რა არის Mitosis (MITO)?

რა არის Mitosis (MITO)?

განახლებული Sep 1, 2025
8m

მთავარი დეტალები

  • Mitosis არის 1-ელი დონის მოდულური ბლოკჩეინი, რომლის დანიშნულებაა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ლიკვიდურობის გაუმჯობესება მისი მოქნილობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მეშვეობით.

  • როდესაც მომხმარებლები აქტივებს განათავსებენ Mitosis-ის საცავებში, ისინი იღებენ ჰაბის აქტივებს, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ბლოკჩეინზე განთავსებულ დეპოზიტებს.

  • ჰაბის აქტივების გამოყენება შესაძლებელია ორ ძირითად სისტემაში: ეკოსისტემის კუთვნილ ლიკვიდურობაში (EOL) პასიური შემოსავლის მიღების მიზნით ან Matrix-ში კურირებულ სისტემაში, რაც უფრო მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

  • ეკოსისტემას აქვს სამი ტოკენი: MITO, რომელიც არის utility ტოკენი; gMITO, რომელიც მმართველობაში მონაწილეობის უფლებას იძლევა; და tMITO, რომელიც წარმოადგენს MITO-ს ვადიან დაბლოკილ ვერსიას, რომლითაც შესაძლებელია ბონუსის ჯილდოების გამომუშავება.

რა არის Mitosis?

Mitosis არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც აუმჯობესებს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ხელმისაწვდომობას. ხშირ შემთხვევაში, DeFi პროტოკოლებში ტოკენების დეპოზიტის შემდეგ, ეს აქტივები იბლოკება და სხვაგან მათი გამოყენება შეუძლებელი ხდება, რაც ამცირებს კაპიტალის ეფექტურობას. გარდა ამისა, საუკეთესო შესაძლებლობები, მაგალითად ლიკვიდურობის კამპანიებზე ადრეული წვდომა, ხშირად ხელმისაწვდომია მხოლოდ მსხვილი ინვესტორებისთვის, რაც მცირე ზომის ორგანიზაციებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის. 

Mitosis-ის მიზანია მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, რისთვისაც ის დეპონირებულ აქტივებს აკონვერტირებს ჰაბის აქტივებში, რომლებიც წარმოადგენს მათ ტოკენიზებულ ვერსიებს, რომელთა გადატანაც სხვადასხვა ბლოკჩეინზეა შესაძლებელი. ჰაბის აქტივები შეგიძლიათ განათავსოთ საზოგადოების მიერ მართულ პულებში და მიიღოთ სტაბილური შემოსავალი, ან გამოიყენოთ პერსონალიზებულ სტრატეგიებში უფრო მეტი მოგების მიღების მიზნით.

მონაწილეობის წახალისებისა და ჯილდოების გაცემისთვის, Mitosis იყენებს სამტოკენიან მოდელს:

  • MITO: ადგილობრივი utility ტოკენი, რომელიც გამოიყენება სტეიკინგში, ჯილდოების გასაცემად და ეკოსისტემის აქტივობების მხარდასაჭერად.

  • gMITO: governance ტოკენი, რომელიც მომხმარებელს აძლევს განახლებებთან, პარამეტრებთან და კროს-ჩეინ აქტივობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას.

  • tMITO: MITO-ს ვადიან დაბლოკილი ფორმა MITO რომელიც დროთა განმავლობაში დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. 

როგორ მუშაობს Mitosis

მოდულური არქიტექტურა

Mitosis წარმოადგენს მოდულური დიზაინის მქონე 1-ელი დონის ბლოკჩეინს, რომლის აღსრულების და კონსენსუსის დონეები ერთმანეთისგან განცალკევებულია. აღსრულების დონე სრულად თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM), რისი წყალობითაც, დეველოპერებს აპლიკაციების გასაშვებად შეუძლიათ გამოიყენონ მათთვის ნაცნობი Ethereum-ის კონტრაქტები და ინსტრუმენტები.

კონსენსუსის დონე იყენებს Proof of Stake (PoS) მექანიზმს, მის მხარდაჭერას კი უზრუნველყოფს Comet Byzantine Fault Tolerant (CometBFT) და Cosmos დეველოპერის ინსტრუმენტების ნაკრები (SDK). CometBFT უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო კონსენსუსს, ხოლო Cosmos SDK გვთავაზობს უსაფრთხო და კონფიგურირებადი ბლოკჩეინების შექმნის შესაძლებლობას. მსგავსი სტრუქტურა Mitosis-ს აძლევს Ethereum-ის განახლებების ინტეგრირების და ასევე Cosmos-ის ეკოსისტემის უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას.

