მთავარი
ლექსიკონი
რთული პროცენტი

რთული პროცენტი

რთული პროცენტი აღნიშნავს პროცენტს, რომელიც ირიცხება ძირითად თანხაზე, რომელზეც დამატებულია წინა პერიოდებში დარიცხული პროცენტი; ეს საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გაზარდოთ ძირითადი თანხით მიღებული შემოსავალი. პროცენტის დარიცხვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი გრაფიკით, ყოველდღიურად, ყოველთვიურად ან ყოველწლიურად. ქვემოთ მოცემულია რთული პროცენტის გამოთვლის ფორმულა:

A = P(1 + r/n)^nt

სადაც:

A = თანხის მთლიანი რაოდენობა პერიოდის დასასრულს

P = ინვესტირებული ან ნასესხები ძირითადი თანხა

r = წლიური საპროცენტო განაკვეთი

n = კონკრეტულ დროის პერიოდში პროცენტის დარიცხვების რაოდენობა

t = გასული დროის პერიოდების რაოდენობა

რთული პროცენტი კარგი საშუალებაა დანაზოგის ან ინვესტირების ძირითადი თანხის მეშვეობით მაქსიმალური მოგების მისაღებად. მაგალითად, თუ თქვენს ანგარიშზე გაქვთ $10,000, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელია 4% და თქვენ იყენებთ რთულ პროცენტს ხუთი წლის განმავლობაში, თქვენი საბოლოო თანხა იქნება $12,166.53 — რაც $166.53-ით მეტია იმ თანხასთან შედარებით, რასაც მიიღებდით რთული პროცენტის გამოყენების გარეშე.

რთული პროცენტის გამოყენება ასევე შესაძლებელია სესხებზე. მაგალითად, თუ თქვენი ისესხეთ $10,000, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთია 5% და არ არის გამოყენებული რთული პროცენტი, ერთი წლის შემდეგ თქვენ უნდა გადაიხადოთ პროცენტი $500-ის ოდენობით. თუმცა, თუ თქვენ ამ სესხს ფარავთ ყოველთვიურად რთული პროცენტის საფუძველზე, ერთი წლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ პროცენტის სახით $511.62-ის გადახდა.

რთული პროცენტი ეფექტურ გზას წარმოადგენს თქვენი ქონების გასაზრდელად, რადგან დაგროვილი პროცენტის თანხით დამატებითი საპროცენტო სარგებლის მიღების წყალობით, თქვენი შემოსავალი ექსპონენციურად გაიზრდება. მეორე მხრივ, სესხებზე რთული პროცენტის გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სესხის თანხა, თუ ვერ მოახერხებთ მის სწრაფად დაფარვას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.