რა არის GMX?

რა არის GMX?

გამოქვეყნებული Nov 16, 2022განახლებული Nov 16, 2023
7m

TL;DR

GMX არის დეცენტრალიზებული, უვადო სვოპის და სპოტის საჯარო ბირჯა. მისი გამოყენებით, ტრეიდერებს შეუძლიათ კრიპტოვალუტით მარტივად ვაჭრობა ბლოკჩეინზე, მხოლოდ მათი საფულეების დაკავშირებით. GMX-ის ადგილობრივ ტოკენს ქვია GMX, რომელიც არის GMX პროტოკოლის მმართველობის, utility და ღირებულების დაგროვების ტოკენი. მომხმარებლებს შეუძლიათ GMX ტოკენების სტეიკინგი და ამის სანაცვლოდ, ისინი მიიღებენ GMX-ის პროტოკოლის საკომისიოს ნაწილს და ისარგებლებენ სხვა უპირატესობებით. დღესდღეობით, GMX-ს გააჩნია Arbitrum და Avalanche ქსელების მხარდაჭერა.

შესავალი

ბლოკჩეინმა და მისმა ფინანსურ და კრიპტოვალუტის სფეროში გამოყენებამ ხელი შეუწყო დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) შემუშავებასა და განვითარებას. საჯარო აღიარება DeFi-მ 2020 წლიდან მოიპოვა, ამ მოვლენას „DeFi ზაფხული“ ეწოდება. დღესდღეობით, GMX-ით ხდება იმის დემონსტრირება, რომ შესაძლებელია ლევერიჯებული უვადო და სპოტ ბირჟაზე ვაჭრობის განხორციელება დეცენტრალიზებული მიდგომით. ამ ტიპის ვაჭრობა ჰგავს ცენტრალიზებულ ბირჟებზე განხორცილებული პროცესების პრინციპს, თუმცა ამ შემთხვევაში, ვაჭრობა ხორციელდება პირდაპირ პირადი კრიპტოვალუტის საფულის გამოყენებით.

რა არის GMX?

GMX გახლავთ დეცენტრალიზებული სპოტ და უვადო ბირჟა, რომლის მომხმარებლებსაც შეუძლიათ BTC-ით, ETH-ითა და სხვა პოპულარული კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პირდაპირ საკუთარი კრიპტო საფულეებით განხორციელება. ცენტრალიზებული ბირჟის მსგავსად, GMX-ის მომხმარებელს შეუძლია სპოტ სვოპების განხორციელება და უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობა 50x-მდე ლევერიჯით. თუმცა, ცენტრალიზებული ბირჟისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მომხმარებლების აქტივები მათ განკარგულებაში რჩება კრიპტოვალუტების საფულეების მეშვეობით.

GMX-ის მიზანია ვაჭრობის გამოცდილების გაუმჯობესება სვოპის საკომისიოების შემცირებით და ფასზე ნულოვანი ზეგავლენის მქონე ვაჭრობის დანერგვით. ვაჭრობა ხორციელდება მრავალი ადგილობრივი აქტივის პულში, GLP-ში, სადაც საკომისიოების მიღება ხდება ლიკვიდურობის პროვაიდერებისგან. გარდა ამისა, GMX ფასის დინამიკის შესანარჩუნებლად იყენებს Chainlinck Oracle-ებს, რათა მოხდეს ფასების აგრეგაცია სხვა, უფრო ფართო მოცულობის ბირჟებისგან.

GMX გამოყენებაში ჩაეშვა Arbitrum One ბლოკჩეინზე, 2021 წლის სექტემბერში, ქსელის live რეჟიმში გასვლის შემდეგ. Arbitrum გახლავთ Ethereum-ის მე-2 დონის როლაფი, ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების სისწრაფისა და მასშტაბირებადობის დონის გასაუმჯობესებლად. მოგვიანებით, 2022 წლის იანვარში მოხდა GMX-ის გაშვება Avalanche-ზე, რომელიც ასევე გახლავთ მაღალი სისწრაფის მქონე, EVM-სთან თავსებადი ბლოკჩეინი.

