რა არის საკრედიტო სპრედი?

რა არის საკრედიტო სპრედი?

განახლებული Jun 3, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • ობლიგაციებით ვაჭრობაში საკრედიტო სპრედი არის შემოსავლიანობის სხვაობა უსაფრთხო ობლიგაციებსა (როგორიცაა სახაზინო ვალდებულებები) და სარისკო ობლიგაციებს (როგორიცაა კორპორაციული ობლიგაციები) შორის. რაც უფრო დიდია სპრედი, მით უფრო მაღალია სავარაუდო რისკი.

  • ვიწრო სპრედი მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორების განწყობა ეკონომიკის მიმართ პოზიტიურია, ხოლო ფართო სპრედი ხშირად გაურკვევლობის ან პოტენციური დაღმავლობის მიმანიშნებელია.

  • ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგები, საპროცენტო განაკვეთი, ბაზრის განწყობა და ობლიგაციების ლიკვიდურობა, გავლენას ახდენს სპრედის ზომაზე. დაბალი რეიტინგის მქონე ან ნაკლებად ლიკვიდურ ობლიგაციების სპრედები, როგორც წესი, უფრო ფართოა.

  • ოფციონებით ვაჭრობისას საკრედიტო სპრედი ნიშნავს ერთი ოფციონის გაყიდვას და მეორის ყიდვას წმინდა საკრედიტო შემოსავლის მისაღებად, რის შედეგადაც მცირდება როგორც შესაძლო მოგების, ასევე ზარალის ალბათობა. გავრცელებული მაგალითებია bull ფუთ-ოფციონების და bear ქოლ-ოფციონების სპრედები.

რა არის საკრედიტო სპრედი, CTA ბანერი

შესავალი

საკრედიტო სპრედი მნიშვნელოვანი კონცეფციაა როგორც ობლიგაციებში ინვესტირებაში, ისე ოფციონებით ვაჭრობაში. ობლიგაციების ბაზარზე ის ასახავს, თუ რამდენად რისკიანია სხვადასხვა ობლიგაცია და გვაძლევს წარმოდგენას ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ამ სტატიაში განხილულია, თუ რა არის საკრედიტო სპრედი, როგორ მუშაობს და რატომ არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში განვიხილავთ საკრედიტო სპრედებს ობლიგაციების კონტექსტში, ხოლო შემდგომ მოკლედ შევეხებით ამ კონცეფციას ოფციონებით ვაჭრობაში.

რა არის საკრედიტო სპრედები?

საკრედიტო სპრედი არის შემოსავლიანობის განსხვავება ორ სესხს ან ობლიგაციას შორის, რომელთა დაფარვაც ხდება ერთსა და იმავე დროს, მაგრამ აქვთ განსხვავებული საკრედიტო რეიტინგი (რისკის დონე).

ობლიგაციების ვაჭრობაში, ეს კონცეფცია გულისხმობს ერთნაირი ვადის მქონე ორი ობლიგაციის შედარებას, ამათგან ერთის მსესხებელი უფრო საიმედოა, მეორე კი უფრო სარისკო (მაგალითად განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ან დაბალრეიტინგიანი ბიზნესი). 

საკრედიტო სპრედი აჩვენებს, თუ რამდენად მეტ შემოსავალს გვთავაზობს უფრო რისკიანი ობლიგაცია დამატებითი რისკის ხარჯზე. როგორც მოსალოდნელია, ამ განსხვავებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებთ თვენი ინვესტიციიდან.

როგორ მუშაობს საკრედიტო სპრედები

როგორც წესი, ინვესტორები ადარებენ კორპორატიული ობლიგაციის მოგებას ისეთ სამთავრობო ობლიგაციის მოგებასთან, როგორიცაა აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაბალრისკიანად მიიჩნევა. მაგალითად, თუ 10-წლიანი ვადის მქონე აშშ-ის სახაზინო ობლიგაციას აქვს 3% მოგება, ხოლო 10-წლიანი ვადის მქონე კორპორაციულ ობლიგაციას - 5%, მაშინ საკრედიტო სპრედი არის 2% ან 200 საბაზისო პუნქტი.

