ოქროს კვეთის და სიკვდილის კვეთის განმარტება

ოქროს კვეთის და სიკვდილის კვეთის განმარტება

განახლებული Apr 27, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • ოქროს კვეთა არის დიაგრამის შაბლონი, სადაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო (MA) ქვემოდან კვეთს გრძელვადიან მოძრავ საშუალოს, ჩვეულებრივ ეს ითვლება პოტენციურ bullish სიგნალად.

  • სიკვდილის კვეთა კი საპირისპირო მნიშვნელობის შაბლონია: ამ დროს მოკლევადიანი მოძრავი საშუალო (MA) ზემოდან კვეთს გრძელვადიან მოძრავ საშუალოს, რაც ხშირად პოტენციურ bearish სიგნალად მიიჩნევა.

  • ორივე სიგნალი წარმოადგენს დაყოვნებულ ინდიკატორს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გამოიყენება ტენდენციის შებრუნების უკვე დაწყებული პროცესის დადასტურებისთვის და არა მისი პროგნოზირებისთვის.

  • ჩვეულებრივ, ტრეიდერები გადაკვეთის სიგნალებს იყენებენ მოცულობის ანალიზთან და სხვა ინდიკატორებთან ერთად, როგორებიცაა MACD და RSI, რაც მათ ტენდენციის დამატებით დადასტურებას სთავაზობს.

შესავალი

ოქროს კვეთა და სიკვდილის კვეთა არის მოძრავ საშუალოებზე დაფუძნებული დიაგრამის შაბლონები, რომლებსაც ტრეიდერები იყენებენ ტენდენციის პოტენციური შებრუნების იდენტიფიკაციისთვის. ოქროს კვეთა შეიძლება წარმოადგენდეს bullish იმპულსის გაჩენის სიგნალს, ხოლო სიკვდილის კვეთა bearish იმპულსის სიგნალს. ორივე მათგანი ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება საფონდო ბირჟაზე, ფორექსზე და კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას.

სანამ უშუალოდ ამ შაბლონების აღწერას დავიწყებთ, პირველ რიგში განვიხილოთ, თუ რა არის მოძრავი საშუალო. მოძრავი საშუალო წარმოადგენს ფასის დიაგრამაზე გამოსახულ ხაზს, რომელიც აღნიშნავს აქტივის ფასის საშუალო მაჩვენებელს დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მაგალითად, 200-დღიანი მოძრავი საშუალო ასახავს ბოლო 200 დღის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო ფასს.

რა არის ოქროს კვეთა?

ოქროს კვეთა არის დიაგრამის შაბლონი, სადაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო ქვემოდან კვეთს გრძელვადიან მოძრავ საშუალოს. ყველაზე ხშირად, მოკლევადიან მოძრავ საშუალოდ იყენებენ 50-დღიან MA-ს, ხოლო გრძელვადიან მოძრავ საშუალოდ - 200-დღიან MA-ს, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი ხანგრძლივობის პერიოდების გამოყენება, სადაც მოკლე MA ქვემოდან კვეთს გრძელ MA-ს.

ჩვეულებრივ, ოქროს კვეთა სამი ფაზისგან შედგება:

  • დაღმავალი ტენდენციის პერიოდი, რა დროსაც მოკლევადიანი MA გრძელვადიანი MA-ის ქვემოთ მოძრაობს.

  • ტენდენციის შემობრუნების პერიოდი, ამ დროს მოკლევადიანი MA ქვემოდან კვეთს გრძელვადიან MA-ს.

  • აღმავალი ტენდენციის გაგრძელების პერიოდი. ამ დროს მოკლევადიანი MA გრძელვადიანი MA-ის ზემოთ რჩება.

ხშირ შემთხვევაში ოქროს კვეთა შეიძლება bullish სიგნალად იქნეს მიჩნეული. როდესაც მოკლევადიანი პერიოდის საშუალო ფასი ასცდება გრძელვადიანი პერიოდის საშუალო ფასს, ეს მიანიშნებს ფასის ზრდის იმპულსზე ზოგად ტენდენციასთან მიმართებით.

