როდესაც კომპანიას ან მთავრობას სჭირდება ფინანსების მოზიდვა, ისინი უშვებენ ობლიგაციებს. ობლიგაციების გამოშვების დროს განისაზღვრება მათი სამი ძირითადი მახასიათებელი: ნომინალური ღირებულება, კუპონის განაკვეთი და თანხის დაფარვის თარიღი. ნომინალური ღირებულება გახლავთ თანხა, რომელსაც დაიბრუნებთ ობლიგაციის თანხის დაფარვის ვადის დადგომისას. კუპონის განაკვეთი არის თქვენ მიერ ყოველწლიურად გამომუშავებული პროცენტი, ხოლო თანხის დაფარვის თარიღი გახლავთ საწყისი ინვესტიციის დაბრუნების თარიღი. საწყის ეტაპზე, ხდება ობლიგაციების პირდაპირ ინვესტორებისთვის მიყიდვა, თუმცა მათი შეძენა და გაყიდვა მოგვიანებითაც არის შესაძლებელი, მეორად ბაზარზე.
თქვენ, როგორც ობლიგაციის მფლობელი, კუპონის განაკვეთის წყალობით რეგულარული ინტერვალებით მიიღებთ საპროცენტო განაკვეთის გადახდებს. მაგალითად, თუ თქვენ ფლობთ $1,000-ის ღირებულების ობლიგაციას, რომლის კუპონის განაკვეთია 5%, ყოველწლიური პროცენტის სახით მიიღებთ $50-ს.
ობლიგაციის თანხის გადახდის თარიღის დადგომის შემდეგ, თქვენ დაიბრუნებთ ობლიგაციის ნომინალურ ღირებულებას. ობლიგაციები შეიძლება იყოს მოკლევადიანი (3 წელზე ნაკლები), საშუალოვადიანი (3-10 წელი) და გრძელვადიანი (10 წელზე მეტი), იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ხანი გსურთ დაცდა ნაღდი ფულის მიღებამდე.
როდესაც საქმე უსაფრთხო ინვესტიციებს ეხება, ყველაზე პოპულარულ არჩევანს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები წარმოადგენს. ეს გახლავთ აშშ-ის მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციები, რომელიც სამი სხვადასხვა სახით გვხვდება:
აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები ცნობილია მათი უსაფრთხოებით, რადგან უმცირესია აშშ-ის მთავრობის დეფოლტის შანსი. რაც შეეხება მათ უარყოფით მხარეებს... მათი მეშვეობით არც ისე დიდი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. თუმცა, თქვენ მიერ გამომუშავებული საპროცენტო სარგებელი თავისუფლდება ადგილობრივი და სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადებისგან, რაც კარგი უპირატესობაა.
ობლიგაციები საუკეთესო არჩევანია თუ თქვენ სტაბილურობას და სტაბილური შემოსავლის მიღების გზებს ეძებთ. ისინი ნაკლებად არაპროგნოზირებადია აქციებთან შედარებით და ხშირ შემთხვევაში გვთავაზობს სტაბილურ შემოსავალს რეგულარულად გადასახდელი საპროცენტო განაკვეთების სახით.
გარდა ამისა, ობლიგაციების მეშვეობით შესაძლებელია საინვესტიციო პორტფოლიოს ბალანსირება, ზოგადი რისკების შემცირება და უსაფრთხოების დამატებითი დონის უზრუნველყოფა. ის, თუ რამდენად კარგი არჩევანია ობლიგაციები თქვენთვის, დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ მიზნებზე, თქვენთვის მისაღები რისკის დონეზე და ბაზრის მიმდინარე პირობებზე.
ობლიგაციები, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ობლიგაციები, ხშირად განიხილება როგორც ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. ეკონომიკური გაურკვევლობის, ან ბაზრის მერყეობის პერიოდებში, ინვესტორები ხშირად ირჩევენ ობლიგაციებს სტაბილურობის და პროგნოზირებადი სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით.
ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდის პარალელურად ხდება ახალი, უფრო მაღალი სარგებლის მქონე ობლიგაციების გამოშვება, რაც უკვე არსებულ, შედარებით დაბალი განაკვეთების მქონე ობლიგაციებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის და სწორედ ეს იწვევს მათი საბაზრო ფასების შემცირებას. სწორედ ეს კავშირი აქცევს ობლიგაციებს საპროცენტო განაკვეთების ტენდენციების და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად.
ობლიგაციები ფინანსური სამყაროს უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რომლებიც ინვესტორებს სტაბილურობასა და სტაბილური შემოსავლის მიღების გზებს სთავაზობს. ისინი საკმაო პოპულარობით სარგებლობს იმ პირებს შორის, რომლებიც ეძებენ უფრო უსაფრთხო საინვესტიციო საშუალებებს და გარდა ამისა, დიდი ზეგავლენა აქვთ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაგალითად საპროცენტო განაკვეთებზე.
კრიპტოვალუტების სივრცეში, ობლიგაციები შედარებით უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს და გვთავაზობს ციფრული აქტივების მკვეთრი მერყეობის ფონზე ბალანსის შენარჩუნების გზებს. ობლიგაციების მუშაობის პრინციპის შესწავლა და მათი სხვადასხვა ბაზარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება დაგეხმარებათ უფრო ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში.
აკრონიმი, რომელიც იშიფრება, როგორც „I owe you“ (მე შენი ვალი მაქვს) და არის არაფორმალური დოკუმენტი, რომლითა...
რთული პროცენტი აღნიშნავს პროცენტს, რომელიც ირიცხება ძირითად თანხაზე, რომელზეც დამატებულია წინა პერიოდებში დ...
საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა გულისხმობდეს თანხის სესხების ღირებულებას, ან ინვესტიციის განხორციელების შედეგ...