რა არის Lombard (BARD)?

რა არის Lombard (BARD)?

განახლებული Sep 18, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Lombard წარმოადგენს Bitcoin-ის ინფრასტრუქტურის პროტოკოლს, რომელიც გვთავაზობს ლიკვიდურობის სტეიკინგს LBTC-ის, კროს-ჩეინ ინტეგრაციის და სარგებლის სტრატეგიებზე წვდომის მეშვეობით.

  • პლატფორმა იყენებს LBTC-ს, რაც წარმოადგენს Bitcoin-ის ლიკვიდურ, სარგებლის გენერირებად ვერსიას, რომელიც დაცულია Lombard-ის უსაფრთხოების კონსორციუმის მიერ და ინტეგრირებულია Babylon სტეიკინგში.

  • Lombard გვთავაზობს სარგებლის გენერირების საცავებს და DeFi-ს სავაჭრო ბირჟას, რაც უზრუნველყოფს ეკოსისტემებში LBTC-ის გაშვების ავტომატიზაციას.

  • BARD არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება მმართველობის, სტეიკინგის, წახალისების და Lombard-ის ეკოსისტემაში მონაწილეობის მისაღებად.

lombard-ის ზოლი cta ბანერი

რა არის Lombard?

Lombard წარმოადგენს Bitcoin-ის ინფრასტრუქტურის პროტოკოლს, რომელიც გვთავაზობს ლიკვიდურობის სტეიკინგს LBTC-ის, კროს-ჩეინ ინტეგრაციის და სარგებლის სტრატეგიებზე წვდომის მეშვეობით. პროტოკოლი წარმოგვიდგენს LBTC-ს - Bitcoin-ის ლიკვიდურ, სარგებლის გენერირებად ვერსიას, რომელიც 1:1 თანაფარდობით არის უზრუნველყოფილი ადგილობრივი BTC-ით. LBTC-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ Bitcoin-ის სტეიკინგი, მიიღოთ სარგებელი და გამოიყენოთ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციებში თქვენს საბაზისო აქტივებზე წვდომის შენარჩუნებით.

გარდა ამისა, Lombard გვთავაზობს საცავებს და DeFi სავაჭრო პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს Bitcoin-ის სარგებლის გენერირების კურირებულ სტრატეგიებსა და სტრუქტურირებულ ფინანსურ პროდუქტებს. პლატფორმის ოპერაციების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Lombard-ის უსაფრთხოების კონსორციუმი, რომელიც წარმოადგენს ტრანზაქციების ვალიდაციაზე და სისტემის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციების ჯგუფს.

LBTC

LBTC არის Bitcoin-ის ტოკენიზებული ვერსია, რომელიც 1:1 თანაფარდობით არის უზრუნველყოფილი ადგილობრივი Bitcoin-ით. ტრადიციული შეფუთული Bitcoin-ისგან განსხვავებით, LBTC-ს შეუძლია სარგებლის გენერირება. როდესაც სტეიკინგს Lombard-ის მეშვეობით ახორციელებთ, თქვენი BTC დაცულია Babylon-ის Bitcoin-ის სტეიკინგის პროტოკოლის მეშვეობით, რაც ჯილდოების გამომუშავების და LBTC-ის ღირებულების დროთა განმავლობაში გაზრდის საშუალებას იძლევა.  LBTC მრავალ ბლოკჩეინზეა ხელმისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ DeFi აქტივობებში, როგორიცაა სესხის გაცემა, სესხის აღება ან ლიკვიდურობის უზრუნველყოფა თქვენს საბაზისო აქტივებთან წვდომის შენარჩუნებით.

როგორ მუშაობს Lombard

სტეიკინგი Babylon-ის მეშვეობით

Lombard-ის მუშაობა დაფუძნებულია Babylon-ის Bitcoin-ის სტეიკინგის პროტოკოლზე, რაც BTC-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საკუთარი Bitcoin-ის დელეგირება Proof of Stake-ის (PoS) სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი მფლობელებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ ჯილდოები საკუთარი BTC-ის ბლოკჩეინიდან გატანის გარეშე.

