, ხოლო +1% გვაჩვენებს, რომ ალგო-შეკვეთა მნიშვნელოვან უპირატესობას გვთავაზობს.

შენიშვნა: ეს კვლევა ეფუძნება Binance-ზე დროის კონკრეტულ პერიოდში აღსრულებული შეკვეთების ანონიმიზებულ ისტორიულ მონაცემებს. ჩვენი მიზანია წარმოგიდგინოთ ვაჭრობის ზოგადი პროცესი და არ გთავაზობთ საიმედო ინდიკატორებს, რომელთა გამოყენება გავლენას მოახდენს სამომავლო ვაჭრობების ხარისხზე. სამომავლო ვაჭრობებში მათი ეფექტურობა არ არის გარანტირებული. 

მაგალითი 1: საერთო

ალგო-შეკვეთის ტიპი

საშუალოდ, ყველა ნომინალის, აქტივის ტიპის და ხანგრძლივობის შეკვეთების ფასის ცურვის საერთო მაჩვენებლის მიხედვით (TWAP სტრატეგიისთვის), TWAP ბენჩმარკის (საბაზრო შეკვეთების) ფასის ცურვაა -0,17%, ხოლო მისი შესაბამისი ალგო-შეკვეთის ფასის ცურვაა -0,18%. POV სტრატეგიისთვის, ბენჩმარკის ფასის ცურვაა -2,37%, ხოლო ალგო-შეკვეთის -0,56%. 

საერთო მონაცემები გვაჩვენებს, რომ უპირატესობა არის -0,01% TWAP-ისთვის და +1,81% POV-ისთვის. გახსოვდეთ, რომ უპირატესობა არის უბრალოდ სხვაობა ბენჩმარკისა და ალგო-შეკვეთის ეფექტურობას შორის.

twap და pov

აქტივის ტიპი

მოდით ერთმანეთს შევადაროთ აქტივის ტიპები: BTC და ETH აღნიშნულია, როგორც „ლიკვიდური“, ხოლო დანარჩენი არასტეიბლკოინები აღნიშნულია, როგორც „არალიკვიდური“ ლიკვიდური აქტივების ბენჩმარკის ფასის ცურვაა -0,01% ხოლო არალიკვიდურის ფასის ცურვაა -0,25%. ამ პარამეტრების მქონე ალგო-შეკვეთების აღსრულების მონაცემები გვიჩვენებს, რომ ლიკვიდური აქტივების უპირატესობა არის -0,02%, ხოლო არალიკვიდურის +0,04%.

არალიკვიდური და ლიკვიდური

ქვემოთ მოცემულ მაგალითებში განვიხილავთ, თუ რატომ არის TWAP-ის, ასევე ლიკვიდური აქტივების საერთო უპირატესობა უარყოფითი ბენჩმარკთან მიმართებით. 

მაგალითი 2: მრავალგანზომილებიანი (ზომა)

ვაჭრობის ზომა 

დიდი მოცულობით ვაჭრობისთვის დამახასიათებელია ფასის ცურვის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამ ბენჩმარკის სცენარის მიხედვით, 2 მილიონ USDT-ზე მეტი მოცულობით ვაჭრობის ფასის ცურვა არის -7,4%-მდე.

ვაჭრობის ზომის დიაგრამა

ვაჭრობის ზომა და აქტივის ტიპი

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ჩვენ ვაკვირდებით მხოლოდ ალგო-შეკვეთების უპირატესობას ამ ორი პარამეტრის გათვალისწინებით. ალგო შეკვეთები განსაკუთრებით ეფექტურია დიდი მოცულობით არალიკვიდური აქტივებით ვაჭრობის დროს, უპირატესობის მაჩვენებელი კი საშუალოდ 13%-ს აღწევს.

ვაჭრობის ზომა და აქტივის ტიპი

მცირე ზომის ლიკვიდური აქტივებით ვაჭრობისას, უპირატესობის მაჩვენებელი უარყოფითია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ლიკვიდურ მონეტას საკმარისი ლიკვიდურობა აქვს და ამ ვაჭრობის აღსრულებისთვის ალგორითმების გამოყენება არ არის საჭირო. უპირატესობის უარყოფითი მნიშვნელობა ასებე შეიძლება დაფიქსირდეს იმ შემთხვევაში, თუ ალგო-შეკვეთები სათანადოდ არ არის კონფიგურირებული (იხილეთ მაგალითი 4).

მაგალითი 3: მრავალგანზომილებიანი (ალგო-შეკვეთის ტიპი)

ალგო-შეკვეთის ტიპი და ვაჭრობის ზომა

როდესაც ერთმანეთს ვადარებთ ალგო-შეკვეთის ტიპებს დიდი მოცულობით ვაჭრობისას, POV უფრო ეფექტურია, ვიდრე TWAP, განსაკუთრებთ ვაჭრობების დიდი რაოდენობის შემთხვევაში. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს POV-ის აღსრულების სიჩქარესთან, რაც იზრდება ბაზრის მოცულობის ზრდასთან ერთად. ეს ალგორითმს საშუალებას აძლევს „იმოძრაოს ბაზართან ერთად“, რაც გვეხმარება ფასის ცურვის შემცირებაში.

