8 სტრატეგია Binance Options RFQ-ზე ვაჭრობისთვის

8 სტრატეგია Binance Options RFQ-ზე ვაჭრობისთვის

განახლებული Jun 6, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Binance Options RFQ გთავაზობთ სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიებს, რომლებიც შეესაბამება მრავალი სახის ბაზრის ხედვებსა და რისკის დონეებს.

  • სტრატეგიები მოიცავს როგორც მარტივ ცალკეული ქოლებსა და ფუთებს, ასევე რთულ სტრატეგიებს, როგორიცაა სპრედები, სტრადლები და სტრენგლები.

  • ეს სტრატეგიები გეხმარებათ მიიღოთ სარგებელი ფასების ცვლილებებით, შეამციროთ რისკი და დაზოგოთ თანხები.

  • მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მსხვილი ინსტიტუციური ტრეიდერი ან გამოცდილი ინდივიდუალური მომხმარებელი, ამ სტრატეგიების ცოდნა დაგეხმარებათ Binance-ზე ოფციონებით ვაჭრობის პროცესის გაუმჯობესებაში.

Binance Options RFQ-ის სტრატეგიები CTA

შესავალი

Binance Options RFQ არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად და სწრაფად ივაჭროთ ოფციონებით, განსაკუთრებით დიდი ან რთული სტრატეგიით ვაჭრობის შემთხვევაში. კარგ ფასებსა და დიდ ლიკვიდურობაზე წვდომასთან ერთად, ის გთავაზობთ რამდენიმე სავაჭრო სტრატეგიას, რომელსაც multi-leg სტრატეგიებს უწოდებენ.

ეს სტრატეგიები საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ვაჭრობა იმაზე დაყრდნობით, თუ რა მოხდება თქვენი აზრით ბაზარზე და რა დონის რისკისთვის ხართ მზად. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რვა პოპულარულ სავაჭრო სტრატეგიას, რომელთა გამოყენებასაც Binance Options RFQ-ზე შეძლებთ.

1. ცალკეული ქოლი

Binance Options RFQ-ის ცალკეული ქოლი

ცალკეული ქოლი გაძლევთ უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) შეიძინოთ აქტივი ფიქსირებულ ფასად (სტრაიკ ფასად) გარკვეულ თარიღამდე. თუ საბაზრო ფასი გადააჭარბებს ამ ფიქსირებულ ფასს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოფციონი მოგების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფციონის ვადის ამოწურვისას ის გაუფასურდება და თქვენ კარგავთ მასში გადახდილ თანხას.

როდესაც ოფციონის ვადის ამოწურვისას აქტივის ფასი გაზრდილია, ის ავტომატურად აღსრულდება და თქვენ მიიღებთ განსხვავებას საბაზრო ფასსა და სტრაიკის ფასს შორის, პრემიუმებისა და საკომისიოების თანხის გამოკლებით. თუ საბაზრო ფასი დარჩება სტრაიკის ფასის ქვემოთ (ფულის გარეშე), ოფციონის ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენ დაკარგავთ კონტრაქტისთვის გადახდილ პრემიუმს.

  • როდის გამოვიყენოთ: როცა ელოდებით, რომ ფასები გაიზრდება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.

2. ცალკეული ფუთი

Binance Options RFQ ცალკეული ფუთი

ცალკეული ფუთი მუშაობის პრინციპი განსხვავებულია. ის გაძლევთ უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) გაყიდოთ აქტივი ფიქსირებულ ფასად განსაზღვრულ თარიღამდე. თუ საბაზრო ფასი ფიქსირებულ ფასზე ქვემოთ დაეცემა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტრაქტი მოგების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფციონის ვადის ამოწურვისას ის გაუფასურდება და თქვენ კარგავთ კონტაქტისთვის გადახდილი პრემიუმის თანხას.

  • როდის გამოვიყენოთ: როცა ელოდებით ფასების შემცირებას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.

3. ქოლ-სპრედი

Binance Options RFQ-ის ქოლ-სპრედი

ქოლ-სპრედის სტრატეგია გულისხმობს ერთი ქოლ-ოფციონის ყიდვას სტრაიკ ფასად და ამავდროულად იმავე ვადის მქონე სხვა ოფციონის გაყიდვას უფრო მაღალი სტრაიკ ფასად. ეს გვაძლევს რისკის შემცირების შესაძლებლობას, თუმცა ასევე მცირდება პოზიციის მოგების ოდენობა. 