ეს შაბლონი შეიძლება დროის ნებისმიერ მონაკვეთზე დაფიქსირდეს, თუმცა, დროის უფრო დიდ მონაკვეთზე (დღე, კვირა) დაფიქსირებული შაბლონი უფრო სანდო სიგნალს წარმოადგენს, ვიდრე დროის მოკლე მონაკვეთზე (15 წუთი, 1 საათი) დაფიქსირებული შაბლონი. კვეთის სიგნალების გამოსათვლელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მარტივი მოძრავი საშუალო (SMA), ასევე ექსპონენციური მოძრავი საშუალო (EMA). EMA-ების შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა ენიჭება ფასის უახლეს მონაცემებს. ეს ინდიკატორები უფრო სწრაფად რეაგირებს ფასის ცვლილებებზე, რაც გვთავაზობს უფრო ადრეულ სიგნალებს, თუმცა ამ შემთხვევაში ცრუ დადებითი სიგნალების ალბათობა უფრო მაღალია. ტრეიდერები ორივე ვარიანტს იყენებენ.

ოქროს კვეთის მაგალითი: 2023 წლის ოქტომბერში Bitcoin-ის ფასის დიაგრამაზე დაფიქსირდა ოქროს კვეთა დაახლოებით 35 000 აშშ დოლარის დონეზე.

ამის შემდეგ, 2024 წლის მარტში მონეტის ფასი ასცდა 73 000 აშშ დოლარს, რაც ნაწილობრივ დაკავშირებული იყო 2024 წლის იანვარში აშშ-ში Bitcoin-ის სპოტ ETF-ების გამოშვების ნებართვის გაცემასთან.

რა არის სიკვდილის კვეთა?

სიკვდილის კვეთა წარმოადგენს შებრუნებულ ოქროს კვეთას. ეს არის დიაგრამის შაბლონი, სადაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო ზემოდან კვეთს გრძელვადიან მოძრავ საშუალოს. მაგალითად, 50-დღიანი MA ზემოდან კვეთს 200-დღიან MA-ს. ჩვეულებრივ, სიკვდილის კვეთა მიიჩნევა პოტენციურ bearish სიგნალად.

ჩვეულებრივ, სიკვდილის კვეთა სამი ფაზისგან შედგება:

  • აღმავალი ტენდენციის პერიოდი, რა დროსაც მოკლევადიანი MA გრძელვადიანი MA-ის ზემოთ მოძრაობს.

  • ტენდენციის შემობრუნების პერიოდი, ამ დროს მოკლევადიანი MA ზემოდან კვეთს გრძელვადიან MA-ს.

  • დაღმავალი ტენდენციის გაგრძელების პერიოდი. ამ დროს მოკლევადიანი MA გრძელვადიანი MA-ის ქვემოთ რჩება.

ისტორიულად, სიკვდილის კვეთა ფიქსირდებოდა საფონდო ბირჟის ძლიერი ვარდნის წინა პერიოდში, ამის მაგალითებია 1929 და 2008 წლები. ეს სიგნალი ყოველთვის სანდო არ არის. კრიპტო ბაზრებზე სიკვდილის კვეთა შესაძლოა მიანიშნებდეს არა გრძელვადიან კლებაზე, არამედ ფასის ლოკალურ რყევაზე.

მაგალითი: 2024 წლის აგვისტოში Bitcoin-ის ფასის დიაგრამაზე დაფიქსირდა სიკვდილის კვეთა დაახლოებით 55 000-58 000 აშშ დოლარის დონეზე, რასაც მოჰყვა ფასის მკვეთრი კორექტირება, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო იენის carry trade-ის შეჩერებით. 

კლების გაგრძელების ნაცვლად, Bitcoin-ის ფასი დასტაბილურდა და მოგვიანებით მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს: 2024 წლის დეკემბერში მისი ფასი ასცდა 100 000 აშშ დოლარს. ეს შემთხვევა იმაზე მიანიშნებს, რომ სიკვდილის კვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა ინდიკატორებთან ერთად და არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც პროგნოზირების საიმედო ინსტრუმენტი.

ოქროს კვეთა და სიკვდილის კვეთა: რა განსხვავებაა მათ შორის?

არსებითად, ეს ორი შაბლონი ერთმანეთის საპირისპირო სიგნალებს გვთავაზობს. ოქროს კვეთა არის შაბლონი, სადაც მოკლევადიანი MA ქვემოდან კვეთს გრძელვადიან MA-ს; სიკვდილის კვეთა კი არის შაბლონი, სადაც მოკლევადიანი MA ზემოდან კვეთს გრძელვადიან MA-ს. ოქროს კვეთა ითვლება პოტენციურ bullish სიგნალად; სიკვდილის კვეთა ითვლევა პოტენციურ bearish სიგნალად.

