რა არის ლევერიჯი კრიპტოვალუტით ვაჭრობაში?
მთავარი
სტატიები
რა არის ლევერიჯი კრიპტოვალუტით ვაჭრობაში?

რა არის ლევერიჯი კრიპტოვალუტით ვაჭრობაში?

გამოქვეყნებული Mar 4, 2022განახლებული Aug 15, 2023
7m

TL;DR

კრიპტოთი ვაჭრობაში, ტერმინი ლევერიჯით აღინიშნება ვაჭრობის განსახორციელება ნასესხები კაპიტალით. ლევერიჯით ვაჭრობამ შესაძლოა გაზარდოს თქვენი ყიდვის ან გაყიდვის სიმძლავრე, უფრო დიდი თანხებით ვაჭრობის შესაძლებლობის მონიჭების გზით. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი საწყისი კაპიტალი შედარებით მცირეა, თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას უზრუნველყოფის სახით, ლევერიჯით ვაჭრობის განსახორციელებლად.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლევერიჯით ვაჭრობამ შესაძლოა გაზარდოს თქვენი პოტენციური მოგება, ის ასევე მოიცავს დიდ რისკს — განსაკუთრებით არასტაბილურ კრიპტო ბაზარზე. გამოიჩინეთ სიფრთხილე კრიპტოთი ვაჭრობაში ლევერიჯის გამოყენებისას, რადგან ბაზრის თქვენი პოზიციის საპირისპიროდ მოძრაობის შემთხვევაში, ის შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ზარალის გამომწვევი.

შესავალი

ლევერიჯით ვაჭრობა შესაძლოა დამაბნეველი იყოს, განსაკუთრებით დამწყებთათვის. ამ სტატიაში მოგითხრობთ კრიპტო ბაზარზე ლევერიჯით ვაჭრობის შესახებ, თუმცა მოცემული ინფორმაციის დიდი ნაწილი ასევე შეესაბამება ტრადიციულ ბაზრებსაც.

რა არის ლევერიჯი კრიპტოვალუტით ვაჭრობაში?

ლევერიჯი გახლავთ ფინანსური აქტივებით, მათ შორის კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის, ნასესხები კაპიტალის გამოყენების პროცესი.- ის ზრდის თქვენი ყიდვის ან გაყიდვის სიმძლავრეს და გაძლევთ შესაძლებლობას ივაჭროთ იმაზე მეტი კაპიტალით, ვიდრე იმ მომენტისთვის გაქვთ თქვენს საფულეში. იქიდან გამომდინარე, თუ რომელ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობთ, შეგიძლიათ ისესხოთ თქვენს ბალანსზე არსებულ კაპიტალზე 100-ჯერ მეტი.

ლევერიჯის ოდენობა აღწერილია როგორც თანაფარდობა — მაგალითად 1:5 (5x), 1:10 (10x), ან 1:20 (20x) — და გვიჩვენებს რა რიცხვზე მრავლდება თქვენი საწყისი კაპიტალი. მაგალითად, თუ თქვენ ბირჟის ანგარიშზე გაქვთ $100, თუმცა გსურთ $1000-ის ღირებულების პოზიციის გახსნა bitcoin-ში (BTC), 10x ლევერიჯი თქვენს $100-ს ყიდვის იმავე ძალას მიანიჭებს, რაც აქვს $1000-ს.

ლევერიჯის გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა კრიპტო დერივატივით სავაჭროდ. ლევერიჯით ვაჭრობის გავრცელებული ტიპებია მარჟით ვაჭრობა, ლევერიჯიანი ტოკენები და ფიუჩერსების კონტრაქტები.

როგორ მუშაობს ლევერიჯით ვაჭრობა?

ვიდრე მოიპოვებთ თანხის სესხებისა და ლევერიჯით ვაჭრობის დაწყების შესაძლებლობას, თქვენს სავაჭრო ანგარიშზე უნდა შეიტანოთ თანხა. თქვენ მიერ წარმოდგენილ საწყის კაპიტალს ეწოდება უზრუნველყოფა. საჭირო უზრუნველყოფის ოდენობა დამოკიდებულია თქვენ მიერ გამოყენებულ ლევერიჯზე და იმ პოზიციის ჯამურ ღირებულებაზე, რომლის გახსნაც გსურთ (ცნობილია როგორც მარჟა).

ვთქვათ, გსურთ $1000-ის ინვესტირება Ethereum-ში (ETH) 10x ლევერიჯით. საჭირო მარჟა იქნება $1000-ის 1/10, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს ანგარიშზე უნდა გქონდეთ $100, ნასესხები ფინანსების უზრუნველყოფის სახით. თუ გამოიყენებთ 20x ლევერიჯს, საჭირო მარჟა უფრო დაბალი იქნება ($1000-ის 1/20 = $50). თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო მაღალია ლევერიჯი, მით უფრო მაღალია ლიკვიდაციის რისკიც.