უფრო მაღალი სტრაიკ ქოლის გაყიდვით თქვენ იღებთ პრემიუმს, რომელიც გეხმარებათ დაბალი სტრაიკ ქოლის შეძენის ხარჯის ნაწილობრივ დაფარვაში და ამცირებს თქვენს წინასწარ ხარჯებს. თუმცა, თქვენი მაქსიმალური მოგება შეზღუდულია და რეალიზდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი აქტივის ფასი ვადის ამოწურვისას იქნება ზედა სტრაიკ ფასის ტოლი ან უფრო მაღალი. თუ ფასი საკმარისად არ გაიზრდება, სპრედის ვადის ამოწურვისას ოფციონი უფასურდება ან მოგება შეზღუდულია.

  • როდის გამოვიყენოთ: თქვენ ელით, რომ ფასი ზომიერად გაიზრდება და გსურთ საწყისი ხარჯების შემცირება.

4. ფუთ-სპრედი

Binance Options RFQ ფუთ-სპრედი

ფუთ-სპრედი სტრატეგია არის ქოლ-სპრედის ფუთ ეკვივალენტი. თქვენ ყიდულობთ უფრო მაღალი სტრაიკ-ფასოს მქონე ფუთ-ოფციონს და ყიდით უფრო დაბალი სტრაიკ-ფასის მქონე ფუთ-ოფციონს. ორივე ოფციონს აქვს ერთი და იგივე ვადის ამოწურვის თარიღი. ეს ამცირებს რისკ და ასევე პოტენციური მოგების ოდენობას. 

დაბალი სტრაიკ-ფასის მქონე ფუთ-ოფციონის გაყიდვით მიღებული პრემიუმი ხელს უწყობს თქვენი გრძელვადიანი ფუთ-ოფციონის ხარჯების შემცირებას. მაქსიმალური მოგება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ვადის ამოწურვისას აქტივის ფასი გაუტოლდება დაბალი სტრაიკ-ფასის მქონე ოფციონის ფასს ან იქნება მასზე დაბალი. თუ ფასი საკმარისად არ დაეცემა, თქვენი მოგება იქნება შეზღუდული და შესაძლოა ნაწილობრივი ზარალიც მიიღოთ.

  • როდის გამოვიყენოთ: თქვენ ელით ფასების ვარდნას და გსურთ წინასწარი ხარჯების შემცირება.

5. კალენდარული სპრედი

Binance Options RFQ კალენდარული სპრედი

კალენდარული სპრედი არის სტრატეგია, როდესაც ყიდულობთ და ყიდით ერთი და იმავე სტაიკ ფასის, მაგრამ განსხვავებული ვადის მქონე ოფციონებს. როგორც წესი, თქვენ ყიდით ოფციონს, რომლის ვადაც მალე იწურება (მოკლევადიანი) და ყიდულობთ ოფციონს, რომლის ვადაც უფრო გვიან იწურება (გრძელვადიანი). მაგალითად, შეგიძლიათ გაყიდოთ ქოლ-ოფციონი, რომელსაც ვადა ერთ კვირაში ეწურება და იყიდოთ იმავე სტრაიკ-ფასის მქონე სხვა ქოლ-ოფციონი, რომლის ვადავ ერთ თვეში იწურება.

ამ სტრატეგიით მოგების მიღება შესაძლებელია დროთა განმავლობაში ოფციონების ღირებულების კლების შემთხვევაში, რასაც დროში კლება ეწოდება. ოფციონი, რომელსაც ყიდით (მოკლევადიანი), უფრო სწრაფად დაკარგავს ღირებულებას, ვიდრე ოფციონი, რომელსაც ყიდულობთ (გრძელვადიანი), რაც გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ მოგება, თუ ძირითადი აქტივის ფასი შენარჩუნდება სტრაიკ-ფასთან ახლოს. ეს ეფექტურია, თუ ელით, რომ ფასი მოკლევადიან პერსპექტივაში შედარებით სტაბილური იქნება, მაგრამ მოგვიანებით შეიცვლება.

  • როდის გამოვიყენოთ: თუ გაქვთ წარმოდგენა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ფასის მოძრაობის შესახებ ან გსურთ ისარგებლოთ ოფციონებს შორის დროში კლების განსხვავებით.

6. დიაგონალური სპრედი

Binance Options RFQ დიაგონალური სპრედი

დიაგონალური სპრედი კალენდარული სპრედის მსგავსია ერთი მთავარი განსხვავებით - თქვენ ყიდულობთ და ყიდით ოფციონებს სხვადასხვა სტრაიკ-ფასით და სხვადასხვა ვადის გასვლის თარიღებით. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ მაღალი სტრაიკ-ფასის მქონე მოკლევადიანი ოფციონი და იყიდოთ უფრო დაბალი სტრაიკ-ფასის მქონე გრძელვადიანი ოფციონი.

