რა არის Somnia (SOMI)?

რა არის Somnia (SOMI)?

განახლებული Sep 2, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Somnia არის EVM-თან თავსებადი 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომლის დანიშნულებაა რეალური დროის, მრავალ მომხმარებელზე გათვლილი აპლიკაციების გაშვება, როგორიცაა გეიმინგი და დეცენტრალიზებული სოციალური პლატფორმები.

  • Somnia გვთავაზობს ოთხ ძირითად ინოვაციას: სმარტ კონტრაქტების სწრაფად აღსრულებას, პერსონალიზებულ მონაცემთა ბაზას (IceDB), MultiStream კონსენსუსის მექანიზმს და მონაცემთა შეკუმშვის გაუმჯობესებულ სისტემას.

  • SOMI წარმოადგენს ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგის მეშვეობით ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მომხმარებლებისთვის მმართველობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის მისაცემად.

somnia somi cta ბანერი

რა არის Somnia?

Somnia არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომლის დანიშნულებაა რეალური დროის, მრავალ მომხმარებელზე გათვლილი აპლიკაციების მხარდაჭერა, როგორიცაა გეიმინგი, სოციალური პლატფორმები და მეტასამყაროს ეკოსისტემები. ქსელის შექმნის მიზანი იყო არსებული ბლოკჩეინების გამტარუნარიანობის შეზღუდვების აღმოფხვრა. მისი ტესტირების დროს დაფიქსირდა, რომ მას შეუძლია წამში 1 მილიონზე მეტი ტრანზაქციის (TPS) აღსრულება 1ოო განაწილებული ნოდის მეშვეობით. 

Somnia სრულად თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM), რაც დეველოპერებს აძლევს Ethereum-ის ინსტრუმენტებისა და სმარტ კონტრაქტების გამოყენების შესაძლებლობას მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის გარეშე. ქსელის ადგილობრივი ტოკენია SOMI, რომელიც ეკოსისტემაში გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის, ვალიდატორების ჯილდოების გასაცემად და მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად.

როგორ მუშაობს Somnia

აჩქარებული თანმიმდევრული აღსრულება 

ბლოკჩეინების უმეტესობაზე, მაგალითად Ethereum-ზე, სმარტ კონტრაქტების აღსრულება ხდება ვირტუალურ კომპიუტერში, რა დროსაც თითოეული ინსტრუქცია თანმიმდევრობით სრულდება. Somnia იძლევა კონტრაქტების ოპტიმიზებულ მანქანურ კოდში კომპილაციის შესაძლებლობას, რისი წყალობითაც მათი აღსრულება ადგილობრივი კომპიუტერული უზრუნველყოფის სიჩქარით ხდება.

​​ტესტირების დროს დაფიქსირდა, რომ მილიონობით ტოკენის გადარიცხვის განხორციელება წამის მეათედებშია შესაძლებელი. რადგან კომპილაცია მეტ რესურსს მოითხოვს, ეს პროცესი ჩვეულებრივ გამოიყენება იმ კონტრაქტებისთვის, რომლებზე მოთხოვნაც ყველაზე ხშირად იგზავნება, ხოლო ნაკლებად გამოყენებული კონტრაქტების აღსრულება კვლავ სტანდარტული მეთოდით ხდება.

IceDB

ბლოკჩეინი მუდმივად ახორციელებს ისეთი მონაცემების წაკითხვას და ჩაწერას, როგორიცაა ბალანსები, კონტრაქტები და ტრანზაქციის ჩანაწერები. Somnia იყენებს პერსონალიზებულ მონაცემთა ბაზას, სახელწოდებით IceDB, რომლის დიზაინი სწრაფი და პროგნოზირებადი მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, მისი ოპერაციების სიჩქარე ნანოწამებში იზომება. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ინტეგრირებული სნეპშოტების სისტემა, ქსელს ეხმარება დიდი მოცულობის ინფორმაციის ეფექტურად მართვაში მაღალი აქტიურობის პერიოდებშიც კი.