როგორ მუშაობს GMX? 

GMX-ზე ვაჭრობის ხელშეწყობა ხდება მრავალი აქტივის პულით, რომელსაც GLP ეწოდება. მისი შემადგენლობა შემდეგნაირია: 50-55% სტეიბლკოინები, 25% ETH, 20% BTC და 5-10% სხვა ალტკოინები, მაგალითად Chainlink და Uniswap.

პულში ლიკვიდურობის დამატება ხდება მომხმარებლების მიერ GMX ლიკვიდურობის უზრუნველყოფის ტოკენების (GLP) დამზადებისას. GLP-ის დამზადების სანაცვლოდ, მომხმარებლები იღებენ ამ კონკრეტულ ბლოკჩეინზე გენერირებული საკომისიოების სრული ოდენობის 70%-ს. ზოგიერთი ლიკვიდურობის პულისგან განსხვავებით, GLP-ზე არ ფიქსირდება დროებითი ზარალი.

ამ პულის ფარგლებში ლიკვიდურობის პროვაიდერის როლის მორგება და სანაცვლოდ საკომისიოების გამომუშავება ნებისმიერ პირს შეუძლია. იმ მომხმარებლებს კი, რომელთაც უვადო სვოპებით ან სპოტით ვაჭრობა სურთ, ამის განხორციელება მოწოდებული აქტივებით შეუძლიათ. გარდა ამისა, GLP პული ითავსებს ტრეიდერების შემხვედრი მხარის ფუნქციას; ვინაიდან GLP ტოკენების მფლობელები პულში ამატებენ ლიკვიდურობას, რომელიც შემდგომში გამოიყენება ლევერიჯით ვაჭრობისთვის, ისინი მოგებას იღებენ ტრეიდერების მიერ განცდილი ზარალის ხარჯზე — და პირიქით.

GLP ტოკენის დამზადება შესაძლებელია მისი ნებისმიერი ინდექსის აქტივით, ინდექსის აქტივების მოსაპოვებლად კი საჭიროა მისი დაწვა. GMX ტოკენისგან განსხვავებით, მისი სტეიკინგი ხორციელდება ავტომატურად, გადარიცხვა და გადაგზავნა კი შეუძლებელია. GLP-ის ფასი, ჯილდოები და ინდექსის კომპოზიცია სხვადასხვაგვარია Arbitrum-სა და Avalanche-ზე.

რა არის GMX ტოკენი? 

GMX ტოკენი გახლავთ utility და მმართველობის ტოკენი. ტოკენის მფლობელებს მისი გამოყენება ბირჟის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებთან მიმართებაში წარმოებულ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ.

ტოკენის მფლობელები, რომლებიც ახორციელებენ საკუთარი GMX-ის სტეიკინგს იღებენ დამატებით სამ ჯილდოს, რომელიც პროტოკოლის ფარგლებში გამოიყენება მომხმარებელთა დასაჯილდოებლად. პირველ რიგში ხდება პროტოკოლის ფარგლებში გენერირებული საკომისიოების სრული ოდენობის 30%-ის განაწილება GMX-ის სტეიკინგში მონაწილე მომხმარებლებზე. ამ საკომისიოების შეგროვება ხდება მარკეტ-მეიკერებისგან, სვოპის საკომისიოებისგან და ლევერიჯით ვაჭრობისგან, გადახდა კი ხდება ETH-ში ან AVAX-ში.

