მთავარი დეტალები
Hemi არის მოდულური მე-2 დონის ბლოკჩეინი, რომელიც აერთიანებს Bitcoin-ის უსაფრთხოებას და Ethereum-ის პროგრამირებადობას.
Hemi-ს ვირტუალური კომპიუტერის (hVM) დახმარებით შესაძლებელია Bitcoin-ის ნოდის გაშვება EVM-ში, რაც სმარტ კონტრაქტებს აძლევს Bitcoin-ის მონაცემებთან პირდაპირი წვდომის შესაძლებლობას.
Tunnel-ები გვთავაზობს კროს-ჩეინ სისტემას Bitcoin-ის, Ethereum-ის, და Hemi-ს ქსელებს შორის აქტივების ტრადიციული ხიდების გარეშე გადარიცხვისთვის.
HEMI არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის, სტეიკინგისთვის, გაზის საკომისიოების გადასახდელად და ეკოსისტემის ჯილდოების გასაცემად.
რა არის Hemi?
Hemi არის მოდულური მე-2 დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია Bitcoin-ისა და Ethereum-ის ერთმანეთთან დასაკავშირებლად ერთიანი ურთიერთთავსებადი პლატფორმის ფარგლებში. პროტოკოლი აერთიანებს Bitcoin-ის უსაფრთხოებას და Ethereum-ის პროგრამირებადობას, რათა შექმნას საერთო გარემო ამ ორი ეკოსისტემის ურთიერთქმედებისთვის.
ქსელი ამას Hemi-ს ვირტუალური კომპიუტერის (hVM) დახმარებით აკეთებს, რაც წარმოადგენს EVM-თან თავსებად გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს Bitcoin-ის ნოდის გაშვებას EVM-ში, რაც სმარტ კონტრაქტებს აძლევს Bitcoin-ის მონაცემებთან პირაპირი წვდომის საშუალებას. ქსელი ასევე იყენებს Proof of Proof (PoP) კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც Hemi-ს მდგომარეობას აკავშირებს Bitcoin-ის ბლოკჩეინთან, რაც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ უსაფრთხოებას და ტრანზაქციების სწრაფად აღსრულებას.
ეს არქიტექტურა საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp-ები), რომლებიც პირდაპირ Bitcoin-თან ურთიერთქმედებენ და ამავდროულად ინარჩუნებენ Ethereum-ზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებთან და სტანდარტებთან თავსებადობას.
ისტორია
ამ პროექტის თანადამფუძნებლები არიან ჯეფ გარზიკი - Bitcoin core-ის დეველოპერი და მაქს სანჩესი - ბლოკჩეინის უსაფრთხოების ექსპერტი და Coinbase-ის ყოფილი ინჟინერი. ერთად მათ დაარსეს Hemi Labs, რომლის მიზანიც Bitcoin-ის სკრიპტინგის გარემოსა და Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების ეკოსისტემის ერთმანეთთან დაკავშირებაა.
როგორ მუშაობს Hemi
Proof of Proof (PoP) კონსენსუსი
Hemi იყენებს Proof of Proof (PoP) კონსენსუსის მექანიზმს, რათა გააძლიეროს ქსელის უსაფრთხოება და დააკავშიროს ის Bitcoin-ის ბლოკჩეინთან. საკუთარი ვალიდატორების გარდა, Hemi იყენებს PoP მაინერებს, რომლებიც პერიოდულად აქვეყნებენ ქსელის მდგომარეობის მტკიცებულებებს Bitcoin-ზე.
ეს მაინერები აგროვებენ ბლოკის სათაურებს, აგენერირებენ კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებებს და იწერენ მათ Bitcoin-ზე, რის სანაცვლოდაც იღებენ ჯილდოებს Hemi-ს ადგილობრივი ტოკენის სახით. ვინაიდან Bitcoin-ის ბლოკების შექმნის დროები და საკომისიოები შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ ეს მტკიცებულებები ყოველ ბლოკს არ ემატება.
ამის გამოსასწორებლად, Hemi ოპერაციების ბლოკჩეინზე ჩაწერა ხდება მხოლოდ Bitcoin-ის ცხრა ბლოკის შემქნის შემდეგ, რაც საშუალოდ 90 წუთი გრძელდება. Bitcoin-ის კონსენსუსთან დაკავშირებით, Hemi ამცირებს დავების ან ბლოკჩეინის ხელახალი ორგანიზების ალბათობას.
ძირითადი ფუნქციები
Hemi-ს ვირტუალური კომპიუტერი (hVM)
Hemi-ს ვირტუალური კომპიუტერი (hVM) წარმოადგენს Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერის (EVM) მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელშიც ინტეგრირებულია Bitcoin-ის ნოდი. ეს Hemi-ზე არსებულ სმარტ კონტრაქტებს შესაძლებლობას აძლევს იქონიონ წვდომა Bitcoin-ის ისეთ ინფორმაციაზე, როფორიცაა ტრანზაქციები, ბალანსები და UTXO-ები. ამ ინფორმაციის მოპოვება დეველოპერებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილი წინასწარ კომპილირებული სმარტ კონტრაქტების საშუალებით, რომლებიც ასრულებენ Bitcoin-ის ინფორმაციის მისაღები ინტეგრირებული მალსახმობების როლს.
აქტუალური მონაცემების მისაღებად, Hemi იყენებს Tiny Bitcoin Daemon-ს (TBC) - მარტივ პროცესს, რომლითაც ხდება Bitcoin-ის ქსელთან დაკავშირება, ბლოკების ჩამოტვირთვა და Hemi-ს ყველა ნოდთან სინქრონიზაცია. განახლებულ Bitcoin-ის ინფორმაციის შემცველი ყოველი Hemi-ს ბლოკის მიღების შემდეგ, ქსელი ახდენს Bitcoin-ის მდგომარეობის სინქრონიზაციას, რაც სმარტ კონტრაქტებს აძლევს ყველა ნოდზე არსებულ მონაცებზე წვდომას.