MultiStream კონსენსუსი

ტრანზაქციების აღსრულების თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის, ბლოკჩეინები იყენებენ კონსენსუსის მექანიზმებს. Somnia იყენებს მოდელს, სახელწოდებით MultiStream კონსენსუსი, სადაც თითოეული ვალიდატორი ინახავს ტრანზაქციების საკუთარ „მონაცემთა ჯაჭვს“. ამის შემდეგ ეს მონაცემთა ჯაჭვები ერთიანდება ცალკეულ კონსენსუსის ჯაჭვში, სადაც ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის გამოიყენება Proof of Stake (PoS) სისტემა, რომელიც Byzantine Fault Tolerance-ის (BFT) მსგავსია.

ფუნქციების მსგავსი განაწილება იძლევა რამდენიმე ვალიდატორის მიერ ტრანზაქციების პარალელურად აღსრულების შესაძლებლობას, ამიტომ აღარ არის საჭირო, რომ ყველა ვალიდატორი დაელოდოს ერთი ბლოკის დასრულებას. კონსენსუსის ჯაჭვის წყალობით ვალიდატორებს არ შეუძლიათ საკუთარი მონაცემთა ჯაჭვის შეუმჩნევლად შეცვლა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და, ამავდროულად, მაღალ გამტარუნარიანობას.

მონაცემთა შეკუმშვის გაუმჯობესება

მილიონობით ტრანზაქციის დამუშავება მოითხოვს ბლოკჩეინის ნოდებს შორის მნიშვნელოვანი ზომის მონაცემების გადაგზავნას. ამ პროცესის სამართავად, Somnia იყენებს მონაცემთა შეკუმშვის მეთოდებს და ხელმოწერის აგრეგირებას. 

რამდენიმე ციფრული ხელმოწერის გაერთიანება და ტრანზაქციების ერთიანად ვერიფიკაცია თითქმის იმდენივე დროს მოითხოვს, რამდენსაც ერთი ტრანზაქციის ვერიფიკაცია. მონაცემთა შეკუმშვის სისტემასთან ერთად, ეს მიდგომა ამცირებს ქსელზე დატვირთვას, რისი წყალობითაც იზრდება მისი გამტარუნარიანობა სისტემის გადატვირთვის საფრთხის გარეშე.

გამოყენების გზები

Somnia-ს მიზანია Web3 აპლიკაციების მასშტაბირება და მათთვის Web2 პლატფორმებისთვის დამახასიათებელი რეაგირების უნარის მინიჭება. მისი არქიტექტურა გათვლილია დიდი რაოდენობით ტრანზაქციების დამუშავებაზე და დადასტურების დროების შემცირებაზე, რისი წყალობითაც ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებისთვის. ამის მაგალითებია:

გეიმინგი (GameFi)

Somnia-ს ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარის წყალობით შესაძლებელია შეიქმნას თამაშები, რომელთა გაშვება მთლიანად ბლოკჩეინზე იქნება შესაძლებელი. მსგავსი თამაშების მონაწილეებს შეეძლებათ გახდნენ თამაშში გამოყენებული აქტივების პირდაპირი მფლობელები, რაც თამაშებს მისცემს ცალკეული კომპანიისგან დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას. ასევე შესაძლებელი გახდება საზოგადოების მიერ მართული მოდიფიკაციებისა და გაფართოების პაკეტების დამატება, რისი წყალობითაც თამაში გააგრძელებს განვითარებას, სანამ ის მოთამაშეებისთვის საინტერესო იქნება.

სოციალური მედია (SocialFi)

ქსელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სოციალური პლატფორმების გასაშვებად, სადაც მომხმარებლის ანგარიშები, პოსტები და ფოლოვერების ქსელები შეინახება ბლოკჩეინზე. ეს მიდგომა მომხმარებლებს და დეველოპერებს აძლევს საკუთარ მონაცემებზე კონტროლის შენარჩუნების და მათი სხვა პლატფორმებზე გადატანის შესაძლებლობას, რისი წყალობითაც ისინი აღარ იქნებიან დამოკიდებულნი ერთ სერვისზე. 

მეტასამყარო

Somnia შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვირტუალური სამყაროების ინფრასტრუქტურის სახით, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ აქტივები, ავატარები და ინტერფეისები გადაიტანოთ ერთი ეკოსისტემიდან მეორეზე. Somnia წარმოგიდგენთ Metaverse ბრაუზერს, რომელიც გთავაზობთ მის ეკოსისტემასთან წვდომას, ინტეგრირებულ Web3 საფულეს და მარტივ ინტერფეისს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) გამოყენებას.

