რა არის კროს-ჩეინ თავსებადობა?
მთავარი
სტატიები
რა არის კროს-ჩეინ თავსებადობა?

რა არის კროს-ჩეინ თავსებადობა?

გამოქვეყნებული Mar 13, 2023განახლებული Oct 24, 2023
7m

ეს სტატია გახლავთ საზოგადოების მიერ წარმოდგენილი. სტატიის ავტორია დერეკ იო, PureStake-ის - კროს-ჩეინზე დაკავშირებული აპლიკაციების განვითარების გუნდი Moonbeam პლატფორმაზე - აღმასრულებელი დირექტორი.

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს/შემქმნელს და არ ასახავს Binance Academy-ის შეხედულებებს.

TL;DR 

კროს-ჩეინ თავსებადობა აპლიკაციებს ბლოკჩეინის სხვადასხვა ქსელზე კომუნიკაციის დამყარებისა და ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ეს სხვადასხვა სისტემას შორის მონაცემებისა და თანხების მიმოცვლის საშუალებას იძლევა, რაც უზრუნველყოფს გაზრდილ კავშირსა და უწყვეტ ინტეგრაციას. 

რა არის თავსებადობა ბლოკჩეინზე? 

ბლოკჩეინების კონტექსტში გამოყენებული ტერმინი თავსებადობა გულისხმობს ბლოკჩეინის შესაძლებლობას თავისუფლად აწარმოოს მონაცემთა მიმოცვლა სხვა ბლოკჩეინებთან. კროს-ჩეინ თავსებადობა სხვადასხვა ბლოკჩეინის სმარტ-კონტრაქტებს ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას აძლევს, ბლოკჩეინებზე რეალური ტოკენების მიმოცვლის გაგზავნის გარეშე.

მაგალითად, აქტივები, სერვისები და ტრანზაქციები ბლოკჩეინზე დოკუმენტაციის სახით იწერება. თავსებადობის სწორი ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია ერთ ბლოკჩეინზე მიმდინარე აქტივობის მეორე ბლოკჩეინზე წარმოდგენა. ეს ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციები მუშაობს ნებისმიერ აქტივსა თუ სერვისზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბლოკჩეინს ეკუთვნიან ისინი.

რატომ არის თავსებადობა მნიშვნელოვანი? 

დღესდღეობით ბლოკჩეინები იმყოფებიან იმავე პოზიციაზე, რომელზეც იმყოფებოდა ინტერნეტი მისი განვითარების საწყის ეტაპზე: არსებობს ბევრი, ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობის არმქონე იზოლირებული ეკოსისტემა. 

თავსებადობისა და კავშირის ეს ნაკლებობა აფერხებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უფრო ფართო მასშტაბით გამოყენებისკენ მიმავალ პროცესს, რადგან ეს ხელს უშლის მონაცემებისა და თანხების ნაკადის დაუბრკოლებელ მიმოდინებას სხვადასხვა ქსელში. 

თუ დეველოპერის პერსპექტივით ვიმსჯელებთ, თითოეული განლაგება წარმოადგენს ცალკეულ, დამოუკიდებელ შემთხვევას, რაც იწვევს backend კონტრაქტებს შორის კავშირისა და ერთმანეთის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას. მაგალითად, შესაძლოა საჭირო იყოს დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) DApp-ის ცალცალკე გაშვება Ethereum-ის, BNB Chain-ისა და Polygon-ის ქსელებზე. ეს იწვევს DApp-ის თითოეული ვერსიის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობას. 

რამდენიმე მიმართულებით ჩაშვების მიდგომამ შესაძლოა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დააყენოს მომხმარებელი. ეს ტექნიკა არ იძლევა ტოკენების ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე შეუფერხებლად გადარიცხვის საშუალებას. ჩვეულებრივ, ეს ხორციელდება საწყის ბლოკჩეინზე აქტივების განადგურების და მიმღებ ბლოკჩეინზე ხელახლა დამზადების პროცესში, მესამე მხარის ბლოკჩეინ ხიდის გამოყენებით. ეს პროცესი შესაძლოა საკმაოდ შრომატევადი და დამაბნეველი აღმოჩნდეს და შედეგად მივიღოთ მონაცემთა დანაწევრებული ნაკრებები და მომხმარებლების მიერ მიღებული არასახარბიელო გამოცდილება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ციფრული აქტივების სხვადასხვა ბლოკჩეინზე ფლობასთან დაკავშირებული რისკებიც, რაც ზრდის ჰაკერული თავდასხმებისა და ფინანსების დაკარგვის პოტენციურ რისკებს.

კროს-ჩეინ თავსებადობის ტექნოლოგია 

კროს-ჩეინ თავსებადობის ფენომენი მუდმივად ვითარდება, დეველოპერების მიერ სხვადასხვა ტექნოლოგიის შემუშავების პარალელურად, რაც აადვილებს სხვადასხვა ქსელს შორის კომუნიკაციასა და მონაცემებისა და თანხების მიმოცვლას. ეს უფრო მეტად შესაძლებელს ხდის მომხმარებლებზე ორიენტირებული და ურთიერთდაკავშირებული ბლოკჩეინ აპლიკაციების შექმნასა და გამართულად ფუნქციონირებას.

კროს-ჩეინ თავსებადობის გაუმჯობესების რამდენიმე გზა არსებობს. ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს, ტექნოლოგიების ფართო სპექტრზე ხაზგასასმელად. 

Chainlink-ი

Chainlink-ი მუშაობს კროს-ჩეინ თავსებადობის პროტოკოლზე (CCIP) - ღია კოდის სტანდარტზე, რომელიც ბლოკჩეინზე კომუნიკაციის დამყარების, მათ შორის, შეტყობინებების გაგზავნისა და ტოკენების გადარიცხვის საშუალებას იძლევა. CCIP-ის მიზანია სტანდარტიზებული ინტერფეისის გამოყენებით შექმნას ასობით ბლოკჩეინის ქსელს შორის საერთაშორისო კავშირის დამყარების შესაძლებლობა. მას გააჩნია კროს-ჩეინ აპლიკაციებისა და სერვისების შექმნის გამარტივების პერსპექტივა.

Wormhole

Wormhole პროტოკოლი გახლავთ ზოგადი თავსებადობის პროტოკოლი, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელს შორის შეტყობინებების მიმოცვლისა და ტოკენების გაგზავნის საშუალებას იძლევა. საწყის ბლოკჩეინზე შეტყობინებებს აკონტროლებს ბლოკჩეინის ქსელებისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც ამოწმებენ და ხელს უწყობენ მიმღებ ბლოკჩეინზე გადარიცხვებს.  დეველოპერებს, რომლებიც Wormhole-ს იყენებენ, აქვთ შესაძლებლობა შექმნან კროს-ჩეინ დეცენტრალიზებული აპლიკაციები, სახელად xDapps.

LayerZero

LayerZero გახლავთ omnichain-ის თავსებადობის პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც ხდება მარტივი შეტყობინებების გადაცემა ბლოკჩეინზე, შეტყობინებების მიმოცვლის პროცესის უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველყოფითა და ნდობის საჭიროების კონფიგურირებადი პარამეტრებით. 

LayerZero ულტრა-ნაით ნოდები (ULN) გახლავთ სმარტ კონტრაქტები, რომლებიც ეფექტურობის დონის გაზრდის მიზნით ქმნიან ბლოკის სათაურებს სხვა ბლოკჩეინ ხიდებზე. ULN მოქმედებას იწყებს მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო სმარტ-კონტრაქტი oracle ქსელსა და relayer-ს უკავშირდება LayerZero-ს საბოლოო წერტილების მეშვეობით. ამგვარი აგებულება მარტივი და ეფექტური კროს-ჩეინ კომუნიკაციის დამყარების საშუალებას იძლევა.

Hyperlane

Hyperlane გახლავთ დელეგირებული proof of stake (PoS) ბლოკჩეინ პროტოკოლი, რომლითაც ხდება კროს-ჩეინ კომუნიკაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ვალიდაცია კონფიგურირებადი კონენსუსის მეთოდების გამოყენებით.- Hyperlane-ის ქსელში, ყოველ ვალიდატორს ეკისრება თითოეული იმ ბლოკჩეინის ვალიდაციის პასუხისმგებლობა, რომელთანაცაა დაკავშირებული Hyperlane-ი, რაც უზრუნველყოფს კროს-ჩეინ კომუნიკაციის უსაფრთხოობასა და სიზუსტეს.

ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაცია

ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაცია (IBC) გახლავთ ბლოკჩეინის Cosmos ქსელთან ურთიერთქმედების სტანდარტული პროტოკოლი, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. IBC-ის მეშვეობით განისაზღვრება იმ ფუნქციების ნაკრები, რომლებიც მითითებულია ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის სტანდარტში (ICS), რომელიც განსაზღვრავს ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციისა და მონაცემთა მიმოცვლის თავისებურებებს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია Osmosis-ი, DEX-ი, რომელიც მომხმარებლებს ტოკენების სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის გადაცვლის შესაძლებლობას ანიჭებს. სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის ტოკენების მიმოცვლის პროცესის უხარვეზოდ წარმართვის უზრუნველსაყოფად, Osmosis-ი იყენებს IBC პროტოკოლს, რაც ტოკენების მფლობელებს IBC -ის მიერ შემოთავაზებული თავსებადობით პირდაპირ სარგებლობის საშუალებას აძლევს.

Avalanche Warp Messaging

Avalanche Warp Messaging (AWM) შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მარტივი და დეველოპერებს მისცეს საშუალება, კომუნიკაციის გასაძლიერებლად შექმნან შეტყობინებების მიმოცვლის საკუთარი სპეციფიკაციები. თავად AWM სპეციფიკაცია საჭიროებს ბაიტების დიდ რაოდენობას, BLS Multi-Signature-ში მონაწილის ინდექსს და BLS Multi-Signature-ს. AWM დეველოპერებს უმარტივებს Avalanche ქსელში მძლავრი Dapp-ების შექმნას.

BTC Relay

BTC Relay გახლავთ ბლოკჩეინ relay, რომელიც ფუნქციონირებს live რეჟიმში. ის Bitcoin-ის ბლოკების სათაურების Ethereum-ზე გაგზავნის საშუალებას იძლევა. ამით ის Ethereum-ის ბლოკჩეინზე Bitcoin-ის ტრანზაქციების ჩართვის დადასტურების საშუალებას იძლევა, რაც ორ ქსელს შორის ქმნის ხიდს, რომელიც არ საჭიროებს ნდობას.

Cross-Consensus Message Format

The Cross-Consensus Message Format (XCM) კონსენსუსის სხვადასხვა სისტემას Polkadot-ზე ერთმანეთთან კავშირის დამყარების საშუალებას აძლევს. XCM ვერსიის წარმატებული შერწყმის შედეგად, დეველოპერებს აქვთ შესაძლებლობა შექმნან ისეთი აპლიკაციები, რომლებიც ააქტიურებს ხიდების, კროს-ჩეინ დაბლოკვის სისტემის, ბირჟების, NFT-ების, კომპიუტერული პირობების, კონტექსტზე თვალის დევნებისა და სხვა ფუნქციებს. 

მაგალითად, Moonbeam XCM SDK ძირითადად XCM ტოკენების გადარიცხვას უჭერს მხარს, რაც დეველოპერებს Polkadot-ის ქსელზე XCM-ის გამოყენებით ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს.

Axelar-ი

Axelar-ი გვთავაზობს კროს-ჩეინ კომუნიკაციის ტექნოლოგიას, რომელიც იყენებს General Message Passing პროტოკოლს, რაც დეველოპერებს ისეთი დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის საშუალებას აძლევს, რომელთაც რამდენიმე ბლოკჩეინ ქსელზე ფუნქციონირების უნარი გააჩნიათ. გარდა ამისა, Axelar-ი დელეგირებული PoS (dPoS) მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფს ბლოკჩეინებს შორის იმ მომხმარებლებს შორის წარმოებული კომუნიკაციის უსაფრთხოებას, რომლებიც აერთიანებენ ტოკენებს.

მაგალითად, Axelar-ის „ხიდი“ აპლიკაცია, Satellite-ი, Ethereum-ზე დაფუძნებულ BUSD-ს აკავშირებს Cosmos-თან, რაც ორ ეკოსისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის საშუალებას იძლევა.

თავსებადობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბლოკჩეინის თავსებადობის დადებითი მხარეები აშკარაა. მომხმარებლებს ეძლევათ ბლოკჩეინის სხვადასხვა ქსელს შორის ტრანზაქციების უპრობლემოდ განხორციელების პოტენციური შესაძლებლობა, ცენტრალიზებული შუამავლების საჭიროების გარეშე. გარდა ამისა, ის ამცირებს დანაწევრების დონეს, აუმჯობესებს უფრო ფართომასშტაბიან ბლოკჩეინთან თავსებადობის მაჩვენებელს, აფართოებს ბიზნეს-საზღვრებს და ხელმისაწვდომს ხდის ახალ ბიზნეს-მოდელებს.

თუმცა, ამ ტექნოლოგიას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. სხვადასხვა ბლოკჩეინზე შესაძლოა მუშაობდეს უსაფრთხოების სხვადასხვა ტექნოლოგია, კონსენსუსის ალგორითმები და პროგრამირების ენა, რამაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლოა გაზარდოს სირთულის დონე. ამ ტექნოლოგიებმა შესაძლოა გაზარდოს თავდასხმების პოტენციური საფრთხე და ბლოკჩეინის სხვადასხვა ქსელი დააყენოს მართვასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე. 

შეჯამება

კროს-ჩეინ თავსებადობის ტექნოლოგიას გააჩნია ბლოკჩეინის ქსელების ეფექტურობისა და ფუნქციონირების მაჩვენებლების სხვადასხვა ქსელს შორის კომუნიკაციის დამყარების, მონაცემებისა და თანხების მიმოცვლის შესაძლებლობის გზით მნიშვნელოვნად გაუმჯობესების პოტენციალი. 

კროს-ჩეინ თავსებადობის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს ბლოკჩეინის სხვადასხვა ქსელს შორის მეტი ინოვაციის არსებობასა და ბლოკჩეინების აპლიკაციებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ზემოხსენებულმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ბლოკჩეინის უფრო მჭიდრო კავშირის მქონე და მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული ეკოსისტემის შექმნას.

თუმცა, უფრო ფართო მასშტაბებზე გასასვლელად, სხვადასხვა ბლოკჩეინის თავსებადობის ტექნოლოგიას სჭირდება სტაბილურობისა და უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მიღწევა. რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი ტექნოლოგია შეძლებს ყველაზე ეფექტური, სტაბილური და უსაფრთხო მექანიზმების შექმნას.  

დამატებითი საკითხავი:

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.