მთავარი
სტატიები
რა არის ტიტების მანია?

რა არის ტიტების მანია?

გამოქვეყნებული Dec 23, 2018განახლებული Feb 19, 2024
4m

1600-იანებში მომხდარი ტიტების მანია ფინანსური ბუშტის პირველ დადასტურებულ ვერსიად ითვლება. სანამ განვიხილავთ იყო თუ არა ტიტების მანია ნამდვილი ფინანსური ბუშტი, გავეცნოთ ყველაზე გავრცელებულ ნარატივს, რომლის მიხედვითაც ის ნამდვილ ბუშტად მიჩნევა.


ტიტების მანიის ბუშტი

ტიტების მანია ნიდერლანდებში, ნიდერლანდების ოქროს ხანის დროს განვითარდა. მაშინ, საერთაშორისო კომერციისა და სავაჭრო ოპერაციების განვითარების გამო, ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

ეკონომიკური აღმასვლის წყალობით ბევრი მოსახლე გამდიდრდა, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე ფუფუნების ნივთები გაჩნდა. ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პროდუქტად იქცა ტიტა, განსაკუთრებით ის ჯიშები, რომლებიც მუტაციის გამო ჩვეულებრივ ყვავილებზე უფრო მომნუსხველად გამოიყურებოდა. უნიკალური ყვავილები სხვა ვარიანტებისგან ძალიან განსხვავდებოდა, ამიტომ უჩვეულო ფერებისა და ორნამენტების გამო, მათი ფლობა ყველას სურდა.

ზოგიერთი ნაირსახეობის ერთი ცალი ყვავილის ფასი, შესაძლოა გამოცდილი მუშის შემოსავალზე ან სულაც სახლის ღირებულებაზე მეტი ყოფილიყო. ფიუჩერსების კონტრაქტების შექმნამ ფასი კიდევ უფრო გაზარდა, რადგან ყვავილების ფიზიკურად ფლობა საჭირო აღარ იყო. ამბობენ, რომ ბაზარზე გავლენა შავმა ჭირმაც მოახდინა, რომლის გამოც ადამიანები საინვესტიციო რისკებს ნაკლებად ერიდებოდნენ.

თუმცა ყვავილების მოშენება უფრო და უფრო მეტმა ფერმერმა დაიწყო, მარაგი ძალიან გაიზარდა და 1637 წლის თებერვალში ტიტების ბაზარმა უმაღლეს წერტილს მიაღწია. ამას მოჰყვა მყიდველების რაოდენობის უეცარი კლება, ჰაარლემში გამართული ტიტების წარუმატებელი აუქციონის შემდეგ კი შიში და პანიკა სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ბუშტი სულ რაღაც რამდენიმე დღეში გასკდა.

ისტორიკოსებმა ზუსტად არ იციან გაკოტრდა თუ არა ვინმე ტიტების მანიის დროს, რადგან იმდროინდელი ფინანსური ჩანაწერების მოძიება რთულია, თუმცა ბაზრის ჩამოშლამ ნამდვილად დააზიანა ტიტების კონტრაქტების მფლობელი ინვესტორები. მაგრამ რა საერთო აქვს ამ ყველაფერს Bitcoin-თან?


ტიტების მანია vs. Bitcoin

ბევრი ტიტების მანიას გახეთქილი ბუშტის საუკეთესო მაგალითად მიიჩნევს. პოპულარული ნარატივის მიხედვით ეს გვაჩვენებს როგორ უაზროდ გაზარდა სიხარბემ და მოდურობამ ტიტების ფასი. ჭკვიანები შედარებით ადრე მიხვდნენ რა ხდებოდა და საქმიდან გავიდნენ, სხვები კი ვარდნის დაწყების შემდეგ პანიკურად გაყიდვას ცდილობდნენ, რის გამოც ბევრმა ინვესტორმა და სერვისმა ბევრი ფული დაკარგა.

ხშირად გაიგონებთ, რომ Bitcoin ფინანსური ბუშტის ახალი მაგალითია. თუმცა ისინი, ვინც ტიტების მანიას Bitcoin-თან აკავშირებს, არ ითვალისწინებენ, რომ განსხვავდება როგორც აქტივების კლასები, ისე ბაზრის მახასიათებლები. არსებული ფინანსური გარემო, რომელშიც გაცილებით მეტი მონაწილეა, სრულად განსხვავდება მე-17 საუკუნის ტიტების ბაზარზე არსებული მდგომარეობისგან. თანაც კრიპტოვალუტის ბაზრები ტრადიციული ბაზრებისგან ძალიან განსხვავებულია.


