როგორ წავიკითხოთ კრიპტოს ყველაზე პოპულარული სანთლის დიაგრამის შაბლონები
მთავარი
სტატიები
როგორ წავიკითხოთ კრიპტოს ყველაზე პოპულარული სანთლის დიაგრამის შაბლონები

როგორ წავიკითხოთ კრიპტოს ყველაზე პოპულარული სანთლის დიაგრამის შაბლონები

გამოქვეყნებული May 5, 2023განახლებული Dec 12, 2023
10m

TL;DR

  • სანთლის დიაგრამა არის ტექნიკურ ანალიზში გამოყენებადი პოპულარული ხელსაწყო, რომელიც ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობების ამოსაცნობად გამოიყენება.

  • სანთლის დიაგრამის შაბლონები, როგორიცაა ჩაქუჩი, bullish harami, ჩამომხრჩვალი კაცი, ჩამოვარდნილი ვარსკვლავი და Doji, ტრეიდერებს ტრენდების პოტენციური შებრუნების ამოცნობისა და არსებული ტრენდების დადასტურების საშუალებას აძლევს.

  • სავაჭრო გადაწყვეტილების მიღებამდე, ტრეიდერებმა უნდა გაითვალისწინონ სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მოცულობა, ბაზრის პირობები და ტრენდის მიმართულება.

რა არის სანთლის დიაგრამები?

სანთლის დიაგრამა არის გრაფიკების შექმნის ტექნიკა, რომელიც აქტივის ფასის მოძრაობის აღწერისთვის გამოიყენება. მე-18 საუკუნის იაპონიაში შექმნილი ტექნიკა უკვე ასწლეულების განმავლობაში გამოიყენება იმ შაბლონების პოვნისთვის, რომლებიც შესაძლოა აჩვენებდეს, თუ რა მიმართულებით მოძრაობს აქტივის ფასი. დღეს კრიპტოვალუტით მოვაჭრეები სანთლის დიაგრამის დახმარებით აანალიზებენ ფასის ისტორიულ მონაცემებს და სამომავლო მიმართულებას.

ინდივიდუალური სანთლები ქმნის სანთლის შაბლონებს, რომლებიც გვაჩვენებს ფასი აიწევს, დაეცემა თუ უცვლელი დარჩება. ის გვაწვდის მონაცემებს ბაზრის განწყობისა და ვაჭრობის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ.

რა არის სანთლების დიაგრამა?

წარმოიდგინეთ, რომ აკვირდებით აქტივის, მაგალითად აქციის ან კრიპტოვალუტის ფასს კონკრეტული პერიოდის, მაგალითად კვირის, დღის ან საათის განმავლობაში. სანთლის დიაგრამა ამ ფასის მონაცემების ვიზუალურად წარმოდგენის საშუალებაა.

სანთლის დიაგრამას აქვს სვეტი და ორი ხაზი, რომლებსაც პატრუქებს ან ჩრდილებს უწოდებენ. სანთლის დიაგრამის სვეტი დროის კონკრეტულ მონაკვეთში გახსნისა და დახურვის ფასებს შორის განსხვავებას წარმოადგენს, პატრუქები/სვეტები კი ამ პერიოდში მიღწეულ უმაღლეს და უმცირეს ფასებს.

მწვანე სვეტი ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ფასი გაიზარდა. მეორე მხრივ, წითელი სვეტი აღნიშნავს bearish სანთელს, რაც ამ პერიოდში ფასის ვარდნაზე მიუთითებს.