დეცენტრალიზებული ფინანსები‑ (DeFi)

ქსელის ეფექტურობის წყალობით, მას შეუძლია უზრუნველყოს უფრო კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მხარდაჭერა, როგორიცაა სრულად on-chain ლიმიტ შეკვეთების წიგნები. ეს სისტემები გვთავაზობს როგორც ცენტრალიზებული ბირჟებისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს, ასევე დეცენტრალიზებული სისტემის მახასიათებლებს, როგორიცაა გამჭვირვალობა და მომხმარებლის მიერ საკუთარი აქტივების მართვა.

რეალური დროის აპლიკაციები

Somnia-ს დიზაინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყოველდღიური ციფრული სერვისებისთვის, რომელთაც ესაჭიროება სწრაფი რეაგირება, მაგალითად მესენჯერის აპლიკაციები, ონლაინ სავაჭრო პლატფორმები ან სტრიმინგის პლატფორმები. ამ ტიპის აპლიკაციების პირდაპირ ბლოკჩეინზე გაშვება გვთავაზობს როგორც Web2-ის პრაქტიკულობას, ასევე Web3-ის საჯაროობას და მომხმარებლის მიერ საკუთარი აქტივების მართვის შესაძლებლობას.

Somnia ტოკენი

SOMI ტოკენი წარმოადგენს Somnia ქსელის ადგილობრივ ტოკენს. მისი მაქსიმალური მარაგია 1 მილიარდი ტოკენი და Somnia-ს ეკოსისტემაში ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:

  • გაზის საკომისიოები: SOMI გამოიყენება ქსელზე განხორციელებული ტრანზაქციების, მაგალითად გადარიცხვების, სმარტ კონტრაქტების აღსრულების, NFT-ების დამზადების და სხვა on-chain აქტივობების საკომისიოების გადასახდელად.

  • ვალიდატორის სტეიკინგი: ნოდის გასაშვებად, ტრანზაქციების დასამუშავებლად და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვალიდატორებს მოეთხოვებათ 5 მილიონი SOMI ტოკენის განთავსება სტეიკინგზე. სანაცვლოდ ისინი მიიღებენ ჯილდოებს ტრანზაქციის საკომისიოების და ხაზინის ბონუსების სახით.

  • დელეგირებული სტეიკინგი: SOMI-ს მფლობელებს, რომლებიც თავად არ უშვებენ ვალიდატორის ნოდებს, შეუძლიათ თავიანთი ტოკენები გადასცენ ვალიდატორებს და ამით დაეხმარონ სტეიკინგთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. დელეგატორები იღებენ წილს ვალიდატორების ჯილდოებიდან. ჯილდოების გაცემის წესებს თითოეული ვალიდატორი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

  • მმართველობა: სამომავლოდ, SOMI-ს მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მმართველობის პროცესში და ხმა მისცენ ქსელის განახლებებთან და მისი მუშაობის წესებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

ქსელი იყენებს Delegated Proof of Stake (DPoS) მოდელს, რომელიც ვალიდატორებს და ტოკენების მფლობელებს აძლევს Somnia-ს ეკოსისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.

Somnia (SOMI) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 1 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ SOMI იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 35-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 12-დან 15 აგვისტომდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს SOMI-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 30 მილიონი SOMI, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 3%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა SOMI-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Somnia წარმოადგენს ბლოკჩეინს, რომლის ეფექტურობა თითქმის ტრადიციული ინტერნეტ-სისტემების ანალოგიურია. კონტრაქტების სწრაფად აღსრულების პერსონალიზებული მონაცემთა ბაზის, პარალელური კონსენსუსის და მონაცემთა შეკუმშვის სისტემების მეშვეობით, ქსელი გვთავაზობს რეალური დროის, მრავალ მომხმარებელზე გათვლილი აპლიკაციების ბლოკჩეინზე გაშვების შესაძლებლობას. მისი წყალობით ბლოკჩეინი გასცდება ფინანსების სფეროს და უფრო ფართო დანიშნულებას შეიძენს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.