რა არის Polygon (POL)?

რა არის Polygon (POL)?

გამოქვეყნებული Jun 25, 2021განახლებული Feb 9, 2023
5m

მთავარი დეტალები

  • Polygon (POL) არის მე-2 დონის სისტემა, რომლის დანიშნულებაა Ethereum-ის ქსელი გახადოს უფრო სწრაფი, იაფი და მარტივად გამოსაყენებელი.

  • POL ტოკენი, რომელიც ადრე ცნობილი იყო MATIC-ის სახელწოდებით, გამოიყენება ქსელის მმართველობაში მონაწილეობისთვის, სტეიკინგში და ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად.

  • Polygon ეხმარება დეველოპერებს შექმნან ბლოკჩეინის აპლიკაციები, აჩქარებს ტრანზაქციებს და ამცირებს ხარჯებს Ethereum-ის mainnet-თან შედარებით.

  • ქსელი გაეშვა 2017 წელს და ეწოდებოდა Matic Network, რებრენდინგის შემდეგ კი ის გახდა Polygon, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იყო Web3 აპლიკაციებზე.

აკადემიის კურსების ბანერი

შესავალი

Polygon (POL) არის ქსელი, რომელიც მუშაობს Ethereum-თან ერთად და მისი დანიშნულებაა ტრანზაქციები გახადოს სწრაფი და იაფი. ის შეიქმნა 2017 წელს და თავდაპირველად მას ეწოდებოდა Matic Network. მისი დამფუძნებლები არიან ჯაინტი კანანი, სანდიპ ნაილვალი, ანურაგ არჯუნი და მიჰაილო ბიელიჩი. მისი მიზანი იყო Ethereum-ის ტრანზაქციების რაოდენობის გაზრდა ქსელის შენელების ან ტრანზაქციების ღირებულების გაზრდის გარეშე.

2020 წელს ტოკენების წარმატებული გაყიდვების შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა პროექტისთვის სახელის შეცვლა, რის შემდეგაც მას დაერქვა Polygon. ამის შემდეგ მისი ფოკუსირების სფერო გახდა Web3, რაც გულისხმობს დეცენტრალიზებულ და მომხმარებლის მიერ მართულ ინტერნეტზე ორიენტირებას.

Polygon განვითარდა და გარდაიქმნა სრულფასოვან ორგანიზაციად. მის შემადგენლობაში შედის დეველოპერების გუნდი, სახელწოდებით Polygon Labs. ასევე შეიქმნა ფონდი, რომელსაც ეწოდება Polygon Foundation და რომლის მიზანია მიმდინარე კვლევების და საზოგადოების განათლების მხარდაჭერა. ქსელს ჰყავს ახალი ხელმძღვანელები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ როგორც ტექნოლოგიის, ასევე ბლოკჩეინის სფეროში.

ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლება გაეშვა 2023 წლის ბოლოს. ეს განახლება დაიწყო ძველი MATIC ტოკენების ახალი POL ტოკენებით ჩანაცვლებით და დასრულდა 2024 წლის სექტემბერში. ამ ცვლილებამ ხელი შეუწყო Polygon ქსელის გაფართოებას და სხვა ბლოკჩეინებთან დაკავშირების პროცესის გამარტივებას.

როგორ მუშაობს Polygon

მასშტაბირებადობა და სიჩქარე

Ethereum-ის mainnet ხშირად იტვირთება, რაც იწვევს საკომისიოების ზრდას და ტრანზაქციების აღსრულების პროცესების შენელებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად Polygon იყენებს მე-2 დონის სისტემას, რომელიც ტრანზაქციებს ამუშავებს მთავარი ბლოკჩეინის გარეთ და დასრულებულ ტრანზაქციებს აგზავნის Ethereum-ზე. ეს ამცირებს ქსელის გადატვირთულობას და მნიშვნელოვნად ზრდის მის გამტარუნარიანობას: Polygon-ს შეუძლია წამში 32-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავება, ხოლო ტრანზაქციის საკომისიო ჩვეულებრივ 0,01 აშშ დოლარზე ნაკლებია.

ურთიერთთავსებადობა

Polygon გთავაზობთ ინტეროპერაბელური სკეილინგის ტექნოლოგიების ნაკრებს, როგორიცაა საიდჩეინები და ZK-rollups. ეს იძლევა Ethereum-სა და სხვა ბლოკჩეინებს შორის უწყვეტი კომუნიკაციის საშუალებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Polygon უზრუნველყოფს არსებული ბლოკჩეინ ქსელების დანერგვას და უნიკალური ბლოკჩეინების შექმნას, რომლებიც Ethereum-ის სტანდარტების შესაბამისია.

უსაფრთხოება

Polygon გვთავაზობს მაღალი დონის უსაფრთხოებას, რისთვისაც იყენებს Ethereum-ის უსაფრთხოების მოდელისა და საკუთარი Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმის კომბინაციას. ვალიდატორები საკუთარ POL ტოკენებს განათავსებენ სტეიკინგზე, რაც უზრუნველყოფს როგორც წახალისებების სისტემის მხარდაჭერას, ასევე ბოროტმოქმედებისგან დაცვას.