Binance Academy-ს სანთლის დიაგრამის საინფორმაციო ფურცელი

როგორ წავიკითხოთ სანთლის შაბლონები

სანთლების შაბლონები ბევრი სანთლის კონკრეტული მიმდევრობით დალაგების შედეგად წარმოიქმნება. არსებობს არაერთი შაბლონი, რომელთა წაკითხვაც შესაბამისი ინტერპრეტაციით შეიძლება. ზოგიერთი შაბლონი გვაძლევს ინფორმაციას მყიდველებსა და გამყიდველებს შორის არსებულ ბალანსების შესახებ, სხვები შესაძლოა აღნიშნავდეს ფასის შებრუნებას, გაგრძელებას ან გაურკვევლობას.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სანთლის შაბლონები ყიდვის ან გაყიდვის სიგნალებს არ წარმოადგენს. სინამდვილეში ისინი გამოიყენება ბაზრის თანამედროვე ტრენდებზე დასაკვირვებლად სამომავლო შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით. ამიტომაც შაბლონები ყოველთვის კონტექსტის მიხედვით უნდა შევამოწმოთ. 

გასათვალისწინებელია მაგალითად უფრო ზოგადი საბაზრო გარემოს კონტექსტი ან დიაგრამის ტექნიკური შაბლონი, როგორიცაა ვაიკოფის მეთოდი, ელიოტის ტალღის თეორია და დოუს თეორია. ეს შეიძლება მოიცავდეს ტექნიკური ანალიზის (TA) ინდიკატორებს, მაგალითად ტრენდის ხაზებს, შედარებითი სიმძლავრის ინდექსს (RSI), სტოქასტიკურ RSI-ს, იჩიმოკუს ღრუბლებს ან პარაბოლურ SAR-ს.

სანთლის შაბლონების გამოყენება შესაძლებელია მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონეებთან ერთად. მხარდაჭერის დონე არის ფასის დონე, როდესაც მოსალოდნელია დიდი მოთხოვნა, რეზისტენტულობის დონე კი არის ფასის დონე, როდესაც მოსალოდნელია მიწოდების ზრდა.

Bullish სანთლის შაბლონები

ჩაქუჩი

ჩაქუჩი ეწოდება სანთელს ბოლოში გრძელი ქვედა პატრუქით, სადაც ქვედა პატრუქი სვეტზე სულ მცირე ორჯერ უფრო გრძელია.

ჩაქუჩი აჩვენებს, რომ გაყიდვის მაღალი წნეხის მიუხედავად, bull-ები ფასს უკან, გახსნის ფასის სიახლოვეს დააბრუნებენ. ჩაქუჩი შესაძლოა იყოს წითელი ან მწვანე, თუმცა მწვანე ჩაქუჩები შესაძლოა უფრო ძლიერ bullish რეაქციას აჩვენებდეს.

Bullish შებრუნებული სანთლის შაბლონი - ჩაქუჩი

ამოტრიალებული ჩაქუჩი

შაბლონი ჩაქუჩის მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში გრძელი პატრუქი არის ზემოთ და არა ქვემოთ. ჩაქუჩის მსგავსად, მისი ზედა პატრუქი სვეტზე სულ მცირე ორჯერ უფრო გრძელი უნდა იყოს. 

ამოტრიალებული ჩაქუჩი ფიქსირდება დაღმავალი ტრენდის ბოლოში და შესაძლოა ფასის ზრდის პოტენციალს აჩვენებდეს. ზედა პატრუქი აჩვენებს, რომ ფასმა დაღმასვლა შეწყვიტა იმის მიუხედავად, რომ გამყიდველებმა მისი გახსნის ფასთან მიახლოება მოახერხეს. ამიტომაც, ამოტრიალებული ჩაქუჩი შესაძლოა აჩვენებდეს, რომ ბაზარზე კონტროლს მყიდველები დაამყარებენ.

Bullish შებრუნებული სანთლის შაბლონი - ამოტრიალებული ჩაქუჩი

სამი თეთრი ჯარისკაცი

სამი თეთრი ჯარისკაცი წარმოადგენს რიგ-რიგობით განთავსებულ სამ მწვანე სანთელს, რომლებიც წინა სანთელში იხსნება და წინა სანთლის ზედა მაჩვენებლის ზემოთ იხურება. 

ამ სანთლებს არ აქვთ უფრო გრძელი ქვედა პატრუქები, რაც აჩვენებს, რომ ყიდვის განგრძობითი წნეხი ფასს ზრდის. სანთლის ზომა და პატრუქების სიგრძე შესაძლოა აღვიქვათ, როგორც პროცესის გაგრძელების ან შესაძლო შებრუნების შანსი.

