ვაჭრობის ფსიქოლოგია: როგორ ვივაჭროთ ემოციების გარეშე
მთავარი
სტატიები
ვაჭრობის ფსიქოლოგია: როგორ ვივაჭროთ ემოციების გარეშე

ვაჭრობის ფსიქოლოგია: როგორ ვივაჭროთ ემოციების გარეშე

გამოქვეყნებული Feb 15, 2023განახლებული Dec 11, 2023
6m

TL;DR

ვაჭრობის ფსიქოლოგია წარმოადგენს ტრეიდერის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ემოციურ ასპექტს. გარკვეულწილად, ყოველ ტრეიდერს აქვს საკუთარი ემოციური ტრიგერები. ორი მთავარი ემოცია, რომელიც ყველაზე მეტად ზემოქმედებს ტრეიდერებზე, გახლავთ შიში და სიხარბე — ორივე მათგანმა შესაძლოა ტრეიდერი მიიყვანოს ნაკლებ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებამდე, მაგალითად მხოლოდ ერთ აქტივზე კონცენტრირება, ან შიშის საფუძველზე, საკუთარი აქტივების პანიკურად გაყიდვა. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრეიდერს გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა გააჩნია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განახორციელოს ტექნიკური და საფუძვლიანი ანალიზი მაღალ დონეზე, სუსტი და მშფოთვარე გონება, რომელზეც ემოციები მარტივად ზემოქმედებს, შესაძლოა ძლიერ საზიანო აღმოჩნდეს მათი პორტფოლიოსთვის — განსაკუთრებით, ისეთ მერყევ სავაჭრო გარემოში, როგორიც კრიპტოა.

რა არის ვაჭრობის ფსიქოლოგია?

ვაჭრობის ფსიქოლოგია ეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რა სტრატეგიით ივაჭრებენ ადამიანები ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა კრიპტოს, ან აქციების ბაზარი. მას საფუძვლად უდევს იდეა იმის შესახებ, რომ ემოციებმა შესაძლოა საკმაოდ დიდი გავლენა იქონიონ ტრეიდერის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. 

მაგალითად, სიხარბემ შესაძლოა ტრეიდერს უბიძგოს დიდი რისკის შემცველი გადაწყვეტილების მიღებისკენ, როგორიცაა, მაგალითად კრიპტოვალუტის ყიდვა მისი ფასის მაქსიმალურად ზრდის დროს. ამის საპირისპიროდ, შიშის გრძნობა შესაძლოა ტრეიდერის მიერ ბაზრის ნაადრევად დატოვების მიზეზი გახდეს.

FOMO (რაიმეს გამოტოვების შიში) განსაკუთრებით ხშირია ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული აქტივის ღირებულება მკვეთრად იზრდება დროის მოკლე მონაკვეთში. ასეთი შემთხვევების დროს, არსებობს იმის შანსი, რომ კონკრეტულმა პირმა საბაზრო გადაწყვეტილებები მიიღოს ემოციების და არა ლოგიკის და გონივრული მიზეზების საფუძველზე.

ემოციები გავლენას ახდენს ყველა ტრეიდერზე. ადამიანთა უმეტესობისთვის, თანხის დაკარგვა საკმაოდ მძიმე გამოცდილებაა, ამავდროულად, დიდი სიხარულის მომტანია თანხის გამომუშავების პროცესი. 

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაჭრობისას იმის ცოდნა, თუ როგორაა თქვენი გონება მოწყობილი

ვაჭრობის დროს ყველაზე ხშირი ემოციებია შიში და სიხარბე. 

შიშმა შესაძლოა ტრეიდერს გაუჩინოს ყველა რისკის თავიდან არიდების სურვილი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტრეიდერის მიერ ყველაზე წარმატებული ვაჭრობის გამოტოვება. მეორე მხრივ, სიხარბემ შესაძლოა ტრეიდერს გაუჩინოს სურვილი, საკუთარ თავზე მაქსიმალურად აიღოს რისკები, მოგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. ასეთი შემთხვევებია აქტივების ყიდვა მისი ფასის მაქსიმალურად ზრდის დროს. 

გამოცდილმა ტრეიდერმა იცის, თუ როგორ დაიჭიროს ბალანსი შიშისა და სიხარბის გრძნობებს შორის. შიშის გრძნობა ტრეიდერებს აარიდებს არასაჭირო რისკების საკუთარ თავზე აღებას, ხოლო სიხარბე მათ მიანიჭებს მოტივაციას, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა. თუმცა, რომელიმე ემოციაზე გადაჭარბებით დაყრდნობა, როგორც წესი, გამოიწვევს ირაციონალური სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებას. 