ბევრი ინვესტორი საკრედიტო სპრედებს იყენებს არა მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რამდენად რისკიანია ცალკეული კომპანიის ობლიგაცია, არამედ იმისა, თუ რამდენად ჯანსაღია ზოგადად ეკონომიკა. ფართო საკრედიტო სპრედები ხშირად მიუთითებს ეკონომიკურ პრობლემებზე. ვიწრო სპრედები კი მიანიშნებს ეკონომიკის სანდოობაზე.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას საკრედიტო სპრედებზე?

ბევრი რამ შეიძლება გახდეს საკრედიტო სპრედების ზრდის ან კლების მიზეზი:

  • საკრედიტო რეიტინგები: დაბალი რეიტინგის მქონე ობლიგაციებს (როგორიცაა უსარგებლო ობლიგაციები) ჩვეულებრივ აქვს უფრო მაღალი მოგება და უფრო დიდი სპრედები.

  • საპროცენტო განაკვეთები: საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად ხშირად რისკიანი ობლიგაციების სპრედებიც იზრდება.

  • ბაზრის განწყობა: როდესაც ბაზრის მიმართ ნდობა დაბალია, მსხვილი კომპანიების ობლიგაციების სპრედებიც კი შეიძლება გაიზარდოს.

  • ლიკვიდურობა: ობლიგაციები, რომელთა გაყიდვაც ძნელია, დაკავშირებულია მაღალ სავაჭრო რისკთან და შესაბამისად, აქვს ფართო სპრედები.

საკრედიტო სპრედის მაგალითები

  • პატარა სპრედი: მაღალი რეიტინგის მქონე კორპორაციული ობლიგაციის საპროცენტო სარგებელია 3,5%, ხოლო სახაზინო ობლიგაციის - 3,2%. სპრედი შეადგენს 0,3%-ს ან 30 საბაზისო პუნქტს. ეს მიუთითებს კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე.

  • დიდი სპრედი: დაბალი რეიტინგის მქონე ობლიგაციის საპროცენტო სარგებელია 8%, ხოლო სახაზინო ობლიგაციის - 3,2%. სპრედი შეადგენს 4,8%-ს ან 480 საბაზისო პუნქტს. უფრო დიდი სპრედი მიუთითებს უფრო მაღალ რისკზე.

როგორ ასახავს საკრედიტო სპრედები ეკონომიკის მდგომარეობას

საკრედიტო სპრედები არა მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტებია, არამედ ისინი ეკონომიკური ინდიკატორების როლსაც ასრულებს. ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდებში, სამთავრობო და კორპორაციული ობლიგაციების სარგებელს შორის განსხვავება ჩვეულებრივ მცირეა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ინვესტორები დარწმუნებულნი არიან ეკონომიკის შესაძლებლობაში, რომ ის მხარს დაუჭერს კორპორაციებს და მათ გადახდისუნარიანობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხი დარწმუნებულია, რომ კომპანიები შეძლებენ ვალების დაფარვას.

ხოლო ეკონომიკური ვარდნის ან გაურკვევლობის დროს, ინვესტორებს სურთ თავიდან აიცილონ რისკი. ისინი გადადიან უფრო უსაფრთხო აქტივებზე, როგორიცაა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები, რაც მათ მოგებას ამცირებს, ამავდროულად იზრდება საპროცენტო განაკვეთი უფრო რისკიან კორპორაციულ სესხებზე, განსაკუთრებით დაბალრეიტინგიანი კომპანიებისთვის. ეს იწვევს საკრედიტო სპრედების გაფართოებას, რაც ზოგ შემთხვევაში წინ უსწრებს bear ბაზრებს ან რეცესიებს.

განსხვავება საკრედიტო სპრედებსა და მოგების სპრედებს შორის

ხალხს ხშირად ეს ტერმინები ერთმანეთში ერევა. საკრედიტო სპრედი არის განსხვავება მოგებაში, რომელიც განპირობებულია საკრედიტო რისკებს შორის განსხვავებით. მოგების სპრედი უფრო ზოგადია და შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერ განსხვავებას მოგებაში, მათ შორის განსხვავებას, რაც გამოწვეულია ანგარიშსწორების ვადის ან საპროცენტო განაკვეთის მიზეზით.