Bullish შებრუნებული სანთლის შაბლონი - სამი თეთრი ჯარისკაცი

Bullish harami

Bullish harami არის გრძელი, წითელი სანთელი, რომელსაც მოსდევს უფრო პატარა მწვანე სანთელი, რომელიც მთლიანად მოქცეულია წინა სანთელში.

Bullish harami შესაძლოა ჩამოყალიბდეს ორი ან მეტი დღის განმავლობაში, შაბლონი კი მიუთითებს იმაზე, რომ გაყიდვის იმპულსი სუსტდება და შესაძლოა დასრულდეს.

Bullish შებრუნებული სანთლის შაბლონი - Bullish Harami

Bearish სანთლის შაბლონები

ჩამომხრჩვალი კაცი

ჩამომხრჩვალი კაცი ჩაქუჩის Bearish ეკვივალენტია. ჩვეულებრივ, ის აღმავალი ტრენდის ბოლოს ყალიბდება და მოკლე სვეტითა და გრძელი ქვედა პატრუქით ხასიათდება. 

ქვედა პატრუქი აჩვენებს, რომ დაფიქსირდა დიდი ოდენობით გაყიდვა, თუმცა Bull-ებმა კონტროლი შეინარჩუნეს და ფასი გაზარდეს. ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი აღმავლობის შემდეგ სწრაფი გაყიდვა შესაძლოა წარმოადგენდეს გაფრთხილებას, რომ Bul-ები მალე ბაზარზე იმპულსს დაკარგავენ.

Bearish შებრუნებული სანთლის შაბლონი - ჩამომხრჩვალი კაცი

ჩამოვარდნილი ვარსკვლავი

ჩამოვარდნილი ვარსკვლავი წარმოადგენს სანთელს გრძელი ზედა პატრუქით, მოკლე ან არარსებული ქვედა პატრუქითა და პატარა სვეტით, იდეალურ შემთხვევაში ქვედა ზღვართან ახლოს. ჩამოვარდნილი ვარსკვლავი ფორმით ამოტრიალებულ ჩაქუჩს ჰგავს, თუმცა აღმავალი ტრენდის ბოლოს წარმოიქმნება.

ის აჩვენებს, რომ ბაზარმა მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა შემდეგ გამყიდველებმა კონტროლი მოიპოვეს და ფასი შეამცირეს. ტრეიდერების ნაწილს ურჩევნია რამდენიმე მომდევნო სანთელს დაელოდოს და მერეღა დარწმუნდეს, რომ შაბლონი ნამდვილია.

Bearish შებრუნებული სანთლის შაბლონი - ჩამოვარდნილი ვარსკვლავი

სამი შავი ყვავი

სამი შავი ყვავი წარმოადგენს რიგ-რიგობით განთავსებულ სამ წითელ სანთელს, რომლებიც წინა სანთლის სვეტში იხსნება და უკანასკნელი სანთლის ქვედა ზღვრის ქვემოთ იხურება.

ეს სამი თეთრი ჯარისკაცის Bearish ეკვივალენტია. იდეალურ შემთხვევაში ამ სანთლებს არ სჭირდება გრძელი ზედა პატრუქები, რაც აჩვენებს, რომ გაყიდვის წნეხი ფასს შეამცირებს. სანთლის ზომა და პატრუქების სიგრძე შესაძლოა გამოვიყენოთ განგრძობითობის შანსის შესაფასებლად.

Bearish შებრუნებული სანთლის შაბლონი - სამი შავი ყვავი

Bearish harami

Bearish harami არის გრძელი მწვანე სანთელი, რომელსაც მოჰყვება მოკლე წითელი სანთელი, რომლის სვეტიც მთლიანად ეტევა წინა სანთლის სვეტში.