შემდეგში, სტეიკინგში მონაწილე მომხმარებლები მოიპოვებენ ესქროუზე განთავსებული GMX (esGMX) ტოკენების მიღების შესაძლებლობას. ამ esGMX ტოკენების გამოყენება შეიძლება სტეიკინგში, ჯილდოების სახით, ან ვესტინგში. 12 თვის შემდეგ, მომხმარებლის მიერ ტოკენების ვესტინგში გამოყენების შემთხვევაში, ხდება ტოკენების კვლავ GMX-ზე კონვერტაცია. შესაბამისად, მიღებული esGMX გახლავთ ფიქსირებული სტეიკინგის ფორმა, რომელიც ახდენს ინფლაციისა და მფლობელების მიერ საკუთარი GMX ტოკენების მყისიერად გაყიდვის შემთხვევების პრევენციას.

და ბოლოს, სტეიკინგში მონაწილე მომხმარებლები მოიპოვებენ კოეფიციენტის ქულებს, რომლითაც ხდება სარგებლის ზრდა და გრძელვადიანი მფლობელების დაჯილდოება, ტოკენის ინფლაციის თავიდან არიდების პარალელურად. ეს ორმაგი წახალისება ზრდის GMX-ის მოთხოვნისა და გამოყენების დონეს და ხელს უწყობს პლატფორმის დეცენტრალიზებულ რეჟიმში ფუნქციონირებას.

GMX ტოკენის მაქსიმალური მარაგია 13.25 მილიონი ტოკენი, აქედან ცირკულაციაშია 8.2 მილიონი ტოკენი. ამ ეტაპზე, სტეიკინგში გამოიყენება ცირკულაციაში არსებული ტოკენების 83%-ზე მეტი.

რატომ არის GMX უნიკალური?

სავაჭრო სისტემა

GMX-ის მეშვეობით ტრეიდერებს შეუძლიათ ლევერიჯებული პოზიციების გახსნა სვოპის მარტივი ინტერფეისის გამოყენებით, რომელიც ძალიან ჰგავს ტრადიციულ სავაჭრო პლატფორმებს. გარდა ამისა, GMX არის არაკასტოდიალური ტოკენი და მასთან მიმართებაში არ არსებობს ნდობის საჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, პირდაპირ საკუთარი საფულის გამოყენებით.

მისი ორმაგი ბირჟის მოდელის ფარგლებში მხარდაჭერილია როგორც სპოტ სვოპების განხორციელება, ისე მუდმივი სვოპებით ლევერიჯებული ვაჭრობა. ამით იზრდება კაპიტალის ეფექტურობა, რისი ძირითადი მიზეზიც გახლავთ GLP პულის აქტივების გამოყენების მაღალი დონე, რაც მომხმარებლებს დეპოზიტის განხორციელების მეშვეობით დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს და უმოქმედოდ ყოფნის დროს, ფაქტობრივად, არ უტოვებს.

GMX-ის მეშვეობით შესაძლებელია სავაჭრო პოზიციებზე შესვლა და მათი დატოვება ფასზე ნულოვანი ზეგავლენით. ეს დიზაინი ტრეიდერებს აძლევს შეკვეთების წიგნზე დაფუძნებულ ბირჟებთან შედარებით უკეთესი საწყისი ფასების მოპოვების შესაძლებლობას, ასეთ ბირჟებზე ხშირია ცურვის შემთხვევები. გარდა ამისა, GMX-ის ფარგლებში ხდება Chainlin Oracles-ისა და სხვა ფასის არხების აგრეგაცია ფასის მერყეობის შემცირების მიზნით, რითაც ხდება პოზიციების დაცვა დროებითი ლიკვიდაციის შემთხვევებისგან.

ეკოსისტემა

GMX-ის ფარგლებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებას, DeFi მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მომხმარებელთა ჩართულობასთან და მათ შორის ინსტრუმენტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისი საზოგადოების მიერ შექმნილი ინსტრუმენტები მოიცავს Telegram-ის პოზიციების ბოტს, gmx.house სარეიტინგო დაფას, gmxstats.com გვერდს, Dune Analytics Dashboards-ს და კალკულატორებს, რომელიც გამოიყენება ტრეიდერების, სტეიკინგში მონაწილე პირებისა და ლიკვიდურობის პროვაიდერების მიერ. GMX-ს გააჩნია კოლაბორაციული პროექტების მზარდი სია, რომლითაც იქმნება DeFi ფუნქციები GMX-ის ლეგო ბლოკების მეშვეობით.