ძირითადი განსხვავებები

ტიტებსა და Bitcoin-ს შორის ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება ჩანს მათ უნარში შეინახონ ღირებულება. ტიტები მცირე ხნის განმავლობაში ძლებდნენ, ხოლო ბოლქვზე დაკვირვებით ზუსტი ნაირსახეობის ან ვიზუალის ამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო. ვაჭრები მცენარეს იმის იმედით თესავდნენ, რომ შედეგი ის იქნებოდა, რისთვისაც ინვესტიცია განახორციელეს, განსაკუთრებით შედარებით იშვიათი ფერისთვის გადახდის შემთხვევაში. ტიტების გადაზიდვის საჭიროების შემთხვევაში მსურველს უნდა ეპოვა ტრანსპორტირების უსაფრთხო საშუალება და ყველა ხარჯი თავად დაეფარა. ტიტები გადახდისთვის ვერ გამოიყენებოდა, რადგან შედარებით მცირე ნაწილებად დაშლის შემთხვევაში ყვავილი მოკვდებოდა. ამას გარდა, ყვავილების მოპარვა პირდაპირ საბაზრო დახლებიდან შეიძლებოდა, რაც მათ დაცვას ართულებდა.

Bitcoin კი ციფრულია და მისი გაგზავნა გლობალური P2P ქსელით შეიძლება. ის წარმოადგენს კრიპტოგრაფიული ტექნიკებით დაცულ ციფრულ ვალუტას, რაც თაღლითებს მის მოპოვებას ურთულებს. Bitcoin-ის კოპირება ან განადგურება შეუძლებელია, ბევრ მცირე ერთეულად დაყოფა კი - მარტივი. ამასთან, ის შედარებით იშვიათია და ფიქსირებული მარაგი მაქსიმუმ 21 მილიონი ერთეულით შემოიფარგლება. კრიპტოვალუტების ციფრული სამყარო ნამდვილად რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვის შემთხვევაში თქვენი თანხა მეტად უფრო უსაფრთხოდ იქნება.


იყო თუ არა ტიტების მანია ნამდვილი ბუშტი?

2006 წელს ეკონომისტმა ერლ ა. ტომპსონმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: „ტიტამანია: ფაქტი თუ არტეფაქტი?“ რომელშიც ის ამბობს, რომ ტიტების მანია უკავშირდებოდა არა საბაზრო ფანატიზმს, არამედ მთავრობის შეფარულ მცდელობას ექცია ტიტების ფიუჩერსების კონტრაქტები ოფციონების კონტრაქტებად. ტომპსონის მიხედვით ეს შემთხვევა ბუშტი არ არის, რადგან „ბუშტისთვის საჭიროა არსებობდეს ორმხრივად შეთანხმებული ფასი, რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებას აღემატება“ რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

2007 წელს ენ გოლდგარმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით: „ტიტების მანია: ფული, ღირსება და ცოდნა ნიდერლანდების ოქროს ხანაში,“ რომელშიც ის წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ ტიტების მანიის ისტორია მითებით არის სავსე. საფუძვლიან საარქივო კვლევაზე დაყრდნობით გოლდგარის არგუმენტები მიუთითებს, რომ ტიტების ბუშტის ზრდაც და გახეთქვაც იმაზე მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე ჩვენს უმეტესობას ჰგონია. მისი თქმით ეკონომიკური შედეგები უმნიშვნელო იყო, ტიტების ბაზარში ჩართული ადამიანების რიცხვი კი საკმაოდ მცირე.


შეჯამება

იმის მიუხედავად, იყო თუ არა ტიტების მანია ფინანსური ბუშტი, მისი Bitcoin-თან (ან სხვა რომელიმე კრიპტოვალუტასთან) შედარება გონივრული არ არის. შემთხვევა 400 წლის წინ, სრულად განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტში მოხდა, ყვავილებისა და კრიპტოგრაფიული ტექნიკებით დაცულ ციფრულ ვალუტასთან შედარება კი შეუძლებელია.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.