ორივე შაბლონი უფრო საიმედო სიგნალს გვთავაზობს, როდესაც კვეთის მომენტში ფიქსირდება ვაჭრობის მაღალი მოცულობა. როგორც წესი, კვეთის სიგნალებთან ერთად ტრეიდერები იყენებენ დამატებით ინდიკატორებს, როგორიცაა MACD (მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება) ან შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI).

საერთო მახასიათებლები: მოძრავი საშუალოები დაყოვნებული ინდიკატორებია. ისინი დაფუძნებულია ფასის ძველ მონაცემებზე და მათი მეშვეობით შეუძლებელია ფასის პროგნოზირება. ეს მას ნიშნავს, რომ ოქროს კვეთა და სიკვდილის კვეთა გვთავაზობს ფასის შებრუნების უკვე დაწყებული პროცესის დადასტურების სიგნალებს. ტრეიდერები მათ იყენებენ დადასტურების და არა პროგნოზირების ინსტრუმენტებად.

როგორ გამოვიყენოთ ოქროს კვეთა და სიკვდილის კვეთა ვაჭრობის დროს

თუ გსურთ ამ შაბლონების დახმარებით ვაჭრობა, შეგიძლიათ ისინი MACD-ის მსგავსად გამოიყენოთ: ოქროს კვეთა შეიძლება ჩაითვალოს long პოზიციის გახსნის სიგნალად, ხოლო სიკვდილის კვეთა - short პოზიციის გახსნის სიგნალად.

ერთდღიანი დიაგრამის დახმარებით ვაჭრობის მარტივ სტრატეგიას წარმოადგენს დადასტურებული ოქროს კვეთის დროს აქტივის ყიდვა და დადასტურებული სიკვდილის კვეთის დროს აქტივის გაყიდვა. Bitcoin-ის ფასის ისტორიული მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ ამ მიდგომის დახმარებით შესაძლებელი იყო რამდენიმე სერიოზული კრიზისის თავიდან აცილება, თუმცა ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ცრუ სიგნალი. ზოგადად არ არის რეკომენდებული ერთ ინდიკატორზე დაყრდნობით ვაჭრობა, დამატებითი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

ტრეიდერები, რომლებიც გრძელვადიან მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას, შეუძლიათ კვეთის სიგნალები გამოიყენონ სხვა სტრატეგიებთან კომბინაციაში. მსგავსი სტრატეგიის მაგალითია დოლარის ღირებულების გაშუალედება (DCA), რაც გულისხმობს აქტივის შეძენას ნაწილ-ნაწილ, წინასწარ მომზადებული გრაფიკის მიხედვით.

სხვა გასათვალისწინებელი საკითხები:

  • დროის უფრო დიდ მონაკვეთზე (დღე, კვირა) დაფიქსირებული შაბლონი უფრო სანდო სიგნალს წარმოადგენს, ვიდრე დროის მოკლე მონაკვეთზე (15 წუთი, 1 საათი) დაფიქსირებული შაბლონი, სადაც კვეთები ხშირია, თუმცა ნაკლებ მნიშვნელოვანი.

  • თუ კვეთის დროს ფიქსირდება ვაჭრობის მაღალი მოცულობა, ეს ზრდის სიგნალის სანდოობას. თუ ამ დროს ვაჭრობის მოცულობა დაბალია, მეტია იმის ალბათობა, რომ ტენდენცია ხანმოკლე აღმოჩნდეს.

  • ოქროს კვეთის შემდეგ გრძელვადიანი MA შეიძლება მივიჩნიოთ მხარდაჭერის დონედ, რომლის მიღწევის შემდეგ ფასი შებრუნდება. სიკვდილის კვეთის შემდეგ ის შეიძლება რეზისტენტობის დონედ მივიჩნიოთ.

  • კომბინირებული ვაჭრობისას რამდენიმე სიგნალი ერთდროულად გამოიყენება, როგორიცაა კვეთა, ვაჭრობის მოცულობა და RSI მაჩვენებელი, რაც ზრდის პროგნოზების სიზუსტეს.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა ოქროს კვეთა სანდო სიგნალი?

ოქროს კვეთა შეიძლება მიანიშნებდეს ფასის პოტენციურ bullish შებრუნებაზე, თუმცა ამის გარანტიას არ გვაძლევს. ის წარმოადგენს დაყოვნებულ ინდიკატორს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოიყენება არა ფასის შებრუნების პროგნოზირებისთვის, არამედ უბრალოდ დაწყებული პროცესის დადასტურებისთვის. ასევე დიდია ყალბი სიგნალების ალბათობა, განსაკუთრებით არასტაბილურ ბაზრებზე. როგორც წესი, ის გამოიყენება მოცულობის ანალიზთან და სხვა ინდიკატორებთან ერთად, როგორიცაა MACD ან RSI.

