UTXO (დაუხარჯავი ტრანზაქციის გამომავალი მონაცემი) არის კრიპტოვალუტის ცალკეული ერთეული, რომელიც მიღებულია, თუმცა ჯერ არ არის დახარჯული. ის წარმოადგენს საფულეში არსებულ „მონეტებს“ და არა ერთიან მიმდინარე ბალანსს.
Ethereum-ის ანგარიშზე დაფუძნებული მოდელისგან განსხვავებით, UTXO მოდელის შემთხვევაში არ ხდება გლობალური ანგარიშის ბალანსის წარმოება. მფლობელობის კონტროლი ხორციელდება დაუხარჯავი ტრანზაქციის გამომავალი მონაცემების ჯაჭვის მეშვეობით, რაც ტრანზაქციების პარალელურ ვალიდაციას უფრო ეფექტურს ხდის.
UTXO-ები უზრუნველყოფს ორმაგი ხარჯვის პრევენციას პროტოკოლის დონეზე. როდესაც ტრანზაქცია UTXO-ს იყენებს შემავალი მონაცემის სახით, ის მუდმივად მოინიშნება, როგორც დახარჯული და მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელი ხდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტის ტრანზაქციები შედგება შემავალი და გამომავალი მონაცემებისგან. როდესაც ტრანზაქცია იქმნება, მომხმარებელი იღებს ერთ ან რამდენიმე UTXO-ს და იყენებს მათ შემავალი მონაცემების სახით. მომხმარებელი ამატებს საკუთარ ციფრულ ხელმოწერას შემავალ მონაცემებში მითითებული თანხის მფლობელობის დასადასტურებლად, რის შემდეგაც ხდება გამომავალი მონაცემების გენერირება. ამის შემდეგ გამოყენებული UTXO-ები ითვლება დახარჯულად და მათი ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელი ხდება. ამ ტრანზაქციის გამომავალი მონაცემები ხდევა ახალი UTXO-ები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომავლო ტრანზაქციაში.
შემავალ მონაცემად გამოყენებული UTXO-ები არსებობს და არ არის დახარჯული.
შემავალი მონაცემებში მითითებული საერთო თანხა გამომავალ მონაცემებში მოცემულ თანხის ტოლია ან მასზე მეტია (სხვაობა გადაეცემა მაინერებს საკომისიოების სახით).
თითოეულ შემავალ UTXO-ზე დამატებული გამომგზავნის ხელმოწერა ვალიდურია.
თუ ყველა ეს პირობა შესრულებულია, შემავალი UTXO-ები მოინიშნება დახარჯულად, ხოლო ახლად შექმნილი UTXO-ები ემატება UTXO-ების ნაკრებში - ხარჯვისთვის ხელმისაწვდომი ტრანზაქციების გლობალურ მონაცემთა ბაზაში.
ელისს საკუთარ საფულეში აქვს 0,45 BTC. ეს წარმოადგენს არა ერთი მონეტის ნაწილს, არამედ UTXO-ების ნაკრებს: კერძოდ, ერთი UTXO-ს ღირებულებაა 0,4 BTC, ხოლო მეორის - 0,05 BTC. ორივე მათგანი წარმოადგენს წარსულში განხორციელებული ტრანზაქციების გამომავალ მონაცემებს.
ამ მომენტისთვის უკვე დაიხარჯა 0,4 BTC UTXO, რის შედეგადაც შეიქმნა ორი ახალი UTXO: ერთის ღირებულებაა 0,3 BTC (ეკუთვნის ბობს) ხოლო ერთი ხურდის სახით დაუბრუნდა ელისს.
თუ ელისი გადაწყვეტს 0,42 BTC-ის გადარიცხვას, მან ტრანზაქციაში უნდა გააერთიანოს ორივე UTXO (0,4 + 0,05 = 0,45 BTC), ხურდის სახით კი დაიბრუნებს 0,03 BTC-ს.
UTXO-ების ნაწილ-ნაწილ დახარჯვა შეუძლებელია. ტრანზაქციის შექმნის დროს ისინი სრულად გამოიყენება, რის შემდეგაც იქმნება ახალი UTXO, რომელიც დარჩენილ თანხას ასახავს. ეს მეთოდი შეგვიძლია ბანკნოტის გამოყენებას შევადარით. თქვენ გამყიდველს გადასცემთ მთლიან ბანკნოტს, სანაცვლოდ კი ხურდას იღებთ.