ვაჭრობისას სწორი აზროვნების ქონა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საფუძვლიანი ანალიზის წარმოება, ან იმის ცოდნა, თუ როგორ იკითხება დიაგრამა. საკუთარი ემოციების გააზრებითა და კონტროლით, ტრეიდერებს ეძლევათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ზარალის მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობა.

გადაწყვეტილებების ემოციების გარეშე მიღება, რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე გასაკეთებლად. ტრეიდერებს ყოველდღიურად უამრავ ისეთ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება, რომლებიც შესაძლოა გახდეს ემოციური უკუკავშირის გამომწვევი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ასეთი შემთხვევის მაგალითი.

  1. არარეალური მოლოდინები: ვაჭრობა არ არის სწრაფად გამდიდრების სქემა. ვაჭრობაში ამ იდეით ჩართული ადამიანებს უხეში, არასასიამოვნო გზით გამოფხიზლება ელით წინ. ნებისმიერი სხვა უნარის მსგავსად, ვაჭრობის უნარის გამომუშავებაც მრავალწლიან პრაქტიკას და დისციპლინას მოითხოვს.

  2. წაგება: საუკეთესო ტრეიდერებსაც კი აქვთ ცუდი დღეები. ახალბედა ტრეიდერებისთვის, ვაჭრობაში წაგება მძიმედ აღსაქმელი გამოცდილებაა და ხშირად იწვევს მათ მიერ ბაზრის მოტყუების კიდევ უფრო მეტ, წარუმატებელ მცდელობას.

  3. მოგება: მიუხედავად იმისა, რომ მოგება ძალიან კარგი გრძნობაა, მას უარყოფითი მხარეც აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოგების შემდეგ, ტრეიდერებს შესაძლოა გაუღვივდეთ ზედმეტი თავდაჯერებულობის, ან დაუმარცხებლობის გრძნობა და შეექმნათ წარმოდგენა, რომ მათ არ შეუძლიათ წაგება. ამ ყველაფერმა შესაძლოა ისინი მიიყვანოს უფრო სარისკო გადაწყვეტილებებამდე, საბოლოოდ კი, ზარალამდე. 

  4. ბაზრის განწყობა და სოციალური მედია: ახალბედა ტრეიდერებზე მარტივად ახდენს ზეგავლენას ის, თუ რას ამბობს ხალხი ინტერნეტ-სივრცეში. სოციალურ მედიაში გავრცელებული უარყოფითი განწყობა შესაძლოა გახდეს შიშის გამომწვევი, რაც, თავის მხრივ გამოიწვევს ე.წ. პანიკურ გაყიდვას. არანაკლებ არაგონივრულია, რომ ტრეიდერი ბრმად მიჰყვეს ინფლუენსერის რჩევებს და მათ საფუძველზე იყიდოს კონკრეტული ტოკენი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ინფლუენსერის სპონსორის ზემოხსენებული ტოკენის პროექტი, რომელიც აფინანსებს მის მიერ ამ ტოკენის რეკლამირებას.

როგორ შეიძლება ვაჭრობის ფსიქოლოგიის იმისთვის გამოყენება, რომ გავხდეთ უკეთესი ტრეიდერი

იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაში

დაისახეთ მიღწევადი მიზნები. რეალისტური გეგმა იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გსურთ, დაგეხმარებათ არარეალური მოლოდინებით გამოწვეული გადამეტებული ვაჭრობის და მეტისმეტი ემოციურობის თავიდან არიდებაში. ის ასევე დაგეხმარებათ გრძელვადიან გეგმებზე კონცენტრირებაზე, ნაცვლად მოკლევადიანი მოგებების, ან წაგებებისა.

შეისვენეთ 

რეგულარული ინტერვალებით შესვენებამ შესაძლოა უზრუნველყოს მეტად საჭირო პერსპექტივა და სიცხადე იმის შესახებ, თუ რა პოზიციაზე დგას ყველაფერი. ზედიზედ რამდენიმე მომგებიანი ვაჭრობის შემდეგ, ჯობია უკან დაიხიოთ, ვიდრე ეს ყველაფერი გადამეტებულ ვაჭრობაში შეგითრევთ. გარდა ამისა, ღამეების გათენება "გადაგწვავთ" და შედეგად, გამოიწვევს თქვენ მიერ ნაკლებ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას. შესვენება სასარგებლოა არა მხოლოდ თქვენი პორტფოლიოსთვის, არამედ თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის.

ისწავლეთ შეცდომებზე

ყველა უშვებს შეცდომას ვაჭრობისას. ნაცვლად საკუთარ თავზე გაბრაზებისა, ან უარეს შემთხვევაში, თქვენი დანაკარგის უფრო მეტი კაპიტალით ანაზღაურების მცდელობისა, დაბრუნდით მოვლენათა ჯაჭვის დასაწყისში და გააანალიზეთ, თუ სად მოხდა შეცდომა. შეიმუშავეთ ახალი სტრატეგიები იმის საფუძველზე, თუ რა ისწავლეთ წარსული შეცდომებიდან და შედეგად, სამომავლოდ უფრო მომზადებული შეხვდებით ასეთ შემთხვევებს. 