Bearish harami ჩნდება ორი ან მეტი დღის შემდეგ, წარმოიქმნება აღმავალი ტრენდის ბოლოში და შესაძლოა აჩვენოს, რომ გაყიდვის წნეხი მცირდება.

Bearish შებრუნებული სანთლის შაბლონი - Bearish Harami

შავი ღრუბელი

შავი ღრუბლის შაბლონი შედგება წითელი სანთლისგან, რომელიც წინამდებარე მწვანე სანთლის დახურვის წერტილს ზემოთ იხსნება და ამ სანთლებს შორის არსებულ წერტილში იხურება.

ამ შაბლონს ხშირად თან ახლავს დიდი მოცულობა, რაც აჩვენებს, რომ შესაძლოა იმპულსი bullish-დან bearish-ისკენ შეიცვალოს. ტრეიდერები შესაძლოა დასარწმუნებლად მესამე წითელი სანთლის გამოჩენას დაელოდონ.

Bearish შებრუნებული სანთლის შაბლონი - შავი ღრუბელი

სამი განგრძობითი სანთლის შაბლონი

სამი ამაღლებულის მეთოდები

სამი ამაღლებულის მეთოდები ფიქსირდება აღმავალ ტრენდში, როდესაც სამი პატარა, წითელი სანთელი ფასის ზრდის მაჩვენებლით გრძელდება. იდეალურ შემთხვევაში, წითელი სანთლები წინა სანთლების სივრცეში არ უნდა იჭრებოდნენ. 

განგრძობითობა მტკიცდება დიდი ზომის მწვანე სანთლის გამოჩენით, რაც ნიშნავს, რომ bull-ებმა ტრენდის მიმართულებაზე კონტროლი დაიბრუნეს.

განგრძობითი სანთლის შაბლონი - სამი ამაღლებულის მეთოდები

სამი დაცემულის მეთოდები

სამი ამაღლებულის მეთოდების შებრუნებული ვარიანტი სამი დაცემულის მეთოდები დაღმასვლის განგრძობითობას აჩვენებენ.

განგრძობითი სანთლის შაბლონი - სამი დაცემულის მეთოდები

Doji

Doji წარმოიქმნება მაშინ, როცა გახსნა და დახურვა ერთ წერტილშია (ან ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა). ფასი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გახსნასთან ახლოს დაიხურება. ამიტომაც Doji აჩვენებს ყიდვისა და გაყიდვის ძალებს შორის აცდენის წერტილს. თუმცა Doji-ს ინტერპრეტირება დიდწილად კონტექსტზეა დამოკიდებული.

იმის გათვალისწინებით, თუ სად მდებარეობს გახსნისა და დახურვის ხაზები, Doji შეგვიძლია დავახასიათოთ შემდეგი სახით:

საფლავის ქვა Doji

ეს არის bearish შებრუნებული სანთელი გრძელი ზედა პატრუქით და გახსნისა და დახურვის წერტილით ქვედა ზღვართან ახლოს. 

Doji სანთლის შაბლონი - საფლავის ქვის Doji

გრძელფეხება Doji

მერყევი სანთლები ზედა და ქვედა პატრუქებით და გახსნისა და დახურვის მაჩვენებლებით შუა წერტილთან.

Doji სანთლის შაბლონი - გრძელფეხება Doji

ნემსიყლაპია Doji

კონტექსტის მიხედვით, შეიძლება იყოს როგორც bullish ისე bearish სანთლები გრძელი ქვედა პატრუქითა და გახსნა/დახურვით ზემოთ.

Doji სანთლის შაბლონი - ნემსიყლაპია Doji

Doji-ს პირვანდელი განმარტების მიხედვით, გახსნა და დახურვა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. რა მოხდება, თუ გახსნა და დახურვა ერთ წერტილში არა, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნება? ამას ბზრიალა ეწოდება. თუმცა რადგანაც კრიპტოვალუტის ბაზრები შესაძლოა ძალიან მერყევი იყოს, ზუსტი Doji იშვიათად ფიქსირდება. ამიტომაც ხშირად ბზრიალა იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რითაც Doji.