UTXO მოდელი განსხვავდება ანგარიშებზე დაფუძნებული (account-based) მოდელისგან, რომელსაც Ethereum იყენებს. ძირითადი განსხვავებები შემდეგია:
Bitcoin-ის გარდა UTXO მოდელს კიდევ რადენიმე მსხვილი კრიპტოვალუტა იყენებს:
Bitcoin Cash (BCH)
Litecoin (LTC)
Dogecoin (DOGE)
Zcash (ZEC)
Cardano (ADA) იყენებს გაუმჯობესებული UTXO (eUTXO) მოდელს, რომელშიც დამატებულია სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა და ამავდროულად შენარჩუნებულია UTXO-ების აღრიცხვის მოდელი.
Ethereum და EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინების უმეტესობა იყენებს ანგარიშზე დაფუძნებულ მოდელს.
UTXO არის დაუხარჯავი ტრანზაქციის გამომავალი მონაცემი. ის აღნიშნავს კრიპტოვალუტის ერთეულს, რომელიც შეტანილია ტრანზაქციაში, თუმცა ჯერ არ არის დახარჯული. საფულის ბალანსი წარმოადგენს ამ მისამართთან ასოცირებული ყველა UTXO-ს ერთობლიობას.
UTXO მოდელში (რომელიც გამოიყენება Bitcoin-ის მიერ), ანგარიშის ბალანსები წარმოდგენილია ცალკეული დაუხარჯავი გამომავალი მონაცემების ერთობლიობის სახით. ამ მოდელში არ არსებობს ანგარიშების გლობალური ლეჯერი; მფლობელობის დადასტურება ხდება UTXO-ებზე ვალიდური ციფრული ხელმოწერის დამატების მეშვეობით. ანგარიშზე დაფუძნებულ მოდელში (რომელიც გამოიყენება Ethereum-ის მიერ), თითოეულ მისამართს აქვს ბალანსი, რომლის განახლება ხდება ტრანზაქციის განხორციელების დროს. UTXO მოდელი გვთავაზობს კონფიდენციალურობის უფრო მაღალ დონეს და უფრო მარტივ პარალელურ ვალიდაციას; ანგარიშზე დაფუძნებული მოდელი უფრო მოქნილია და განკუთვნილია სმარტ კონტრაქტების კომპლექსური ალგორითმებისთვის model offers stronger privacy and easier parallel validation; the account model is more flexible for complex smart contract logic.
UTXO „მტვერი“ აღნიშნავს ძალიან მცირე ოდენობის თანხის შემცველ UTXO-ებს, რომელთა ღირებულება იმდენად დაბალია, რომ მის ხარჯვასთან დაკავშირებული ხარჯი (მაინინგის საკომისიოები) აჭარბებს მის რეალურ ღირებულებას. დროთა განმავლობაში ეს „მტვერი“ გროვდება საფულეებში და იწვევს გლობალური UTXO-ების ნაკრების გადავსებას. დაბალი ტრანზაქციის საკომისიოების პერიოდებში ხდება საფულეებში დაგროვილი UTXO „მტვრის“ გაერთიანება, რაც უზრუნველყოფს საფულის მართვის გამარტივებას.
არა. Ethereum იყენებს არა UTXO მოდელს, არამედ ანგარიშზე დაფუძნებულ მოდელს. Ethereum-ზე თითოეულ ანგარიშს აქვს ბალანსი, რომლის განახლება ხდება ტრანზაქციების განხორციელების შემდეგ. ეს დიზაინი უკეთ მიესადაგება Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების არქიტექტურას, თუმცა ფუნდამენტურად განსხვავდება Bitcoin-ის და UTXO-ზე დაფუძნებული სხვა ბლოკჩეინების მიერ გამოყენებული მფლობელობის და ქსელის მდგომარეობის მართვის მეთოდებისგან.
UTXO მოდელი Bitcoin-ის და ბევრი სხვა კრიპტოვალუტის დიზაინის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია. ეს მოდელი გვთავაზობს აქტივების მფლობელობის კონტროლს დაუხარჯავი გამომავალი მონაცემების ჯაჭვის და არა ანგარიშის ბალანსების მეშვეობით. ის წარმოგვიდგენს ორმაგი ხარჯვის პრევენციას, პარალელური ვალიდაციის შესაძლებლობას და გაუმჯობესებულ კონფიდენციალურობას. UTXO-ების მუშაობის პრინციპის ცოდნა სასარგებლოა ყველა მიმხმარებლისთვის, ვისაც შეხება აქვს Bitcoin-ის ტრანზაქციებთან, საფულეების შემუშავებასთან ან მე-2 დონის გადახდის არხებთან.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
ტექსტის სტრიქონი, რომელიც მიუთითებს კონკრეტული საფულის ადგილმდებარეობაზე ბლოკჩეინზე. ხშირ შემთხვევაში, ის ს...