როდესაც მომხმარებლები ახორციელებენ BTC-ის დეპონირებას Lombard-ზე, ის განთავსდება სტეიკინგზე Babylon-ის მეშვეობით, ხოლო ჯილდოები სხვადასხვა ტოკენის სახით გენერირდება. ეს ჯილდოები ლიკვიდურ ბაზრებზე იყიდება, კონვერტირდება BTC-ში და ემატება რეზერვს. დროთა განმავლობაში, რეზერვებში დაგროვილმა BTC-ის რაოდენობამ შესაძლოა ცირკულაციაში არსებული LBTC-ის რაოდენობას გადააჭარბოს, ამიტომ პროტოკოლი პერიოდულად აკორექტირებს რეზერვის თანაფარდობას, რაც განსაზღვრავს LBTC-ის დამზადების და BTC-ში კონვერტირების სიხშირეს. ეს პროცესი საშუალებას აძლევს LBTC-ს იყოს სრულად უზრუნველყოფილი Bitcoin-ით და ამავდროულად გამოყენებულ იქნეს სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავებისთვის.

Lombard-ის უსაფრთხოების კონსორციუმი 

Lombard-ის უსაფრთხოების კონსორციუმი წარმოადგენს დამოუკიდებელი წევრების ჯგუფს, რომელიც ვალიდატორებს ქსელის ძირითადი ოპერაციების ვალიდაციაში ეხმარება. კონსორციუმი აკონტროლებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა თანხის შეტანა, გატანა და სტეიკინგი. ეს ჯგუფი ასევე მართავს Lombard-ის ლეჯერს, რაც წარმოადგენს სპეციალურ ბლოკჩეინს, რომელზეც იწერება ყველა ტრანზაქცია და მმართველობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

ეს ლეჯერი წარმოადგენს პროტოკოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ვერიფიცირებად და გადამოწმებად წყაროს. რადგან გადაწყვეტილება რამდენიმე მხარეს შორის შეთანხმების მიღწევას საჭიროებს, კონსორციუმი ამცირებს ერთი პირის ნდობის საჭიროებას და უზრუნველყოფს LBTC-ის მართვის გამჭვირვალობას.

ზოგადად, სტეიკინგის პროცესი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:

  • BTC-ის დეპონირება: თქვენ Bitcoin-ს აგზავნით Lombard-ის მიერ გენერირებულ უნიკალურ მისამართზე, რისთვისაც ირჩევთ LBTC-ის მიმღებ ბლოკჩეინს.

  • LBTC-ის დამზადება: კრიპტოვალუტის შეტანის დადასტურების შემდეგ, პროტოკოლი LBTC-ს აგზავნის არჩეულ ქსელზე. LBTC წარმოადგენს მომხმარებლების მიერ სტეიკინგზე განთავსებულ Bitcoin-ს, რაც უზრუნველყოფს მის ლიკვიდურობას და DeFi-ში გამოყენების შესაძლებლობას.

  • ჯილდოების გენერირება: Babylon-ის Bitcoin-ის სტეიკინგის პროტოკოლის მეშვობით, თქვენი BTC-ის სტეიკინგით ეხმარებით სხვა PoS ქსელების უსაფრთხოებას, ხოლო ჯილდოებს სხვადასხვა ტოკენების სახით იღებთ.

  • ჯილდოების კონვერტაცია: პროტოკოლი ამ ჯილდოებს ლიკვიდურ ბაზრებზე ყიდის და აკონვერტირებს BTC-ში, რომელიც რეზერვებს ემატება.

  • BTC-ის გამოტანა: სტეიკინგიდან გამოტანის შემდეგ თქვენი LBTC იწვება. გამოტანის პერიოდის გასვლის შემდეგ, თქვენს BTC-ს უკან მიიღებთ რეზერვის მიმდინარე თანაფარდობის შესაბამისი ოდენობით.

ძირითადი ფუნქციები

DeFi სავაჭრო ბირჟა

Lombard-ის DeFi სავაჭრო ბირჟა არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მრავალი ბლოკჩეინისა და პროტოკოლის მიერ შემოთავაზებულ Bitcoin-ზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს. ეს სავაჭრო ბირჟა გთავაზობთ სხვადასხვა სტრატეგიებს, როგორიცაა სესხის გაცემა, სესხის აღება, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და საცავის პროდუქტები და ეს ყველაფერი ერთი ინტერფეისის მეშვეობითაა წარმოდგენილი. თითოეული შესაძლებლობა DeFi-ს პარტნიორების მიერ არის შეფასებული და თქვენ შეგიძლიათ მათი გაფილტვრა ბლოკჩეინის, პროტოკოლის ან რისკის პროფილის მიხედვით.

საცავის სტრატეგიები

Lombard გვთავაზობს საცავებს, რომელიც ავტომატურად ანაწილებს LBTC-ს DeFi პროტოკოლებში. LBTC-ის დეპონირების შემდეგ, ის ნაწილდება სხვადასხვა სტრატეგიებზე, როგორიცაა ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, სესხება ან სარგებლის ფარმინგი. ეს საცავები იმართება Lombard-ის მიერ პარტნიორ DeFi პროტოკოლებთან თანამშრომლობით. ისინი პერიოდულად ახდენენ საცავების რებალანსირებას, ჯილდოების რეინვესტირებას და ბაზრის პირობების შესაბამისად კორექტირებას.

Lombard მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებული საცავების სხვადასხვა ტიპს. ზოგიერთი საცავი უპირატესობას მოგების გენერირების სტაბილურ, კროს-ჩეინ ვარიანტებს ანიჭებს, რა დროსაც LBTC-ის დაბანდება ხდება სანდო პროტოკოლებში, ზოგი კი ირჩევს უფრო ახალ ეკოსისტემებს, რომლებიც გვთავაზობს უფრო მაღალ ჯილდოებს. ეს სტრუქტურა LBTC-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ წვდომა დივერსიფიცირებული სარგებლის შესაძლებლობებზე სტრატეგიების თავად მართვის საჭიროების გარეშე.

რისკები და პრობლემები

Lombard-ის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები. მაგალითად, BTC-ის სტეიკინგის დროს არსებეობს სლეშინგის ალბათობა, თუ ვალიდატორები სამუშაოს სათანადოდ არ შეასრულებენ. სტეიკინგიდან აქტივების გამოტანის ცხრადღიან პერიოდში დაფიქსირებულმა ფასების რყევამ შეიძლება გამოიწვიოს LBTC-ის გაყიდვა ან ყიდვა Bitcoin-ის ღირებულებისგან განსხვავებულ ფასად. 

თქვენ, როგორც LBTC-ის მფლობელი, შესაძლოა აღმოჩნდეთ მიბმის გაუქმების რისკის ქვეშ, ვინაიდან კონვერტაციის დროს LBTC-ის საბაზრო ღირებულება შეიძლება არ დაემთხვეს BTC-ის ღირებულებას. ასევე რისკებთანაა დაკავშირებული Lombard-ის საცავები, რადგან მოგების ოდენობა დამოკიდებულია DeFi პროტოკოლების მუშაობის ეფექტურობაზე. 

BARD ტოკენი

BARD არის Lombard პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • მმართველობა: BARD-ის მფლობელებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საკომისიოების პოლიტიკასთან, პროდუქტის შემუშავებასთან და ეკოსისტემის გრანტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის პროცესში, რომელიც იმართება Lombard-ის Liquid Bitcoin Foundation-ის მიერ.

  • უსაფრთხოება: BARD-ის სტეიკინგი გეეხმარებათ LBTC-ის კროს-ჩეინ ხიდის, Lombard-ის ლეჯერის და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

  • წახალისებები: BARD-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Lombard-ის პროდუქტებზე ადრეული წვდომით, ასევე სასურველი პირობებითა და დამატებითი ფუნქციებით.

  • სტეიკინგის ჯილდოები: სტეიკერებს შეუძლიათ სარგებლის და პარტნიორი პროტოკოლებისგან წახალისებების მიღება. სტეიკინგიდან აქტივების გატანის პროცესი შესაძლოა 21 დღემდე გაგრძელდეს, რაც უზრუნველყოფს ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებას.

Lombard (BARD) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 17 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ BARD იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 41-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 9-დან 12 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს BARD-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 10 მილიონი BARD, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა BARD-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Lombard-ის მიზანია Bitcoin-ის გარდაქმნა აქტიური როლის მქონე აქტივად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს on-chain ბაზრებზე. Babylon გთავაზობთ LBTC-ს, რაც გაძლევთ თქვენი Bitcoin-ით ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას, რა დროსაც ის რჩება ლიკვიდური და სხვადასხვა ბლოკჩეინზე გამოყენებადი. პლატფორმა ასევე გთავაზობთ საცავებს და DeFi სავაჭრო ბირჟას, რაც ამარტივებს სარგებლის სტრატეგიებზე წვდომას და აქრობს მათი ხელით მართვის საჭიროებას. 

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.