დააწესეთ წესები  

შექმენით დეტალური სავაჭრო გეგმა და მიჰყევით მას. ეს გეგმა განსაზღვრავს თქვენს მიდგომას სხვადასხვა სიტუაციისადმი და დაგეხმარებათ სტრესულ დროს საკუთარი ემოციების კონტროლში. ამის მაგალითებია stop-loss-ები და take-profit-ები, იმის შეზღუდვა, თუ რა რაოდენობით თანხის მოგება, ან წაგება შეგიძლიათ ერთი დღის განმავლობაში და რისკის მართვის სტრატეგია, თქვენი სურვილისამებრ. 

ნათლად განსაზღვრული გეგმის გათვალისწინებით, ზუსტად გეცოდინებათ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ისე, რომ ემოციურ უკუკავშირს არ მისცეთ თქვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ჩაშლის საშუალება, იმის გარანტიით, რომ არ გადაუხვევთ საწყისი გეგმიდან, რომელიც დაისახეთ კონკრეტულ პოზიციაზე შესვლამდე. 

განსხვავებულია თუ არა ვაჭრობის ფსიქოლოგია კრიპტო სფეროში?

სავაჭრო ფსიქოლოგია მოქმედებს აქტივების ნებისმიერი კლასისთვის, მათ შორის კრიპტოსთვისაც. ადამიანები გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსნი არიან, განსაკუთრებით, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. მაგალითად, ადამიანთა უმეტესობას არ სიამოვნებს თანხის დაკარგვა და პირიქით. გარდა ამისა, ნებისმიერი აქტივის ტრეიდერები გრძნობენ აღფრთოვანებას, როდესაც უწყვეტი წარმატების პერიოდში აღმოჩნდებიან. 

მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე უნიკალური ფსიქოლოგიური გამოწვევა, რომელთან დაპირისპირებაც უწევთ კრიპტო ტრეიდერებს.

საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, რომელიც შაბათ-კვირას არ მუშაობს, კრიპტოვალუტის ბაზარი ღიაა 24/7. შედეგად, კრიპტო ტრეიდერებს უწყვეტ რეჟიმში აქვთ წვდომა სავაჭრო ინსტრუმენტებზე, საკუთარ აქტივებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოტენციურ შესაძლებლობებზე. იმ ტრეიდერისთვის, რომელიც მიდრეკილია ემოციებით მოტივირებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებისკენ, 24/7 წვდომის ქონა საკმაოდ სარისკოა. 

გარდა ამისა, კრიპტო ბაზარი ძალიან არასტაბილურია. მონეტების ფასები გაორმაგდა, შემდეგ კი კვლავ საწყის პოზიციამდე დაეცა — ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ დღეში. ფასის ასეთი მკვეთრი რყევები ტრეიდერებისგან მოითხოვს სწრაფად ფიქრისა და დისციპლინის ძლიერი გრძნობის შენარჩუნების უნარის ქონას. 

მაგალითად, პროფესიონალი ტრეიდერები დაუფიქრებლად არ იჭერენ საქმეს სწრაფად მზარდ აქტივთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა საუბრობს მასზე; ასევე, ისინი არ იღებენ საკუთარი კაპიტალის სრულად გარისკვის გადაწყვეტილებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ბაზარი იმ დღეს ფასის ზრდის პოზიციაზე იხურება.

შეჯამება

ემოციები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა კრიპტოთი ვაჭრობის პროცესში. თქვენი ემოციების კონტროლის სწავლა იმის გათვალისწინებით, თუ როგორაა თქვენი გონება მოწყობილი და რა მოქმედებს მასზე ემოციური თვალსაზრისით, ფასდაუდებელი უნარია, რომელიც თავიდან აგარიდებთ მოგებისკენ უკონტროლო სწრაფვას და პანიკური ეპიზოდებით გამოწვეულ თქვენი პორტფოლიოს ლიკვიდაციის საფრთხეს. 

საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ გავხდეთ კარგი ტრეიდერი, საჭიროა წლების განმავლობაშ უწყვეტი სწავლა და პრაქტიკა. ვაჭრობით გამდიდრების სწრაფი და მოკლე გზა არ არსებობს. მიჰყევით თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე მორგებულ სტრატეგიას, განაგრძეთ ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და არ მისცეთ შიშს, ან სიხარბეს იმის საშუალება, მიგაღებინოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვეულებრივ არ მიიღებდით. 

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და გაფრთხილება რისკის შესახებ: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე.