Contango და Backwardation

Contango და Backwardation არის ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საქონლის ფიუჩერსების ფასის და მისი სავარაუდო სამომავლო სპოტ ფასს შორის ურთიერთკავშირის აღწერისთვის. ეს ტერმინები ჩვეულებრივ გამოიყენება სასაქონლო ბაზრების კონტექსტში, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით.

რა არის Contango ფიუჩერსების ბაზარზე? 

Contango აღწერს სიტუაციას, როდესაც კონტრაქტის ვადის ამოწურვისას საქონლის ფიუჩერსების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე სავარაუდო სპოტ ფასი. სხვა სიტყვებით, ფიუჩერსების კონტრაქტის ფასის განსაზღვრისას, მიმდინარე საბაზრო ფასს ემატება პრემიუმი. 

დავუშვათ Bitcoin-ის მიმდინარე ფასია $50,000, ხოლო Bitcoin-ის ფიუჩერსების კონტრაქტების მიხედვით, მონეტის მიწოდება უნდა მოხდეს სამ თვეში $55,000-ად. ეს სიტუაცია წარმოადგენს contango-ს Bitcoin-ის ფიუჩერსების ბაზარზე. ტრეიდერები და ინვესტორები ფიუჩერსების კონტრაქტების შესაძენად იხდიან პრემიუმს იმ იმედით, რომ Bitcoin-ს ფასი გაიზრდება მომდევნო სამ თვეში. 

Contango-ს მიზეზები

Contango შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ბაზარზე ფასის გაზრდის მოლოდინები, ტრანსპორტირების ხარჯები, შენახვის ხარჯები და საპროცენტო ტარიფები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც საქმე ეხება ისეთ საქონელს, როგორიცაა ნედლი ნავთობი ან მარცვლეული, რომლის ფასზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯები. 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად Bitcoin-თან დაკავშირებული ხარჯები მცირეა, contango-ს შემთხვევებს შესაძლოა ადგილი ქონდეს ბაზრებზე, რომლებზეც შეინიშნება bullish განწყობა, რაც გამოწვეულია პოზიტიური სიახლეებით ან ორგანიზაციებში კრიპტოს მიღების ტენდენციის ზრდით.

Contango წარმოადგენს პოტენციურ შესაძლებლობებს არბიტრაჟისთვის, რომლის დროსაც ტრეიდერები ყიდულობენ ფიზიკურ საქონელს და ყიდიან ფიუჩერსების კონტრაქტებს, ფასთა შორის სხვაობით მოგების მიღების მიზნით.

რა არის Backwardation ფიუჩერსების ბაზარზე? 

Backwardation-ს გააჩნია contango-ს საპირისპირო მნიშვნელობა. მას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კონტრაქტის ვადის ამოწურვისას საქონლის ფიუჩერსების ფასი უფრო დაბალია, ვიდრე სავარაუდო სპოტ ფასი. ამ სცენარში, ფიუჩერსების კონტრაქტების ფასი მიმდინარე საბაზრო ფასზე ნაკლებია.

თუ Bitcoin-ის მიმდინარე ფასია $50,000, ხოლო Bitcoin-ის ფიუჩერსების კონტრაქტების მიხედვით, მონეტის მიწოდება უნდა მოხდეს სამ თვეში $45,000-ად. ეს სიტუაცია წარმოადგენს backwardation-ს Bitcoin-ის ფიუჩერსების ბაზარზე

ტრეიდერები და ინვესტორები ფიუჩერსების კონტრაქტებს ფასდაკლებით ყიდულობენ იმ ვარაუდით, რომ Bitcoin-ს ფასი შემცირდება მომდევნო სამ თვეში.

Backwardation-ის მიზეზები

Backwardation-ის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორები, როგორიცაა გაზრდილი მოთხოვნა, არასაკმარისი მიწოდება ან ფასის კლების მოლოდინები ბაზარზე. მაგალითად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რეგულაციების ცვლილებებით ან ნეგატიური სიახლეებით, რაც გავლენას ახდენს Bitcoin-ის ფასზე.

გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო მიწოდების მოულოდნელმა კლებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ საქონელზე მოთხოვნის მყისიერი ზრდა. ამის გამო ტრეიდერები მზად არიან გადაიხადონ პრემიუმი შეზღუდული მოცულობის საქონელზე მომენტალური წვდომის მისაღებად, რაც იწვევს იმას, რომ ფიუჩერსების ფასები სპოტ ფასზე დაბალია.

ამასთანავე, ფიუჩერსების კონტრაქტების ვადის ამოწურვის პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ტრეიდერებს, რომლებმაც short პოზიციით გაყიდეს კონტრაქტები, შეიძლება დასჭირდეთ ამ კონტრაქტების უკან შეძენა, რათა თავიდან აიცილონ საქონლის ფიზიკური მიწოდების საჭიროება. ეს ზრდის მოკლევადიან კონტრაქტებზე მოთხოვნას, რამაც შეიძლება backwardation გამოიწვიოს.

როგორ გამოვიყენოთ Contango და Backwardation ვაჭრობის დროს? 

Contango და backwardation წარმოადგენს კონცეფციებს, რომლებსაც ტრეიდერები იყენებენ ფიუჩერსების ბაზარზე ვაჭრობის სტრატეგიებისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. 

Contango-ს სცენარის შემთხვევაში, ტრეიდერებმა შეიძლება გაითვალისწინონ long პოზიციის გახსნა და იყიდონ ფიუჩერსების კონტრაქტები იმ იმედით, რომ საბაზისო აქტივის ფასი მოიმატებს. Contango შეიძლება გვთავაზობდეს არბიტრაჟისთვის ხელსაყრელ პირობებს. თუ ფიუჩერსების ფასი მნიშვნელოვნად მაღალია სპოტ ფასთან შედარებით, ტრეიდერებს შეუძლიათ იყიდონ საბაზისო აქტივი უფრო დაბალ სპოტ ფასად და გაყიდონ შესაბამისი ფიუჩერსების კონტრაქტი უფრო მაღალ ფასად. 

თუ თქვენ საბაზისო აქტივის (ნედლი ნავთობის ან მარცვლეულის) მწარმოებელი ან მომხმარებელი ხართ, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ ფიუჩერსების კონტრაქტები ფიქსირებულ ფასად. ეს დაგეხმარებათ დაიცვათ თავი ფასის პოტენციური ზრდისგან ან კლებისგან.

ასევე, backwardation ბაზარზე, ტრეიდერებს შეუძლიათ გახსნან short პოზიცია, გაყიდონ ფიუჩერსების კონტრაქტები იმ იმედით, რომ სამომავლოდ საბაზისო აქტივის ფასი დაიკლებს. ანალოგიურად, ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ backwardation ბაზრის თავისებურებები არბიტრაჟის განხორციელებისთვის.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.