
ჩვეულებრივ, ოქროს კვეთა სამი ფაზისგან შედგება:
დაღმავალი ტენდენციის პერიოდი, რა დროსაც მოკლევადიანი MA გრძელვადიანი MA-ის ქვემოთ მოძრაობს.
ტენდენციის შემობრუნების პერიოდი, ამ დროს მოკლევადიანი MA ქვემოდან კვეთს გრძელვადიან MA-ს. უშუალოდ ოქროს კვეთის მონაკვეთი.
აღმავალი ტენდენციის გაგრძელების პერიოდი. ამ დროს მოკლევადიანი MA გრძელვადიანი MA-ის ზემოთ რჩება, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ მხარდაჭერის დონედ, რომლის მიღწევის შემდეგ ფასი შებრუნდება
ყველაზე ხშირად გამოიყენება 50-პერიოდიანი და 200-პერიოდიანი მოძრავი საშუალოების წყვილი, სადაც „პერიოდი“ შეიძლება იყოს საათი, დღე ან კვირა, რაც დამოკიდებულია დიაგრამის დროის ინტერვალს. ასევე პოპულარულია 5 და 15-პერიოდიანი (ხშირად იყენებენ მაღალი სიხშირით მოვაჭრე ტრეიდერები), 15 და 50 პერიოდიანი და 100 და 200-პერიოდიანი მოძრავი საშუალოების წყვილები.
დროის უფრო დიდი მონაკვეთების, მაგალითად ერთდღიანი ან ერთკვირიანი ინტერვალების მქონე დიაგრამები უფრო საიმედო სიგნალებს გვთავაზობს, ვიდრე დროის მცირე მონაკვეთების, მაგალითად 1-საათიანი დიაგრამები, თუმცა არც ერთი ვარიანტი არ გვთავაზობს გარანტირებულად სანდო სიგნალს. ოქროს კვეთის ფორმირების შემდეგ შესაძლოა ფასი სწრაფად შებრუნდეს, რასაც ზოგჯერ „ცრუ ოქროს კვეთას უწოდებენ“. მსგავსი შემთხვევები იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ ტექნიკური ანალიზის სიგნალები გამოყენებულ უნდა იქნეს რისკის მართვის ზოგადი პროცესის ნაწილად და არა დამოუკიდებელ ინდიკატორებად.
კრიპტო ბაზრებზე, Bitcoin (BTC)-ის ისტორიაში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოქროს კვეთის შაბლონის დაფიქსირება. ყველა შემთხვევაში მათ წინ უძღოდა ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა. მიუხედავად ამისა, ისე როგორც ნებისმიერი ტექნიკური შაბლონის შემთხვევაში, წარსულში დაფიქსირებული ფასის დინამიკა არ უნდა იქნეს გამოყენებული ფასის სამომავლო მოძრაობის პროგნოზირებისთვის.
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
კრიპტოვალუტებით სავაჭრო ბირჟა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მონეტების ყიდვა და გაყიდვა.
სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი დეველოპერის (დეველოპერების) მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა. ისტორიაში პირვ...
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება