მთავარი დეტალები
Boundless არის პროტოკოლი, რომელიც იყენებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს (ZKP-ებს) პროგრამირებადი ბლოკჩეინების მასშტაბირებისთვის დამმტკიცებელთა დეცენტრალიზებულ პლატფორმის მეშვეობით.
Boundless ბაზარი დეველოპერებს (რომლებიც ითხოვენ მტკიცებულებებს) აკავშირებს დამმტკიცებლებთან (რომლებიც აგენერირებენ მათ) Proof of Verifiable Work-ის (PoVW) სისტემის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ჯილდოების გაცემას გამოთვლების სანაცვლოდ.
ZKC წარმოადგენს ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის გამოიყენება დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟაზე სტეიკინგისთვის, წახალისებისთვის, მმართველობისათვის და დამმტკიცებლებისთვის ჯილდოების გასაცემად.
რა არის Boundless?
Boundless არის პროტოკოლი, რომელიც შექმნილია ბლოკჩეინების მასშტაბირებადობის გასაზრდელად ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP-ები) გამოყენების მეშვეობით. ჩვეულებრივ, პროგრამირებადი ბლოკჩეინების ქსელებზე სრულ ნოდს ესაჭიროება ბლოკის ყველა ტრანზაქციის ხელახლა აღსრულება საბოლოო მდგომარეობის ვერიფიკაციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ის ასევე დაკავშირებულია დიდი რაოდენობით დუბლირებულ სამუშაოსთან და ქსელის შენელებულ მუშაობასთან.
Boundless იყენებს განსხვავებულ მიდგომას და გვთავაზობს ვერიფიცირებად გამოთვლებს და დამმტკიცებელთა დეცენტრალიზებულ პლატფორმას. დეველოპერებს შეუძლიათ წარადგინონ გამოთვლების დავალებების მოთხოვნები, ხოლო დამმტკიცებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან მათთვის ZKP-ების გენერირებაში. ნოდების მიერ იგივე გამოთვლის გამეორების ნაცვლად, ერთი დამმტკიცებელი ასრულებს დავალებას და წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელსაც სხვა ნოდები სწრაფად დაადასტურებენ. ეს ამცირებს რესურსების გამოყენებას და დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან უფრო კომპლექსური აპლიკაციები, მაღალი გაზის ხარჯების ან ბლოკის ზომის შეზღუდვების გარეშე.
როგორ მუშაობს Boundless
Proof of Verifiable Work (PoVW)
ჯილდოების გასაცემად, Boundless იყენებს სისტემას, რომელსაც ეწოდება Proof of Verifiable Work. ტრადიციული Proof of Work (PoW) მექანიზმის ნაცვლად, სადაც კონსესუსის მისაღწევად მაინერები კრიპტოგრაფიულ ამოცანებს ხსნიან, PoVW გამომთვლელ სიმძლავრეს ZKP-ების გენერირებაზე ხარჯავს, რომელთა გამოყენებაც აპლიკაციებშია შესაძლებელი.
მონაწილეობის უფლების მისაღებად, დამმტკიცებლები საკუთარ ZKC ტოკენებს განათავსებენ სტეიკინგზე, ხოლო მტკიცებულების წარმატებით გენერირების შემთხვევაში იღებენ ჯილდოებს. თუ ისინი დავალებებს ვერ შეასრულებენ, მათ შეიძლება დაკარგონ სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების ნაწილი. ეს მოდელი დამმტკიცებლებს აძლევს პატიოსნად მუშაობის სტიმულს და ასევე უზრუნველყოფს ქსელის რესურსების სასარგებლო სამუშაოს შესასრულებლად გამოყენებას.
Boundless Proving Stack
Boundless-ის მუშაობა ეფუძნება RISC Zero ნულოვანი ინფორმაციის ვირტუალური კომპიუტერის (zkVM) გამოყენებას. ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს დაამტკიცონ, რომ Rust პროგრამირების ენაზე დაწერილი პროგრამები მუშაობს სწორად და არ არის საჭირო თითოეული ნოდის მიერ პროცესის გამეორებას. ქსელი მართავს დამტკიცების პროცესს ორი მთავარი კომპონენტის მეშვეობით: Bento (დამტკიცების ადგილობრივი ინფრასტრუქტურა) და Broker (ბაზართან ინტერაქციის სერვისი).
Bento წარმოადგენს ინფრასტრუქტურას მოთხოვნების მართვისთვის, პროგრამების გაშვებისთვისა და მტკიცებულებების სწორ ფორმატში გადასაყვანად. ის მოქნილია და შეუძლია იმუშაოს ან მხოლოდ ერთი GPU-ის ან დიდი კლასტერების გამოყენებით. Broker მუშაობს Bento-სთან ერთად და დამმტკიცებლებს აკავშირებს Boundless პლატფორმასთან მტკიცებულების მოთხოვნების შეფასებით, შეთავაზებების განთავსებითა და მოთხოვნების დაფიქსირებით. როგორც კი Bento მტკიცებულებას დააგენერირებს, Broker მას ვერიფიკაციისთვის აგზავნის ბლოკჩეინზე.
ჩვეულებრივ, მტკიცებულების მოთხოვნების პროცესი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:
პროგრამის დაწერა: დეველოპერი წერს Rust პროგრამას zkVM-ისთვის. პროგრამის გაშვებისას, შედეგთან ერთად ხდება კრიპტოგრაფიული ბეჭდის გენერირება რომელიც ადასტურებს, რომ აღსრულება სწორად მოხდა.
მოთხოვნის წარდგენა: დეველოპერი, რომელიც ახლა მოთხოვნის წარმდგენია, აგზავნის მტკიცებულების მოთხოვნას Boundless-ის ბაზარზე on-chain ან off-chain, და შეაქვს სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო თანხები.
დამმტკიცებლების შეთავაზება: დამმტკიცებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან შებრუნებული Dutch აუქციონის დროს. ის დამმტკიცებელი, ვინც პირველი დაადასტურებს მოთხოვნას, აფიქსირებს მას როგორც უზრუნველყოფილს , რომელიც ჩამოეჭრება თუ იგი დავალებას ვერ შეასრულებს.
მტკიცებულების წარდგენა: არჩეული დამმტკიცებელი აგენერირებს მტკიცებულებას და მას შეუძლია რამდენიმე მოთხოვნის ერთ მოთხოვნად გაერთიანება. როდესაც მტკიცებულება ბლოკჩეინზე დამტკიცდება, დამმტკიცებელი ჯილდოვდება და მას უბრუნდება უზრუნველყოფის აქტივები.
მტკიცებულების გამოყენება: დეველოპერი იღებს ვერიფიცირებულ მტკიცებულებას და ახდენს მის ინტეგრირებას საკუთარ აპლიკაციაში, როგორც სწორი აღსრულების მტკიცებულებას.
ძირითადი ფუნქციები
Steel
Steel არის Boundless-ის ZK კოპროცესორი Ethereum-ის აპლიკაციებისთვის. ის Solidity-ს დეველოპერებს საშუალებას აძლევს რთული გამოთვლები განახორციელონ Boundless-ის ქსელზე და ვერიფიცირებადი შედეგები გადაიტანონ მთავარ ბლოკჩეინზე. ეს მიდგომა დეველოპერებს აძლევს გაზის ხარჯების შემცირების, ბლოკის ზომის ლიმიტების თავიდან აცილების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნის შესაძლებლობას.
Steel მდგომარეობის მონაცემებს იღებს EVM-თავსებადი ბლკჩეინებისგან, პროგრამებს უშვებს ბლოკჩინის გარეთ, zkVM-ში და შემდეგ ქმნის მტკიცებულებებს, რომელთა ვერიფიკაციაც შესაძლებელია მთავარ ბლოკჩეინზე. აღსრულების და ვერიფიკაციის პროცესების განცალკევება დეველოპერებს აძლევს აპლიკაციების მასშტაბირებადობის გაუმჯობესების, აქტივობის დიდი მოცულობის დამუშავების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობას რომელიმე მხარის ნდობის საჭიროების გარეშე.
OP Kailua
OP Kailua არის ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც შექმნილია ნულოვანი ინფორმაციის Fault მტკიცებულებების შემცველი ოპტიმისტური როლაფების გასაუმჯობესებლად. 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, ის აქტიური შემუშავების პროცესშია და რეკომენდებულია მისი მხოლოდ სატესტო გარემოში გამოყენება. ეს ინსტრუმენტების ნაკრები ეფუძნება Optimism-ის Kona სისტემას და იყენებს RISC Zero zkVM-ს როლაფის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დასრულების დროებისა და უზრუნველყოფის მოთხოვნების შესამცირებლად. მხოლოდ თაღლითობის მტკიცებულებაზე დაყრდნობის ნაცვლად, Kailua გთავაზობთ დავის გადაჭრის ალტერნატიულ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს არასწორი ტრანზაქციებისგან დამატებით დაცვას.
Boundless ტოკენი
ZKC ტოკენი არის Boundless ქსელის ადგილობრივი ტოკენი. ის Boundless ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
სტეიკინგი: ZKC სტეიკერებს შეუძლიათ მიიღონ ჯილდოები და მხარი დაუჭირონ ქსელის უსაფრთხოებას. თითოეული სტეიკერი იღებს წილს პერიოდულად გაცემული ჯილდოებიდან, რაც ხელს უწყობს პროტოკოლში ჩართულობის წახალისებასა და მისი აქტივობების რაოდენობის გაზრდას.
მმართველობა: ZKC-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილება განახლებების, გრანტების და ბირჟის წესების არჩევისას ხმის მიცემაში. სამომავლოდ იგეგმება, მმართველობის პროცესში საზოგადოების ჩართვა და ვეტოს უფლების დამატება.
ჯილდოები: დამმტკიცებლებს შეუძლიათ ZKC ტოკენების გამომუშავება ვალიდური ZKP-ების გენერირების სანაცვლოდ. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ტოკენების ჯილდოების გაცემას სასარგებლო სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, რაც აუმჯობესებს დამტკიცების პროცესის ეფექტურობას.
უზრუნველყოფა: მოთხოვნის მიღებამდე, დამმტკიცებლები ბლოკავენ საკუთარ ZKC-ს უზრუნველყოფის სახით. თუ ისინი დროულად ვერ ჩააბარებენ შესრულებულ დავალებას, უზრუნველყოფილის ნაწილი იწვება, ხოლო დანარჩენი გაიცემა სხვა მონაწილეებზე. ეს სისტემა, ქსელის აქტიურობის ზრდასთან ერთად ამცირებს ცირკულირებად მარაგს.
Boundless (ZKC) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 12 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ ZKC იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 39-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 2-დან 5 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს ZKC-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი ZKC, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა ZKC-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Boundless იყენებს განსხვავებულ მიდგომას ბლოკჩეინის მასშტაბირებადობისთვის, რაც გულისხმობს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების გამოყენებას გამოთვლების სისწორის დასამტკიცებლად და თავიდან აგვაცილებს თითოეული ნოდის მიერ მათი ხელახლა შესრულების საჭიროებას. ეს მოდელი ამცირებს ზედმეტი ოპერაციების საჭიროებას, უზრუნველყოფს უფრო კომპლექსურ აპლიკაციებსა და ქმნის ისეთ სავაჭრო ბირჟას, სადაც სასარგებლო გამოთვლები წახალისებულია. პროტოკოლი მორგებულია დეველოპერების საჭიროებებზე, მათ ნაცვლად ასრულებს რთულ ტექნიკურ დავალებებს, რათა მარტივად შეძლონ მტკიცებულებების მოთხოვნა და კონცენტრირდნენ აპლიკაციების შექმნაზე.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.