მთავარი დეტალები
0x Protocol წარმოადგენს დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის პლატფორმას, რომელიც გვთავაზობს ციფრული აქტივებით peer-to-peer, შუამავლების საჭიროების გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობას.
პლატფორმა აერთიანებს შეკვეთების off-chain მართვის და on-chain ანგარიშსწორების სისტემებს, რაც აუმჯობესებს ეფექტურობას და ამცირებს გაზის ხარჯებს.
კომბინირებული ლიკვიდურობის წყაროებთან წვდომისთვის და საკუთარ აპლიკაციებში დეცენტრალიზებული ბირჟების ფუნქციების ინტეგრირებისთვის, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ 0x API ინსტრუმენტების ნაკრები.
რა არის 0x Protocol?
0x Protocol წარმოადგენს დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის პლატფორმას, რომელიც გვთავაზობს ციფრული აქტივებით peer-to-peer ვაჭრობის მხარდაჭერას. პროტოკოლი შემუშავებულია 0x Labs-ის მიერ და წარმოადგენს ღია სტანდარტს აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც იძლევა ტოკენებით ვაჭრობის შესაძლებლობას ცენტრალიზებული შუამავლების საჭიროების გარეშე.
0x Protocol წარმოგვიდგენს აგრეგირებული ლიკვიდურობის ქსელს და API ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც ამარტივებს სხვადასხვა ბლოკჩეინებზე განხორციელებული ვაჭრობების მოძიებას, მარშრუტიზაციას და ანგარიშსწორებას. პლატფორმის მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელია ლიკვიდურობის დაკავშირება EVM-თან თავსებად ქსელებზე გაშვებულ დეცენტრალიზებულ ბირჟებთან (DEX-ებთან) და მარკეტ-მეიკერებთან. ეს გვაძლევს კონკურენტულ ფასებზე წვდომის შესაძლებლობას და ამარტივებს დეცენტრალიზებული ბირჟის ფუნქციების აპლიკაციებში ინტეგრირებას.
როგორ მუშაობს 0x Protocol
0x Protocol იყენებს ჰიბრიდულ არქიტექტურას, რომელშიც გაერთიანებულია შეკვეთების off-chain მართვის და on-chain ანგარიშსწორების შესაძლებლობები.
შეკვეთების Off-chain მართვა
0x Protocol შეკვეთების შექმნის და მოძიების პროცესს ახორციელებს ბლოკჩეინის გარეთ, რაც აუმჯობესებს ეფექტურობას. Maker ქმნის შეკვეთას, რომელიც შეიცავს კონკრეტულ დეტალებს, როგიორიცაა სავაჭრო წყვილი, ფასი, რაოდენობა და ვადის ამოწურვის დრო.
ამ შეკვეთაზე ხელმოწერა ხდება Maker-ის პირადი გასაღების გამოყენებით, რითაც დასტურდება მისი ავთენტურობა ბლოკჩეინზე გაგზავნის საჭიროების გარეშე. ამ ხელმოწერილი შეკვეთების გაზიარება ხდება 0x Relayer-ების ქსელის მეშვეობით, რაც ამცირებს გაზის საკომისიოებს და თავიდან აგვაცილებს ბლოკჩეინის გადატვირთვას.
Relayer-ების ქსელი
Relayer-ები იყენებენ off-chain შეკვეთების წიგნებს და ხელმისაწვდომ შეკვეთებს უგზავნიან პოტენციურ ტრეიდერებს. ისინი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი პლატფორმები, საფულის ინტეგრაციები ან სავაჭრო აპლიკაციების კომპონენტები, რომლებიც ლიკვიდურობის მოძიებისთვის სავაჭრო ბირჟის მსგავს მეთოდს იყენებენ.
Relayer-ები მომხმარებლის აქტივებს თავად არასოდეს აკონტროლებენ, ისინი უბრალოდ უზრუნველყოფენ თანმხვედრი შეკვეთების მოძიებას, რის სანაცვლოდაც იღებენ საკომისიოებს. ტოკენების ყველა სვოპი ხორციელდება პროტოკოლის სმარტ კონტრაქტების მეშვეობით.