ჰაბის აქტივები

hub-and-spoke დიზაინის მეშვეობით, Mitosis-ს შეუძლია დაუკავშირდეს სხვადასხვა ბლოკჩეინებს, როგორიცაა Ethereum, Arbitrum და BNB Chain. როდესაც ტოკენებს განათავსებთ ზემოთ მოცემულთაგან ერთ-ერთ ბლოკჩეინზე არსებულ Mitosis-ის საცავში, სისტემა თქვენთვის დაამზადებს ჰაბის აქტივებს Mitosis-ის ბლოკჩეინზე. თითოეული ჰაბის აქტივი შეესაბამება თქვენ მიერ დეპოზიტზე განთავსებულ აქტივს და მუშაობს, როგორც თქვენი ტოკენების უფრო მოქნილი ვერსია. ჰაბის აქტივების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თანხები მარტივად გამოიყენოთ ეკოსისტემაში და სხვადასხვა სტრატეგიებში, რისთვისაც არ დაგჭირდებათ ისეთი ნელი და კომპლექსური პროცესები, როგორიცაა ხიდების გამოყენება ან ტოკენების შეფუთვა.

ჩვეულებრივ ეს პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

  • თანხების დეპოზიტი: დასაწყისისთვის თქვენ განათავსებთ თქვენს ტოკენებს მხარდაჭერილ ბლოკჩეინზე არსებულ Mitosis-ის საცავში.

  • ჰაბის აქტივების მიღება: თითოეული დეპონირებული ტოკენის სანაცვლოდ, Mitosis ბლოკჩეინზე მზადდება ეკვივალენტური რაოდენობის ჰაბის აქტივები. ეს აქტივები წარმოადგენს თქვენს ტოკენებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სტრატეგიებში.

  • სტრატეგიის არჩევა: ეს ჰაბის აქტივები შეგიძლიათ განათავსოთ ეკოსისტემის კუთვნილ ლიკვიდურობაში (EOL) და მიიღოთ კომიტეტის მიერ მართული პასიური შემოსავალი, ან განათავსოთ Matrix-ში კურირებულ სისტემაში, რაც უფრო მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

  • ტოკენების მიღება: იმის მიხედვით, თუ რომელ ვარიანტს აირჩევთ, თქვენ მიიღებთ miAssets-ს EOL-იდან ან maAssets-ს Matrix-იდან. ეს ტოკენები წარმოადგენს თქვენს პოზიციას სტრატეგიაში, რის შემდეგაც ავტომატურად იწყებთ სარგებლის გამომუშავებას.

  • ჯილდოების მიღება: სტრატეგიების მეშვეობით ხდება შემოსავლის გენერირება და ჯილდოები ირიცხება საცავში. ამის შემდეგ მხადდება ეკვივალენტური ოდენობის ჰაბის აქტივები და გერიცხებათ თქვენს ბალანსზე მტკიცებულებაზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

ძირითადი ფუნქციები

ეკოსისტემის კუთვნილი ლიკვიდურობა (EOL) 

EOL საშუალებას გაძლევთ საკუთარი აქტივები განათავსოთ პულში, სხვა მომხმარებლებთან ერთად, რის შემდეგაც საზოგადოება წყვეტს, თუ როგორ მოხდება ამ ლიკვიდურობის გამოყენება. როდესაც თქვენს ტოკენებს EOL საცავში განათავსებთ, თქვენ მიიღებთ miAssets-ს რაც წარმოადგენს თქვენს წილს პულში. 

სხვადასხვა ბლოკჩეინზე გაშვებული სტრატეგიების მეშვეობით, ამ ტოკენებით ავტომატურად ხდება სარგებლის გენერირება, შესაბამისად თქვენ არ გჭირდებათ თქვენი თანხების ხელით გადატანა ან სხვადასხვა სტრატეგიის ერთმანეთთან შედარება. EOL-ში მონაწილეობით, თქვენ იღებთ სარგებელს უფრო დიდი ზომის ლიკვიდურობის პულებიდან, რომლებიც ადრე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მსხვილი ორგანიზაციებისთვის. თქვენ ასევე გეძლევათ სტრატეგიების მართვის შესაძლებლობა მმართველობაში მონაწილეობის და ხმის მიცემის მეშვეობით.

Matrix

Matrix გვთავაზობს წვდომას DeFi შესაძლებლობებზე გამჭვირვალე პირობებითა და ჯილდოებით. როდესაც ჰაბის აქტივებს განათავსებთ Matrix-ში, თქვენ მიიღებთ maAssets-ს, რომელიც წარმოადგენს სარგებლის გენერირების ტოკენს, რომლითაც მომენტალურად დაიწყებთ მოგების დაგროვებას. ეს DeFi შესაძლებლობები ორგანიზებულია კამპანიებად, რომლებიც წარმოადგენს სხვადასხვა პროტოკოლების მიერ შექმნილ სტრუქტურირებულ პროგრამებს და მათი დანიშნულებაა ლიკვიდურობის მოზიდვა.