ალგო-შეკვეთის ტიპი და ვაჭრობის ზომა

ალგო-შეკვეთის ტიპი და ხანგრძლივობა

მიუხედავად უპირატესობის უფრო მაღალი მაჩვენებლისა, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ POV ვაჭრობებისას ბაზარზე აქტიურობის დრო შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს ალგორითმის არჩევის დროს. ქვემოთ ვხედავთ, რომ POV-ის უპირატესობებით სრულად სარგებლობისთვის, ზოგ შემთხვევაში ტრეიდერებს შეიძლება მოუწიოთ 8 საათამდე ვაჭრობა.

ალგო-შეკვეთის ტიპი და ხანგრძლივობა

მაგალითი 4: ალგო-შეკვეთის კონფიგურაცია

დავუბრუნდეთ 1-ელ მაგალითს, სადაც ჩანს, რომ TWAP-ის და ლიკვიდური აქტივებით ვაჭრობის უპირატესობის მაჩვენებელი შეიძლება უარყოფითი იყოს. თუმცა, თუ უკეთ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ შედეგებზე გავლენას ახდენს TWAP-ის კონფიგურაცია.

TWAP-ის ხანგრძლივობა (ხანგრძლივობა და აქტივის ტიპი)

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში, უპირატესობის უარყოფითი მაჩვენებელი იზრდება, როდესაც ლიკვიდური აქტივებით ვაჭრობის დრო 1 საათზე მეტია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ვაჭრობის სწრაფად აღსრულებისთვის საჭიროა, რომ აქტივს ქონდეს საკმარისი ლიკვიდურობა, თუმცა ზედმეტად მაღალი ხანგრძლივობის მითითებამ შეიძლება გაზარდოს ფასის ცურვის მაჩვენებელი.

twap-ის ხანგრძლივობა

ლიმიტ-ფასი

ბოლო დიაგრამაში, ჩვენ განვიხილავთ არასავალდებულო ცვლადებს, როგორიცაა ალგო-შეკვეთის ლიმიტ-ფასი. უბრალოდ ლიმიტ-ფასის მითითების შემთხვევაში, უპირატესობის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე ამ ველის ცარიელი დატოვების შემთხვევაში.

ლიმიტ-ფასის შედარება

ეს შეიძლება აიხსნას ალგო-შეკვეთის ქცევით: მისი აღსრულება არ ხდება, როდესაც ფასი ლიმიტს სცდება, ხოლო როდესაც ფასი ლიმიტის ზღვრებს უბრუნდება, შეკვეთის აღსრულება ავტომატურად გრძელდება. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი შეკვეთის დასაცავად ფასის ძლიერი მოკლევადიანი რყევის შემთხვევებში.

შედეგების შეჯამება

  • ფასის ცურვა მაღალია დაბალი ლიკვიდურობის აქტივებით და დიდი მოცულობით ვაჭრობის დროს. ამ კონტექსტში, ალგო-შეკვეთები მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ.

  • ზოგადად, POV და TWAP სტრატეგიები ეფექტურია დიდი მოცულობის არალიკვიდური აქტივებით ვაჭრობისას, თუმცა TWAP-ს ესაჭიროება უფრო უკეთესი კონფიგურაცია (სათანადო ხანგრძლივობის მითითება) რაც დამოკიდებულია თქვენს მიზნებსა და გრაფიკზე.

  • ლიმიტ-ფასის მითითება რეკომენდებულია ვაჭრობის შეკვეთების დასაცავად ფასების მოკლევადიანი რყევებისგან.

  • ლიკვიდური აქტივებით მცირე მოცულობით ვაჭრობისას უმჯობესია გამოიყენოთ პირდაპირ საბაზრო შეკვეთები, რადგან ფასის ცურვისგან გიცავთ სათანადო ლიკვიდურობა და, გარდა ამისა, ალგო-შეკვეთის პარამეტრების არასათანადო ოპტიმიზაცია დაკავშირებულია პოტენციურ რისკებთან.

  • ალგო-შეკვეთები ასევე გთავაზობთ დამატებით უპირატესობებს დიდი მოცულობებით ვაჭრობის დროს, რომლებიც არ არის განხილული ზემოთ მოცემულ მაგალითებში. მაგალითად, ალგო-შეკვეთები გეხმარებათ მსგავსი ვაჭრობების შენიღბვასა და ბაზარზე ზეგავლენის შემცირებაში, რადგან ამ შეკვეთების აღსრულება ხდება მცირე ზომის ნაწილებად.

შეჯამება

Binance-ის ალგო-შეკვეთები ტრეიდერებს აძლევს ფასის ცურვის უკეთ მართვის და ბაზარზე ზეგავლენის შემცირების შესაძლებლობას, განსაკუთრებით დიდი მოცულობით ან არალიკვიდური აქტივებით ვაჭრობისას. თუმცა მათი ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ არჩეულ ალგორითმზე, ასევე მის კონფიგურაციაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ვაჭრობის თავისებურებების გათვალისწინებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.