ოფციონებით ვაჭრობა: რა არის Greeks?
მთავარი
სტატიები
ოფციონებით ვაჭრობა: რა არის Greeks?

ოფციონებით ვაჭრობა: რა არის Greeks?

გამოქვეყნებული Feb 21, 2023განახლებული Dec 11, 2023
6m

TL;DR

Greeks — დელტა, გამა, თეტა და ვეგა — არის ფინანსური გამოთვლები, რომლებიც ზომავს ოფციონის სენსიტიურობას სხვადასხვა პარამეტრების მიმართ. დელტა (Δ) აჩვენებს განსხვავებას ოფციონის ფასსა და საბაზისო აქტივის ფასის $1-იან მოძრაობას შორის. გამა (Γ) ზომავს ოფციონის დელტას განსხვავებას, საბაზისო აქტივის ფასის $1-იანი ცვლილებიდან გამომდინარე.

თეტა (θ) ზომავს ოფციონის ფასის სენსიტიურობას ჩამოყალიბებამდე (ან ამოწურვამდე) დარჩენილ დროსთან შეფარდებით. ვეგა (ν) ზომავს ოფციონის ფასის სენსიტიურობას სავარაუდო მერყეობის 1%-იანი მოძრაობის გათვალისწინებით.

შესავალი

დერივატივებით ვაჭრობაში მონაწილეობისთვის უფრო მეტი ცოდნა გჭირდებათ, ვიდრე სპოტ ბაზრებზე. ოფციონებით ვაჭრობისთვის Greeks-ის გამოყენებაში დახელოვნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ისინი წარმოადგენენ რისკების მართვის ძირითად ჩარჩოს და ინფორმირებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებიან.

Greeks-ის კარგად გაცნობის შემდეგ უკეთ გაერკვევით ოფციონების ბაზრის ანალიზში და ჩაერთვებით ფართო განხილვაში, ქოლ-ოფციონების, ფუთ-ოფციონების და ოფციონებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

რა არის ოფციონების კონტრაქტები?

ოფციონების კონტრაქტი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას — თუმცა, არა ვალდებულებას — წინასწარ დადგენილ ფასად (სტრაიკ ფასი) იყიდოთ ან გაყიდოთ საბაზისო აქტივი; მას აქვს ამოწურვის თარიღიც. 

არსებობს ოფციონების კონტრაქტების ორი კატეგორია: ქოლ-ოფციონები და ფუთ-ოფციონები. ქოლ-ოფციონი მფლობელს საშუალებას აძლევს იყიდოს საბაზისო აქტივი სტრაიკ ფასად, შეზღუდული დროის განმავლობაში, ფუთ-ოფციონი კი მფლობელს საშუალებას აძლევს გაყიდოს საბაზისო აქტივი სტრაიკ ფასად, შეზღუდული დროის განმავლობაში. ოფციონის მიმდინარე საბაზრო ფასს ეწოდება პრემიუმი და ის წარმოადგენს გამყიდველის (ასევე მწერლის სახელით ცნობილი) მიერ მიღებულ შემოსავალს.

თუ ფიუჩერსების კონტრაქტებს კარგად იცნობთ, შესაძლოა მსგავსება უკვე შენიშნეთ. ოფციონები გთავაზობენ როგორც ჰეჯინგის, ისე სპეკულაციურ შესაძლებლობებს, ჩართული მხარეები კი ერთმანეთისგან განსხვავებულ bearish და bullish პოზიციებს იკავებენ.

შესაძლოა თქვენი სამომავლო ფინანსური პოზიციის დასაგეგმად საბაზისო აქტივისთვის კონკრეტული ფასის განსაზღვრა გსურდეთ. ასევე შეიძლება გინდოდეთ საბაზისო აქტივის მომგებიან ფასად ყიდვა ან გაყიდვა პროგნოზირებული ფასის მოძრაობაზე დაყრდნობით.

რას წარმოადგენენ განსხვავებული Greeks-ები?

ოფციონებით ვაჭრობაში Greeks-ების შესახებ საუბარს რეგულარულად გადააწყდებით. ეს ფინანსური გამოთვლები ზომავს ოფციონის სენსიტიურობას კონკრეტული პარამეტრის, მაგალითად დროისა და მერყეობის მიმართ. Greeks-ები ოფციონებით ტრეიდერებს პოზიციისა და რისკების შესახებ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევენ. ოფციონებით ვაჭრობისას ოთხი ძირითადი Greek გამოიყენება: დელტა, გამა, თეტა და ვეგა. 

დელტა (Δ)

დელტა (Δ) აჩვენებს განსხვავებას ოფციონის ფასსა და საბაზისო აქტივის ფასის $1-იან მოძრაობას შორის. გამოთვლა აჩვენებს ოფციონის ფასის სენსიტიურობას საბაზისო აქტივის ფასის ცვლილებასთან მიმართებით.

დელტა ქოლ-ოფციონებისთვის 0-სა და 1-ს შორის მერყეობს, ფუთ-ოფციონებისთვის კი 0-სა და -1-ს შორის. ქოლ-ოფციონების პრემიუმები საბაზისო აქტივების ფასის მატებასთან ერთად იზრდება და აქტივის ფასის დაწევისას იკლებს. ფუთ-ოფციონების პრემიუმები საბაზისო აქტივების ფასის მატებასთან ერთად იკლებს და აქტივის ფასის დაცემისას იზრდება.

