პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
ბოლო წლებში, ფულადი გზავნილების ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს, გადარიცხვების გლობალურმა მაჩვენებელმა 905 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
თუმცა ფულადი გზავნილების ტრადიციული სისტემებს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, რომელთა შორისაა შედარებით მაღალი საკომისიოები და ტრანზაქციის დამუშავების ნელი პროცესი.
შუამავლების საჭიროების შემცირებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიას შეუძლია შემოგვთავაზოს უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და იაფი სისტემები.
რა არის ფულადი გზავნილები?
ფულადი გზავნილი წარმოადგენს თანხების გადარიცხვას ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ, ჩვეულებრივ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ პირებს შორის. როგორც წესი, აქ იგულისხმება დასაქმებული იმიგრანტის მიერ მის სამშობლოში მცხოვრები ოჯახისთვის ფულის გაგზავნა. განვითარებადი ქვეყნებისთვის ფულადი გზავნილები, საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, წარმოადგენს ფულის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანახმად, ბოლო წლებში ფულადი გზავნილების ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ფულადი გზავნილების საერთო მაჩვენებელი 2017 წელს შეადგენდა 644 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 905 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა (7 წელიწადში დაახლოებით 40%-ით).
„2024 წლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მიმღები ტოპ ხუთი ქვეყნის სია ასე გამოიყურება: ინდოეთი, რომლის მიღებული ფულადი გზავნილების საერთო რაოდენობა 129 მილიარდი აშშ დოლარია, მას მოსდევს მექსიკა (68 მილიარდი აშშ დოლარი), ჩინეთი (48 მილიარდი აშშ დოლარი), ფილიპინები (40 მილიარდი აშშ დოლარი) და პაკისტანი (33 მილიარდი აშშ დოლარი).“ – მსოფლიო ბანკის ჯგუფი, 2024.
ზოგიერთი განვითარებადი ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული უცხოეთიდან შესულ ფულზე, რაც ფულად გზავნილებს მათი ეკონომიკის მნიშვნელოვან კომპონენტად აქცევს. ბევრ ქვეყანაში, მიგრანტი დასაქმებულების მიერ განხორციელებული ფულადი გადარიცხვები შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
მაგალითად, ტაჯიკეთის მიერ მიღებული ფულადი გზავნილების ოდენობა შეადგენს ქვეყნის მშპ-ის 45%-ზე მეტს, მას მოსდევს ტონგა (38%), ნიკარაგუა (27%) და ლიბანი (27%).
ფულად გზავნილებთან დაკავშირებული პრობლემა
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 200 აშშ დოლარის გაგზავნის საკომისიო დაახლოებით 6,65%-ია (გლობალური საშუალო მაჩვენებელი). იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით ფულადი გადარიცხვების ოდენობა იყო 905 მილიარდი აშშ დოლარი, 7%-ზე დაანგარიშებით, საოპერაციო ხარჯებისთვის მოსახლეობამ დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა.
მაღალი საკომისიოს გარდა, ფულადი გზავნილის განხორციელებას უმეტესად მესამე მხარის სერვისები და ფინანსური ინსტიტუტები ესაჭიროება. რამდენიმე შუამავლის საჭიროება არსებულ სისტემას ეფექტურობას აკლებს. არა მხოლოდ სერვისის მაღალი ფასის გამო, არამედ იმიტომაც, რომ შესაძლოა გადარიცხვას დღეები ან კვირებიც კი დასჭირდეს.
ამ კონტექსტში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ფულადი გადარიცხვების ინდუსტრიისთვის პრაქტიკული და ეფექტიანი ალტერნატივების შეთავაზება შეუძლია. ამ სტატიაში წარმოგიდგეთ რამდენიმე არსებულ და შესაძლებელ გადაწყვეტას, ასევე რამდენიმე კომპანიას, რომლებიც ამ სივრცეში მუშაობენ.
არის თუ არა ბლოკჩეინი გამოსავალი?
ტრადიციული სერვისებისგან განსხვავებით, ბლოკჩეინის ქსელი არ ეყრდნობა ტრანზაქციების დადასტურების ნელ პროცესს, რომელსაც რამდენიმე შუამავალი და დიდი სამუშაოს გაწევა სჭირდება.
ტრადიციულ საბანკო სისტემასთან შედარებით, ბლოკჩეინი გვთავაზობს უფრო სწრაფ, საიმედო და გაცილებით იაფ გადახდის სისტემას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია ფულადი გზავნილების ინდუსტრიის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა მაღალი საკომისიო და ტრანზაქციის დაყოვნება. მხოლოდ შუამავლების რიცხვის შემცირებითაც კი ოპერაციული ხარჯები მნიშვნელოვნად იკლებს.
ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფულადი გზავნილები
მობილური აპლიკაციები და კრიპტო საფულეები
ბევრი კომპანია უკვე ატარებს ექსპერიმენტებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით, გადახდის ახალი მეთოდების შემუშავებასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებით, თქვენ შეიძლება გქონდეთ წვდომა მობილურ საფულესთან, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები, გადაიხადოთ გადასახადები, შეიძინოთ თამაშის კრედიტები ან ივაჭროთ კრიპოვალუტებით.
დღეისათვის არსებობს უამრავი მობილური კრიპტო საფულე, რომელიც მომხმარებელს აძლევს ციფრული აქტივების ნებისმიერ ქვეყანაში გაგზავნის და მიღების შესაძლებლობას. პოპულარულ საფულეებს შორისაა MetaMask, Trust Wallet და Binance Wallet.
ციფრული პლატფორმები
Binance Pay არის გადახდის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს კრიპტოვალუტების მსოფლიოს მასშტაბით გაგზავნის და მიღების შესაძლებლობას საკომისიოს გადახდის გარეშე, რაც წარმოადგენს ფულადი გზავნილების განხორციელების პირდაპირ და ეფექტურ საშუალებას.
გარდა ამისა, არსებობს ბლოკჩეინ-პროექტები, მაგალითად Ripple და Stellar, რომლებიც გვთავაზობს ინფრასტრუქტურას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტრადიციულ ფინანსურ სისტემასთან უშუალო ურთიერთქმედება, რაც ამარტივებს ფიატ-ვალუტებისა და კრიპტოვალუტების აქტივების მიმოცვლას მსოფლიოს მასშტაბით.
სტეიბლკოინები
სტეიბლკოინები, როგორებიცაა USDT და USDC, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფულადი გზავნილების სისტემაში. სტაბილურ აქტივებთან, მაგალითად აშშ დოლართან მიბმის წყალობით, მცირდება ამ კრიპტოვალუტების არასტაბილურობის რისკი, რაც ზოგადად დამახასიათებელია ციფრული აქტივებისთვის. ისინი ასევე ხელს უწყობს ფინანსურ ინკლუზიას, რაც სუსტად განვითარებული საბანკო სისტემის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებს აძლევს ბლოკჩეინის მეშვეობით გლობალურ ფინანსურ სისტემებთან წვდომის შესაძლებლობას.
გამოწვევები და შეზღუდვები
აშკარაა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას ფულადი გზავნილების ინდუსტრიის განვითარება შეუძლია, თუმცა საბოლოო შედეგამდე ჯერ ძალიან შორია. ქვემოთ მოცემულია პოტენციური შეზღუდვების მაგალითები:
კონვერტაცია კრიპტო და ფიატ ვალუტებს შორის. მსოფლიოს ეკონომიკა ჯერ კიდევ ფიატ-ვალუტებზეა დაფუძნებული. კრიპტო და ფიატ ვალუტებს შორის კონვერტაცია შეიძლება რთული, ზოგ რეგიონში კი საერთოდ შეუძლებელი იყოს.
მობილურსა და ინტერნეტზე დამოკიდებულება. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ბევრს კი სმარტფონიც არ აქვს.
რეგულაციები. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავების პროცესი ჯერ ადრეულ ეტაპზეა. ზოგ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთებში, რომლებიც უცხოური ფულის შემოდინებაზეა დამოკიდებული, ის ბუნდოვანია ან საერთოდ არ არსებობს. თუმცა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გავრცელება დააჩქარებს რეგულაციების შემუშავებას.
კომპლექსურობა. კრიპტოვალუტების და ციფრული საფულეების გამოყენება დაკავშირებულია რისკთან და მოითხოვს გარკვეული დონის ტექნიკურ ცოდნას.
შეჯამება
გასული ათწლეულის განმავლობაში ფულადი გზავნილების ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა და ეს ტენდენცია ალბათ მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. სამსახურის პოვნის ან განათლების მიღების მსურველთა შორის ემიგრანტების რაოდენობის ზრდა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
თუმცა ფულადი გზავნილების სფერო ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ ეფექტური და უამრავ შეზღუდვასთან ასოცირდება. ამიტომ ბევრი კომპანია და მომხმარებელი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაში ეფექტურ ალტერნატივას ხედავს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.