რა არის Plasma (XPL)?

რა არის Plasma (XPL)?

განახლებული Sep 25, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Plasma არის EVM-თან თავსებადი, 1-ელი დონის ბლოკჩეინი გადახდების სტეიბლკოინებით განსახორციელებლად, რომელიც გვთავაზობს USDT-ის გადარიცხვებს ნულოვანი საკომისიოთი და პერსონალიზებულ გაზის ტოკენებს.

  • ქსელი მხარს უჭერს ნდობის მინიმალური საჭიროების მქონე Bitcoin-ის ხიდს, რაც იძლევა BTC-ის სმარტ კონტრაქტებში pBTC-ის სახით გამოყენების საშუალებას.

  • XPL არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, ვალიდატორების ჯილდოების გასაცემად და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რა არის Plasma?

Plasma არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია სტეიბლკოინების მეშვეობით საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად. პროტოკოლს წარმოგვიდგენს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა USDT-ის გადარიცხვები ნულოვანი საკომისიოთი, პერსონალიზებული გაზის ტოკენების მხარდაჭერა და ადგილობრივი Bitcoin-ის ხიდი, რომელიც იძლევა BTC-ის სმარტ კონტრაქტებში გამოყენების შესაძლებლობას.

Plasma იყენებს კონსენსუსის მექანიზმს, სახელწოდებით PlasmaBFT, რომელიც გვთავაზობს ტრანზაქციების სწრაფად აღსრულებას და გადახდებზე ორიენტირებული აპლიკაციების მაღალ გამტარუნარიანობას. ქსელი EVM-თან თავსებადია, რაც დეველოპერებს აძლევს Ethereum-ისთვის შექმნილი სმარტ კონტრაქტების მინიმალური ძალისხმევით გაშვების საშუალებას.

როგორ მუშაობს Plasma 

PlasmaBFT კონსენსუსი 

ქსელის უსაფრთხოებისთვის Plasma იყენებს PlasmaBFT-ს, რაც წარმოადგენს კონსესუსის მექანიზმს, რომელიც Fast HotStuff-ზე Byzantine Fault Tolerant (BFT) პროტოკოლზეა დაფუძნებული. HotStuff კონსესუსის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ეხმარება ბლოკჩეინებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგი მონაწილე არაკეთილსინდისიერად იქცევა, მისი Fast ვერსია კი ამცირებს ვალიდატორებს შორის კავშირების რაოდენობას.

PlasmaBFT-ის მუშაობის პრინციპი ეფუძნება შეთავაზებების წარდგენის, ხმის მიცემის და ბლოკების დადასტურების ოპერაციების პარალელურ რეჟიმში აღსრულებას. ეს დიზაინი ზრდის ბლოკების შექმნის სიჩქარეს და უზრუნველყოფს ტრანზაქციების ბლოკებში რამდენიმე წამში ჩაწერას, რაც Plasma-ზე სწრაფ ანგარიშსწორებას უწყობს ხელს.  

EVM-ის აღსრულების ფენა

Plasma-ს აღსრულების ფენა მუშაობს Reth-ზე, რაც წარმოადგენს Rust პროგრამირების ენაზე მომუშავე Ethereum-ის კლიენტ-პროგრამას. PlasmaBFT პასუხისმგებელია ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრასა და დასრულებაზე, ხოლო Reth ამუშავებს ტრანზაქციებს, მდგომარეობის ცვლილებებს და Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერის (EVM) ალგორითმს. ეს Plasma-ს EVM-თან სრულად თავსებადს ხდის და დეველოპერებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად გამოიყენონ Solidity-ზე დაწერილი სმარტ კონტრაქტები და Ethereum-ის ინსტრუმენტები.

ძირითადი ფუნქციები

USDT-ის გადარიცხვები ნულოვანი საკომისიოთი

ინტეგრირებული paymaster სისტემის მეშვეობით, Plasma მხარს უჭერს USDT-ის გადარიცხვებს ნულოვანი საკომისიოებით. Plasma Foundation-ის მიერ მხარდაჭერილი paymaster უზრუნველყოფს სტანდარტული გადარიცხვის ოპერაციების გაზის საკომისიოების გადახდას, რისთვისაც იყენებს ავტორიზაციის და ტარიფების ლიმიტების განსაზღვრის მარტივ პროცესს.

გაზის საკომისიოების გადახდა ხდება კონტროლირებადი XPL ფონდიდან, რაც აპლიკაციებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზონ უფასო USDT გადარიცხვები. ეს ფუნქცია ეხება მხოლოდ საბაზისო USDT გადარიცხვებს, ხოლო ყველა სხვა ტრანზაქცია კვლავ საჭიროებს XPL-ის საკომისიოების გადახდას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვალიდატორებისთვის ჯილდოების გადაცემის შესაძლებლობა და ზოგადად ქსელის უსაფრთხოება.

