მაქსიმალური მარაგი
კრიპტოვალუტის მაქსიმალური მარაგი არის მონეტების ან ტოკენების ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი ოდესმე იარსებებს. როგორც კი კრიპტოვალუტის რაოდენობა მიაღწევს მაქსიმალურ მარაგს, შეწყდება ახალი ერთეულების
მაინინგი, დამზადება ან სხვა გზით შექმნა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაქსიმალური მარაგი წარმოადგენს ზედა ზღვარს, რომელიც გაწერილია მონეტის არქიტექტურასა და კოდში. ის მოიცავს უკვე შექმნილ და სამომავლოდ გამოსაშვებ ყველა ერთეულს.
კრიპტოვალუტების უმეტესობისთვის მაქსიმალური მარაგი განსაზღვრულია საბაზისო პროტოკოლში გაწერილი წესებით. ეს ლიმიტები, ახალი მონეტების გამოშვების სიჩქარესთან ერთად, ხშირად დგინდება
გენეზისის ბლოკის შექმნის მომენტში, პროექტის საწყის კოდში გაწერილი პარამეტრების შესაბამისად.
ცნობილი მაგალითია
Bitcoin, რომლის ფიქსირებული მაქსიმალური მარაგია 21 მილიონი მონეტა. ახალი Bitcoin-ების მიმოქცევაში გაშვება ხდება მაინინგის ჯილდოების მეშვეობით, რომელთა ზომა დროთა განმავლობაში მცირდება. შესაბამისად, მიმოქცევაში არსებული მონეტების მთლიანი რაოდენობა თანდათან უახლოვდება, თუმცა არასოდეს გადააჭარბებს ამ დაწესებულ ზღვარს.
თუმცა, ყველა კრიპტოვალუტას არ აქვს რაოდენობის წინასწარ განსაზღვრული ლიმიტი. მაგალითად,
Ethereum-ს არ გააჩნია ფიქსირებული მაქსიმალური მარაგი. მისი დამზადების და წვის მექანიზმები უზრუნველყოფს დროთა განმავლობაში ether-ის რაოდენობის ზრდას ან შემცირებას, წინასწარ განსაზღვრული ლიმიტების გარეშე.
სასარგებლოა მაქსიმალური მიწოდების შედარება ორ დაკავშირებულ ტერმინთან.
საერთო მარაგი მოიცავს უკვე დამზადებულ მონეტებს, მომოქცევიდან სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად
მონეტების წვის მექანიზმის მეშვეობით სამუდამოდ ამოღებული ერთეულების გამოკლებით.
ცირკულირებადი მარაგი კიდევ უფრო ვიწრო ცნებას წარმოადგენს: ის აღნიშნავს მონეტებს, რომლებიც ამჟამად მიმოქცევაშია და ხელმისაწვდომია ბაზარზე. მაქსიმალური მარაგი არის ერთეულების რაოდენობის ზედა ზღვარი, საერთო მარაგი არის ერთეულების დღეისათვის არსებული რაოდენობა, ხოლო ცირკულირებადი მარაგი არის საზოგადოების მიერ ამჟამად აქტიურად გამოყენებული ერთეულების რაოდენობა.
წინასწარ განსაზღვრული მაქსიმალური მარაგი, გამოშვების სტაბილურ გრაფიკთან ერთად, ხელს უწყობს კრიპტოვალუტის
ინფლაციის დონის მართვას. ახალი მონეტების დამზადების სიჩქარის შემცირების წყალობით, აქტივი დროთა განმავლობაში შესაძლოა უფრო დეფიციტური გახდეს, რამაც, ბევრის აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს მისი ღირებულების ზრდას. ეს შედეგები გარანტირებული არ არის, რადგან ფასები ბაზრის სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ამის გამო, მაქსიმალური მარაგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელსაც ინვესტორები აკვირდებიან პროექტის
ტოკენომიკის ანალიზის დროს. მისი საერთო მარაგთან და ცირკულირებად მარაგთან ერთად განხილვა გვთავაზობს ბევრად უფრო ნათელ სურათს მონეტის პოტენციური გრძელვადიანი ქცევისა და ფასის დინამიკის შესახებ.