გარდა ამისა, საზოგადოება ზრუნავს GMX ეკოსისტემის ფარგლებში მიმდინარე კომუნიკაციის პროცესებზე. მაგალითად, საზოგადოების მიერ მართული ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი The Blueberry Pulse გვაწვდის ინფორმაციას GMX ეკოსისტემაში დანერგილი სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. The Blueberry Podcast იმავე ქმედებას ახორციელებს აუდიო ფორმატში.

როგორ გამოვიყენოთ GMX  

ვაჭრობა

  1. GMX-ის სავაჭრო ინტერფეისი მოცემულია ფასების დიაგრამასთან ერთად. ლევერიჯებული ვაჭრობის დასაწყებად, დააწკაპუნეთ ღილაკზე „Long“ ან „Short“ და მიუთითეთ თქვენი პრეფერენციები. სხვა ყველაფერთან ერთად, GMX-ზე ხელმისაწვდომია მარტივი სპოტ სვოპები დაბალი საკომისიოებით. დააწკაპუნეთ ჩანართზე „სვოპი“, გახსენით ინტერფეისი და განახორციელეთ ტოკენების სვოპი GLP პულში.

  2. პირველი ტოკენი გახლავთ თქვენ მიერ წარმოდგენილი უზრუნველყოფა, შემდეგი ტოკენი კი გახლავთ აქტივი, რომლითაც ვაჭრობთ. ლევერიჯის სლაიდერი მიუთითებს იმ თანხის ოდენობაზე, რომელსაც ისესხებთ GLP პულიდან. მხარდაჭერილია ლიმიტ-შეკვეთები, take profit და stop loss შეკვეთები. 

  3. ღია ვაჭრობები გამოჩნდება ჩანართში „პოზიციები“. უზრუნველყოფის შესატანად ან გამოსატანად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ღილაკზე „რედაქტირება“. ლევერიჯებული ვაჭრობის გახსნისას ან დახურვისას საჭიროა საკომისიოს სახით თქვენი პოზიციის ზომის 0.1 პროცენტის გადახდა. გარდა ამისა, ტრეიდერებს ევალებათ გამოყენებით განსაზღვრული სესხების საათობრივი საკომისიოს გადახდა. დეტალური ინსტრუქციებისთვის, ეწვიეთ მათ ვაჭრობასთან დაკავშირებული დახმარების გვერდს.

სტეიკინგი

თქვენი GMX ტოკენების სტეიკინგში გამოსაყენებლად და ჯილდოების მოსაპოვებლად, უნდა დააკავშიროთ თქვენი საფულე და დააჭიროთ ღილაკზე „სტეიკინგი“.

On-chain ტრანზაქციის თქვენს საფულეში დადასტურების შემდეგ, დაიწყებთ GMX-ის პროტოკოლის საკომისიოების სრული ოდენობის 30%-ის გამომუშავებას და ამის პარალელურად, esGMX და კოეფიციენტის ქულების მიღებას წახალისების სახით.

GMX მომხმარებლის ინტერფეისში დაინახავთ ჯილდოების ზრდის სამ ვარიანტს. გამომუშავებული ჯილდოების სტეიკინგზე განსათავსებლად და მოგების რაოდენობის გასაზრდელად, შეგიძლიათ დააწპუნოთ ღილაკზე „Compound“.

როგორ ვიყიდოთ GMX Binance-ზე

GMX-ის შეძენა შესაძლებელია ისეთ კრიპტოვალუტის ბირჟებზე, როგორიცაა Binance. 