ეს განლაგება გაძლევთ მეტ მოქნილობას, რადგან თქვენ ირჩევთ არა მხოლოდ სხვადასხვა ვადებს, არამედ სხვადასხვა სტრაიკ-ფასებს. მიზანია ისარგებლოთ როგორც დროში კლებით, ასევე ფასების პოტენციური ცვლილებით. თქვენ მიერ გაყიდული მოკლევადიანი ოფციონი სწრაფად კარგავს ღირებულებას, ხოლო თქვენს მიერ ნაყიდი გრძელვადიანი ოფციონი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ ფასის ცვლილებით უფრო ხანგრძლივ პერიოდში. მხოლოდ გრძელვადიანი ოფციონის შეძენისგან განსხვავებით, მას ასევე შეუძლია დაგეხმაროთ პოზიციის ხარჯის შემცირებაში.

  • როდის გამოვიყენოთ: როდესაც გსურთ მეტი კონტროლი სტრაიკ-ფასებსა და ვადებზე, რათა მიიღოთ მოგება მოსალოდნელი ფასის მოძრაობებით და დროში კლებით დროის სხვადასხვა პერიოდებში.

7. სტრადლი

Binance Options RFQ სტრადლი

სტრადლი გულისხმობს ქოლ და ფუთ ოფციონების ერთდროულად შეძენას ერთსა და იმავე სტრაიკ-ფასად და ერთი და იგივე ვადის გასვლის თარიღით. ეს სტრატეგია მოგებას მოიტანს მაშინ, როდესაც ძირითადი აქტივის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის ნებისმიერი მიმართულებით- ზემოთ ან ქვემოთ - რადგან ერთ-ერთი ოფციონის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

თუმცა, რადგან თქვენ ყიდულობთ ორ ოფციონს, თქვენ იხდით ორმაგ პრემიუმს, ამიტომ ფასის მოძრაობა საკმარისად დიდი უნდა იყოს, რათა შეძლოთ ხარჯის დაფარვა. თუ აქტივის ფასი დიდად არ იცვლება, ორივე ოფციონი დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას და შესაძლოა, თქვენ დაკარგოთ გადახდილი პრემიუმები.

  • როდის გამოვიყენოთ: როდესაც ელოდებით ფასის დიდ მერყეობას, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, თუ რა მიმართულებით შეიცვლება ფასი.

8. სტრენგლი

Binance Options RFQ სტრენგლი

სტრენგლი სტრადლის მსგავსია, მაგრამ ის გულისხმობს ქოლ და ფუთ ოფციონების შეძენას ერთი და იგივე ვადის გასვლის თარიღით, მაგრამ განსხვავებული სტრაიკ-ფასით. ჩვეულებრივ, ქოლ-ოფციონის სტრაიკ-ფასი მაღალია მიმდინარე საბაზრო ფასზე, ხოლო ფუთ-ოფციონის სტრაიკ-ფასი დაბალია. რადგან ეს ოფციონები, როგორც წესი, „ფულის გარეშეა“, საერთო ღირებულება (პრემიუმები) სტრადლთან შედარებით უფრო დაბალია. 

თუმცა, მოგების მისაღებად, ძირითადი აქტივის ფასმა მნიშვნელოვნად უნდა გადააჭარბოს რომელიმე სტრაიკ-ფასს, რათა შეძლოთ გადახდილი პრემიუმების ხარჯის დაფარვა. ეს მერყეობაზე დაფუძნებული ვაჭრობის ნაკლებად ძვირადღირებული გზაა, თუმცა მოგების მისაღებად საჭიროებს ფასის უფრო დიდ მოძრაობას, ვიდრე სტრედლი.

  • როდის გამოვიყენოთ: თქვენ ვარაუდობთ ფასის მერყეობას და გსურთ მოგება მიიღოთ ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების მეშვეობით და ნაკლები ხარჯით.

შეჯამება

Binance Options RFQ-ის ამ რვა სტრატეგიის ცოდნა დაგეხმარებათ ოფციონებით ვაჭრობის პროცესის გაუმჯობესებაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სტრატეგია, დაწყებული მარტივი ქოლებითა და ფუთებით და დამთავრებული უფრო რთული სპრედებითა და მერყეობაზე დაფუძნებული სტრატეგიებით დამთავრებული, თუმცა ამ დროს მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ სტრატეგია თქვენი რისკის პროფილისა და ფასის პროგნოზების გათვალისწინებით. არ აქვს მნიშვნელობა დიდი ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ, გამოცდილი ინდივიდუალური ტრეიდერი თუ VIP კლიენტი - Binance Options RFQ გთავაზობს ვაჭრობის ეფექტურ ინსტრუმენტებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.