გარდა საწყისი მარჟის დეპოზიტისა, უნდა დააწესოთ მარჟის ზღვარი თქვენი ვაჭრობისთვის. ბაზრის თქვენი პოზიციის საპირისპიროდ მოძრაობის შემთხვევაში, მარჟა ჩამოცდება შენარჩუნების ზღვარს (ასევე ვუწოდებთ შენარჩუნების მარჟას) და ლიკვიდაციის თავიდან აცილების მიზნით მოგიწევთ თქვენს ანგარიშზე მეტი თანხის შეტანა.

ლევერიჯის გამოყენება შესაძლებელია როგორც long, ისე short პოზიციებზე. long პოზიციის გახსნა ნიშნავს, რომ ელოდებით აქტივის ფასის გაზრდას, ამავდროულად, short პოზიციის გახსნისას, თქვენ ფიქრობთ რომ ფასი დაეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ისე ჟღერდეს, როგორც სპოტ ვაჭრობა, ლევერიჯის გამოყენება გაძლევთ აქტივების ყიდვის, ან გაყიდვის საშუალებას მხოლოდ თქვენი უზრუნველყოფის საფუძველზე და არა თქვენი ჰოლდინგების საფუძველზე. ასე რომ, მაშინაც კი, თუ არ ფლობთ აქტივებს, შეგიძლიათ მათი სესხება და გაყიდვა (short პოზიციის გახსნა), თუ ფიქრობთ, რომ ბაზრის მაჩვენებლები დაიკლებს.

ლევერიჯიანი long პოზიციების მაგალითი 

თუ გსურთ $10 000 BTC-ის ღირებულების long პოზიციის გახსნა 10x ლევერიჯით, უზრუნველყოფის სახით თქვენ გამოიყენებთ $1000-ს. თუ BTC-ის ფასი გაიზრდება 20%-ით, თქვენ მიიღებთ $2000-ის ოდენობის (საკომისიოების გამოკლებით) სუფთა მოგებას, რაც ბევრად აღემატება იმ $200-ს, რომელსაც მიიღებდით თქვენი $1000-ის ღირებულების კაპიტალით ლევერიჯის გარეშე ვაჭრობის შემთხვევაში.

თუ BTC-ის ფასი დაიკლებს 20%-ით, თქვენი პოზიციაც დაიწევს $2000-მდე. რადგან თქვენი საწყისი კაპიტალი (უზრუნველყოფა) მხოლოდ $1000-ია, 20%-იანი ვარდნა გამოიწვევს ლიკვიდაციას (თქვენი ბალანსი განულდება). რეალურად, ლიკვიდაციის რისკი არსებობს ბაზრის მხოლოდ 10%-ით ვარდნის შემთხვევაშიც. ლიკვიდაციის ზუსტი ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბირჟას იყენებთ. 

ლიკვიდაციის თავიდან ასარიდებლად, თქვენს საფულეში უნდა შეიტანოთ მეტი ფინანსები, თქვენი უზრუნველყოფის გაზრდის მიზნით. ძირითად შემთხვევაში, ლიკვიდაციამდე ბირჟისაგან მიიღებთ მარჟინ ქოლს (მაგ., ელ. წერილს, სადაც მითითებულია, რომ თქვენი მხრიდან საჭიროა ფინანსების შეტანა).

ლევერიჯიანი short პოზიციების მაგალითი 

თუ გსურთ $10 000 BTC-ის ღირებულების short პოზიციის გახსნა 10x ლევერიჯით, უნდა ისესხოთ BTC სხვა ადამიანისგან და გაყიდოთ ის ბაზრის მიმდინარე ფასზე. თქვენი უზრუნველყოფა იქნება $1000, თუმცა რადგან 10x-ით ვაჭრობთ, შეგეძლებათ $10 000-ის ღირებულების BTC-ის გაყიდვა.

თუ ვივარაუდებთ, რომ BTC-ის ფასი არის $40 000, თქვენ ისესხებდით 0.25 BTC-ს და გაყიდიდით მას. თუ ფასი დაიკლებს 20%-ით და დავა $32 000-მდე, 0.25 BTC-ის უკან გამოსყიდვას მხოლოდ $8000-ად შეძლებთ. ეს მოგცემთ $2000-ის ოდენობის სუფთა მოგებას (საკომისიოების გამოკლებით). 

თუმცა, თუ BTC-ის ფასი 20%-ით მოიმატებს და გახდება $48 000, 0.25 BTC-ის უკან გამოსყიდვისთვის დაგჭირდებათ დამატებით $200. ამ შემთხვევაში, მოხდება თქვენი პოზიციის ლიკვიდაცია, რადგან თქვენი ანგარიშის ბალანსზე გაქვთ მხოლოდ $1000. გავიმეოროთ, ლიკვიდაციის თავიდან ასარიდებლად, ლიკვიდაციის ფასის მიღწევამდე თქვენს საფულეში უნდა შეიტანოთ მეტი ფინანსები, თქვენი უზრუნველყოფის გაზრდის მიზნით.

რატომ არის კარგი ლევერიჯის გამოყენება კრიპტოთი ვაჭრობისას?