1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით ჩანართებზე [ვაჭრობა] -> [სპოტი]. 

2. საძიებო ველში ჩაწერეთ „GMX“ და იხილეთ ხელმისაწვდომი სავაჭრო წყვილები. მაგალითისთვის განვიხილავთ GMX/BUSD წყვილს.

3. გადადით უჯრაზე [სპოტი] და შეიყვანეთ GMX-ის ის რაოდენობა, რომლის შეძენაც გსურთ. ამ მაგალითში, გამოვიყენებთ საბაზრო შეკვეთას. შეკვეთის დასადასტურებლად, დააწკაპუნეთ ღილაკზე [GMX-ის ყიდვა], შეძენილი GMX დაირიცხება თქვენს სპოტ საფულეში.

რა ელის GMX-ს

GMX-ის საკუთარმა დეცენტრალიზებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ (DAO), GMX DAO-მ, საკუთარი საგზაო რუკა შიდა მმართველობის პროცესის ფარგლებში შეადგინა. GMX-ის მიზანია გახდეს კიდევ უფრო სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული DEX, ლევერიჯით on-chain ვაჭრობისთვის. მიმდინარე საგზაო რუკა მოიცავს:

სინთეტიკური აქტივები

სინთეტიკური აქტივები გახლავთ ტოკენების ახალი კლასი, რომელიც სამომავლოდ გახდება ხელმისაწვდომი ბირჟაზე. სინთეტიკურ კრიპტო აქტივებს ღირებულება ენიჭება ნებისმიერი საბაზისო აქტივისგან, მაგალითად აქციებისგან, საქონელისგან ან ციფრული ვალუტებისგან. არსებითად, ისინი დერივატივების ციფრულ რეპრეზენტაციას წარმოადგენს. 

გაუმჯობესებული UI და UX

GMX-ის კიდევ ერთი მიზანია მომხმარებლის ინტერფეისის (UI) და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება პროტოკოლის ფარგლებში. მაგალითად, იგეგმება პლატფორმაზე TradingView დიაგრამების ინტეგრირება.

X4: პროტოკოლით კონტროლირებადი ბირჟა

GMX-ის შედარებით გრძელვადიანი მიზანია, გახდეს მაღალი დონის ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM), რომელიც სხვა DeFi პროექტებს მისი ლიკვიდურობის პულებზე მუშაობის და საკუთარი პულების ფუნქციების სრულად კონფიგურირების შესაძლებლობას აძლევს. ამ პროექტებს შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა, განსაზღვრონ ნებისმიერი მორგებული მოქმედება, ტოკენების ყიდვასთან და გაყიდვასთან და ლიკვიდურობის დამატებასთან, ან ამოღებასთან დაკავშირებით.

ქსელის გაფართოება

ამ ყველაფერთან ერთად, GMX გეგმავს ბირჟის მესამე ბლოკჩეინის ქსელზე გადაყვანას, Arbitrum-თან და Avalanche-სთან ერთად.

შეჯამება

კრიპტოვალუტით ვაჭრობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. GMX კრიპტოვალუტის საფულის მფლობელ ნებისმიერ პირს აძლევს საკუთარი, გამჭირვალე დეცენტრალიზებული ბირჟის სერვისებით სარგებლის მიღების შესაძლებლობას. პირველ რიგში, ტრეიდერებს შეუძლიათ მისი მუდმივი სვოპის და სპოტის ბირჟის პლატფორმის გამოყენება. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობით და საკუთარი წვლილი შეიტანონ მართვის პროცესებში, GMX ტოკენების ფლობის მეშვეობით. როგორც მიხვდით, პლატფორმის მომავალი GMX საზოგადოების ხელშია; შესაბამისად, ბირჟის მიერ უკვე შემოთავაზებული სერვისების გარდა, სამომავლოდ შესაძლოა შეიქმნას და დაინერგოს ახალი სერვისებიც. 











პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.