საკრედიტო სპრედები ოფციონების ვაჭრობაში

ოფციონების ვაჭრობაში, ტერმინი „საკრედიტო სპრედი“ ნიშნავს სტრატეგიას, როდესაც ყიდით ერთ ოფციონის კონტრაქტს და ყიდულობთ იმავე ვადის, თუმცა განსხვავებული სტრაიკ ფასის მქონე ოფციონის კონტრაქტს. თქვენ გაყიდული ოფციონიდან უფრო მეტს იღებთ, ვიდრე იხდით იმ ოფციონში, რომელსაც ყიდულობთ. კონტრაქტების ფასებს შორის ეს განსხვავება (პრემიუმი) განსაზღვრავს საკრედიტო სპრედს.

ქვემოთ მოცემულია საკრედიტო სპრედის ორი ყველაზე პოპულარული სტრატეგია, რომლებიც გამოიყენება:

  • Bull ფუთ-სპრედი: ეს გამოიყენება მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ აქტივების ფასი აიწევს, ან იგივე დარჩება. თქვენ ყიდით ფუთ-ოფციონს უფრო მაღალი სტრაიკ ფასით და ყიდულობთ ფუთ-ოფციონს უფრო დაბალი სტრაიკ ფასით.

  • Bear ქოლ-სპრედი: ეს გამოიყენება მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ აქციის ფასი დაეცემა ან დარჩება გარკვეული დონის ქვემოთ. თქვენ ყიდით ქოლ-ოფციონს უფრო დაბალი სტრაიკ ფასით და ყიდულობთ ქოლ-ოფციონს უფრო მაღალი სტრაიკ ფასით.

Bear ქოლ-სპრედის მაგალითი

ელისი ფიქრობს, რომ XY აქტივის ფასი 60 აშშ დოლარზე მაღლა არ აიწევს, ამიტომ ის:

  • ყიდის 55 აშშ დოლარიან ქოლ-ოფციონს 4 აშშ დოლარად (ის იღებს 400 აშშ დოლარს, რადგან 1 ოფციონის კონტრაქტი = 100 აქციას)

  • ყიდულობს 60აშშ დოლარიან ქოლ-ოფციონს 1,50 აშშ დოლარად (ის გადაიხდის 150 აშშ დოლარს)

ელისი იღებს 2,50 აშშ დოლარის სუფთა მოგებას თითოეულ აქციაზე, რაც ჯამში 250 აშშ დოლარია. რა მოხდება შემდეგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება XY აქტივის ფასი ვადის ამოწურვისას:

  • თუ ფასი დარჩება 55 აშშ დოლარზე ან დაიწევს, ვადის ამოწურვისას ორივე ოფციონი გაუფასურდება. ალისი შეინარჩუნებს თავდაპირველ 250 აშშ დოლარს.

  • თუ აქტივის ფასი 55-სა და 60 აშშ დოლარს შორის იქნება, მყიდველი გამოიყენებს 55 აშშ დოლარიან ქოლ-ოფციონის კონტრაქტს და ელისს მოუწევს აქციების 55 აშშ დოლარად გაყიდვა. მაგრამ მისი 60 აშშ დოლარიანი ქოლ-ოფციონის გამოყენება ვერ მოხდება. საბოლოო ფასიდან გამომდინარე ის მაინც შეინარჩუნებს საწყისი კრედიტის გარკვეულ ნაწილს.

  • თუ აქციის ფასი 60 აშშ დოლარზე მაღლა ავა, მოხდება ორივე ოფციონის გამოყენება. ელისი გაყიდის აქციებს 55 აშშ დოლარად და მოუწევს მისი ხელახლა ყიდვა 60 აშშ დოლარად, რის გამოც ის დაკარგავს ჯამში 500 აშშ დოლარს. თუმცა, რადგანაც მან 250 აშშ დოლარი წინასწარ მიიღო, მისი მაქსიმალური ზარალი იქნება 250 აშშ დოლარი.

ამ ვაჭრობებს საკრედიტო სპრდები ეწოდება, რადგან პოზიციას თქვენს ანგარიშზე არსებული კრედიტით იწყებთ.

შეჯამება

საკრედიტო სპრედები სასარგებლო ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ობლიგაციების ინვესტორებისთვის. ისინი აჩვენებს, თუ რა დამატებითი შემოსავლის მიღება სურთ ინვესტორებს დამატებითი რისკის ხარჯზე და რა მოლოდინები აქვს ხალხს ეკონომიკასთან დაკავშირებით. საკრედიტო სპრედებზე დაკვირვებით შეგვიძლია უკეთ შევისწავლოთ ბაზარი, ავირჩიოთ ჭკვიანური ინვესტიციები და ვმართოთ რისკი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.