POL ტოკენი

POL წარმოადგენს MATIC-ის გაუმჯობესებულ ვერსიას. POL-სა და MATIC-ს შორის ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ POL გვთავაზობს უფრო მეტ შესაძლებლობებს Polygon-ის ეკოსისტემაში, MATIC-ის დანიშნულება კი შემოიფარგლება მხოლოდ მისი ორიგინალი PoS ბლოკჩეინით. 

MATIC-იდან POL-ზე გადასვლა დაკავშირებულია როგორც ტექნიკურ, ასევე ეკონომიკურ ცვლილებებთან - POL გამოიყენება უფრო ფართო, მრავალი ბლოკჩეინისგან შემდგარი ქსელის მხარდაჭერისთვის. ეს ცვლილებები ასევე მოიცავს მულტი-ჩეინ სტეიკინგის და მმართველობის მნიშვნელოვანი ფუნქციების დამატებას და Polygon-ის ქსელში საკომისიოების უფრო მეტი აქტივობების მეშვეობით გამომუშავების შესაძლებლობას.

Polygon-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • ტრანზაქციების სიჩქარის გაუმჯობესება: Polygon-ს შეუძლია ტრანზაქციების უფრო სწრაფად დამუშავება, რაც აპლიკაციების უხარვეზო მუშაობას უზრუნველყოფს.

  • ხარჯების შემცირება: საკომისიოები გაცილებით იაფია Ethereum-ის მთავარ ბლოკჩეინთან შედარებით, რაც მომხმარებლებს და დეველოპერებს თანხების დაზოგვის საშუალებას აძლევს.

  • ურთიერთთავსებადობა: Polygon მარტივად უკავშირდება Ethereum-სა და სხვა ბლოკჩეინებს.

  • განვითარების მხარდაჭერა: Polygon გვთავაზობს მასშტაბირების შესაძლებლობას მე-2 დონის და პერსონალიზებული ბლოკჩეინების ერთობლივად მუშაობის მხარდაჭერის მეშვეობით. ის ასევე გვთავაზობს ეკოსისტემის მხარდაჭერის პროგრამებს, რომლებიც პროექტების წამოწყების და განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

უარყოფითი მხარეები

  • Ethereum-ზე დამოკიდებულება: Polygon იყენებს Ethereum-ის უსაფრთხოების სისტემას, ამიტომ Ethereum-ზე დაფიქსირებული პრობლემა ასევე გავლენას მოახდენს Polygon-ზე.

  • POL-ის შეზღუდული ფუნქციები: ის ძირითადად ქსელის utility ტოკენია, ამიტომ მისი პრაქტიკული დანიშნულება და ფუნქციები შეზღუდულია.

Polygon-ის როლი Web3-ის განვითარებაში

Polygon აქტიურად უწყობს ხელს Web3 ინოვაციების დანერგვას ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა Polygon Village 2, რომელიც გაეშვა 2023 წლის ნოემბერში. პროგრამა გრანტებს, მენტორინგს და აქსელერატორების მხარდაჭერას სთავაზობს სტარტაპებს, რომლებიც მუშაობენ Polygon-ის პლატფორმისთვის დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნაზე.

Web3 წარმოადგენს ინტერნეტის არქიტექტურის ევოლუციას, რომლის წყალობითაც მონაცემებზე, ფასეულობებზე და ციფრულ აქტივებზე კონტროლი არა ცენტრალური ორგანიზაციების, არამედ ინდივიდუალური მომხმარებლების ხელშია. Polygon-ის მიზანია შემოგვთავაზოს მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ამ ცვლილების რეალიზაციისთვის, რისთვისაც ის წარმოგვიდგენს „ფასეულობების სისტემას“, სადაც მომხმარებლები ფლობენ და აკონტროლებენ საკუთარ ნამუშევრებსა და ინფორმაციას.

შეჯამება

თავდაპირველად Polygon (POL) წარმოადგენდა ბლოკჩეინის მასშტაბირების ტექნოლოგიების შექმნის Ethereum-თან თავსებად პლატფორმას, მოგვიანებით კი ის გარდაიქმნა ფართო ეკოსისტემად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ბლოკჩეინს და მხარს უჭერს უფრო კომპლექსური ბლოკჩეინ-სისტემების განვითარებას. Polygon Network-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რაც მისი იაფი ტრანზაქციებისა და EVM-თან თავსებადობის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ Polygon-ის უსაფრთხოება კვლავ Ethereum-ზეა დამოკიდებული, სწრაფი ტრანზაქციები, დაბალი საკომისიოები და Web3-ზე ორიენტირება მას მიმზიდველ პლატფორმად აქცევს როგორც ბლოკჩეინის დეველოპერებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.