On-chain ანგარიშსწორება
როდესაც თქვენ შეკვეთას აღასრულებთ, როგორც Taker, ვაჭრობის ანგარიშსწორება ხდება on-chain, 0x Settler კონტრაქტების მეშვეობით. სმარტ კონტრაქტი ამოწმებს შეკვეთის ხელმოწერებს, მის ვალიდურობას და ერთი ტრანზაქციის ფარგლებში ახორციელებს Maker-ის და Taker-ის აქტივების გაცვლას.
თითოეული ვაჭრობა არის ატომური, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ან ერთიანად სრულდება, ან საერთოდ უქმდება. ეს სტრუქტურა გვეხმარება უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში და ამავდროულად on-chain ოპერაციების რაოდენობის შემცირებაში.
ჩვეულებრივ, 0x სვოპის პროცესი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:
შეკვეთის შექმნა: Maker ქმნის 0x შეკვეთას JSON ფორმატში, სადაც მოცემულია ვაჭრობის დეტალები, მათ შორის ტოკენების წყვილი, ფასი და რაოდენობა.
Maker-ის ხელმოწერა: შეკვეთაზე ხელმოწერისთვის Maker იყენებს საკუთარ პირად გასაღებს, რითაც ბლოკჩეინზე გამოქვეყნების გარეშე, კრიპტოგრაფიულად ადასტურებს, რომ ეთანხმება ვაჭრობის პირობებს.
შეკვეთის გაზიარება: ხელმოწერილი შეკვეთის გაზიარება ხდება relayer-ების მეშვეობით (who host order books) off-chain, ან ის ეგზავნება პირდაპირ Taker-ებს, რომლებმაც შესაძლოა შეკვეთის შესრულება გადაწყვიტონ.
აგრეგაცია: 0x API აგროვებს და აერთიანებს სხვადასხვა on-chain და off-chain წყაროებზე არსებულ ლიკვიდურობას, შეკვეთის აღსრულების ყველაზე ეფექტური მარშრუტის და საუკეთესო ფასის მოძიების მიზნით.
შეკვეთის გაგზავნა: Taker ირჩევს შეკვეთას, ხელს აწერს მას და აგზავნის ბლოკჩეინზე სასურველი თანხის მითითებით.
ანგარიშსწორება: 0x Settler სმარტ კონტრაქტი ამოწმებს Maker-ის და Taker-ის ხელმოწერებს და ახორციელებს აქტივების ატომურ სვოპს, რის შემდეგაც დასრულებული ვაჭრობა იწერება ბლოკჩეინზე.
0x API ინსტრუმენტების ნაკრები
Swap API
Swap API დეველოპერებს სთავაზობს ტოკენების სვოპის ფუნქციის საკუთარ აპლიკაციებში ინტეგრირების შესაძლებლობას. ის აერთიანებს სხვადასხვა წყაროების, მაგალითად DEX-ების და კერძო მარკეტ-მეიკერების ლიკვიდურობას საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასის მოძიების მიზნით.
API-ის მარშრუტიზაციის სისტემას შეუძლია ერთი ვაჭრობის გადანაწილება სხვადასხვა პლატფორმებზე, რაც მაქსიმალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. მარშრუტის არჩევის შემდეგ, API გზავნის ხელმოსაწერად გამზადებულ Ethereum-ის ტრანზაქციას, რაც ვაჭრობების სწრაფად და უსაფრთხოდ აღსრულების საშუალებას გაძლევთ.
Gasless API
Gasless API დეველოპერებს სთავაზობს დადასტურებებს და სვოპებს გაზის გარეშე, რაც გამორიცხავს ტრანზაქციების საკომისიოებს გადასახდელად ადგილობრივი ტოკენების საჭიროებას. API ამარტივებს ვაჭრობის პროცესებს დამტკიცების, ნებართვის გაცემის და სვოპის აქტივობების ავტომატიზაციის მეშვეობით. ეს ამცირებს ტრანზაქციების წარუმატებლობის ალბათობას, რაც გამოწვეულია გაზის არასაკმარისი ოდენობით, რისი წყალობითაც უმჯობესდება ახალბედა Web3 მომხმარებლის გამოცდილება.