პერსონალიზებული გაზის ტოკენები

Plasma გვთავაზობს paymaster-ის ინტეგრირებულ სმარტ კონტრაქტს, რაც აპლიკაციებს აძლევს პერსონალიზებული გაზის ტოკენების მხარდაჭერის შესაძლებლობას. დეველოპერებს შეუძლიათ ERC-20 ტოკენების რეგისტრირება, როგორიცაა სტეიბლკოინები ან ეკოსისტემის ტოკენები, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ტრანზაქციის საკომისიოები პირდაპირ ამ აქტივებით გადაიხადონ.

Paymaster მხარდაჭერილია პროტოკოლის მიერ, გავლილი აქვს უსაფრთხოების აუდიტი და არ გაკისრებთ დამატებით საკომისიოებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ გაზის საფასური იმ ტოკენებით, რომლებსაც ფლობენ, მაგალითად გამოიყენონ USDT და არა გაზის გადასახადებისთვის ცალკე შექმნილი XPL-ის ბალანსი. ეს ამარტივებს ინტეგრაციის გამოცდილებას და ეხმარება Plasma-ს დააკმაყოფილოს დიდი მოცულობის გადახდების და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციების მოთხოვნები.  

კონფიდენციალური გადახდები

„კონფიდენციალური გადახდები“ არის Plasma-ს მიერ შემუშავებული მოდული, რომელიც უზრუნველყოფს სტეიბლკოინებზე, მაგალითად USDT-ზე კონფიდენციალურობის ფუნქციის დამატებას. ეს მოდული მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დამალონ ტრანზაქციის დეტალები, როგორიცაა თანხის რაოდენობა და მიმღები, ამავდროულად შეინარჩუნონ არსებულ საფულეებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ები) თავსებადობა. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მოდული აქტიური ტესტირების ფაზას გადის, ასევე მიმდინარეობს კონფიდენციალურობის სხვადასხვა მიდგომების გამოცდა.

Bitcoin-ის ხიდი 

Plasma-ს Bitcoin-ის ხიდი საშუალებას გაძლევთ BTC გადაიტანოთ პირდაპირ Plasma-ს EVM სისტემაში, აქტივების განმკარგავი ორგანიზაციებისა და შეფუთული ტოკენების გარეშე. BTC-ის დეპონირების დროს, დამოუკიდებელი ვერიფიკატორების ქსელი ამოწმებს ტრანზაქციებს და ამზადებს pBTC ტოკენს, რომელიც სრულად უზრუნველყოფილია Bitcoin-ით 1:1-ზე თანაფარდობით. 

pBTC შეგიძლიათ გამოიყენოთ სმარტ კონტრაქტებში უზრუნველყოფის სახით, ან სხვა ქსელებზე, LayerZero-ს Omnichain Fungible Token-ის (OFT) სტანდარტის მეშვეობით. გამოტანისას, თქვენ წვავთ თქვენს pBTC-ს, რის შემდეგაც ვერიფიკატორები იყენებენ ზღვრული ხელმოწერის სქემას თქვენი BTC-ის უკან თქვენს მისამართზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

XPL ტოკენი

XPL არის Plasma ბლოკჩეინის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • გაზის საკომისიოები: XPL გამოიყენება Plasma-ს ბლოკჩეინზე ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად.

  • უსაფრთხოება: ვალიდატორებს შეუძლიათ სტეიკინგზე განათავსონ XPL, რათა მონაწილეობა მიიღონ ქსელის კონსენსუსის პროცესში და წვლილი შეიტანონ ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ტრანზაქციების დადასტურების მეშვეობით

  • ჯილდოები: ვალიდატორები შეუძლიათ გამოიმუშაონ XPL ქსელის უსაფრთხოების მხარდაჭერის სანაცვლოდ. Plasma იყენებს ჯილდოს სლეშინგს, სტეიკინგის აქტივების სლეშინგის ნაცვლად, ამიტომ ვალიდატორები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კარგავენ თავიანთ ჯილდოებს, და არა სტეიკინგზე განთავსებულ კაპიტალს.

  • დელეგირება: XPL-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები გადასცენ ვალიდატორებს, რაც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ კონსენსუსის პროცესში და მიიღონ ჯილდოები საკუთარი ინფრასტრუქტურის გაშვების გარეშე.

Plasma (XPL) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 24 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ XPL იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 44-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 10-დან 13 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს XPL-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 75 მილიონი XPL, რაც დასაწყისში გამოშვებული ტოკენების მთლიანი მარაგის 0,75%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა XPL-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Plasma არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სტეიბლკოინით გადახდები უფრო იაფი და სწრაფი გახდეს. ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა USDT გადარიცხვები ნულოვანი საკომისიოთი, პერსონიზებული გაზის ტოკენების მხარდაჭერა, ნდობის მინიმალური საჭიროების მქონე Bitcoin-ის ხიდი, ქსელი ქმნის სტეიბლკოინების ტრანზაქციის გამარტივებისთვის სასურველ გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ქსელი ძირითადად სტეიბლკოინების ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის გამოყენების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, მსგავსი დიზაინით შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების აპლიკაციების მხარდაჭერა, როგორიცაა ფულადი გზავნილები და DeFi-ს პროტოკოლები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.








პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.