თუ თქვენი ქოლ-ოფციონის დელტა არის 0.75, საბაზისო აქტივის ფასის $1-იანი ზრდა ოფციონის პრემიუმს თეორიულად 75 ცენტით გაზრდის. თუ თქვენი ფუთ-ოფციონის დელტა არის -0.4, საბაზისო აქტივის ფასის $1-იანი ზრდა ოფციონის ფასს 40 ცენტით შეამცირებს.

გამა (Γ)

გამა (Γ) ზომავს ოფციონის დელტას განსხვავებას, საბაზისო აქტივის ფასის $1-იანი ცვლილებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ის დელტას პირველი დერივატივია და რაც უფრო მაღალია ოფციონის გამა, მით უფრო მერყევია პრემიუმის ფასი. გამა გეხმარებათ ოფციონის დელტას სტაბილურობის დადგენაში და ქოლ და ფუთ-ოფციონებისთვის ყოველთვის დადებითი მნიშვნელობა აქვს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქოლ-ოფციონის დელტაა არის 0.6, გამა კი - 0.2. საბაზისო აქტივის ფასი $1-ით იზრდება, ქოლ პრემიუმი კი 60 ცენტს შეადგენს. ოფციონის დელტა 0.2-ით დარეგულირდება და 0.8-ს შეადგენს.

თეტა (θ)

თეტა (θ) ზომავს ოფციონის ფასის სენსიტიურობას ჩამოყალიბებამდე (ან ამოწურვამდე) დარჩენილ დროსთან შეფარდებით. უფრო კონკრეტულად, ოფციონის თეტა აჩვენებს პრემიუმის ფასის ყოველდღიურ ცვლილებას ამოწურვამდე. 

თეტა უარყოფითია long (ან ნაყიდი) პოზიციებისთვის და დადებითია short (ან გაყიდული) პოზიციებისთვის. მფლობელისთვის ოფციონის ღირებულება დროთა განმავლობაში ყოველთვის იკლებს, თუკი ყველა სხვა პირობა თანაბარია; ეს ეხება როგორც ქოლ, ისე ფუთ-კონტრაქტებს. თუ თქვენი ოფციონის თეტა არის -0.2, მისი ფასი ყოველდღიურად, ჩამოყალიბებამდე 20 ცენტით შეიცვლება.

ვეგა (ν)

ვეგა (ν) ზომავს ოფციონის ფასის სენსიტიურობას სავარაუდო მერყეობის 1%-იანი მოძრაობის გათვალისწინებით. ის ეყრდნობა სავარაუდო მერყეობის გამოთვლას, რაც წარმოადგენს ბაზრის პროგნოზს საბაზისო აქტივის სავარაუდო მოძრაობის შესახებ. ვეგა ყოველთვის დადებითია, რადგან ოფციონის ფასის ზრდასთან ერთად იზრდება მისი მერყეობაც, თუკი ყველა სხვა პირობა თანაბარია. 

ზოგადად, მაღალი მერყეობა ოფციონს აძვირებს, რადგან სტრაიკ ფასის მიღწევის შანსი უფრო დიდია. ოფციონის გამყიდველი სავარაუდო მერყეობის დაწევის შემთხვევაში სარგებელს ნახავს, მყიდველი კი იზარალებს. განვიხილოთ მარტივი მაგალითი: თუ თქვენი ოფციონის ვეგა არის 0.2 და სავარაუდო მერყეობა 1%-ით გაიზრდება, პრემიუმი 20 ცენტით უნდა გაიზარდოს.

შემიძლია თუ არა Greeks-ების გამოყენება კრიპტოვალუტის ოფციონების კონტრაქტებისთვის?

კრიპტოვალუტები ხშირად გამოიყენება როგორც საბაზისო აქტივები ოფციონებთან ერთად. კრიპტოვალუტის გამოყენება Greeks-ების გამოთვლის ან გამოყენებისას განსხვავებას არ იძლევა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ კრიპტოვალუტები შესაძლოა ძალიან მერყევი იყოს, რაც ნიშნავს, რომ მერყეობაზე ან მიმართულებაზე დაფუძნებული Greeks-ები შესაძლოა ხშირად შეიცვალოს.

შეჯამება

ოთხივე ძირითადი Greeks-ის შესწავლის შემდეგ, თვალის ერთი შევლებით რისკის შეფასება უფრო გაგიმარტივდებათ. ოფციონებით ვაჭრობა შედარებით რთული პროცესია, ამიტომ Greeks-ების და მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა აუცილებელია პასუხისმგებლობით ვაჭრობისთვის. ამ სტატიაში აღწერილი ოთხი Greeks-ის გარდა, სხვებიც არსებობს. ოფციონების შესწავლა შეგიძლიათ მცირე Greeks-ების გაცნობით განაგრძოთ.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და გაფრთხილება რისკის შესახებ: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სრულად გაეცანით აქმოცემულ უარს პასუხისმგებლობაზე. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რცევა. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.