თითოეული კამპანია მოიცავს დეტალურ ინფორმაციას, მაგალითად რომელი აქტივებია მხარდაჭერილი, როგორ ხდება ჯილდოების განაწილება და რა რისკები უკავშირდება მას. ამ კამპანიების გაცნობის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, თუ რომელი სტრატეგია შეესაბამება თქვენს მიზნებს. მსგავსი სტრუქტურა გთავაზობთ უფრო მეტ გამჭვირვალობას და კონტროლს თქვენს კაპიტალზე და ამავდროულად DeFi პროტოკოლებს საშუალებას აძლევს გაზარდოს ლიკვიდურობა და მომხმარებელს შესთავაზოს უფრო კონკურენტული პირობები.

ლიკვიდურობის ბუსტერი

ლიკვიდურობის ბუსტერის პროგრამა გთავაზობთ სტანდარტულ სარგებელთან ერთად დამატებით ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას. თანხის შეტანისთვის Binance Wallet აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ დამატებითი MITO ჯილდოები და ასევე ლიკვიდურობის გაზრდაში დაეხმაროთ ახლად შექმნილ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს). ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სარგებელი თქვენი დეპოზიტებიდან და ამავდროულად მხარი დაუჭიროთ Mitosis-ის ეკოსისტემის განვითარებას.

Mitosis-ის ტოკენები

gMITO

gMITO წარმოადგენს Mitosis-ის governance ტოკენს. ამ ტოკენის გამომუშავება შეგიძლიათ MITO-ს სტეიკინგზე განთავსებით ან ვალიდატორის ფუნქციის შესრულებით. gMITO ასევე შეგიძლიათ დააკონვერტიროთ MITO ტოკენში 1:1 თანაფარდობით. თქვენს მფლობელობაში არსებული gMITO-ს რაოდენობა განსაზღვრავს მმართველობაში თქვენი მონაწილეობის უფლების დონეს. gMITO-ს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ განახლებებთან, პარამეტრის ცვლილებებთან და კროს-ჩეინ ოპერაციებთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს. ეს სტრუქტურა საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს უშუალო მონაწილეობა მიიღოს პროტოკოლის ფორმირებაში.

tMITO

tMITO არის MITO-ს ვადიან დაბლოკილი ვერსია, რომელიც გაშვებულ იქნა Genesis Airdrop-ის დროს. ამ ტოკენის ფუნქციები ობლიგაციის მსგავსია: დაბლოკვის პერიოდში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა სტეიკინგი, ვაჭრობა ლიკვიდურობის პულებში ან უზრუნველყოფის სახით გამოყენება. 

დაბლოკვის 180-დღიანი პერიოდის შემდეგ, თითოეული tMITO-ის მეშვეობით შეძლებთ მიიღოთ შეტანილზე 2,5-ჯერ მეტი MITO, პლიუს ბონუსის ჯილდოები. მსგავსი დიზაინი უზრუნველყოფს გრძელვადიანი მონაწილეობის წახალისებას და ასევე მფლობელებს აძლევს ბლოკირების პერიოდში ტოკენების გამოყენების შესაძლებლობას.

MITO

MITO ტოკენი წარმოადგენს Mitosis ეკოსისტემის ადგილობრივ utility ტოკენს. ის გამოიყენება სტეიკინგისთვის, ჯილდოების გამომუშავებისთვის და ქსელის ოპერაციებში მონაწილეობის მიღებისთვის. ვალიდატორებისთვის მეშვეობით MITO-ს სტეიკინგზე განთავსებით, მომხმარებლები ხელს უწყობენ ბლოკჩეინის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ამავდროულად ეძლევათ ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობა. MITO ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის: ამ ტოკენის სტეიკინგზე განთავსების დროს ხდება gMITO-ს გენერირება, რომელიც გთავაზობს პროტოკოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.

Mitosis (MITO) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 29 აგვისტოს, Binance-მა განაცხადა, რომ MITO იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 34-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 3-დან 6 აგვისტომდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს MITO -ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი MITO , რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა MITO -ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Mitosis წარმოგიდგენთ DeFi-ს ლიკვიდურობის გაუმჯობესების ახალ მეთოდს, რისი წყალობითაც ლიკვიდურობა უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი ხდება. დეპონირებული ტოკენები კონვერტირდება ჰაბის აქტივებში, რომელიც შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვადასხვა ბლოკჩეინზე და გამოიყენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტებში, როგორიცაა ეკოსისტემის კუთვნილი ლიკვიდურობა (EOL) და Matrix. ეს ვარიანტები მომხმარებლებს აძლევს არჩევანი გააკეთონ პასიურ, საზოგადოების მიერ მართულ სარგებლის მიღების ინსტრუმენტსა და გამჭვირვალე პირობების და ჯილდოების მქონე კურირებულ შესაძლებლობებს შორის. 

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.