როგორც აღვნიშნეთ, ტრეიდერები ლევერიჯს იყენებენ საკუთარი პოზიციის და პოტენციური მოგების გასაზრდელად. თუმცა, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ლევერიჯით ვაჭრობა შესაძლოა დიდი ზარალის გამომწვევიც გახდეს.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ტრეიდერები იყენებენ ლევერიჯს, გახლავთ საკუთარი კაპიტალის ლიკვიდურობის გაზრდა. მაგალითად, ერთ ბირჟაზე 2x ლევერიჯიანი პოზიციის ჰოლდინგის ნაცვლად, მათ შეუძლიათ გამოიყენონ 4x ლევერიჯი, პოზიციის იმავე ზომის უფრო დაბალი უზრუნველყოფით შესანარჩუნებლად.

ეს მათ მისცემს საშუალებას, საკუთარი თანხის დარჩენილი ნაწილი სხვა მიზნით გამოიყენონ, მაგალითად სხვა აქტივით სავაჭროდ, სტეიკინგში, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX) ლიკვიდურობის უზრუნველყოფისა და NFT-ებში ინვესტიციის მიზნით.

როგორ შეიძლება ლევერიჯით ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების მართვა

მაღალი ლევერიჯით ვაჭრობას შესაძლოა სჭირდებოდეს უფრო მცირე საწყისი კაპიტალი, თუმცა ის მნიშვნელოვნად ზრდის ლიკვიდაციის რისკს. რაც უფრო მაღალია ლევერიჯი, მით უფრო მცირეა თქვენი გამძლეობა ცვალებადობის მიმართ — თუ თქვენი ლევერიჯი მეტისმეტად მაღალია, ფასის 1%-იანმა ცვლილებამაც კი შესაძლოა უდიდესი ზარალი გამოიწვიოს. 

მეორეს მხრივ, უფრო დაბალი ლევერიჯის გამოყენება გაძლევთ უფრო დიდი ცდომილების ზღვარს. სწორედ ამ მიზეზით აწესებენ კრიპტო ბირჟები ლიმიტს ახალი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ლევერიჯის მაქსიმალურ დონეზე.

რისკის მართვის ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა stop-loss და take-profit შეკვეთები, ხელს უწყობს ლევერიჯით ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შემცირებას. stop-loss შეკვეთების გამოყენება შეგიძლიათ თქვენი პოზიციის კონკრეტულ ფასზე ავტომატურად დასახურად, რაც გამოგადგებათ ისეთ შემთხვევებში როდესაც ბაზარი მოძრაობს თქვენი პოზიციის საპირისპიროდ. Stop-loss შეკვეთებს შეუძლიათ თქვენი დაცვა მნიშვნელოვანი ზარალისგან, ხოლო take-profit შეკვეთები ავტომატურად იხურება, როდესაც კონკრეტულ ღირებულებას მიაღწევთ. ეს საშუალებას გაძლევთ შეინახოთ თქვენი შემოსავალი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეცვლამდე.

ლევერიჯით ვაჭრობა არის ​​მონეტა, რომელსაც ორი მხარე აქვს და რომელიც შესაძლოა თანაბრად გახდეს თქვენთვის როგორც მომგების, ისე ზარალის მომტანი. ლევერიჯი რისკის მაღალი დონის შემცველია, განსაკუთრებით კრიპტოვალუტის ცვალებადი ბაზრის პირობებში. Binance-ი მომხმარებლებს მოუწოდებს გულდასმით მოეკიდონ ვაჭრობის საკითხს და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.

გარდა ამისა, ის ასევე გვთავაზობს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა დამოკიდებულების საწინააღმდეგო შეტყობინება და cooling-off პერიოდის ფუნქცია, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება ვაჭრობის პროცესების გაკონტროლებაში. გარდა ამისა, ტრეიდერებმა ყოველთვის უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და ყოველთვის უნდა აწარმოონ საკუთარი მოკვლევა იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ლევერიჯის სათანადოდ გამოყენება და საკუთარი ვაჭრობის სტრატეგიების დაგეგმვა.

შეჯამება

ლევერიჯი საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ უფრო დაბალი საწყისი ინვესტიციით და უფრო დიდი მოგების პოტენციალით. მიუხედავად ამისა, ლევერიჯისა და ბაზრის მერყეობის კომბინაცია შესაძლოა გახდეს სწრაფი ლიკვიდაციის გამომწვევი, განსაკუთრებით 100x ლევერიჯის გამოყენებისას.

ვაჭრობისას ყოველთვის გამოიჩინეთ სიფრთხილე და ლევერიჯით ვაჭრობის დაწყებამდე შეაფასეთ სავარაუდო რისკები. არასოდეს არ უნდა ივაჭროთ ფინანსებით, რომლის დაკარგვის საშუალებაც არ გაქვთ, განსაკუთრებით, ლევერიჯის გამოყენებისას.

დამატებითი საკითხავი


უარი პასუხისმგებლობაზე და გაფრთხილება რისკის შესახებ: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სრულად გაეცანით აქ მოცემულ უარს პასუხისმგებლობაზე. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.