Trade Analytics API
Trade Analytics API დეველოპერებს სთავაზობს 0x Swap და Gasless API-ების მეშვეობით აღსრულებული ვაჭრობების შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომას. ეს API ახდენს ვაჭრობის მონაცემების სტრუქტურირებულ ინფორმაციად ორგანიზებას, რაც გუნდებს ეხმარება მომხმარებლების მიერ აპლიკაციებთან ურთიერთქმედების და ვაჭრობის ეფექტურობის შესახებ მკაფიო წარმოდგენის შექმნაში. ამ ინფორმაციის მეშვეობით, დეველოპერებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები პროდუქტთან დაკავშირებით, გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება და შექმნან უფრო ეფექტური სავაჭრო ინსტრუმენტები.
გამოყენების გზები
0x Protocol-ის არქიტექტურის და დეველოპერის ინსტრუმენტების გამოყენება Web3 ეკოსისტემაში უამრავი დანიშნულებით არის შესაძლებელი, რომელთა შორისაა:
სავაჭრო ბირჟები და პლატფორმები: პროტოკოლს აქვს DEX-ების, NFT-ების სავაჭრო პლატფორმების, არასაბირჟო ვაჭრობის (OTC) პლატფორმების მხარდაჭერა, რისთვისაც წარმოგვიდგენს საბაზისო ინფრასტრუქტურას ტოკენების სვოპის და შეკვეთების თანხვედრის სისტემებისთვის.
საფულეები და ინტერფეისები: სვოპების გასამარტივებლად შესაძლებელია 0x API-ებში კრიპტო საფულეების, ინსტრუმენტების პანელების და ტოკენის სკრინერების ინტეგრირება.
მონაცემთა ანალიტიკა: 0x Trade Analytics-ის API-ს აქვს რეალური დროის ინსტრუმენტების პანელების და მრავალ ბლოკჩეინთან თავსებადი ანალიტიკის ინსტრუმენტების მხარდაჭერა, რაც იძლევა სავაჭრო აქტივობების და ლიკვიდურობის ტრენდების ვიზუალიზაციის შესაძლებლობას.
ავტომატიზაცია: ხელოვნური ინტელექტის აგენტები, ბოტები და სმარტ კონტრაქტის საფულეები 0x-ს იყენებენ on-chain ტრანზაქციების, მაგალითად ვაჭრობების აღსრულების ან პორტფოლიოების მართვის ავტომატიზაციისთვის.
ლიკვიდურობის მიწოდება: მარკეტ-მეიკერებს და ლიკვიდურობის პროვაიდერებს შეუძლიათ 0x-ს დაუკავშირდნენ API-ების მეშვეობით და შესთავაზონ ლიკვიდურობა on-chain შეკვეთების წიგნებს და ავტომატურ მარკეტ-მეიკერებს (AMM-ებს).
ZRX ტოკენი
ZRX წარმოადგენს 0x Protocol-ის ადგილობრივ ტოკენს, რომელიც ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
სტეიკინგი: ZRX-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენების მარკეტ-მეიკერის სტეიკინგზე განთავსება და ჯილდოების გამომუშავება.
მმართველობა: ZRX-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მმართველობის პროცესში 0x DAO-ს მეშვეობით, ხმა მისცენ განახლებებთან, საკომისიოებთან და ხაზინის მართვასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს.
ქსელის მხარდაჭერა: ZRX შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვაჭრობის საკომისიოების გადასახდელად, relayer-ებისთვის რომლებიც წარმოადგენს ნოდებს, რომელთა დანიშნულებაა შეკვეთების წიგნების მართვა და დეცენტრალიზებული ვაჭრობის ხელშეწყობა.
შეჯამება
0x Protocol წარმოადგენს საბაზისო ინფრასტრუქტურას ტოკენებით დეცენტრალიზებული ვაჭრობისთვის. ის უზრუნველყოფს სხვადასხვა ქსელის ლიკვიდურობის გაერთიანებას საერთო სისტემაში. მისი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებს შეკვეთების off-chain მართვასა და on-chain ანგარიშსწორებას, ზრდის ეფექტურობას და ამავდროულად ინარჩუნებს ტრანზაქციების გამჭვირვალობას და ეკონომიურობას. მისი სვოპების, უგაზო ტრანზაქციების და ანალიტიკის API-ების მეშვეობით, პროტოკოლი დეველოპერებს სთავაზობს მომხმარებელზე მორგებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.