Tunnel-ები
Hemi-ს ქსელი იყენებს Tunnel-ების სახელწოდებით ცნობილ კროს-ჩეინ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს Bitcoin-ის, Ethereum-ის, და Hemi-ს ქსელებს შორის აქტივების გადარიცხვას ტრადიციული ხიდების საჭიროების გარეშე. გარე Relayer-ების გამოყენების ნაცვლად, Tunnel-ების მეშვეობით, ორივე ბლოკჩეინის მდგომარეობის მონიტორინგი პირდაპირ პროტოკოლის დონეზე ხორციელდება.
აქტივების დეპონირების დროს, ისინი იბლოკება თავდაპირველ ბლოკჩეინზე, Hemi-ზე კი იქმნება მათი ეკვივალენტური ტოკენები, რაც ეკოსისტემის ფარგლებში მათი მომენტალურად გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ. აქტივის გატანის დროს, ეს ტოკენები იწვება, ხოლო თავდაპირველი აქტივების გამოშვება ხდება ტრანზაქციის ბლოკჩეინზე ჩაწერის შემდეგ.
2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, Tunnel-ები გვთავაზობს შემდეგი ტოკენის სტანდარტების მხარდაჭერას: ERC-20 და BRC-20. გარკვეული დროის შემდეგ, Hemi გეგმავს დაამატოს Hemi და Bitcoin ქსელების აქტივები, რაც გვთავაზობს Bitcoin-ის და Ethereum-ის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ეკოსისტემის ერთმანეთთან დაკავშირების ახალ გზებს.
Hemi Bitcoin Kit (hBK)
Hemi Bitcoin Kit (hBK) არის სმარტ კონტრაქტების ბიბლიოთეკა, რომელიც ინახება Hemi-ზე და დეველოპერებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად მოიპოვონ წვდომა Bitcoin-ის მონაცემებზე. hBK მუშაობს Hemi-ს ვირტუალური კომპიუტერის (Hemi Virtual Machine) ის მეშვეობით, რომელშიც ინტეგრირებულია Bitcoin-ის ნოდი, რაც Bitcoin-ის ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს დამატებითი გარე relayer-ების ან რთული ინფრასტრუქტურის გამოყენების გარეშე.
ბიბლიოთეკის ფუნქციების გამოყენებით, დეველოპერებს შეუძლიათ გამოითხოვონ Bitcoin-ის მონაცემები უფრო ეფექტურად, მაღალი დონის ინსტრუმენტების მეშვეობით, რომელთა გამოჩენაც სამომავლო განახლებებშია მოსალოდნელი. ეს დეველოპერებს სთავაზობს Bitcoin-ის დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (DApp-ები) შეუფერხებლად ინტეგრირების შესაძლებლობას.
HEMI ტოკენი
HEMI არის Hemi პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 10 მილიარდ ტოკენს. ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
მართვა: HEMI-ს მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებს, პარამეტრების კორექტირებებს და ეკოსისტემის გაუმჯობესების შემოთავაზებებს, რაც ხელს უწყობს ქსელის განვითარების მიმართულების ფორმირებას.
უსაფრთხოება: Hemi-ს სტეიკინგი მხარს უჭერს ქსელის PoP კონსენსუსის მექანიზმს ვალიდატორების წახალისების მეშვეობით, რათა უზრუნველყონ მდგომარეობის მონაცემების გაგზავნა Bitcoin-ის mainnet-ზე.
გაზის გადასახადები: HEMI გამოიყენება ისეთი ტრანზაქციების საკომისიოების გადახდისთვის, როგორიცაა კონტრაქტების განთავსება hVM-ზე, Bitcoin-ის მდგომარეობის ურთიერთმოქმედებები და კროს-ჩეინ გადარიცხვები Tunnel-ების მეშვეობით.
სტეიკინგის ჯილდოები: შესაძლებელია Hemi-ს ტოკენების სტეიკინგზე განთავსება და სანაცვლოდ veHemi-ს მიღება, რაც მფლობელებს საშუალებას აძლევს მიიღონ ქსელის ჯილდოები, მათ შორის ბლოკის ჯილდოები და ტრანზაქციის საკომისიოები.
Hemi (HEMI) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 23 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ HEMI იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 43-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 17-დან 19 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს Hemi-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 100 მილიონი HEMI, რაც დასაწყისში გამოშვებული ტოკენების მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა Hemi-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Hemi არის მოდულური, მე-2 დონის ბლოკჩეინი, რომელიც მიზნად ისახავს Bitcoin-ის და Ethereum-ის ერთ პლატფორმად გაერთიანებას. Hemi-ს ვირტუალური კომპიუტერის შემოთავაზებით, რომელიც უზრუნველყოფს Bitcoin-ის მონაცემებზე პირდაპირ წვდომას, იყენებს Proof of Proof კონსენსუსის მოდელს და ეფუძნება Bitcoin-ს, ქსელი წარმოგვიდგენს ინფრასტრუქტურას, სადაც შესაძლებელია აპლიკაციებისთვის ორივე ეკოსისტემის მახასიათებლების ეფექტურად გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ორიენტირებულია Bitcoin-ის შესაძლებლობების გაფართოებაზე, იგივე არქიტექტურას შეუძლია მოემსახუროს აპლიკაციების ფართო სპექტრს, დაწყებულიDeFi-ით და კროს-ჩეინ ლიკვიდურობით და დამთავრებული Web3 სერვისებით, რომლიც მოითხოვს ეკოსისტემებს შორის ნდობის საჭიროების არმქონე ურთიერთქმედებებს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.