დროის რა ინტერვალებისთვის მუშაობს ყველაზე უკეთ ოქროს კვეთის და სიკვდილის კვეთის სიგნალები?

დროის უფრო დიდი მონაკვეთების, მაგალითად ერთდღიანი ან ერთკვირიანი ინტერვალების მქონე დიაგრამები უფრო საიმედო სიგნალებს გვთავაზობს. კლასიკური ვარიანტისთვის გამოიყენება ერთდღიან დიაგრამებზე გამოსახული 50-დღიანი და 200-დღიანი MA-ები. დროის უფრო მცირე ინტერვალების მქონე, მაგალითად 15-წუთიან ან 1 საათიან დიაგრამებზე კვეთის შაბლონები უფრო ხშირად ჩნდება, თუმცა ისინი ხშირ შემთხვევაში ცრუ სიგნალებს წარმოადგენს.

რა განსხვავებაა SMA-ზე და EMA-ზ დაფუძნებულ ოქროს კვეთის შაბლონებს შორის?

ოქროს კვეთის შაბლონების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება როგორც მარტივი მოძრავი საშუალოები (SMA-ები), ასევე ექსპონენციური მოძრავი საშუალოები (EMA-ები). EMA-ს შემთხვევაში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ბოლოს დაფიქსირებულ ფასის ცვლილებებს. ის გვთავაზობს უფრო ადრეულ სიგნალებს, თუმცა ამ შემთხვევაში ცრუ დადებითი სიგნალების ალბათობა უფრო მაღალია. SMA-ების რეაგირების სიჩქარე უფრო დაბალია, რაც დაგვიანებულ რეაგირებას გვთავაზობს, თუმცა ცრუ სიგნალების რაოდენობაც ნაკლებია. არ არსებობს უნივერსალური ვარიანტი; ტრეიდერები ორივე ვარიანტს იყენებენ, რაც დამოკიდებულია აქტივზე და მათ მიერ გასაანალიზებელ დროის მონაკვეთზე.

რა კავშირი აქვს ვაჭრობის მოცულობას კვეთის სიგნალებთან?

როდესაც ოქროს კვეთას ან სიკვდილის კვეთას თან ახლავს ვაჭრობის დიდი მოცულობა, ეს შეიძლება ჩაითვალოს სიგნალის სანდოობის დამატებით დადასტურებად. როდესაც კვეთას ადგილი აქვს ვაჭრობის დაბალი მოცულობის პირობებში, ეს სიგნალი ნაკლებად საიმედოა, რადგან ეს შეიძლება მიანიშნევდეს ფასის დროებით მოძრაობაზე და არა ტენდენციის რეალურ ცვლილებაზე. სიგნალზე რეაგირების წინ ბევრი ტრეიდერი ამოწმებს, ჰქონდა თუ არა ადგილი მოცულობის ზრდას კვეთის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ.

შეჯამება

ოქროს კვეთა და სიკვდილის კვეთა წარმოადგენს ტექნიკურ ანალიზში ფართოდ გამოყენებულ კვეთის სიგნალებს. ორივე მათგანი ეფუძნება გრძელვადიან და მოკლევადიან მოძრავ საშუალოებს შორის კავშირს. ისინი გამოიყენება საფონდო ბირჟაზე, ფორმექსზე და კრიპტოვალუტით ვაჭრობაში და მათი მიზანია ტენდენციის პოტენციური შებრუნების იდენტიფიცირება.

რადგან ისინი დაყოვნებულ ინდიკატორებს წარმოადგენს, მათი გამოყენება არ ხდება ფასის მოძრაობის პროგნოზირებისთვის. მათი დანიშნულებაა იმპულსის ცვლილების დადასტურება, ამიტომ ტრეიდერები მას სხვა ინსტრუმენტებთან ერთად იყენებენ. ამ შაბლონების ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მაგალითები, როგორიცაა 2023 წლის Bitcoin-ის ოქროს კვეთა, რასაც 2024 წლის ფასის ზრდა მოჰყვა, ასევე 2024 წლის სიკვდილის კვეთა, რომელიც უბრალოდ ფასის მოკლევადიანი ვარდნა აღმოჩნდა, წარმოადგენს ამ სიგნალების შესაძლებლობების და შეზღუდვების დემონსტრირებას მათი მერყევ კრიპტო ბაზრებზე გამოყენების დროს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.