ფასების შუალედზე დაფუძნებული სანთლის შაბლონები

ფასების შუალედი ფიქსირდება მაშინ, როდესაც ფინანსური აქტივი წინა დახურვის ფასზე ზემოთ ან ქვემოთ იხსნება, რაც ორ სანთელს შორის სიცარიელეს წარმოქმნის.

ფასების შუალედი ბევრ შაბლონს გააჩნია, თუმცა ამ ტიპის სხვაობაზე დაფუძნებული შაბლონები არც ისე პოპულარულია კრიპტო ბაზარზე, სადაც ვაჭრობა მუდმივად მიმდინარეობს. ფასების შუალედები მაინც ფიქსირდება არალიკვიდურ ბაზრებზე, თუმცა არ წარმოადგენს გამოსადეგ და ფუნქციურ შაბლონებს, რადგან უმეტესად აჩვენებენ დაბალ ლიკვიდურობას და შეთავაზება-მოთხოვნის მაღალ სპრედს.

როგორ გამოვიყენოთ სანთლის შაბლონები კრიპტო ვაჭრობაში

კრიპტოვალუტით ვაჭრობაში სანთლის შაბლონების ეფექტიანად გამოყენებისთვის ტრეიდერმა შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოს:

1. გაეცანით საფუძვლებს

გადაწყვეტილების მიღებამდე კრიპტო ტრეიდერებს კარგად უნდა ესმოდეთ სანთლის შაბლონების საფუძვლები. ეს მოიცავს იმის ცოდნასაც, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ სანთლის დიაგრამები და სხვადასხვა შაბლონები.

2. გააერთიანეთ სხვადასხვა ინდიკატორები

სანთლის შაბლონებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, მაგრამ უკეთესი პროგნოზებისთვის, ისინი სხვა ტექნიკურ ინდიკატორებთან ერთად უნდა გამოვიყენოთ. სანთლის შაბლონებთან ერთად გამოყენებად ინდიკატორებს შორის არის მოძრავი საშუალო, RSI და MACD.

3. გამოიყენეთ დროის რამდენიმე პერიოდი

კრიპტო ტრეიდერებმა უნდა გააანალიზონ დროის რამდენიმე პერიოდში დაფიქსირებული სანთლის შაბლონები, რათა ბაზრის განწყობაზე მეტი ინფორმაცია მიიღონ. მაგალითად, თუ ტრეიდერი დღიურ დიაგრამას აანალიზებს, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს საათობრივი და 15 წუთიანი დიაგრამები და შეადაროს განსხვავებული პერიოდის შაბლონები.

4. გამოიყენეთ რისკის მართვა

სანთლის შაბლონების გამოყენება, სხვა ნებისმიერი სავაჭრო სტრატეგიის მსგავსად, რისკებს შეიცავს. საკუთარი კაპიტალის დასაცავად, ტრეიდერებმა უნდა გამოიყენონ რისკის მართვის მეთოდები, როგორიცაა stop-loss შეკვეთების დაყენება. ასევე მნიშვნელოვანია არ ჩაერთოთ გადამეტებულ ვაჭრობაში და მხოლოდ ისეთ ვაჭრობაში მიიღოთ მონაწილეობა, სადაც რისკისა და ჯილდოს შეფარდება მომგებიანია.

შეჯამება

სანთლის დიაგრამებისა და მათი შაბლონების ცოდნით სარგებლის მიღება ყველა ტრეიდერს შეუძლია მაშინაც კი, თუ მათ სავაჭრო სტრატეგიაში არ გამოიყენებს.

სანთლის დიაგრამები ბაზრის გაანალიზებაში დაგეხმარებათ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი შეცდომებისგან დაზღვეული არ არის. ისინი წარმოადგენს დამხმარე ინდიკატორებს, რომლებიც აჩვენებს ყიდვისა და გაყიდვის ძალებს, რასაც ბაზარი ეფუძნება.

დამატებითი საკითხავი


უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..